↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოლიტიკური ლიდერები საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ პოლიტიკური ლიდერის როლი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ჩვენს საზოგადოებაში...ამ შემთხვევაში,დავწვრილმანდები და მხოლოდ პრეზიდენტებზე საუბრით შემოვიფარგლები,ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება სამივე მათგანთან მიმართებაში,რომელი მთგანაი მოგწონთ,რატომ,ან რატომ არ მოგწონთ და ა.შ... :cl:
სამივე პრეზიდენტი აბსოლუტურად განსხვავებულია,უმნიშვნელო მსგავსების გარდა,ესეც ალბათ გამოწვეულია იქიდან,რომ სამივეს განსხვავებულ პირობებში უწევდათ მოღვაწეობა,ამიტომ მათი პოლიტიკური ორიენტაციაც განსხვავებული იყო...ზვიად გამსახურდია იყო საოცრად ქარიზმატული პიროვნება ,რაც მისი,როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის ღრმა ერთგულებით იყო განპირობებული,ის გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტითა და ლიდერისათვის დამახასიათებელი თვისებებით,მაგრამ მინდა დავეთანხმო აზრს,რომ ის არ იყო ძლიერი პოლიტიკოსი,თუ გავითვლაისწინებთ იმას,რომ პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,ქონდეს კომპრომისზე წასვლისა და პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის უნარი,მაშინ დავრწმუნდებით ამაში(თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრისაა... :smilie:)...მისი იდეაც დამოუკიდებლობისა მალევე გაუფასურდა კრიმინალიზაციის ფონზე და ასე და ასე შემდეგ,მე მის მოღვაწეობას შევაფასებდი,როგორც ეროვნული გმირისას და ნაკლებად პოლიტიკოსისას....
აი შევარდნაძის როლი იყო,როგორც რუსეთისგან დანიშნული პრეზიდენტისა,რაც ფაქტიურად წარსულის გაგრძელება იყო და მეტი არაფერი,სუსტი იყო მმართველობა იმ მხრივ,რომ ხელისუფლება განაწილებული იყო რამდენიმე ოლიგარქის ხელში,სწორედ ისინი მართავდნენ ქვეყნის ბედს,ეს იყო ტოტალური კორუფციის პერიოდი,ხალხის ხარჯზე ჯიბეგასქელებული ჩონოვნიკების ხანა...თუმცა საგარეო პოლიტიკა არც ისეთი წარუმატებელი იყო პირადად შევარდნაძისთვის...
სააკაშვილი ფაქტიურად იყო "მხსნელი",რომელმაც პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისიდანვე მიზნად კორუფციის მოსპობა დაისახა,რაც მისასალმებელია,ამას მგონი ახერხებს კიდეც...ქვეყანამ გეზი აიღო ევროპისკენ,თავი ამოვყავით აქამდე ჩვენთვის უცხო გარემოში,ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ორიენტირებულებმა...დაიჭირეს რამდენიმე ოლიგარქი გააქციეს აბაშიძე,დავიბრუნეთ აჭარა და ახლა ვფიქრობთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნებაზე.ამას,რათქმაუნდა,სჭირდება დრო...
ესე იგი სიტყვა ძალიან გამიგრძელდა,უბრალოდ მინდა გავიგო თქვენი დამოკიდებულება თითოეულის მიმართ,რამდენად მოგწონდათ თუ მოგწონთ მათი პოლიტიკა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და რომელი მათგანი უფრო მისაღებია(თუ იყო)თქვენთვის,მგონი კარგი თემაა,რა ვიცი,ოღონდ თქვენ პოლიტიკისკენ შემობრუნდეთ და.... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ, უახლესი ისტორიის მანძილზე ,ვერ გამოკვეთა ნამდვილი პოლიტიკური ლიდერი (ჩემი აზრით)

რაც შეეხება EU-სთან ინტეგრირების საკითხს, გარდა იმისა რომ კორუფცია შემცირდა, სხვა რა კეთდება?

:wink: ისე კი პრეზიდენტის პოლიტიკური რესურსი ამოწურულია,რაც შეეძლო გააკეთა.
სამწუხაროდ ოპოზიციური პოლიტ .ძალების არ არსებობის გამო, არჩევანზე თუ საქმე მივიდა ისევ სააკაშვილი რჩება უალტერნატივოდ, ბანალურია მაგრამ ფაქტია.
