↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 22 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქრისტიანული ოჯახი
„ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ
ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა
წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან,
რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით
პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა
მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6,31-33)

აი, მოვიდა ადამიანი ამქვეყნად... სამყაროს კიდევ ერთი ხანმოკლე მგზავრი მოევლინა, რომელსაც მარადიულობისაკენ მიმავალ გზაზე, ღვთის განგებით, უამრავი განსაცდელი ელოდება.

როგორც წესი, მას შემდეგ, რაც კაცი სრულწლოვანებას მიაღწევს, გვარის გასაგრძელებლად ოჯახის შექმნას ლამობს. უეჭველია, ჩნდება კითხვა: როგორც შევარჩიოთ ღირსეული თანამგზავრი, რომელიც შეძლებს ყველა ჩვენი სიხარული და მწუხარება გაიზიაროს?

მოჩვენებითია მიწიერი მისწრაფებები, წარმავალია ხილული ბედნიერება, და ნეტარ არს ის, ვინც თავის დროზე შეიცნობს ამას; ვინც შეიცნობს, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების უმაღლესი მიზანი, რომელიც თავად უფალმა განუწესა, ცხონებაა.

რამდენი მიწიერი კეთილდღეობის მაგალითი დანგრეულა ჩვენს თვალწინ! რამდენ გაცრუებულ იმედსა და დამსხვრეულ ბედს ვაწყდებით ირგვლივ! ამ ყოველივეს მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები, ყველაზე ხშირად, თავიანთი ცხოვრების მოწყობას დამოუკიდებლად, ღვთის გარეშე ცდილობენ.

დასაბამიდან კაცი თავის ოჯახში ეძიებს საკუთარ, პატარა, მიწიერ ბედნიერებას. ოჯახი საზოგადოების ის ნაწილია, სადაც ადამიანთა ზნეობის საძირკველი იყრება. ეს ის სულიერი საწყისია, საიდანაც წარმოიშვნენ ერები და სახელმწიფოები. მართლმადიდებელი ადამიანებისათვის ოჯახი მცირე ეკლესიაცაა, თუ ის კურთხეული ცოლქმრული სიყვარულით არის განმტკიცებული. ისევ და ისევ იბადება კითხვები: როგორ შევქმნათ მტკიცე, ჯანსაღი, კეთილზნეობრივი ოჯახი? როგორ დავიცვათ იგი მიწიერი საცდურებისგან? როგორ დავიფაროთ ჩვენი შვილები ამასოფლის სულის ზეგავლენისაგან და როგორ აღვზარდოთ ისინი კეთილზნეობრივ ქრისტიანებად? ამ და სხვა საჭირბოროტო კითხვებზე პასუხს ისევ და ისევ ეკლესიის ცხოველსმყოფელ სწავლებაში ვიპოვით. ეკლესიის სწავლება სწორედ ის მაცხოვნებელი აფრაა, რომელიც ყოველთვისს დაგვეხმარება, რომ ჩვენი ოჯახური „ნავი“ ამქვეყნიურ ქარიშხლებს ავარიდოთ და უვნებლად მივიყვანოთ სამუდამო ნავთსაყუდელში.

პირველი ოჯახი
„და დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა მცხოვრებს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი“ (შესაქმ. 2,20)

ადამმა ცხოველთა შორის ვერ იხილა ვერცერთი არსება, ვისაც აზრებსა და გრძნობებს გაუზიარებდა და ერთად „იუფლებდნენ“ მიწიერ ქმნილებებზე.

გარშემო მხოლოდ უგუნური და უტყვი არსებები იყვნენ. ადამიანს ერთიც არ ჰგავდა. როდესაც ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, დანაწევრებულ ხმებს წარმოთქვამდა, რითაც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავდა. მაგრამ ეს ხმა ჰაერში იკარგებოდა და უპასუხოდ რჩებოდა. ადამს არ შეეძლო, არ ეგრძნო მარტოსულობა და თავისივე მსგავსის არსებობის საჭიროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ყველა ცხოველი წყვილად იყო შექმნილი. უეჭველია, მასაც გაუჩნდებოდა სურვილი, რომ გვერდში ჰყოლოდა ისეთი არსება, რომელიც ბუნებით მისი მსგავსი იქნებოდა.

„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო“ (შესაქ. 2,21).

