↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ხელფასი საქრთველოში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 45 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
:cp: როგორც მუშნი ზარანდიამ თქვა: "არ არსებობს დიდი და პატარა ჯამაგირი, არამედ არსებობს დიდი და პატარა მადა... კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს"
როგორც ცნობილია საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 130-150 ლარია. რამდენად რეალურია იმყოფინოს ადამიანმა ასეთი ჯამაგირი და თან არჩინოს ოჯახი? რამდენია თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასი მისთვის, რომ დაბრუნდეთ საქართველოში და ემსახუროთ სამშობლოს? როგორ გამოსავალს ხედავთ იმისთვის რომ საქართველოში ამაღლდეს ცხოვრების დონე და მოიმატოს ხელფასებმა? :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
მე ისედაც საქართველოში ვარ, მაგრამ მაინც ჩავერთვები დისკუსიაში...
120-130 ლარი, უკვე, თუ ვიმსჯელებთ, იქიდან გამომდიანრე, რომ დღითიდღე იზრდება ტრანსპორტის ფული, ერთ ადამიანს არ ეყოფა თვეში გადაადგილებისათვი...რომელი მეორე ოჯახის წევრის ტრანსპორტირებაზეა ლაპარაკი და მითუმეტეს ოჯახის შენახვაზე???....

რადგანაც ასე უცაბედად და უცერემონიოდ იზრდება ფასები ყველაფერზე, მე ვფიქრობ, რომ საშუალო ხელფასი, 120-130 ლარის ოდენობის, მთავრობას უნდა გაეორმაგებინა :) ...

სულ მცირე 700-800 ლარი მაინც უნდა იყოს საშუალო შემოსავალი, რომ ოჯახმა არ იშიმშილოს...და ახლა მარტო ჭამაც ხომ არაა???...

ასე რომ ამ მხრივ საქართველოში ისევ ძალიან ცუდი პირობებია... მე ასე ვიტყოდი...

გამოსავალი ცოტა ძნელი მოსაფიქრებელია...
მაგრამ ერთს კი ვიტყოდი...ძალიან კარგია, რომ გალამაზდა თბილისი, რომ მოასუფთავს მაგ: ვაგზლის მიმდებარტე ტერიტორია და "აყარეს" გარემოვაჭრეები, მაგრამ ამით საარსებო მინიმუმი წაართვეს საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს...რომლებიც ჯერ ისევ ყიდვა-გაყიდვების შიდა ბიზნესით ირჩენს თავს...ამას თუ აუკრძალავ და გაუყიდი "დეზერტირების" ბაზარის შენობას...ამით ბევრს აგდებ ცუდ მდგომარეობაში...

ჯერ შექმნას ახალი საწარმოები, მოიზიდოს ინვესტორები და მთავარ პირობად დაუსახოს ყველას, რომ სამუშაო ადგიებს შექმნიან ქართველებისათვის და მერე მოშალოს ეს "სიმახინჯეები" და გადაიყვანოს ხალხი ახალ სამუშაო ადგილებზე...

მე ასე მესახება...
და არა პირიქით...ჯერ აშიმშილო და შადრევნები აყურებინო...და ძვირადღირებული ნაძვისხეებითა და ფეიერვერკებით დაუბრმავო თვალები..გიგანტური ხაჭაპურებითა და ამოტყიპნილი გიგანტური გოზინაყებით :))))

საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, არ ეკადრებოდეს, გმირთა მოედანზე იაფფასიანი შადრევნის უქონლობა .გაგვიგებდა საზვარგარეთი ....:))))))))))))))))))))))და G. W. BUSH-ის ქუჩაზე ფასადებ გადაუღებავ შენობებზეც თვალს დახუჭავდა...

