↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნ@მ ამბობ ჩემს შვილს ქართული ესმის მაგრამ ქართულად ვერ ლაპარაკობსო. აუცილებლად ილაპარაკებს თუ სენ იყოჩაღებ და ქართულად ელაპარაკები სახლში.
მე აქ პიანინოზე დაკვრას ვასწავლი ამერიკელ ბავშვებს და მოზარდებს. ბევრი ჩემი სტუდენტი ამერიკაშია დაბადებული მაგრამ რუმინულად, რუსულად, გერმანულად, ჩინურად,ან ფრაგულად მოლაპარაკე ოჯახიდანაა. უკლებლივ ყველა თავის მშობლებლებს ან დედას მაინც თავის მშობლიურ ენაზე ელაპარაკება.
დამიჯერე შენზე ბევრია დამოკიდებული.შენს რჩევებს კი ყველანაირად ვეთანხმები. მე ორი ვაჟი მყავს სამივე აქ ნიუ იორკის შტატში ვცხოვრობთ. ბიჭები სტუდენტები არიან.ვიცი რომ ჯერჯერობით საქართველოში ვერ დავბრუნდები. მაგრამ ყოველდღე მაინც გაორებას ვგრძნობ, მიუხედავად იმიცა რომ ჩავდივარ ხოლმე საქართველოში მაინც ყოველ დღე მენატრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Nov 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემთვის მხოლოდ მატერიალური დაინტერესება და საქარტველოში მყოფი ჩემი დიდი ოჯახის კეტილდგეობაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2009
Posts130
კარმა0
OFFLINEPROFILE
საერთოდ გასაანალიზებელია თვით ქართული ემიგრანტობი ფენომენი

ისტორიულდ საქართველოსათვის ნებაყოფლობითი ემიგრაცია ძალიან უცხო იყო, კომუნისტურ ანექსიას კი ქართველი არისტოკრატიის ევროპაში ემიგრაცია მოჰყვა, და მიუხედავად რკინის ფარდისა მაინც აღწევდა ინფორმაცია მათ შესახებ, და ეს ამბები ხალხში ლეგენდებივით დადიოდა, ასევე გასახსენებელია ფილმი ფესვები, აქედან გამომდინარე ხალხში ქვეცნობიერად ჩამოყალიბდა "უბედური ემიგრანტის" ტიპაჟი, რომლიც ასე ჟღერს: ემიგრანტი = უბედურ ემიგრანტს.

თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში ემიგრაცია მაშინდელი არისტოკრატიის ერთადერთი თვითგადარჩენის საშუალება იყო, და მათ არ ჰქონდათ უფლება დაბრუნებოდნენ სამშობლოს, და აქედან იყო მათი ავადმყოფური ნოსტალგიაც გამოწვეული. დღევანდელი სიტუაცია სხვაა, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ჩვენებს ნოსტალგია უკვე მაზოხიზმში გადაუვიდათ. არანაირი საფუძველი ამისათვის ჩვენ არ გაგვაჩია, პირველრიგში, თითქმის ყველა ქალაქში ქართველებია, ანუ მარტო ტავს არ იგრძნობ, ასე თუ ისე იშოვება ქართული პროდუქცია, არის ტელეფონი და ინერნეტი, ტელევიზია... ასევე ჩვენი საზღვარგარეთ გამგზავრება ჩვენი საკუთარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს საკუთარ გადაწყვეტილებას, და ნებაყოფლობით აღებული ტვირთი ღირსეულად ვატაროთ, თუ კი ვატყობთ , რომ ეს შეუძლებელია, უნდ დავბრუნდეთ საქართველოში, მაგრამ სანამ აქ ვართ, წუწუნს და ვიშვიშს აზრი არა აქვს, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, ბოლობოლო ყველამ ვიცით რომ თუ ძაან მოგვინდება აგერაა თვითმფრინავი და ყოველთვის შეიძლება სახლში გაფრენა...

ეხლა გავაანალიზოთ ემიგრანტობის სახეობებიც:
ემიგრანტების სახეობებიც ქვეყნების და მიხედვით სხვადასხვანაირია
ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში ხალხი ძირითადად სამუშაოდ მიდის, როცა მაგალითად გერმანიაში აუპაიარის ან სტუდენტის ვიზით, იმიტომ რომ გერმანიაში არალეგალურად ცხოვრება წარმოუდგენელია, ხოლო ინგლისში არის როგორც არალეგალები ასევე სტუდენტებიც.