:biggrin: კაი ლიდერი რომ გვყავდეს აბა, გამორცხული არ იქნება კიდევ ერთი რევოლუცია, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
ნინოჩკა...ასე ვიტყოდი..პირველი ორი პრეზიდენტის შესახებ შენს ფორმულირებას აბსოლიტურად ვეთანხმები, აი მესამეს რაც შეეხება...ცოტა გაზვიადებული მეჩვენა...
პირველ ორ პრეზიდენს ძალიან რთულ პირობებში უქევდა მოღვაწეობა, მაშინ სერიოზული "გარეშე" მტერი ყავდა საქართველოს და კიდევ ოლიგარქები, როგორც ახსენე და ისინი ხელს უშლიდნენ შევარდნაძის მმართველობას, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო და საკმაოდ კარგი ავტორიტეთითაც სარგებლობდა...და ამა საქართველოს ბევრი შეღავათები მოუტანა, თუმცა შევარდნაძე იყო სუსტი ეკონომიკურ საკითხებში და ამან განაპირობა მისი მოღვაწეობის "კრახი" და კიდევ იმ კორუფციამ, რაც არსებობდა...
... რაც შეეხება დღევანდელობას..ყველაფერი მზამ-მზარეული აქვს სააკაშვილს და დადგმული სცენარით მოვიდა ხელისუფლების სათავეში და გაყარა ძველი და "ჯიბეგასქელებული" კორუმპირებული პოლიტიკოსები, თუმცა ჩაანაცვლა მშიერი და "ჯიბეგაფხეკილი" უცოდინარი ახალგაზრდობა...

მე მისი პოლიტიკური ნაბიჯებით არ ვარ მოხიბლული...და არც მისი ამბიციურობა და უსაფუძვლო "ზეიმებია" ჩემთვის მისაღები...

რეპრესიები მაოცებს : მგონი სტალინის დრო დაბრუნდა.... ;)

თუმცა დავძენდი, რომ მე არც თუ ისე კომპეტენტური პირი ვარ ვაკრიტიკო პრეზიდენტი და ა.შ....ამიტომაც ვცდილობ ხოლმე პოლიტიკიკაში ნეიტრალური ვიყო შეძლებისდაგვარად ....

ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს...
ვნახოთ, ვნახოთ რა მოხდება....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:თუ გადავხედავთ წარსულს და დღევანდელობას არც ისეთი გაზვიადებული უნდა იყოს,შევარდნაძე იყო კარგი და საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსი,მაგრამ ნაკლებად _სახელმწიფოს ლიდერი,როგორც უკვე აღვნიშნე...რაც შეეხება სააკაშვილს,მინდა ერთი ვთქვა,რომ იდეალური და ყველასთვის მოსაწონი ვერავინ იქნება,აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია თქვენი სიტყვები...აქ უბრალოდ მინდა მაკიაველის ნათქვამი მოვიყვანო,იცით ის რას ამბობდა?იმას,რომ ახალი მთავარი უარესია ხოლმე ძველზე,ამიტომ მთავრის წინააღმდეგ აჯანყება სინანულად ექცევათ ხოლმე ადამიანებს და ,სხვათაშორის, ცუდია თუ ეს მართლა ასეა,ძალიან არ მინდა ამის მაგალითად ქართული საზოგადოების მოყვანა,მაგრამ...მაგრამ ისიც უნდა ითქვას,რომ საქართველო აშკარად დაწუინაურებულია წინა წლებთან შედარებით საერთაშორისო სიცვრცეში,მგონი ყველაფერზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა,რომ არაფერი შეცვლილა ან შეიცვლა მხოლოდ ცუდისკენ არაა სიმართლე,მაგარმ რეალობასაც ვერსად გავექცევით,ხარვეზები არსებობს და არცთუ მცირე.... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
სალამი ნინოჩკას!
ჭკვიანი გოგონა ჩანხარ. ძირითადში გეთანხმები. გეთანხმები, რომ გამსახურდია იყო გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, მაგრამ არ გამოირჩეოდა ლიდერისათვის დამახასიათებელი თვისებებით, რამაც საბოლოოდ დაღუპა. ხალხი იდეებით დაგვმუხტა, აგვაბობოქრა და ქვეყნის პრეზიდენტად მყოფმა (მთელი სახელმწიფო რესურსების მფლობელმა) მიგვატოვა და გაიქცა. აბა ვინმემ, თუნდაც მილიონერმა მაფიოზებმა გაუბედონ და ტანკი გამოუყვანონ სააკაშვილს ქუჩაში.......
