↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
:eek:

ხალხნო რა არის თქვენი უცხოეთში ცხოვრების მიზეზი? (თუ პირადულ შეკითხვად თვლით, შეგიძლიათ არ უპასუხოთ)

უბრალოდ მაინტერესებს, გარდა იმისა რომ შედარებით ნორმალური პირობებია ცხოვრების, საზღვრებს გარეთ, სხვა რა ინტერესი არსებობს, ქვეყნის დატოვების..

იქნება ასეთი ვარიანტიც, სასწავლებლად გამგზავრება..

მაგრამ ......

სხვა მოტივიც ხომ არსებობს, თითქოსდა ასახსნელად რთული,მაგრამ ნამდვილი მიზეზი..

რა ფაქტორების ნუსხა აიძულებს ემიგრანტს, არ დაბრუნდეს ან ხანგძლივი დროით არ დარჩეს უცხო მიწაზე,რომელიც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში კარგავს გაუცხოებას და ყველანი ადაპტირებულნი ვხდებით,საცხოვრებელი გარემოს. (რათქმაუნდა არიან გამონაკლისები)

:er: ჰმ, ბოდიალნარევი თემაა, მაინც გმადლობთ წინასწარ ,გამოხმაურებისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
იცი ჩემო მარიამ, პირადად ჩემს გარშემო წასვლის ყველანაირი მიზეზი არსებობს, ერთი ჩემო მეგობარი მართლაც სასწავლებლად და სამუშაპდ წავიდა ავსტრალიაში, კონტრაქტი გააფორმა, კერამიკოსია,ჩავიდა თუ არაერთ წელიწადში წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს მისი ნაკეთობები, აქ ამ წარმატებას ასი წელი ვერ მიაღწევდა, მერე კინო აკადემიაში ისწავლა, იქაურ მეგობრებთან ერთად კინოსტუდია ჩამოაყალიბა და დღეს წარმატებული რეჟისორია, ჯერჯერობით მოკლემეტრაჟიან ფილმებში. ის არც აპირებს დაბრუნებას და წელიწადში ორჯერ ჩამოდის, ისე როგორც დასეირნობს სხვა ქვეყნებში. მეორე მეგობარი სამუშაოდ და სასწავლებლად წავიდა და გათხოვდა გერმანიაში, მესამე ტეხასის შტატში გათხოვდა, ის არც წასულა, წარმოიდგინეტ აქ გაიცნო თავისი ამერიკელი მეუღლე, მონათლა მართმადიდებლად და წავიდა მერე, სამწუხაროა ჩემთვის მაგრამ ასეთია რეალობა.
ახლა კოდევ ჩემი და ემზადება წასასვლელად, ის ვერ მომინელებია რომ ორი თვის წინ კიდევ ერთი მეგობარი წავიდა სამუშაოდ ამერიკაში,ახლა კიდევ ჩემი და ,,,, არადა აქ მუშაობს, მაგრამ ცალი ფეხით უკვე იტალიაშია...ვერაფრით ვერ გადავათქმევინე.....

ასე რომ ყველანაირი მიზეზი არსებობს წასვლის, მაგრამ მე ალბათ დიდი დრო უნდა დამჭირდეს მასეთი გადაწყვეტილებისთვის...ვინც წასულია ყველას ხელი მოუმართოს ღმერთმა, ეკლესია ყოველთვის იხსენიებს მათ ლოცვაში...
ბედნიერად

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts179
კარმა52
OFFLINEPROFILE
Naba
"ასე რომ ყველანაირი მიზეზი არსებობს წასვლის"

ალბათ ეს არის მწარე სიმართლე... თუმც გაცილებით კარგი იქნება თუ ქვეყნის დატოვების მიზეზი ,მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება არის .

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined29 Aug 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე new-york_ში ვცხოვრობ და ძალიან მომწონს. მაგარი ქალაქია. ეს ქვეყანა მაძლევს იმდენს რასაც სამწუხაროდ საქართველო ვერასდროს მომცემს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც აქ ჩამოვედი არის ის რომ მოვიწყო ჩემი ცხოვრება კარგად. ამ ქვეყანაში თუ იშრომებ ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება. 17 წლის ვარ და საქართველოში რომ ჩამებარებინა, მთლად რომ გავპხრეწილიყავი შუაზე მაინც არაფერი არ გამოვიდოდა. აქ კიდე განათლებული კაცი ძალიანაც ფასდება.