ადამის „ძილქუში“ ჩვეულებრივი არ იყო. მძინარე ადამს სულიერი ხედვა გაეხსნა, მსგავსად წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, რომლებიც სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი და ზუსტად ვერ ხვდებოდნენ, ამ დროს სხეულში რჩებოდა თუ არა მათი სული. მათ მსგავსად, ადამს უფალმა ისეთი მდგომარეობა მიანიჭა, რომ სული, გარეგანი გრძნობითი ქმედების გარეშე, ნათლად ხედავდა, თუ რას იქმოდა უფალი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეკნი მასზე შეზრდილ ხორცთან ერთად იქნა ამოღებული, ვინაიდან ადამი თავად ასე მიმართავს ევას: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. თუმცა ნეკნის ადგილი ცარიელი კი არ დარჩა, არამედ მაშინვე, ღვთის ნებით ხორცით ამოივსო, ანუ ახალი ნეკნი წარმოიქმნა.

„ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა“ (შექ. 2,22).

ადამისთვის ცოლის შექმნის განსაკუთრებული სახით უფალი გვიჩვენებს, რომ ცოლ-ქმარი ბევრად უფრო მჭიდრო თანაცხოვრებისთვის არიან განსაზღვრულნი, ვიდრე ცხოველთა წყვილები. მდედრობითი სქესის ცხოველები მამარობითი სქესის ცხოველებისგან დამოუკიდებლად შექმნა უფალმა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი სჯულით არ არიან დაკავშირებულნი განუყრელი თანაცხოვრებისათვის. ერთადერთი მიზანი ცხოველების წყვილების შექმნისა მათი გამრავლების საჭიროებაა, რისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი განუყრელი თანაცხოვრება. სულ სხვაგვარადაა საქმე ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ქალის მამაკაცის სხეულისაგან შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ განუყრელი ურთიერთბისათვის არიან შექმნილნი, რომ სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ და ერთად არა მხოლოდ იმიტომ უნდა იცხოვრონ, რომ გამრავლდნენ, არამედ შვილები ერთად, ერთობლივი ძალისხმევით აღზარდონ. ხოლო ის გარემოება, რომ ქალი ადამის სხეულის სხვა რომელიმე ნაწილიდან კი არ შეიქმნა, არამედ გვერდიდან, იმაზე მიუთითებს, რომ ის მამაკაცის დასახმარებლად არის შექმნილი, მის გვერდით უნდა იყოს მუდმივად და არ დრტვინავდეს პირველობაზე ოჯახსა და საზოგადოებაში. ის, რომ ქალი ქმარზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორც მისი ერთგული შემწე, იქიდანაც ცხადია, რომ „კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ - ქალი კაცისაგან“ (1 კორ. 11,8).

როდესაც უფალმა ქალი შექმნა, იგი მაშინვე ადამს მიუყვანა. ის ფაქტი, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ქალი, არამედ თავად უბოძა იგი ადამს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა მიანიჭა და განწმინდა ცოლქმრული კავშირი.

„თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული“ (2,23).

ეს სიტყვები ადამმა იმ ხილვის გამო წარმოთქვა, რომელიც უფლისაგან ძილის დროს მიენიჭა. ცოლის დანახვა, რომლის შექმნასაც იგი ძილის დროს სხეულიდან განსვლის მდგომარეობაში უჭვრეტდა, ბუნებრივია, დიდ სიხარულს გამოიწვევდა მასში. ფრიად განიხარებდა, რომ ძილში ნანახი ნაოცნებარი თავისი წარმოსახვის ნაყოფი კი არ იყო, არამედ სრული რეალობა. ადამს უხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ჰპოვა მონათესავე არსება, რომელსაც ამაოდ ეძებდა ცხოველთა შორის. სახელი, რომელიც ადამმა ცოლს მიანიჭა, ებრაულ ენაზე კაცის მდედრობითი სქესის სიტყვაა. „დედაკაცი (ებრ. იშა) ერქვას მას, რაკი კაცისაგან (ებრ. იშ) არის გამოღებული“.

„ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (შეს. 2,24).