არალეგალებისაგან განსხვავებიტ, სტუდენტებს უფრო იოლადა გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შეგვიძლია სახლში ვიფრინოთ და მერე უკან დავბრუნდეთ, რაც არალეგალებისათვის შეუძლებელია. ამიტომ რათქმა უნდა განცდები და ემოციები სხვადასხვაა, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ნებაყოფლობით ვართ აქეთ წამოსული, და გარდა მაგისა არავისთვის საიდუმლო არაა თუ რამდენ ფულს იხდის ხალხი ამერიკაში წასასვლელად.

ყველაზე დიდი პრობლემა ქართველებისათვის ინტეგრაციის პრობლემაა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის ენა იმ ქვეყნისა სადაც მიემგზავრება, ტავიდანვე უწევთ მძიმე სამუშაოს კეთება და ეს რათქმა უნდა ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, თანაც ქართველის ფსიქიკაზე, ჩვენ ხომ მძიმე ფიზიკური სამუშაოების კეთებას მიუჩვეველი ვართ, და ასეთი მომუშავე, ქართველებში ყოველთვის სიბრალულის შეგრძნებას აღძრავს. ქართველები რომლებიც საზღვარგარეთ პროფესიით მუშაობენ, არ განიცდიან ასე მწვავედ ინტეგრაციის პრობლემას და ასევე ნოსტალგიასაც.

ეხლა რაც შეეხება ჩემს პიროვნებას და ჩემს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ წავსულიყავი.
ვსწავლობ გერმანიაში უკვე 9 წელია. გადავწყვიტე წამოვსულიყავი საქართველოდან იმიტომ რომ მენახა სხვა ქვეყნები, დავშორებოდი სახლს , ოჯახს და ახლობლებს, რატა ისინი მომნატრებოდა და ასევე გავმხდარიყავი დამოუკიდებელი, მემოგზაურა, გამეგო როგორ ცხოვრობს ხალხი საზღვარგარეთ, მინდოდა შორიდან დამენახა საქართველო, მაინტერესებდა როგორი ჩანდა იგი ევროპიდან, მართლა ასე ლამაზია როგორც ბავშვობიდან მესმოდა თუ არა, მაინერესებდა რამდენად მიყვარდა ჩემი ქვეყანა, და ასევე მინდოდა ბოჰემური ცხოვრებით მეცხოვრა, და სწავლა იყო მიზეზი აქეთ წამოსასვლელად, თუმცა სწავლაც მინდოდა და მაინტერესებდა.

დღევანდელი გადასახედიდან, მე კმაყოპილი ვარ რომ წამოვედი. ვნახე ბევრი ქვეყანა, ბევრი ცნობილი ქალაქი, მუზეუმი, მივხვდი რომ საქართველო მართლა ძალიან ლამაზია, მივხვდი რომ თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, მივხვდი რომ ჩემი მშობლები ძალიან მიყვარს, მივდვი რომ სახლი ყველაზე კარგია, მივხვდი რომ ქართველები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ამავე დროს მივხვდი რომ საქართველოს საზოგადოებას მოქალაქეობრივი და თავისუფალი დემკრატიული და ტოლერანტული აზროვნება აკლია, მივხვდი თუ რატომ არაა ცნობილი ქართული კულტურა, მივხვდი რომ კულტურულმა ერმა უნდა შეძლოს და მუზეუმი გაარემონტოს, ერთი ცალი მაინც, და მივხვდი იმასაც რომ ეს შეუძლია გააკეთოს საზოგადოებამ, მთავრობის გარეშე თუ კი მას ეს აწუხებს და უნდა, მივხვდი რომ საქართველო ძალიან მიყვარს, მიყვარს უფრო მეტად ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრება და ამიტომ მალე საქართველოში ვბრუნდები.