სიტყვა გამიგრძელდა ;))))))))
ამის წამკითხავი არავინაა ;)))))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ KiZiBi
დღეს საქართველოში 130-150 ლარიანი ხელფასით ცხოვრება პრინციპში შეუძლებელია,თუ კიდევ სხვა შემოსავალი არ გაქვს.რა თქმა უნდა მთავრობაა ძირითადად დამნაშავე,მაგრამ ხალხმაც ხელი უნდა შევუწყოთ.საშინელი დანაგვიანებული ქუჩები რომ გვქონდა ეგეც მთავრობის ბრალი იყო?თვითეული მოქალაქე საკუთარი ოჯახივით თუ მოუფრთხილდება სახელმწიფოს, პრობლემებიც შესაბამისად ნაკლებად იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts332
კარმა54
OFFLINEPROFILE
lelka7 წერს:
ყოჩაღ KiZiBi
დღეს საქართველოში 130-150 ლარიანი ხელფასით ცხოვრება პრინციპში შეუძლებელია,თუ კიდევ სხვა შემოსავალი არ გაქვს.რა თქმა უნდა მთავრობაა ძირითადად დამნაშავე,მაგრამ ხალხმაც ხელი უნდა შევუწყოთ.საშინელი დანაგვიანებული ქუჩები რომ გვქონდა ეგეც მთავრობის ბრალი იყო?თვითეული მოქალაქე საკუთარი ოჯახივით თუ მოუფრთხილდება სახელმწიფოს, პრობლემებიც შესაბამისად ნაკლებად იქნება.
მეც გეთანხმები :) ქართველები ძალიან "ბინძური" ხალხი ვართ ... ყოველ შემთხვევაში ასე გვიცნობენ საზღვარგარეთ :)უდიდესი ნაკლია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
kargia ragaca mainc ketdeba. chven albad---ara; magram axalgazrdebs ikneb sheekmnat sakartveloshi cxovrebis sashvaleba. 12 celia sazvagaret var. da shemi tavistvis araferi ar gamachnia. ase znelia akedan ojaxis rchena. axla rom damtavrda chemi axalgazrdoba.mere ra .viaro tbilisis lamaz kuchebshi?riti vicxovro.an rodis unda davbrunde?isic--ar vici visi-dro-movida. ganatlrbuli da scavluli xalxis tu kachagebis? mipasuxebs amaze vinme?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ზუსტად რამდენი სჭირდება ოჯახს ამას ვერ ვიტყვი,მაგრამ ის,რასაც მთავრობა გვთავაზობს,როგორც მინიმუმი არის ძალიან წარმოუდგენელი,მაშინ,როდესაც საქართველოში ყველაფერი დღითიდღე ძვირდება,ტრანსპორტი,საკვები,სწავლა...ჩემთვის,როგორც სტუდენტისთვის,რომელსაც ყოველდღე უხდება მგზავრობა,ნამდვილად არაა ადვილი გაძვირებული ტრანსპორტი და ა.შ....ალბათ ეშველება ხალხს და რამეს მოიფიქრებენ,მგონი ასე არ დატოვებენ მდგომარეობას...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ჩემთვის მინიმალური ხელფასი 600 ლარია ,თან თუ გავითვალისწინებთ ფასებს საქართველოში,და როდესაც მრავალ რიცხოვან ოჯახში ერტი პიროვნება მუშაობს ეს ხელფასიც არაა საკმარისი,საქართველოში დაბრუნება კი ცოტა არ იყოს მაშინებს,ერთი პრობლემის გამო-ვნახავ თუ არა სამსახურს,არადა რეალობასაც ვერ გავექცევი-უნდა დავბრუნდე....საქართველოში ყოფნისას 300 ლარამდე ხელფასი მქონდა ,რაც საკმარისი იყო ჩემთვის მხოლოდ,დაროცა ოჯახია ამ თანხით არსებობა შეუძლებელია,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელფასი დაიწყო 110 ლარიდან და ავიდა 140 ლარზე, მაინც არ ვეშვები ჩემს სამსახურს :) ოჯახის წევრები გიჟდებიან და მემუქრებიან, რომ დამატებით აღარაფერს მოგცემთ თუ სამსახურს არ შეიცვლიო :) მაგრამ მე ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და ვთვლი რომ ჩემი თავი უკვე ვიპოვე. თუმცა 140 კი არა ეხლა ისე გაძვირდა საქართველოში ყველაფერი 4-ჯერ 140 ლარი გინდა თვეში მინიმალური და პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ხალხო რას წერთ.. რა თქვენ თუ არა მე მაინც მახსოვს გამხელა მრცხვენოდა ხელფასი მქონდა 30 