ვინაიდან „ქალი მამაკაცისაგან არის გამოღებული“, მათ შორის კავშირი ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის. დედ-მამა ცოდვის გარეშე შეუძლია მიატოვოს ძემ ქორწინებისას და შექმნას ცალკე ოჯახი. მაგრამ ცოლის თვითნებურად მიტოვება ან სხვაში გაცვლა ქმარს ცოდვის გარეშე არ შეუძლია. მათ შორის ერთხელ დამყარებული კავშირი დაურღვეველია. „ქმარი მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“, - ანუ მათი ურთიერთობა იმდენად მჭიდრო უნდა იყოს, რომ ისინი თითქოს ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება არიან. ამიტომაც მოციქულთან ნათქვამია: „ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი“ (1 კორ. 7,4). და ეს არ არის მხოლოდ ადათი ან უბრალოდ ადამიანთა მიერ შექმნილი კანონი, არამედ - ღვთის დადგენილება. თავად შემოქმედმა დაადგინა მეუღლეთა შორის განუყრელი ურთიერთობა, ამიტომაც განქორწინება, გარდა სჯულში აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევებისა, უსჯულოებაა და ღვთის ნებისადმი ურჩობად ითვლება. „რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებნ“, - თავად ბრძანა იესო ქრისტემ. ასევე მრავალცოლიანობაც ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს, რადგან ადამი და ევა ორნი იყვნენ, სწორედ ორნი, და არა მრავალნი. ასევე ორნი იყვნენ ერთხორც და არა მრავალნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქრიატიანული ქორწინება და ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება.

ა) ღვთისაგან არის დადგენილი. „თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბად. 2,18,22-24). იესომ კი აი რა უთხრა ფარისეველთ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“ (მათ. 19,4,5).

ბ) დაკანონებულია ყველა ქრისტიანისათვის. „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი ქმარს. თუ იქორწინებ არა სცოდავ და თუ ქალწული იქორწინებს არ სცოდავს“ (1 კორ. 13,4).

გ) ღირსეული უნდა იყოს ქრისტიანისათვის. „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო იყოს ყველასი, ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განსჯის“ (ებრ. 13,4).

დ) ზოგჯერ გარდაუვალია. „უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: თუ თავს ვერ შეიკავებენ, დე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას“ (1 კორ. 7,9). „ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები დათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისები გახდნენ და ლანძღვა-გინების საბაბი არ მისცენ მტერს“ (1 ტიმ. 5,4).

ე) ყველას როდი ძალუძს ქორწინება. „უფალმა მოწაფეებს უთხრა: არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს“ (მათ. 19,12).

ვ) დაქორწინებულთა მოვალეობაა. „თვითეულ თქვეგანს უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავისი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,33).

ზ) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6).

„გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11).

თ) განქორწინება მოსეს სჯულით არის დაშვებული: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდება, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე“ (მეორე რჯული 24,1)

ი) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3).

ქორწინება

ა) დაუშვებელია მორწმუნესი ურწმუნოსთან. „არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით“ (მეორე რჯული 7,3-4). „ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“ (ისე ნავინი 23, 12-13). „ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხო ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს“ (ეზრა 10,10-11).

ბ) წარმოადგენს ქრისტესა და მის ეკლესიას შორის დამოკიდებულების მსგავსს: „მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან და მიგიყვანთ სიონში“ (იერ. 3,14). „ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25).

გ) არ იპოვება სასუფეველში. „აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში“ (მათ. 22,30). „საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან და აღარც სიკვდილი ხელეწიფებათ, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი, აღდგომილნი ძენი არიან (ლუკ. 20,35-36).

დ) ქორწინების აკრძალვა ერთ-ერთი ნიშანია ურწმუნოებისა. „სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობისამებრ, რომელთაც დაფერფლეს თავიანთი სინდისი და რომელნიც კრძალავენ ქორწინებას“ (1 ტიმ. 4,1-3).