იმედი მაქვს რომ ქართული საზოგადოება შეიცვლება, გახდება უფრო ღია და ტოლერანტული, იმედი მაქვს რომ საქართველო მიხვდება რომ დემოკრატიას მას მთავრობა ვერ მისცემს, დემოკრატია და თავისუფლება ჩვენ ჩვენს გულში უნდა გავზარდოთ.
იმედი მაქვს რომ ჩემს პროფესიას გამოვიყენებ, თუ ვერა და მზადა ვარ ვიმუშაო ნებისმიერ სამუშაოზე.
იმედი მაქვს რომ ჩემს ახლობლებს ისევე ვენატრები როგორც მე ისინი.
თუმცა არაა პრობლემა თუ კი ეს ასე არ იქნება.
მე ძაან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი ვიფიქრე, მინდოდა თუ არა აქ დარჩენა თუ მინდოდა დაბრუნება, ყველაფერი კარგად ავწონ დავწონე, ჩემი პრიორიტეტები გავიხსენე, და მივხვდი რომ მე საქართველოში უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ აქ ბედნიერი ვერ ვიქნები, აქედან მივიღე ის მინიმუმი რასაც ამ ქვეყნიდან ველოდი, და მაობა გერმანიას, რომელმაც 9 წეი გამიძლო, თუმცა პატიოსნად ვიმუშავე და არაპერი დამიშავებია, მაინც მადლობა, რომ ეს შანსი მომეცა, რომ აქ ცამოვსულიყავი და ამდენი რამ მენახა და მესწავლა. გისურვებტ სუყველას გადაწყვეტილების მიღებას, პატივი ეცით თქვენს თავს და თქვენს გადაწყვეტილებას, შეიყვარეთ ის ქვეყანა და ის ხალხი სადაც ცხოვრობთ და პატივი ეცით მას. თუ კი თქვენ მანდ დარჩებით ეს არაა ტრაგედია, პირიქით საქართველოს ძლიერი ემიგრაცია სჭირდება, თქვენ დიდი მისია გაქვთ, გახსოვთ აგვისტოს ომი?, როცა ამდენი ქართველები გამოვდიდოდით მთელ მსოფლიოში ხომ ხეავთ რა კარგი ყოფილა კარგი ემიგრაციის ყოლა. ნუ აღიქვამთ ემიგრანტობას როგორც ტრაგედიას, ეს არის მისია თქვენი საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და თქვენი ქვეყნის წინაშე. გისურვებთ გაუძლოთ ამ გამოცდას, და გისურვებთ წარმატებებს, დიდი სიყვარულით ლევანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
სებასტიან
გვიმრავლოს შენაირი ქარტველები და უფალს ებარებოდე მთელი ცხოვრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლევან რა კარგი ბიჭი ყოფილხარ მასე თუ ფიქრობ გადასარევია
ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენს ცხოვრებაში.სამშობლოზე
სანატრელი და სანუკვარი არაფერი არ არს უცხოეთში ფულიც
აქვთ ცხოვრებაც ,მაგრამ გული მაინც დამძიმებული აქვთ.
გამოცდილი მაქვს ............=ko= =ko= =ko= =ko=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ევროპული ოდისეა ანუ ქართველი ემიგრანტის თავგადასავალი
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, როდესაც საქართველოზე შეყვარებული ლატვიელი წყვილისგან , როგორც ემიგრანტმა, შემდეგი საყვედური მოვისმინე:
- ჩვენ ასე გვასწავლდნენ , ქართველი კაცის სიყვარულს სამშობლოსადმი ბადალი არ ყავს და მისებურად ფესვები არცერთი ქვეყნის შვილს აქვს გადგმული და თავად ის ფაქტი - ამდენი ქართველი რომ გადაიხვეწა უცხოეთში ,ჩვენთვის უკვე მეორედ მოსვლის მომასწავებელიაო.
ევროპულ ქალაქში პირდაპირ საქართველოდან სწორედ მაშინ მოვხვდი, ხალხი მასიურად რომ მოაწყდა ევროპას სამსახურის (პირობითად ასე ვიტყვი)საშოვნელად და მეც სწორედ ამ მისიით გამოვეშურე აქეთ.
ქალაქი სავსეა უცხოელებითა და მათ შორის ეგერ-აგერ გამოერევიან ქართველებიც.
- ნამდვილად საფლავში ამობრუნდებოდა ჰიტლერი , რომ იცოდეს რა ჭრელა-ჭრულა ხალხი დაიარება-მეთქი მისი სამშობლოს ქუჩებში.
ჩამოსვლისთანავე ვაკითხავ ორგანიზაციას, რომელიც წესით საცხოვრებლით უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელებს. მოსაცდელი ოთახი სავსეა ათასი რასისა და ჯურის წარმომადგენლებით, ქურდებითა და პროსტიტუტკებით დაწყებული - ნარკოდილერებით დამთავრებული და ამ სანახაობას ფონად გასდევს მრავალშვილიან ჩეჩენ ბავშვთა უწყვეტი გუგუნი .შემიძლია თამამად ვთქვა რომ აქ ვნახე ადამიანთა სრული პალიტრა , ხოლო ნახატით ამის გადმოცემა რომ შემეძლოს, მას აუცილებლად აჯაფსანდალის სახით გამოვხატავდი.
შოკირებული ვარ სანახაობით : “ ვაიმე, ბედკრული საქართველოს შვილოვ ,არ შეგშვენის აქ ყოფნა!“ ვკვნესი გულის სიღრმეში .
უნებლიედ , ჩემს თავში პარალელი გავავლე იმ დროსთან, მოტაცებულ ქართველებს მონებად რომ ყიდდნენ ალექსანდრიის ბაზარზე... სამწუხაროდ ვაღიარებ, რომ მონებით ვაჭრობის ფორმა შეიცვალა, თორემ არსი იგივე დარჩა: ყაჩაღები კი აღარ გვიტაცებენ, არამედ ჩვენს თავზე შექმნილი მძიმე გარემოებები და ყიდიან ქართულ სისხლს და ხორცს, ამჯერად ალექსანდრიის არა ,მაგრამ მაინც ევროპულ მონათა ბაზარზე.
შესვლისთანავე გავესაუბრე იქ მყოფ ქართველებსა თუ ვაიქართველებს.გამაფრთხილეს:
- "რიგი დიდია - გამსაუბრებელი კი მხოლოდ ერთი, მოცდა დიდხანს მოგიწევს ,იცოდე ბოლოს გაგიშვებენ .აქ უპირატესობა აქვთ ჯერ ფერადი რასის წარმომადგენლებს,ცისფერებსა და ნარკომანებს (ეცოდებათ )შემდეგ ბავშვიანებს , მერე ადინოჩკებს და ბოლოს ქართველებსო." ძნელი დასაჯერებელი იყო , ვიფიქრე, ეს რაღაცას როშავსთქო ,მაგრამ ფაქტის სიჯიუტემ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა: 12 საათიანი ლოდინის შემდეგ სულ ბოლო ბოლო გამიშვეს...