რაც შეეხება შევარდნაძეს, მასზე საუბრისთვი არ ვაპირებ დროის ხარჯვას. ის იყო წარსულის მავნე გადმონაშთი.
ხალხს(მეც) დიდი იმედი აქვს სააკაშვილის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jul 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
სალამი ნინოHკას.კარგია რომ ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი კარგად ერკვევი პოლიტიკაHი.Hემის აზრით პოლიტიკოსი უნდა იკოს პირველ რიგHი განათლებული და ეროვნული.ეროვნული იმიტომ უნდა იკოს რომ რაც Hენს ხალხს და Hენს ქვეყანას სტკივა ის უნდა გტკოიდეს Hენც.რაც Hეეხება პირველ პრეზიდენტს ის იკო ამ ნიHნით დაჯილდოვებული.არ გვინდა იმის თქმა რომ სუსტი პოლიტიკოსი იკოო.უბრალოდ იმ დონეზა იმუHავა რუსულმა და ქართულმა KGB ვეგარ მოერია.მეორეზე აგარ მააკ ლაპარაკი.ეHმაკი იყო და დარHა ეHმაკი.ზის დგეს მHვიდად და რაგაცეებს ჯGაპნის.კაციHვილმა არ მოსტხოვა პასუხი ამდენ ცოდვაზე.ვიგააცეები ფარველობსო.მაგნაირი ეHმაკები იკნებიან ისინიც.ეს მესამე ძააააან მაგარი გვკავს.ტაH ტაH ტარამდარააა სუფდად.ფეხებზე კიდია ხალხიც და ქვეყანაც.70 პროცენტი უმუHევარი და ტიტკმის HიმHილობს და ეს უბერაააავს.ფანტანი და ფანტანი.თუ რამე გააკეტეს გზა და ამნაირი ელემენტარულს აყვედრიან ხალხს .ვიტომ თავის ჯიბიდან იხდიან.არა ეკლესიურები და არა ქარტული სულის ხალხია ესენი.მოვა დრო და კველა აგებს ხალხის და ხვთის ცინაHე პასუხს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ნინოჩკა შენ ნაციონალი ხომ არ ხარ :)) ქარიზმატული ზვიადი კიარა მიშიკოა შევარდნაძეზე რაც თქვი გეთანხმები,შენ ეტყობა არ იცნობ ზვიადის დროინდელ მდგომარეობას იმ ყველაფერმა ჩემს უბანზე გადაიარა მაშინ ზვიადის არ ქონდა არანაირი მხარდაჭერა ევროპისგან და დასავლეთისგან, რაც არ უნადა კაი პოლიტიკოსი ყოფილიყოო ვერაფერს ვერ იზავდა. ზვიადი იყო ნაღდი ეროვნული ადამიანი და სხვათა შორის მაშინ ამერიკის პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუში ეხლანდელი ბუშის მამა და ზვიადის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე და მის გეზზე რომ საქართველო ყოფილიყო ნამდვილად დამოუკიდებელი და არა ისეთი როგორც ეხა ვეძახით მან განაცხადა ანუ ჯორჯ ბუშმა რომ ზვიადი დინების საწინააღმდეგოდ მიდისოო ეს კი ნიშნავდა რომ ამერიკაც მხარს უჭერდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. მაშინ რომ რამე მხარდაჭერა გვქონოდა ამერიკისგან დამიჯერეთ რომ ზვიადი გაქაჩავდა პოლიტიკაშიც და ეხა ჩვენ ბალტიის ქვეყნებზე მინიმუმ ორი თავით მაღლა ვიდგებოდით. რაც შეეხება სააკაშვილს მისი პოლიტიკის მხოლოდ ერთი ნაწილი მომწონს კერძოდ სამხედრო მომზადება რასაც ნამდვილად ვაფასებ და ვთვლი რომ ეს მართლა რომ მოახერხა. დანარჩენი არანაირი წინსვლა არ არის არც სასამართლოში არც კორუფციაში არც ეკონომიკაში და საერთოდ არაფერში უბრალოდ ხდება ჩანაცვლება და მეტი არაფერი არც პენსიების მომატება არის