↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოლიტიკური ლიდერები საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
sherekili წერს:
ბატონო კიზიბი სააკაშვილს რა დახვდა მზამზარეული უკაცრავად?:)იგივე სიტუაცია იყო როცა მოვიდა ხელისუპლებაში და ის ოლიგარხები და ეგრეტწოდებული ქურდები სწორედ სააკაშვილის დროს ჩააბრძანეს ციხეებში.სააკაშვილის დროს მოხდა პოლიციის რეფორმა რიტაც მე ვპიკრობ მტელმა საკარტველომ ამოისუნტკა.ისე ჩახვალტ ბატუმიდან ტბილისამდე რომ ჯოხს არავინ დაგიკნებს ტუ არ დაარგვევ მოზრაობას.არც კორუპციაა იმდენი როგორც უწინ იყო.აგარაფერს ვამბობ ჯარზე.შუკის პრობლემის გდაჩრაზე .ზემო აპხაზეტის დაბრუნებაზე და სანაკოევის გაპრეზიდენტებაზე(რაც დიდი წინსვლაა კონფლიკტების მოგვარებაში მშვიდობიანი გზიტ)
წვრილმანი რაგაცეები არის რაც ზოგს შეილება არ მოსდიოდეს ტვალში მაგრამ მე პირადად მეწვრილმანე არ ვარ და სააკაშვილი რომ ნამდვილად აკვს ლიდერის ტვისებები მაგაში დარწმუნებული ვარ.

სრულიად გეთანხმები ყველაფერში და ა შენ ჩემგან პირველი კარმა. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ერთადერთი პრეზიდენტი რომელიც მართლა ფიქრობდა საქართველოს მომავალზე იყო გამსახურდია,რომელიც როგორც ქვეყნის მმართველი ძალიან ლმობიერი და სუსტი იყო,ამიტომაც იყო რომ მის გარშემო უამრავმა იუდამ მოიყარა თავი,რაც შეეხება შევარდნაძეს იგი იყო მხოლოდ საუკეთესო დიპლომატი,მისი საქმიანობის შედეგები კი ყველამ კარგად ვიცით,ისტორიაში თუ გვყავდ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ისტორიაში თუ გვყავდა აღმაშენებელი,ეხლა გაჩნდა დამანგრეველი-შევარდნაძის სახით,მის ,,ცოდვებს"კი ეს ფორუმი ვერ დაიტევს,რაც შეეხება სააკაშვილს,იგი საუკეთესო ლიდერია,ჭკვიანია,მაგრამ ძალიან შორსაა პრეზიდენტის ეტიკეტისა და დიპლომატიისგან,ასევე იმედ გაცრუებული დატოვა ახალგაზრდები და მთელი საქარტველო,ხალხით მოვიდა და ვფიქრობ ხალხივე გააგდებს თუ ასე გააგრძელა,რასაც აკეთბს კარგს -ცუდს აკეთებს 100 ჯერ მეტს,კორუფცია და კლანური სისტემა რომ არ გაუქმებულა ეს კი ცხადზე უცხადესია,ასე რომ ჩემთვის საქართველოს სიყვარულით და მომავალზე ფიქრით მხოლოდ ზვიადი იყო დაინტერესებული,და როგორც ქართველებს გვჩვევია,კარგი უნდა მოვიშოროთ,ხმა ამოიღო ოქრუაშვილმა და ......წყნარად მოიშორეს,აი ეს ხდება საქართველოში....