როგორც იქნა გამანაწილეს ერთერთ საერთო საცხოვრებელში ,სადაც 20 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ოთახში უკეთეს შემთხვევაში 8 ქალს უნდა გვძინებოდა , უარეს შემთხვევაში კიდევ კიდევ 3 მარტრაცის განთავსების საშუალება იყო იატაკზე .ბოლო ვარიანტზე (3 მატრაცს ვგულისხმობ)ვიფიქრე,ალბათ მხოლოდ თეორიული შესაძლებაათქო, მაგრამ მწარე რეალობამ ბევრჯერ დამანახა რომ იგი პრაქტიკაშიც ხშირად გამოიყენებოდა ხოლმე .
იმდღესვე მომაჩეჩეს ხელში საბუთი, რომელსაც ადგილობრივ ენაზე მელდეცეტელს უწოდებენ.გულწრფელად დავინტერესდი ამ საბუთის მნიშვნელობით და იქვე მდგომ ქართველ ნარკომანს ვკითხე თუ რა იყო ეს:
“ჩემო დაიკო,ეგ იმას ნიშნავს ,რომ დღეიდან "სვაბოდნად" შეგიძლია მოპარვა, გილოცავ!!!"
ვიფიქრე, ეგ როგორ, ოფიციალური მოპარვის საბუთი როგორ შეიძლება არსებობდესთქო . დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ ეს ჩვეულებრივი ჩაწერის საბუთი ანუ ეგრედწოდებული "პრაპისკა" ყოფილა.
საერთო საცხოვრებლის ბინადართაგან სრულ უმრავლესობას ქართველები შევადგენდით, მეორე ადგილში გვეცილებოდნენ ნიგერიელები ,შემდეგ მოდიოდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები და ასე შემდეგ...
თავიდანვე თვალში მოსახვედრი იყო ქართველებისა და ნიგერიელების "მეგობრობა" რაც ხშირ შემთხვევაში მუშტების ქნევითა და ლანძღვა-გინებით გამოიხატებოდა. საერთო საცხოვრებელს ჰქონდა საკუთარი მკაცრი წესები, მაგალითისათვის ვიტყვი ორ მათგანს: წყვილი, რომელიც არეულობასა და კონფლიქტურ სიტიაციას შექმნიდა, დაუყოვნებლივ ქუჩაში უკრავდენ თავს. ასევე პირველი ვინც ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციაში დააბეზღებდა ,ავტომატურად მართლად ჩაითვლებოდა.როგორ მოგწონთ? რამდენად მისაღებია ეს უკანასკნელი წესი ქართული მენტალიტეტის მქონე ადამიანისათვის? რით ჩამოუვარდება ჯუნგლების კანონს?!