ლარი თვეში შევარდნაძის დროს, პედაგოგად ვმუშაობდი სკოლაში, მერე ამასაც არ გვაძლევდა მთავრობა . კარგი რა, კარგი რა!!!!!! რაებსა წერთ ან რა ბოღმა გაქვთ პრეზიდენტზე. რამდენი პროცენტით მოხდა აბა ხელფასების მატება გამოიანგარიშეთ თქვენ თვითონ. სად ქონდა ამხელა ხელფასი ადამიანებს(ვგულისხმობ ვინც სამთავრობო დაწესებულებებში მუშაობდა ან მუშაობს), სად იყო ბანაკები ბავშვებისათვის, სად იყო ამდენი რემონტები სკოლების, ავტობუსები რომ მოსწავლეები სკოლაში მიიყვანოს, სად იყო ელექტროენერგია, სად იყო ბუნებრივი აირი, სად იყო ასეთი მოწესრიგებული არმია, სად იყო ასეთი წესრიგი, როდის ქონდა საქართველოს დამცავი რადარები, ქვებს ესროდენ რუსულ ავიაციას. ვინ გაალამაზა ბორჯომი, სიღნაღი, ბათუმი, თბილისი.... კმარა თუ ჩამოვთვალო კიდევ... ქვეყანა ამოდის ჭაობიდან და აბა თქვენ იცით თუ გადაატრიალებთ კიდევ და მტლაშაძეებსა და კაკუბავებს და უცნობს მიანდობთ საჭეს მოგვენატრება შევარდნაძე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე პირადად არავის მიმართ არ მაქვს პრობლემა, მთავარია გააკეთოს ხალხისთვის კარგი, მაგრამ ის რაც შენ ჩამოთვალე, მართალია ექს პრეზიდენტები არ გვიკეთებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ვიზუალური მხარეა და სხვა არაფერი, ეს არის ქართული მარიაჟობა, თუმცა ამ მარიაჟობაში ცოტა საქმეც კეთდება. იმას რათ უნდა თქმა, წინა საარჩევნოდ იმდენი რამ კეთდება ხოლმე, რასაც 4-5 წელი უნდებიან :) ერთ თვეში მოუვლიან ხოლმე მიასხავენ საღებავებს, დააასხამენ ასფალტს და მორჩა საქმეც, სამაგიეროდ რამდენიმე თვეში გამოჩნდება შედეგი რაც გაუკეთებიათ. მე ისევ ვიმეორებ არ არის ცუდი ეს ყველაფერი რაც გააკეთა და არც კაკუბავა და ოქრუაშვილი მინდა პრეზიდენტად, მაგრამ ხელფასები ადრე თუ 30 ლარი გქონდა პური 35 თეთრი ღირდა ახლა კი ზეთი 4-5 ლარი, მარილი 1 ლარი, პური ც 1 ლარამდე იზრდება, შაქარი ტრანსპორტი რა ვიცი კიდე რა გინდა ჩამოვთვალო... ფაქტიურად იმდენად ხდება ფასების ზრდა, რომ მალე ჭამას და ტრანსპორტით სიარულს გადააჩვევენ ქართველ ხალხს საქართველოში. და კიდევ რა არის კარგი რომ გაიყიდა და კიდევ ბოლომდე ვეღარ გაიყიდა ეს საცოდავი ქვეყანა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
ხალხო რას წერთ.. რა თქვენ თუ არა მე მაინც მახსოვს გამხელა მრცხვენოდა ხელფასი მქონდა 30 ლარი თვეში შევარდნაძის დროს, პედაგოგად ვმუშაობდი სკოლაში, მერე ამასაც არ გვაძლევდა მთავრობა . კარგი რა, კარგი რა!!!!!! რაებსა წერთ ან რა ბოღმა გაქვთ პრეზიდენტზე. რამდენი პროცენტით მოხდა აბა ხელფასების მატება გამოიანგარიშეთ თქვენ თვითონ. სად ქონდა ამხელა ხელფასი ადამიანებს(ვგულისხმობ ვინც სამთავრობო დაწესებულებებში მუშაობდა ან მუშაობს), სად იყო ბანაკები ბავშვებისათვის, სად იყო ამდენი რემონტები სკოლების, ავტობუსები რომ მოსწავლეები სკოლაში მიიყვანოს, სად იყო ელექტროენერგია, სად იყო ბუნებრივი აირი, სად იყო ასეთი მოწესრიგებული არმია, სად იყო ასეთი წესრიგი, როდის ქონდა საქართველოს დამცავი რადარები, ქვებს ესროდენ რუსულ ავიაციას. ვინ გაალამაზა ბორჯომი, სიღნაღი, ბათუმი, თბილისი.... კმარა თუ ჩამოვთვალო კიდევ... ქვეყანა ამოდის ჭაობიდან და აბა თქვენ იცით თუ გადაატრიალებთ კიდევ და მტლაშაძეებსა და კაკუბავებს და უცნობს მიანდობთ საჭეს მოგვენატრება შევარდნაძე!