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ და ისევ სააკაშვილი. ვუსურვებ წარმატებას მიშას! იგი პოლიტიკურად ბრწყინვალედ მუშაობს. ხალხი ცუდს უფრო ხედავს, ვიდრე კარგს. ეს სამწუხაროდ ასეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
შეიძლება მხოლოდ ორი ადამიანის დასახელება: ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენები რომლებიც სჩანან პოლიტიკურ სპეკტრში სამწუხაროდ მიტინგების და ყვირილის გარდა არაფრის მაქნისები არ არიან და ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით სამშობლოსაც უღალატონ. სამშობლოს უღალატა და მიაფურთხა გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომელთაც სახელი გაუტეხეს საქართველოს და დემოკრატია ქვეყანაში კითხვის ქვეშ დააყენეს გარე ძალებისათვის. იგივე სიტუაციაა ახლა რაც გამსახურდიას დროს იყო, როცა ქვეყანა იდგა ეროვნურ ფესვებზე და დასავლეთისაკენ იხედებოდა დაღუპა ქართულმა "რუსოფილმა" ინტელიგენციამ და პოლიტიკურმა სპექტრმა. ასევეა ახლაც და ცდილობს საბჭოთა მენტალიტეტი და რუსული აგენტურა ბოლო გაბრძოლებას. ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში როცა უფროსი და ჩემი თაობაც წავა. თავისუფლებას მონობაში გაზრდილ საზოგადოება ვერ მოიტანს . თავისუფალი საქართველო ჩვენი შვილების და შვილიშვილების ასაშენებელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
წეღან რუსეთის არხს ვუყურებდი. ვნახე თუ როგორ გამოდიოდა ქალბატონი ირინა სარიშვილი კოკოითთან ერთად და აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას და დიმიტრი სანაკოევს. აი, ასეთი პოლიტიკოსები გვყავს ქართველებს. მოღალატეები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნინოჩკა მოგესალმები და ვაფასებ თქვენს მსჯელობას,მაგრამ მინდა მოწიწებით შეგახსენოთ , რომ ნიუმბერგის პროცესი იმ დროს ჩატარდა , როდესა ადოლფ ჰიტლერი საიქიოს იყო წასული, რატომ არ შეიძლება ამდენი ხნის შემდეგ მაინც პასუხი გაგვცეს ბატონმა შევარდნაძემ 9 აპრილთან დაკავშირებით, რატომ არის ეს თემა მიწყნარებული და ტაბუ დადებული ასობით ადამიანი რომ მოიწამლა და დღესაც წამლების ქვეშ არიან . რაც შეეხება კორუფციას, არის და იცით რა ძლიერად ,ალბათ რომ არასოდეს ყოფილა ,ვინ ზის ციხეში?მოლაშვილი? მირცხულავა? ის ხალხი ვინც არ გადაიხადა ფული და სხვათაშორის რაც არ ქონდათ რა გადაეხადათ. რატომ არ დაიჭირა ნუგზარ შევარდნაძე, ახვლედიანები შევარდნაძის მძახლები ,ჯორბენაძე, და თვით ბურჯანაძის მამიკო? და ვინ მოთვლი კიდევ რამდენი სწორედ ისინი არიან დასაჭერი ვინც თვით საკართველოში გამდიდრდა 1991 წლიდან როდესაც საქართველო დაქცეული და გაპარტახებული იყო ,მაგრამ ქართველ ერს ერთი ნაკლი გვჭირს ეს არის გულმამიწყობა. რაც შეეხება გამსახურდიას რთულ პერიოდშიდაც და მოღალატეებთან იმოღვაწევა რაღაც 9 თვე რომელსაც არც შეცდომები და არც სამშობლოს სიყვარული არ აცადეს სწორედ იმ ინტილიგენციამ , რომელიც დღეს ნახევარზე მეტი ოპოზიციაშია.ასე რომ ამერიკის მხარდაჭერაზე მეტად ქართველების მხარდაჭერა რომ გვქონოდა როგორც ბალტიის ქვეყნები დღეს წინ წასულები ვიქნებოდით,შურო, დაბოღმა გვღუპავს ქართველობას.ძალიან ტკბილი ყოფილა პირველობა და სკამი. ბევრის დაწერა და თქმაც მინდა მაგრამ,თავს შეგაწყენთ და ლამაზიც არ გამოვა ყველაფრის სიმართლის თქმაც. მიყვარხართ ყველა, გაძლიერებული დაგაერთიანებული გვენახოს ჩვენი ლამაზი საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზოგიერთი რა იმედით შეჰყურებდა თურმე მიშას. ნეტავ ეხლა რას იტყვიან?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
პოლიტიკოსებიდან :; ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი. ირინა სარიშვილი ყოვითვის იყო რუსეთის შპიონი . მაგისგან არც გამიკვირდება . და კიდევ ბევრი გვყავს საქართველოში .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეილა
შენი გამოსწორება არ იქნება.სარიშვილი არ მაინტერესებს ვისი აგენტია, იმიტომ ,რომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებზე, სამაგიეროდ, მიშამ ისეთი სამსახური გაუწია რუსეთს, რასაც ვერ შეძლებდა რუსეთის აგენტურა მთლიანობაში აღებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
იგივე სიტუაციაა ახლა რაც გამსახურდიას დროს იყო, როცა ქვეყანა იდგა ეროვნურ ფესვებზე და დასავლეთისაკენ იხედებოდა დაღუპა ქართულმა "რუსოფილმა" ინტელიგენციამ და პოლიტიკურმა სპექტრმა. ასევეა ახლაც და ცდილობს საბჭოთა მენტალიტეტი და რუსული აგენტურა ბოლო გაბრძოლებას. ყველაფერი კარგად იქნება საქართველოში როცა უფროსი და ჩემი თაობაც წავა. თავისუფლებას მონობაში გაზრდილ საზოგადოება ვერ მოიტანს . თავისუფალი საქართველო ჩვენი შვილების და შვილიშვილების ასაშენებელია!