აფრიკული ცეკვა ჩემი ქვაბის თავსახურზე.

საერთო სამზარეულოთი ვსარგებლობდით 24 ქალი და მახსოვს ერთხელ ჩემი ქვაბის თავსახური სხვის ქვაბზე იყო დაფარებული, და ჩემს ქვაბზე კი გამურულძირიანი თეფში ეფარა.სასწრაფოდ შევუცვალე მათ ადგილები.თურმე ის მეორე ქვაბი ზანგი მაგაგასი არ ყოფილა ?! ვხედავ უკავია ხელში ჩემი ქვაბის თავსახური და გააფთრებილი ღრიალებს ქარტველების გასაგონად :ვინ მოხადა ჩემს ქვაბს ეს თავსახური და ვინ დააფარა ბინძური თეფში? მეეეეთქო როგორ ვიტყოდი? ხომ ჭიაყელასავით გამსრისავდა ეს გოლიათივით ქალი, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე. ააა, ხმას არ იღებთო... ეხლავე დავადგენ თუ ვისიაო და ამის თქმისთანავე დაანარცხა ძირს სახურავი, ფეხებით ზედ შესდგა და დაიწყო ხტუნვა...სხვა მისმა თანამემამულეებმაც სიამოვნებით აუბეს მხარი და ეს მოძრაობა მალე მხიარულ ცეკვაში გადაიზარდა...მე ისღა დამრჩემიდა რომ შორიდან , შეძლებისდაგვარად უემოციოდ მეცქერა, თუ როგორ ასრულებენ აფრიკულ ცეკვას ჩემი ქვაბის სახურავზე. სხვათაშორის სახურავი დღემდე მაქვს შემონახული , როგორც რელიქვია...

საცივი თუ მესროტ მაშტოცის დაწერილი ანბანი?

მახსოვს ერთ დღეს 45 წელს გადაცილებული სომხის ქალბატაონი შემოგვისახლეს- ფარანძე (ასე ერქვა მას)საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდა, ეტყობოდა დათრგუნული იყო. თხოვნით მოგვმართა ,ზედა სართულზე რომ "კოიკაა" იქ წამდაუწუმ აძვრომას ჩემი ნაოპერაციევი გული ვერ გაუძლებს და ეგებ ქვედა თარო დამითმოთო.საქართველოდან ჩამოსული ეზიდი ქალი იყო მის მეზობლად ქვევით და დაუყოვნებლივ დაუთმო მას საწოლი.ფარანძე სულ გაიძახოდა, პარიკმახერი ვარ და მაკრატლის მეტი არაფერი მაბადიაო. ქართველი ადამიანის მოწყალება მოგეხსენებათ და შემოკედლებული გვყავდა იგი: სიგარეტსა და საკვებში ფულს არ ვახარჯინებდით. "ვერ წარმოგიდგენიათ როგორ გვიყვარს სომხებს საცივი , გოზინაყი და როგორ ვაფასებთ ქართულ კულტურასო", გაიძახოდა. დროთა განმავლობაში როგორც კი საკუთარი საარსებო წყარო გამონახა და ჩვენს სიგარეტსა თუ საკვებზე დამოკიდებული აღარ იყო, ვამჩნევდი რომ მისი სიყვარული საცივსა და ქართულ კულტურასთან მიმართებაში განელდა და მეხსიერებაში ისეთი დეტალები ამოუტივტივდა როგორიცაა მაგალითად მესროტ მაშტოცის მიერ ვითომდა ქართული ანბანის შედგენა.საოცრად მალე გარდაისახა ეს ვითომდა საწყალი, გულით ნაოპერაციევი - მომხიბლავ, ენერგიულ ქალბატონად,რომელმაც საცხოვრებლის მაშტაბით სულ მოკლეხანში საკუთარი დისციპლინაც კი დაამყარა ( ქართველებთან შეეცადა, მაგრამ ამაოდ)და ბოდიში გამოთქმისათვის პირადი შნირებიც გამოძებნა საცხოვრებელში.ასე მაგალითად ეთიოპიელი ჯილდა და სომეხი აყლაყუდა ანა მისი პირადი მონები იყვნენ. საწყალ ჯილდაზეა ნათქვამი: " ვაის გავეყარე-უის შევეყარეო ": დიპლომატებს იგი მონად ყოლიათ საშინლად აწამებდნენ და ამცირებდნენ თურმე, ეგონა მონობას თავი დავაღწიეო და ისე იქცა ფარანძეს მონად, ვერც გაეგო.