მართლაც კარგი რა ზვიგენი,მხოლოდ შენ არ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე,სხვასაც ესმის რაღაც. გაჭირებაა ქვეყანაში,გადახედე შენს ირგვლივ რატომაა ამდენი ხალხი საქართველოდან წასული.ჯერ ერთი მტლაშაძე კი არა ტლაშაძეა,მეორეც არავინ გეუბნება არ გიყვარდეს შენი პრეზიდენტი,მაგრამ ხალხს რომ უჭირს ამას თავად მთავრობა აღნიშნავს და შენ ვინ ხარ ასეთი თავგამოდებული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზვიგედ ,დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს ნაწერებს და პატივს ვცემ შენს აზრს,მაგრამ ასე ლამაზად რომ დაგვიხატე ყველაფერი რა ვქნათ ჩამოვიდეთ წასული ხალხი ?კარგი ცხოვრება ყოფილა და რაღა მინდა აქ. რატომ ვიზახით სულ რა იყო შევარდნაძის დროს მან რომ ქვეყანა დააქცია და გაანადგურა გასაგებია , მაგრამ დღეს მსოფლიო ბანკების ვალი მილიარდობით რომ გვაქვს აღებული ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დააწვებათ კისერზე თქვენი ჩამონატვალიდან რაც გააკეთა იმ მილირდებიდან დიდი ამბავი რამოდენიმე მილიონი ქვეყანას თუ მოახმარა. რათ გინდა გალამაზებული საკართველო თუნ შენს ქვეყანაში ლტოლვილად იგრძნობ თავს .მშიერ ხალხს ჭირდება დასაქმება და ხელფასი რომ ოჯახი გამოკვებოს თუ უყურებ ამდენ გაბრწყინებულ ბავშვების სახეს ისევ ჩვენისთანა წასული ხალხისგან არიანბედნიერები. მაგრამ როდემდე როდემდე უნდა ვიყოთ სხვის ქვეყანაში.მოდი ნურავის გავიხდით კერპად ხალხისთვის არავინაა და არც იქნება ყველას სკამი უნდა .სკამს კი ფული მოაქვს.ჩემმა მატარებელმა ჩაიარა რადგან ჩემი წლოვანების აღარ ჭირდებათ.ამას გწერ ორ უმაღლეს დამთავრებული .მეცნიერებათა კანდიდატი რომელიც დღეს ამერიკაში სხვისი მოსამსახურეა,მაპატიე დეიდი მონოლოგი გამომივიდა კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გასაგებია ხალხო რომ პრობლემებია.. მაგრამ წუწუნი არ უნდა ამას. რაღაც როცა არ მოგწონთ მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც პოლიტიკური ძალა რომლებიც მთავრობაზე უკეთესი იქნება. რომლებიც წივილ კივილით და გინებით კი არ მოვა ხელისუფლებაში არამედ ექნება ქმედითი გეგმა განვითარების. არცერთ ოპოზიციურ ძალას ეს არ აინტერესებს ამიტომაც არ ვენდობი არცერთს. მათ შეუძლიათ მხოლოდ ბაზარში გამოსვლა და ხალხის დაბოლება. მათ აინტერესებთ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა და ნათესავური კლანების გაშლა. ამიტომაც არჩევნებამდე არ მინდა კიდევ ერთხელ გადატრიალდეს ჩვენი ხელისუფლება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts675
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხელისუფლების გადატრიალებაზე თუ იყო საუბარი ეგრე გეთქვა პირდაპირ შე კაცო :) არც მე მეხატებიან ესენი გულზე, მაგრამ როგორც ავღნიშნე მომწყინდა ეს რევოლუციები, თან მსოფლიოს თვალში მაგარი არასტაბილური ხალხი გამოვალთ და მერე არ უშველის იმის ძახილი რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო :) გამოჩნდება სინამდვილეში ვინ ვინაა... და საერთოდ ილია რატომ მოკლეს? იმიტომ რომ სიმართლისთვის იბრძოდა, ცოდვა გამხელილი სჯობიაო თქვა კაცმა და კიდევ მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
არავის არ უნდა ქვეყანაში რევოლუციები და სისხლისღვრა.მე ის მაღიზიანებს,თვითონაც რომ სხვა ქვეყნებს არიან შეფარებული არალეგალებად და ავიწყდებათ მიზეზი იმისა რატომ არიან იქ,ადამიანი რომელიც დღეს იმის მტკიცებას დაიწყებს რომ საქართველოში აღარ უჭირს ხალხს,ეს იმის მანიშნებელია რომ ამ ადამიანს კონტაქტი არ აქვს ახლობლებთან საქართველოში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 45 posts ] 
ხელფასი საქრთველოში
დესპანი