ასე თუ მივუდგებით მაშინ თერგდალეულებიც "რუსოფილები' იყვნენ. თუმცა მათ წმინდანებად მოვიხსენიებთ და მათ უმრავ ნააზრევსაც ხშირად ვიმეორებთ. რუსულ კულტურასთან ზიარებას არ შეუშლია ხელი ილია ჭავჭავაძისთვის, რომ დაენახა რა იყო აუცუილებელი ქართველი ერის გადარჩენისთვის- "ენა, მამული, სარწმუნოება". ამ თვალსაზრისით არ უნდა იყოს სხვაობა რუსოფილობასა და ამერიკოფილობას შორის.
რაც შეეხება ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობას. "ტყე შეუნახე მამულსაო". დამეთანხმებით, რომ ამ ტყეს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა შევუნახოთ ტყეც და მამულიც ჩვენს შვილებს და გაპარტახებული მემკვიდრეობა არ უნდა დავუტოვოთ. ამას გარდა, ბავშვი იბადება უცოდინარი. მას მხოლოდ ინსტიქტები გააჩნია. თუ არ ვასწავლით სიყვარულს და არ "ვაგემებთ" თავისუფლების გემოს მისთვის შექმნილი თავისუფალი ცხოვრების ჩვენებით-ვერ გაიზრდებიან თავისუფლები და ვერც თავისუფალ ქვეყანას ააშენებენ. ეს პროცესები არსად არ მთავრდება და არსად არ იწყება. ისინი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ერთიდან მეორეში ტრანსფორმირდება. ამ ფილოსოფიით ,ჩვენ უნდა დავიკრიფოთ გულზე ხელი. და როდესაც მოვლენ ჩვენი შვილები ,ჩვენ, ჩვენი მონური ფსიქოლოგიით, მათგან მხოლოდ მონების ახალ თაობას გავზრდით საკუთარი მაგალითით, ვინაიდან რაც არ უნდა ვუქადაგოთ თავისუფლების არსი და სიყვარული,ჩვენი შეგონებანი არასდროს აიქნება ჩვენი ცხოვრების წესთან თანხვედრაში. ბავშვები კი მაგალითებზე სწავლობენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ნინო,შენც ხომ გქონდა მისი
იმედი და თურმე ხმაც მიგიცია.
ეხლა ბევრი შეიკავებს თავს,რაიმეს სათქმელად.
=fiqri= ნეტა კი საგიჟეთში არ მოათავსებდნენ,
მაინც მეცოდება,მინდა დავიჯერო,რომ ბევრის
გაკეთება უნდოდა და ცუდად გამოუვიდა.=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
შევარდნაძის წასვლა ისე მინდოდა, ყველანაირ იმედს ვებღაუჭებოდი. თან მე ჟვანიას მომხრე უფრო ვიყავი. სააკაშვილი არასდროს ამირჩევია . 2003 წელს "ახლებს" მივეცი ხმა.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მიკვირს იმ გუნდისა ჟვანიას რომ ტაშს უკრავდა, უბრალოდ მიკვირს რატომ ან რას ხედავდნენ მასში ისეთს? იმ არჩევნებს ვინ აყალბებდა თქვენი აზრით, კორუფციაში და უკანონო გარიგებებში არ იღებდა მონაწილეობას? პასუხისმგებელი არ არის შევარდნაძის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე? მესმის გარდაცვლილია და გარდაცვლილებზე ცუდს არაფერს ამბობებო მაშინ სერგო ორჯონიკიძეც კარგი დიდებული პოლიტიკოსი და პატრიოტი ყოფილა... იმაზეც დავწეროთ მაშინ კარგი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჟვანია რომ არჩევნებს აყალბებდა , ეს ყველამ იცის. შევარდნაძის გაზრდილები რომ არიან ჟვანია და სააკაშვილი ესეც ახალი არ არის. ჟვანიას გონებას ვცემდი პატივს,ძალიან ჭკვიანი იყო, მეტი არაფერი. ჟვანია ისევე იყო პასუხისმგებელი შევარდნაძის პოლიტიკაზე, როგორც სააკაშვილი. ალბათ გემახსოვრებათ, რომ მიშა მოქ.კავშირის უმრავლესობის ლიდერი იყო.:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
პოლიტიკური ლიდერები საქართველოში....
დესპანი