არაფერი და არც ხელფასების ბოლოსდაბოლოს როგორი ბრმები ვართ ქართველები ბოლო ფაკტს ვიტყვი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა ყველამ ვიცით როგორც დანარჩენს კიდევ კომენტარი არ სჭირდება გამგები გაიგებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ამ წერილის დაწერის მერე რამოდენიმე დღე თუ არ გამოვჩნდი ესეიგი ციხეში ვარ და "პასილკები" მაინც შემომიგზავნეთ ხომე :))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:კარგია,რომ გააქტიურდით....მინდა ნიკოლოზს დავეთანხმო იმაში,რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს ნამდვილად ეროვნული,კარგად უბნდა ჰქონდეს გათავისებული სამშობლოს მიზნები და ინტერესები,სხვანაირად წარმოუდგენელია.რაღაცები ცოტა გაზვიადებულადაც მეჩვენა,მაგრამ ესეც კარგია,თქვენს აზრს პატივს ვცემ,მე ვერ ვხვდეი რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას,დასჯიან თუ არა შევარდნაძეს,ეს უკვე ვერაფერს შეცვლის,იმის თქმაც,რომ შევარდნაძის ციხეში არჯდომა დაუსჯელობის სინდრომზე მიანიშნებს ცოტა არაბუნებრივია,უბრალოდ მისი დასჯა არაფერს შეცვლის დღეს...ჩემი მხრიადან რამის მტკიცებაც,მასინ,როცა საკუთარ აზრში დარწმუნებული ხარ,ცოტა ძნელია...რაც შეეხება გაგას,მე ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი,არ ვიცი ჩემი ნაციონალობა-არა ნაციონალობა საიდან გამოჩნდა...გეთანხმები იმაში,რომ გამსახურდიას რთულ პერიოდში მოუხდა პრეზიდენტობა,ნამდვილად ასეა,ძნელია,როცა არ გაქვს მხრდაჭერა და,მითუმეტეს,ისეთი დიდი ქვეყნისგან,როგორიც ამერიკაა,ამ შემთხვევაში...ცოტა გაზვიადებულად მეცვენება ის,რომ საქართველოში გასულ წლებთან შედარებით კორუფციის მხრივაც არაფერი შეცვლილა,მე ამას არ ვეთანხმები,თუნდაც იმიტომ,რომ ვხედავ ამდენი ჩინოვნიკი იხდის სასჯელს...რათქმაუნდა,რომ ყველა პრობლემა უცბად ვერ მოგვრადება,იდეალური არც ეს მთავრობაა,რას ვიზამთ :cl: :cl: :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jul 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო გაგა ნუ გეშინია მაგათი.მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია.მე არ ვარ საქარტველოში და ჩემზე იკოს მაგ მთავრობის კრიტიკა.ტყუილა არავინ აკრიტიკებს რაც შენ ჩამოთვალე ცოტაა მაგ პრობლემები?თავში აქვთ ავარდნილი.იმედი მაქ ქართველი ხალხი გამოიგვიძებს და არჩევნებზე იტყვის თავის სიტყვას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ninochka წერს:
:cp:კარგია,რომ გააქტიურდით....მინდა ნიკოლოზს დავეთანხმო იმაში,რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს ნამდვილად ეროვნული,კარგად უბნდა ჰქონდეს გათავისებული სამშობლოს მიზნები და ინტერესები,სხვანაირად წარმოუდგენელია.