აბა შნურუკები, ტუფლის მაზი,
გუპკა, მაშველი
მაინც არაა ჩემი საშველი დედა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Aug 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
17 წლის რომ ხარ მართლა გეტყობა ამერიკაში განათლებული კაცი კი არა ფული ფასდება პირველად, ცოტაც და მიხვდები

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts101
კარმა50
OFFLINEPROFILE
აფხაზეთში საქმრო მომიკლეს და გამწარებულმა დავტოვე საქართველო. ისე, არსებობდა მატერიალური ინტერესიც. წლების მერე კი აქვე გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების კმაყოფილი ვარ, ჩემი სული და გული მაინც საქართველოშია. მე დავბრუნდები, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts31
კარმა51
OFFLINEPROFILE
მარიამ,ძალიან კარგი თემაა,საინტერესო.წასვლის მიზეზი შეიზლება ბევრი იყოს,სასწავლებლად თუ წახვალ ან სამუშაოდ ცოტა ხნით,მანდ არაფერია ცუდი,უნდა იცოდე როდის დაბრუნდე,ფული არ უნდა გახდეს ცხოვრების მიზანი,სამწუხაროს ასეა,საკმარისი აღარაფერია,როცა" ფულს გაკეთებას"იწყებენ,უჭირთ სწორი არჩევნის გაკეთება.არანაირი გამართლება არ არის სხვაგან დარჩენა.მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში ნიჭს და შრომას არავინ აფასებს.პირიქით,დევნიან.
უცხოეთში ცხოვრება ადვილია,უკეთესი პირობებია,ხელფასი თითქმის ყველას ნორმალური აქვს,არ ვმუშაობ,ზუსტად არ ვიცი რა ხდება სამსახურში.
მიჭირს სხვების გაკიცხვა,ჩემი შვილი ქართულად არ ლაპარაკობს,თუმცა ესმის ქართული,ენაც ქართულად აიდგა,ეხლა სამი წლისაა,სხვას რა ვუთხრა,როგორ განვიკითხო,მე ჩემი სამშობლო მიყვარს,ბავშვს თავისი.მთავარია ქართული სისხლი აქვს და სისხლი თავისას გაიტანს.აქ ოჯახი მაქვს და ვერ დავტოვებ შვილებს,არანაირი მატერიალური არ მაკავებს აქ.ოთხი წელია აქ ვცხოვრობ,საქართველო ყოველ დღე ტკივილამდე მენატრება,ცუდიც და კარგიც,ყველაფერი ქართული,მენატრება სახლი,ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ,ხე,მიწა,ჰაერი,ყველაფერი,არც კი ვიცოდი თუ ასე მიყვადრა საქართველო,
თავი მოგაბეზრეთ,იმის თქმა მინდა განსაკუთრებით მათთვის,ვინც ბავშვებს უშვებს საქართველოში,თვითონ კი რჩებიან სამუშაოდ:წადით საქართველოში,ნუ გაგზავნით მარტო თქვენ შვილებს და ნუ მოატყუებთ რომ ისევ იმათთვის გინდათ კარგი მომავალი,ბავშვებს თქვენ სჭირდებით და არა,ფული,სათამაშო ან სასახლეები და მანქანები,ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს და ბავშვს მონატრებით,ნუ გაიმართლებთ თავს,ნუ დასჯით საკუთარ თავს და იმათ ვინც ყველაზე მეტად გიყვართ,ცდებით,ამიტომ თქვენც წადით საქართველოში,თქვენი შვილები სხვაზე მეტები არ არიან,გაზარდეთ სხვა ქართველი ბავშვებივით,ნაკლები ფუფუნებით და მეტი სიყვარულით.
ვისაც მარტო საკუთარი თავი გაბარიათ,გაუკეთეთ საკუთარ ტავს საუკეთესო საჩუქარი,წადით და იცხოვრეთ საქართველოში,ერთდროულად ფრთები და ფესვები ვერ გექნებათ,ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ,ან საქართველოში დაბრუნდეთ,ან უცხო ქვეყანაში ინავარდოთ,ისე კი ნუ გააკეთებთ,რომ გამდიდრდებით,ჩახვიდეთ და უკანასკნელი ლუკმა წაართვათ ნამდვილ ქართველებს.
და ბოლოს,ვინც ჩესავით გაორებულია,ნუ მიატოვებთ შვილებს და წახვალთ საქართველოში,იცხოვრეთ საკუთარი არჩევანით,სიყვარული დანაშაული არ არის,"სიყვარულია თავად ღმერთი"თუ უცხოელი შეგიყვარდა,რას იზავ,წინასწარ უნდა იფიქრო,სანამ გადადგავ ნაბიჯს,ქართულად გაზარდეთ შვილები,ქართველობა არავის აწყენს,როცა შვილი გყავს,"შვილის მაყურებელი თვალით"უნდა იაროთ.მათთვის მშობლები ხართ მარტო,არ აინტერესებთ რა ეროვნების ხართ.გაზარდეთ შვილები,თუ არ გყავთ,ნუ დაანგრევთ ოჯახს,იმიტომ რომ მეუღლე არ არის ქართველი,როცა უფლება გექნებათ საკუთარი თავისთვის იცხოვროთ,წადით საქართველოში,ოღონდ,წადით ისეთი მდიდარი,როგორიც წამოხვედით,სიმდიდრემ და ამპარტავნებამ სხვებზე რომ არ დაგაწყებინოთ მაღლიდან ყურება,იყავით ნორმალური ქართველები,როგორიც თქვენი მშობლები იყვნენ.წადით უცხოეთში,ისწავლეთ და დაბრუნდით,ან იმუშავეთ,მაგრამ ნუ დარჩებით სამ-ოტხ წელზე მეტი,დიდი დროა ესეც,მარტლაც"საუკუნეა მისთვის,ვინც თავის ქვეყნას მოშორებია".
ქართველები ვართ,მადლია ქართველობა,შევინარჩუნოთ , საქართველოს ფერფლად მაინც დავუბრუნდეთ სიკვდილის მერე,თუ სიცოცხლეში ვერ დავბრუნდებით,როგორც "სახე"და"ხატი"ღვთისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts31
კარმა51
OFFLINEPROFILE
ღმერთმა ხელი მოგიმართოს საკუთარი ცხოვრების მოწყობაში,იმედია იმდენს მაინც ისწავლი ამერიკელებისგან რომ სხვის შრომას არ დასცინო