წმ. იოანე ოქროპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ანგარებით არჩეული საცოლე ყველაზე მეტად არაკეთილგონივრულ არჩევანს შეიძლება წარმოადგენდეს, ქორწინების შემაგინებელს, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
საერთოდ, იოანე ოქროპირის სწავლებით, ქმრის სიყვარული ცოლისადმი გონებას უნდა ემორჩილებოდეს და არა გრძნობას. ქმარმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს თავისი ცოლის სულიერი ფასეულობები, რათა დღენიადაგ იზრუნოს მისი სრულყოფისა და გაძლიერებისათვის. ქმარი, რომელიც გულგრილი დარჩება თავისი ცოლის სისუსტეებისა და ნაკლოვანებების მიმართ, არავითარ ზომებს არ მიიღებს მათ აღმოსფხვრელად, დამნაშავეა თავისი სინდისის წინაშე, ღვთაებრივი სამსაჯვროს წინაშეც. მეორე მხრივ, იგი არ უნდა შეაკრთოს ყოველივე ამან და არც სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს ცოლის მიმართ. ცოლის გამოსწორების ბევრად უფრო საიმედო საშუალებაა გონივრული მოქმედება ქმრის მხრიდან, სიყვარული და თანადგომა. „ვთქვათ და ბევრი შესცოდა ცოლმა, - ამბობს იოანე ოქროპირი - ყოველივე შეუნდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ძალიან მინდა რომ საყვარელ ადამიანთან ჯვარი დავიწერო და ღვთის წინაშე გავხდე კანონიერი მეუღლე...უნა საინტერესო რაღაცეებს წერ,გაიხარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
შენც გაიხარე....
როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქორწინება წარმოადგენს არა მარტო გრძნობების, არა მარტო ფიქრთა ერთობას, არამედ ხორციელ ერთობასაც. ოღონდ საჭიროა გვახსოვდეს, საჭიროა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის ხორციელი ერთობა არის მათი ურთიერთობის არა დასაწყისი, არამედ სისავსე და ზღვარი, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ადამიანი შეერთდა გულით, გონებით, სულით, მათი ერთობა შეიძლება გადაიზარდოს, გადავიდეს ხორციელ მთლიანობაში, რომელიც ამ დროს არის უკვე არა ხარბი ფლობა ერთიმეორისა, არა პასიური დანებება ერთიმეორისადმი, არამედ წმინდა საიდუმლო, ნამდვილი საიდუმლო, ე.ი. ისეთი მოქმედება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს ღვთისაგან და მივყავართ მისკენ. ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ ძველ დროში თქვა, რომ სამყაროს არ შეუძლია არსებობა საიდუმლოებების გარეშე, ე.ი. იმის გარეშე, რომ რაღაც მდგომარეობები, რაღაც ურთიერთობები იყოს ზემიწიერი, ზეციური, სასწაულებრივი; და, - განაგრძობს იგი, - ქორწინება, როგორც ერთობა დანაწევრებულ სამყაროში, არის ისეთი საიდუმლო, სასწაული, რომელიც აღემატება ყოველგვარ ბუნებრივ ურთიერთობას, ყოველგვარ ბუნებრივ მდგომარეობას. და ხორციელი ქორწინებაც ასევე, ეკლესიის ერთ-ერთი მამის სწავლებით, გვევლინება საიდუმლოდ, რომელიც ჰგავს ევქარისტიას, მორწმუნეთა ზიარებას, რა აზრით? იმ აზრით, რომ ევქარისტიის დროს ღვთის ძალით, სიყვარულის და რწმენის ერთმანეთთან შემაერთებელი სასწაულით, მორწმუნე და ქრისტე ერთნი ხდებიან. ქორწინების დროსაც (რა თქმა უნდა, სხვა დონეზე და სხვაგვარად), ერთმანეთის რწმენისა და სიყვარულის წყალობით, ორი ადამიანი გადალახავს ყოველგვარ გათიშულობას და იქცევა ერთიან არსებად, ერთ პიროვნებად ორი პირის სახით. ეს ერთდროულად არის სულიერ-სამშვინველ-ხორციელი ქორწინების სისავსეც და უბიწოების სისავსეც, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეპყრობა, როგორც სიწმინდეს და ყველა თავის ურთიერთობას, ხორციელის ჩათვლით, აქვევს წმინდა საიდუმლოდ, ისეთ რამედ, რაც მიწიერს აღემატება და მარადისობაში გადადის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ღმერთო მარგუნე ქრისტიანული ქორწინება ჩემს საყვარელ ადამიანთან.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
დღეს მორწმუნენი, ისევე როგორც ურწმუნონი, შეშფოთებულნი არიან ქორწინების არამყარობით და უბედურებით, რაც მოაქვს ამ არამყარობას როგორც მეუღლეთათვის, ასევე ბავშვებისთვის. ბევრია შეწუხებული ოჯახების ნგრევით და ოჯახური ცხოვრების უსიხარულობით, რაც დღეს საყოველთაოდ არის გამეფებული. ეს ხდება ნაწილობრივ იმის გამო, რომ ოდესღაც არსებული ქორწინების იდეალი ახლა ადამიანებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მრავალი ქორწინებას განიხილავს უბრალოდ, როგორც კერძო შელშეკრულებას. ისინი თავს გრძნობენ ცალკეულ ადამიანებად, საზოგადოების გარეშე, და ამიტომ თვლიან, რომ უფლება აქვთ ისე მოიქცნენ, როგორც სურთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
უნა-პირობას გაძლევ. ხვალ,კვირას, დილით სანთელს დავანთებ.
ყველა შეყვარებულის ერთად ყოფნას, შევთხოვ ღმერთს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ვაიმე სიმართლე გითხრა გამიკვირდა თქვენი პირობა და უსაზღვროდ გამიხარდაააააა.... გაიხარეთ, უფალმა ბედნიერი გამყოფოთ ორსავ სოფელსა შინა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძალიან დიდი მადლობა ნაბა ასეთი საინტერესო ფორუმის გახსნითვის, უნა საინტერესოა ძალიან შენი ნაწერების კითხვა ...გაიხარეთ ხალხნო! უფალი იყოს თქვენი მფარველი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული არ იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე რომ თავად არაფრის გაღებას არ ისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე და მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირიკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვეანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძებულ და გამოუვალ სიტუაციებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
იღბლიანია ქორწინება, თუ ის ეფუძნება ურთიერთსიყვარულს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას, რასაც მოჰყვება მეუღლეთა შეხმატკბილებული ცხოვრებაც. „არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი საუნჯე, ვიდრე ცოლის სიყვარულია. როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს, მათი უფალი ამწყალობლებს. სადაც სიყვარულია, ის სიმდიდრე, ბედნიერება და დოვლათია და პირიქით, თუ არ არსებობს სიყვარული არ არსებობს არავითარი ხსნა, უსიამოვნებასა და ქაოსს დაუსადგურებია“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქმარი და ცოლი მოვალენი არიან ცოლქმრული ერთგულება სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნონ და უბიწოდ დაიცვან. წმ. იოანე ოქროპირი დანაშაულად რაცხს ცოლ-ქმრულ ღალატს და ამბობს: „რითი გაიმართლებ თავს? ნუ იტყვი, რომ ადამიანურ ბუნებას მიუძღვის ბრალი. ქორწინებაც ხომ იმიტომ არის დაწესებული, რომ ვნებათაღელვა დააოკო და ზღვარს არ გადასცდე? რამეთუ ღმერთი სიმშვიდისა და პატიოსნების დასაცავად ცოლს გიბოძებს, რათა ხორციელი ლტოლვა დააცხრო. შენ კი, უმადურო, უნდობლბას უცხადებ უფალს? ურცხვად არღვევ დადებულ აღთქმას, ხელს ჰკრავ ღვთისაგან ბოძებულ წყალობას. რად გაბნევს და გხიბლავს სხვა ქალის სახე და სილამაზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რად არღვევ ქორწინების აღთქმას? რად შეურაცხყოფ შენსავე სხეულს, ტაძარს ღვთისას. შენმა ცოლმა შენი გულისათვის მიატოვა საკუთარი დედ-მამა, ახლობლები, შენ მოგეკედლა. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, გასაჭირი, იზრუნოს შვილებზე, არ გაკლებთ სითბოს, ალერსს, მზრუნველობას. შენ კი ცხოვრების მეგზურს, ღვთისაგან ბოძებულ ჯილდოს ჯეროვან პატივს ვერ მიაგებ, შეურაცხყოფ სიწმინდეს, უმანკოებას, პატიოსნებას.