რაღაცები ცოტა გაზვიადებულადაც მეჩვენა,მაგრამ ესეც კარგია,თქვენს აზრს პატივს ვცემ,მე ვერ ვხვდეი რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას,დასჯიან თუ არა შევარდნაძეს,ეს უკვე ვერაფერს შეცვლის,იმის თქმაც,რომ შევარდნაძის ციხეში არჯდომა დაუსჯელობის სინდრომზე მიანიშნებს ცოტა არაბუნებრივია,უბრალოდ მისი დასჯა არაფერს შეცვლის დღეს...ჩემი მხრიადან რამის მტკიცებაც,მასინ,როცა საკუთარ აზრში დარწმუნებული ხარ,ცოტა ძნელია...რაც შეეხება გაგას,მე ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი,არ ვიცი ჩემი ნაციონალობა-არა ნაციონალობა საიდან გამოჩნდა...გეთანხმები იმაში,რომ გამსახურდიას რთულ პერიოდში მოუხდა პრეზიდენტობა,ნამდვილად ასეა,ძნელია,როცა არ გაქვს მხრდაჭერა და,მითუმეტეს,ისეთი დიდი ქვეყნისგან,როგორიც ამერიკაა,ამ შემთხვევაში...ცოტა გაზვიადებულად მეცვენება ის,რომ საქართველოში გასულ წლებთან შედარებით კორუფციის მხრივაც არაფერი შეცვლილა,მე ამას არ ვეთანხმები,თუნდაც იმიტომ,რომ ვხედავ ამდენი ჩინოვნიკი იხდის სასჯელს...რათქმაუნდა,რომ ყველა პრობლემა უცბად ვერ მოგვრადება,იდეალური არც ეს მთავრობაა,რას ვიზამთ :cl: :cl: :cl:

ეჰ :au:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:jj: :jj: :jj:დამაფიქრესავით lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jul 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნინოჩკა ჩემო...არაა ეს ჩემი პირადი თვით მიზანი.შენ შეიძლება ვერ გამიგე.მე ვარ ცამოსული ჩემი სამშობლოდან 4წელზე მეტი.საფრანგეთში ვცხოვრობ და ახლა აქ ახალი პრეზიდენტია.ზველ პრეზიდენტს ეხლა ამოუყარეს ფულის გაფლანგვები და სასამართლოHი აკვს საკმე:მანამდე იმუნიტეტი იცავდა.....ედიკას ცოდვები Hამოვწეროო მე მგონი Hორს წაგვიკვანს მაგრამ მინც Hეგახსენებ ზოგიერთებს მხოლოდ ბოლო პერიოდს.92 წლის ომი თბილისის.მხედრიონის და ათასი რჯულის ბანდის თავგასულობა.HიმHილი ;უHუკობა;განუკითხავობა;სამეგრელოს აწიოკობა 4 ჯერ;აფხაზეთის დაკარგვა;რამდენი ახალგაზრდის და არა მარტო ახალგაზრდის დახოცვა.მასიურად დაცლა საკართველოსი;რამდენი მილიარდის Hეჭმა;ციხეების გავსება პოლიტ პატიმრებით.მეფე იყო არა?აი ამიტომ Hემო ნინოHკა მინდა მოეცკოს პროცესი რათა სხვამაც იგივე არ გააკეტოს.ვინ უნდა აგოს პასუხი?ასე HერHება ყველას და თავის ჭკუაზე უბერავენ მერე.საქართველომ და ხალხმა რა დააHავა Hემო ნინოHკა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
GAGA გეთანხმები...
თუმცა ძალიან მეზარება ხოლმე პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ სულ ცოტას დავწერ მეც, და გულს მოვიფხან, როგორც იტყვიან ხოლმე ..............
ზვიადის არსაიდან მხარდაჭერა არ ქონდა იმ პერიოდში, მოღალატეების გარშემო იყო, უღალატეს და გაყიდეს,არც აცალეს პოლიტიკოსობა, ბუშმა ისიც თქვა ზვიადზე, რომ იგი ერთადერთი პრეზიდენტი იყო მსოფლიოში რომელიც მასონების გაერთიანებაში არ იყო ,უდიდესი პიროვნება და სამშობლოს მოყვარული ადამიანია, არსებობს ისეთი დეტალები , რომლებიც საზოგადოებამ არ იცის და მიკერძოება რომ არ გამომივიდეს ზვიადიზე საუბარს აქ გავაჩერევბ.