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
უჩააააააააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
უცხოთში წასვლის ერთ ერთი მიზეზია ცხოვერბის პირობების გაუმჯობესება ,ამ პირობეს ეჩვევი და მერა ძნელია სამშობლოში დაბრუნება .სულით და გულით ეტრფი სამშობლოს ,მასზე ფიქრი თან დაგდევს მაგრამ ისევ ემიგრანტად რჩები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
anikuna წერს:
უჩააააააააააააააააააა

რაააააააააააააააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
n@m ერთი შექება ჩემგან ქართველი ემიგრატებისთვის ასეთი კარგი აგიტაციის წაკითხვისათვის.მეც ემიგრაი ვარ და შენი წერილის წაკითხვის შემდეგ ლამის ეხლავე წავიდე ფეხით საქართველოში.მიუხედავად იმისა რო 6 თვეზე მეტი არა ვარ აქ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
tikiki წერს:
n@m ერთი შექება ჩემგან ქართველი ემიგრატებისთვის ასეთი კარგი აგიტაციის წაკითხვისათვის.მეც ემიგრაი ვარ და შენი წერილის წაკითხვის შემდეგ ლამის ეხლავე წავიდე ფეხით საქართველოში.მიუხედავად იმისა რო 6 თვეზე მეტი არა ვარ აქ.

წინ დაჯექი მალე ჩახვალ :dl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts31
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჰა ჰა,დაცინვას კაცი არ მოუკლავს :||: :biggrin:

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
dkig2001 wrote:
ციტატა:
17 წლის რომ ხარ მართლა გეტყობა ამერიკაში განათლებული კაცი კი არა ფული ფასდება პირველად, ცოტაც და მიხვდები

საქმე ის არის რომ განათლებულებს ამერიკაში ფულის შოვნა შეუძლიათ თავიანთი განათლებით, საქართველოში კი განათლების გარდა კიდევ "სხვა რაღაცეები" გჭინდება ფული რომ იშოვო.მე მგონი ეს 17 წლის ახალგაზრდა კარგა ხანია ამას რომ არის მიხვედრილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?
დესპანი