ანდროგენული არსება.

არ ვიცი როგორ ავხსნა , მაგრამ აბსოლუტურად მამაკაცური ენერგიისა და აღნაგობის ეს ბუმბერაზი ფარანძე,როგორ ახერხებდა მამაკაცური მანერებისა და ამავდროულად ქალური მომხიბვლელობის ასე მშვენივრად შეთავსევას, ჩემთვის დღემდე აუხსნელია .იგი საოცარად ჰარმონიული კომბინაცია იყო ქალურობისა და მამაკაცურობისა და მის დანახვაზე მითიური ანდოგენული არსება მედგა თვალწინ.

Veni, Vidi, Vici.

საოცარია, ამ ქვეყანაში ყველა ეროვნების წარმომადგენლებს თითქოსდა საკუთარი დასაქმების სფეროები აწვთ გადანაწილებული. აი მაგალითისთვის - ზანგი ქალები პროსტიტუციას მისდევენ,კაცები წამლის გაყიდვით არიან დაკავებული. ინდუსები- გაზეთების გაყიდვითა და გავრცელებით...არაბები- სიგარეტის გასაღებით...იუგოსლავიელები- მაღაზიაში გამყიდველები არიან და ოფისებს ალაგებენ, პოლონელები-მშენებლობაზე არიან დაკავებული...აი მონღოლების დღემდე ვერაფერი გამიგია... ალბათ ახლები არიან და ჯერ არ დამკვიდრებულან აქ... მახსოვს პირველი დღე ამ საგიჯეთში ჩემთვის როგორი შოკის მომგვრელი იყო, მონღოლებისთვის კი, თუ მათი რეაქციიდან და სიცილ-კისკისიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ალბათ ერთერთი საუკეთესო და სამახსოვრო დღე იყო...ვერაფროთ ამიხსნია მათი ასეთი ქმედება...

ოპერაცია "ვუდუ" ანუ დამიბრუნე ჩემი ფრჩხილები.

ულამაზესი ნიგერიელი თინა დღესა და ღამეს ტირილში ატარებდა.მიზეზი რომ ვკითხეთ ,შემდეგი რამ გვიამბო: მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი ყოფილა და რათა ოჯახო ერჩინა, მშობლებმა ევროპაში განამწესეს საპროსტიტუციოდ .რადგან მას(ისევე როგორც უმრავლესობა აფრიკელებს)ევროპაში გასამგზავრებელად ფინანსური სახსრები არ გააჩნდა ,ეს საქმე მთლიანად ფულიან ვუდუს მიანდეს.ვუდუ არის აფრიკელი ჯადოქარი და ამავდროულად ბიზნესსმენი, რომელიც ამ საქმის ორგანიზებას აკეთებს, ფულით აფინანსებს და მძევლად გოგონების ფრჩხილებსა და თმებს იტოვებს.ურჩობისა ან არგადახდის შემთხვევაში გოგონას ვუდუს მიერ უკეთდება საშინელი ჯადო .
აქვე გავიგე თუ როგორ ძლიერ ეშინიათ ზანგებს სარკის, ამბობენ ეს იგივეა რას ფარული ვიდეოკამერა, სადაც განვლილი დღეების მთელი ინფორმაცია ინახებაო და მას არასდროს კიდებენ კედელზე. მეტიც, იგი ყოველთვის ამობრუნებული უდევთ.აქვთ შესაშური გემოვნება და შეუძლიად განუზომლად ძლიერ უყვარდე ან სძულდე. არიან საოცრად ეჭვიანები, აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი, უნარი აქვთ საოცრად მალე შეისწავლონ უცხო ენა და ძლიერ განვითარებული აქვთ ინტუიცია.ალბათ გახსოვთ ძველი ანეგდოტი, ქმარი ცოლს საყვარელთან წასწრებისას რომ ეტყვის:"შენ მალე სიგარეტის მოწევასაც დაიწყებო!", სწორედ მათზეა. მოწევა და ალკოოჰოლური სასმელის მიღება უფრო სამარცხვინოდ ითვლება მათთან, ვიდრე პროსტიტუცია.

