|
მარიამ,ძალიან კარგი თემაა,საინტერესო.წასვლის მიზეზი შეიზლება ბევრი იყოს,სასწავლებლად თუ წახვალ ან სამუშაოდ ცოტა ხნით,მანდ არაფერია ცუდი,უნდა იცოდე როდის დაბრუნდე,ფული არ უნდა გახდეს ცხოვრების მიზანი,სამწუხაროს ასეა,საკმარისი აღარაფერია,როცა" ფულს გაკეთებას"იწყებენ,უჭირთ სწორი არჩევნის გაკეთება.არანაირი გამართლება არ არის სხვაგან დარჩენა.მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში ნიჭს და შრომას არავინ აფასებს.პირიქით,დევნიან. უცხოეთში ცხოვრება ადვილია,უკეთესი პირობებია,ხელფასი თითქმის ყველას ნორმალური აქვს,არ ვმუშაობ,ზუსტად არ ვიცი რა ხდება სამსახურში. მიჭირს სხვების გაკიცხვა,ჩემი შვილი ქართულად არ ლაპარაკობს,თუმცა ესმის ქართული,ენაც ქართულად აიდგა,ეხლა სამი წლისაა,სხვას რა ვუთხრა,როგორ განვიკითხო,მე ჩემი სამშობლო მიყვარს,ბავშვს თავისი.მთავარია ქართული სისხლი აქვს და სისხლი თავისას გაიტანს.აქ ოჯახი მაქვს და ვერ დავტოვებ შვილებს,არანაირი მატერიალური არ მაკავებს აქ.ოთხი წელია აქ ვცხოვრობ,საქართველო ყოველ დღე ტკივილამდე მენატრება,ცუდიც და კარგიც,ყველაფერი ქართული,მენატრება სახლი,ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ,ხე,მიწა,ჰაერი,ყველაფერი,არც კი ვიცოდი თუ ასე მიყვადრა საქართველო, თავი მოგაბეზრეთ,იმის თქმა მინდა განსაკუთრებით მათთვის,ვინც ბავშვებს უშვებს საქართველოში,თვითონ კი რჩებიან სამუშაოდ:წადით საქართველოში,ნუ გაგზავნით მარტო თქვენ შვილებს და ნუ მოატყუებთ რომ ისევ იმათთვის გინდათ კარგი მომავალი,ბავშვებს თქვენ სჭირდებით და არა,ფული,სათამაშო ან სასახლეები და მანქანები,ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს და ბავშვს მონატრებით,ნუ გაიმართლებთ თავს,ნუ დასჯით საკუთარ თავს და იმათ ვინც ყველაზე მეტად გიყვართ,ცდებით,ამიტომ თქვენც წადით საქართველოში,თქვენი შვილები სხვაზე მეტები არ არიან,გაზარდეთ სხვა ქართველი ბავშვებივით,ნაკლები ფუფუნებით და მეტი სიყვარულით. ვისაც მარტო საკუთარი თავი გაბარიათ,გაუკეთეთ საკუთარ ტავს საუკეთესო საჩუქარი,წადით და იცხოვრეთ საქართველოში,ერთდროულად ფრთები და ფესვები ვერ გექნებათ,ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ,ან საქართველოში დაბრუნდეთ,ან უცხო ქვეყანაში ინავარდოთ,ისე კი ნუ გააკეთებთ,რომ გამდიდრდებით,ჩახვიდეთ და უკანასკნელი ლუკმა წაართვათ ნამდვილ ქართველებს. და ბოლოს,ვინც ჩესავით გაორებულია,ნუ მიატოვებთ შვილებს და წახვალთ საქართველოში,იცხოვრეთ საკუთარი არჩევანით,სიყვარული დანაშაული არ არის,"სიყვარულია თავად ღმერთი"თუ უცხოელი შეგიყვარდა,რას იზავ,წინასწარ უნდა იფიქრო,სანამ გადადგავ ნაბიჯს,ქართულად გაზარდეთ შვილები,ქართველობა არავის აწყენს,როცა შვილი გყავს,"შვილის მაყურებელი თვალით"უნდა იაროთ.მათთვის მშობლები ხართ მარტო,არ აინტერესებთ რა ეროვნების ხართ.გაზარდეთ შვილები,თუ არ გყავთ,ნუ დაანგრევთ ოჯახს,იმიტომ რომ მეუღლე არ არის ქართველი,როცა უფლება გექნებათ საკუთარი თავისთვის იცხოვროთ,წადით საქართველოში,ოღონდ,წადით ისეთი მდიდარი,როგორიც წამოხვედით,სიმდიდრემ და ამპარტავნებამ სხვებზე რომ არ დაგაწყებინოთ მაღლიდან ყურება,იყავით ნორმალური ქართველები,როგორიც თქვენი მშობლები იყვნენ.წადით უცხოეთში,ისწავლეთ და დაბრუნდით,ან იმუშავეთ,მაგრამ ნუ დარჩებით სამ-ოტხ წელზე მეტი,დიდი დროა ესეც,მარტლაც"საუკუნეა მისთვის,ვინც თავის ქვეყნას მოშორებია". ქართველები ვართ,მადლია ქართველობა,შევინარჩუნოთ , საქართველოს ფერფლად მაინც დავუბრუნდეთ სიკვდილის მერე,თუ სიცოცხლეში ვერ დავბრუნდებით,როგორც "სახე"და"ხატი"ღვთისა.
|