ამრიგად, ცოლიან კაცს სხვა ქალისაკენ არასოდეს არ უნდა გაექცეს თვალი. „უფალმა ქალის შეხედვა კი არ აუკრძალა კაცებს საერთოდ, - ამბობს იოანე ოქროპირი, - არამედ ნდომით და გულისთქმით. ამგვარი მზერა რომ არ ჰქონოდა მხედველობაში, მაშინ უბრალოდ იტყოდა: კაცმა ქალს შეხედა და იმრუშაო, არამედ ამბობს გარკვევით: „ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათ. 5,28). როდესაც გხიბლავს სხვა ქალის სილამაზე, ამით შენს ცოლს შეურაცხყოფ, ამცირებ. მართალია, ხელით არ ეხები, მაგრამ თვალი გაცდუნებს და ეს საქციელი სამართლიანად მიჩნეულია კიდეც სიმრუშედ“.

კაცს, რომელსაც სხვისი ცოლისადმი ნდომა აღეძვრის, წმ. იოანე ოქროპირი ურჩევს: „თუკი შეამჩნევ, რომ სხვისი ცოლისადმი გაუნელებელი ცეცხლი გწვავს და მოსვენებას გიკარგავს მასზე ფიქრი, საკუთარ ოჯახში ყოფნა გაუსაძლისი ხდება, ცოლის ხმაც, საქციელიც გაღიზიანებს, პავლე მოციქულის I ეპისტოლე გადაშალე კორინთელთა მიმართ და ხშირ-ხშირად იმეორე ეს სიტყვები: „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს“ (I კორ. 7,2).

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 22 posts ] 
დესპანი