"Jungle show" თუ "ბრიტანული Party"?

ერთხელ ნიგერიელმა ჯოჰანნამ ყველა დაბადებისდღეზე დაგვპატიჯა.წინასწარ ვემზადებოდით Jungle show -სთვის მაგრამ სასიამოვნოთ გაოგნებულნი დავრჩით:მათ ყველას გვიჩვენეს თუ როგორ ატარებდნენ დროს კოლონიზატორი ინგლისელები ნიგერიაში.ეს იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული Party.
ყველაზე სათავგადასავლო ისტორიები ჩეხეთიდან საზღვრის გადმოკვეთას ეხებოდა.დაკავებულს დაკითხვისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოსცდენოდა, რომ ჩეხეთიდან იყო და ამის დამამტკიცებელი საბუთიც, ისეთი , როგორიცაა მაგალითად ჩეხური ფული , არ უნდა ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან-ჩეხეთში გიკრავდენ თავს.

ტაჯიკური ზღაპრები ანუ სპეცოპერაცია სახელწოდებით "ფასკუნჯი".

დაკითხვისას ქართველების ყველაზე მოდური გასამართლებელი საბუთი იყო ტრაილერი და შემდეგნაირად მიმდინარეობდა ამის თხრობა:
"დიღმის შესასვლელთან ჩავჯექი ტრაილერში და რამდენიმე დღის შემდეგ პირდაპირ ამ ავტობანზე ამოვყავი თავი."
იყო ასეთი ვერსიაც, თითქოს 8 კაციანი ჯგუფი პირდაპირ "ფასკუნჯით" ჩამოფრინდნენ .თქვენ წარმოიდგინეთ ჟანდარმების გაოცება, როცა ვერცერთ ლექსიკონსა და ენციკლოპედიაში ვერ მონახეს სიტყვა ფასკუნჯის მნიშვნელობა.
მამაშვილი ჯამბულისა და ემზარის ვერსია შემდეგი იყო: ვკრეფდით ჩვენთვის სოკოებს ტყეში,ვტკბებოდით ბუნებით და უცებ საიდანღაც გაჩნდა ვერტმფრენი, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოვიდნენ, გაგვკოჭეს, ჩაგვსვეს ვერტმფრენში , და ხანგრძლივი ფრენის შემდეგ პირდაპირ ავტობანზე გადმოგვსხეს.
რითი ჩამოუვარდება ეს ისტორიები ტაჯიკურ ზღაპრებს?
სასაცილო იყო ისიც რომ თავის ნამდვილ გვარს და სახელს არავინ ასახელებდა და რაც პირზე პირველი გაახსენდებოდათ, იმ გვარს ასახელებდნენ: რუსთაველი, ბაგრატიონი...

მეცოსოპრანო "ბაგაჟნიკში".

ჩემი ახლობელი ქართველი ქალბატონი, ოდესღაც ოპერაშიც რომ უმღერია და უმუშევრობამ და ათასგვარმა პრობლემამ აიძულეს ევროპაში ეძებნა საარსებო წყარო, ჟანდარმებს სწორედ მაშინ დაუკავებიათ ავტობანზე გამვლელი მანქანისათვის ხელი რომ აუწევია,იმის იმედით ,ეგებ უახლოეს რაიონულ ცენტრამდე მიეყვანათ.პირველივე შემხვედრი მანქანა ჟანდარმების აღმოჩენილა.გასაუბრების დროს, როგორც კი დარწმუნდნენ ჟანდარმები, არალეგალთან რომ ჰქონდათ საქმე, გადაწყვიტეს იგი განყოფილებაში გადაეყვანათ და მას საბარგული გაუღეს, რათა შიგ თავისი ბარგი მოეთავსებინა.ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა ჯერ თავისი ბარგი შეალაგა შიგნით, შემდეგ თვითონ მოკალათდა და კარიც მოიჯახუნა. აი ასე აღმოჩნდა მეცოსოპრანო "ბაგაჟნიკში".