ესენი რომ ხტუნაობენ გონიათ რომ მაგარი პოლიტიკოსები გამოდგნენ, ყველანი უსუსურები არიან და პოლიტიკის არაფერი არ ესმით. შევარდნაძემ გადააბარა სააკაშვილს მთავრობა და სჯერათ რომ ვარდების რევოლუცია მოახდინეს, ამაში ახლადახალა ვრწმუნდები , რომ უნიკალურად დადგმული სპეკტაკლი იყო... ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და დიდი ერები, როგორც უნდა ისე გვმართავენ... ესენიც მსოფლიოს ძახილს მიჰყვებიანს, ჩვენ რომ ძლიერი პოლიტიკოსები და ნამდვილი ეროვნული მამულიშვილები გვყავდეს , დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებადი კი არა განვითარებულზე განვითარებული იქნება...და მსოფილოს მმართველი ქვეყნების გვერდით ღირსეულად დადგებოდა, ამისთვის აბსოლუტურად ყველანაირი პირობა და ამოუწურავი რესურსი გვაქვს. აქ ნახსენები თითქოს საქართველოში კორუფციას კარგად ებრძვიან, ხალხო ,. რას ამბობთ, მე სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ და კარგად ვხედავ ამ მთავრობის ხარვეზებს ... კორუფციას ებრძვიანო, არ დაიჯეროთ . ახლა სხვანაირად ღვლეპავენ ხალხს, უკაცრავად და მათზე გული მერევა, ისეთი კატეგორიაა დღეს პარლამენტში , მათზე საუბარიც კი მზარავს, მათი სუსტი პოლიტიკოსობა და სხვისი კამათლის გორებ\ა ყველაფერში ჩანს, კომუნისტებს 70 წლიანი მართველობა თავზე დაემხოთ და ამათ უარესი ელით... ის რაც შეიძლება, რომ სახელმწიფომ თვითონ მართოს ან საქართველოს კუთვნილება იყოს ისევ ყველაფერი გაყიდულია, თითქოს დებილი ხალხი ვიყოთ, ისეთ სტრადეგიულ ობიექტებს ყიდიან , რომ ამას გონებაჩლუნგის მეტი არავინ გააკეთებდა, ან სხვანაირად ვერ იფიქრებ თუ არა იმას რომ მთლიანად დაგვანაწევრეს და ამერიკას და რუსეთს გადაგვცეს, ასე მარტივად, ეკონომიკური ბერკეტები ხელში ჩაუგდეს და გინდა სამხედრო გააძლიერე და რაც გინდა ის გააკეთე, რაღადროს ბრძოლის ველზე იარაღით და ტანქით გასვლაა, 21-ე საუკუნეა . ყველაზე უარესი კიდევ ის ხდება, რომ ახლახანს გამოაცხადეს , რომ თურმე ევროპაში იცვევენ სამუშაოდ 150 000 ქართველს, აქედან ნათლად ჩანს, რომ ძალიან უნდათ გაგვასაცოდავონ, რა კარგიაო ტაშს დაუკრავს ვინმე, კარგი კი არა უბედურებაა, იაფი მუშა ხელი ნახეს საქართველო, ამათაც ეს უნდათ.. დაგჩაგრონ ,გაგანადგურონ, არ მოგცენ განვითარების საშვალება და მათი უვარგისი პროდუქციის გამსაღებლად იქნები მუდამ... რამდენიმე ადამიანის გამრუდებულ აზროვნებას ეწირება მთელი ქვეყანა.. მაგრამ ეს ღვთისგან მოვლენილი განსაცდელია და იმედია გავძლიერდებით ისევ... სანამ ნერვები მიმტყუნებს ამათზე საუბარს ჯობია თავი დავანებო, თორემ ყველაფერი დეტალურად არის განსახილველი, რისი სურვილის არ მაქვს არანაირად.. ღირდნენ მაინც სასაუბროდ. ცოტა აგრესიული წერილი გამოვიდა, მაპატიეთ :smilie:

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბატონო კიზიბი სააკაშვილს რა დახვდა მზამზარეული უკაცრავად?:)იგივე სიტუაცია იყო როცა მოვიდა ხელისუპლებაში და ის ოლიგარხები და ეგრეტწოდებული ქურდები სწორედ სააკაშვილის დროს ჩააბრძანეს ციხეებში.სააკაშვილის დროს მოხდა პოლიციის რეფორმა რიტაც მე ვპიკრობ მტელმა საკარტველომ ამოისუნტკა.ისე ჩახვალტ ბატუმიდან ტბილისამდე რომ ჯოხს არავინ დაგიკნებს ტუ არ დაარგვევ მოზრაობას.არც კორუპციაა იმდენი როგორც უწინ იყო.აგარაფერს ვამბობ ჯარზე.შუკის პრობლემის გდაჩრაზე .ზემო აპხაზეტის დაბრუნებაზე და სანაკოევის გაპრეზიდენტებაზე(რაც დიდი წინსვლაა კონფლიკტების მოგვარებაში მშვიდობიანი გზიტ)
წვრილმანი რაგაცეები არის რაც ზოგს შეილება არ მოსდიოდეს ტვალში მაგრამ მე პირადად მეწვრილმანე არ ვარ და სააკაშვილი რომ ნამდვილად აკვს ლიდერის ტვისებები მაგაში დარწმუნებული ვარ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 87 posts ] 
პოლიტიკური ლიდერები საქართველოში....
დესპანი