ქართველი კაცი მართლაც მიწაში ფესვებგადგმულ იმ ხეს ჰგავს ,ამა სოფლის სიკეთენი რომ ვერ ამოჰგლეჯენ.

გვჯეროდეს - ჩვენ დავბრუნდებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს სტატია მე არ დამიწერია ერთერთი საიტიდანაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტელმან ვიცი საიდანაც არის.=ko= =ko= =ko=

მჯერა რომ ყველანი დაბრუნდებით=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუცილებლად დავბრუნდებით ,მაგრამ .................. ყოველთვის რჩება ის ერთი მაგრამ , ის ერთი გადაულახავი ბარიერი , ხან სოციალური ,ხან ფსიქოლოგიური , ხან პირადი და ხან საზოგადოებრივი . მთავარი კი მაინც ისააა რომ ყველა იმან ვისაც ბედმა სამშობლოსგან შორს ცხოვრება არგუნა , თავისი წილი მშობლიური ენა , წესი და ადათი , მზე , საქართველოს და ქართველების სიყვარული ატაროს თან და ძალიან ,ძალიან კარგად მოუფრთხილდეს ..........., რადგან მერე , ადრე თუ გვიან , როცა საკუთარ სახლს და ქვეყანას დავუბრუნდებით თავი უცხოდ და მარტო არ ვიგრძნოთ .

თავიდან როცა საქართველოს მონატრება მაწუხებდა და მტკიოდა , მეშინოდა ამ ტკივილს არ მოვეკალი , ახლა წლების მერეც მეშინია , ოღონდ არა ტკივილისა , არამედ იმის რომ წლების განმავლობაში ეს მონატრების ტკივილი არ გაქრეს და ვუფრთხილდები ტკივილს თვალისჩინივით . =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტიკოტიკო სიხარულო მაგ შენს ტკივილს ვენაცვალე.გენაცვალეთ ყველას ვისაც გტკივათ.ნოსტალგია ყველაზე მძიმე სენია.მაგრამ ქართული სული ისეთი ძლიერია ბევრს უძლებს,ოღონდ საყვარელ ადამიანებს არ ატკინონ.რომ არა სოციალური პრობლემები რა უნდა ქართველებს სხვა ქვეყანაში.ვაი ხელისუფლება რომ გვყავს.როდის ეშველება საქართველოს და ჩვენს ხალხს.გეფერებით და გეალერსებით=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2009
Posts130
კარმა0
OFFLINEPROFILE
წიწიკორე და ლეგიტო, მომეციტ მერე კარმა, თუ ესეთი კარგი ბიჭი ვარ =zer= javascript:void(0);

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახოს,მახოს შემოვევლე სადახარ ძმაო.მაინც ვერ სეგაბი რომ სასტავში ამიყვანო.აგერ ჯორცხენაც ვიყიდე,შუბიც მაქვს ხოდა ამწყობია საქმე.ჰა გარისკე=ko= =haa= =haa= =cxeni= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზიზი სადახარ დაკარგული,აუცილებლად მე უნდა დავრეკო,აააააააააააააა.მპა,მპა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
SEBASTIANI wrote:
ციტატა:
წიწიკორე და ლეგიტო, მომეციტ მერე კარმა, თუ ესეთი კარგი ბიჭი ვარ =zer= javascript:void(0);

კარმა ჩემგან,შენი ჩანაწერისთვის
აგსრულებოდეს ყველა სურვილი sebastiani=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2009
Posts130
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიგარი ხარ ლიაკო
მე ეხლა ნიკოლოზს მივეცი კარმა და დრო რომ გავა მერე შენ მოგცემ
გაიხარე, შენაც ყვლეა სურვილი აგსრულებოდეს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?
დესპანი