|
:er: რადგან თემების გახსნის მანია მჭირს და ახლა იდეები შემომაკლდა, გთავაზობთ ერთ ძველ აბდაუბდას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის უკან დავწერე ალბათ.
რათქმაუნდა მოსაზრება სუბიექტურია და მხოლოდ საკუთარი შეხედულებით გაჯერებული.
........
დაწერეთ თქვენი გამოცდილების საფუძველზე (ჟურნალებიდან დაკოპირებული სტატიები არ გვინდა) რა სახის მორალური ეთიკის დაცვაა საჭირო,რომ საპირისპირო სქესის ადამიანს გრძნობები არ გაუქრეს... ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე დაახლოებით ასეთია დასკვნა. გოგო 1.არასოდეს,ხუმრობითაც კი არ უთხრა/აგრძნობინო ბიჭს თუ მატერიალურად/სამსახურეობრივი კარიერით მასზე დაწინაურებული ხარ.. 2.მოერიდე ყოველგვარ ქალურ ეშმაკობებს, ეჭვიანობის მიზნით ,მოგონილ ტყუილებს და ა.შ.. შეიძლება არ გითხრას მაგრამ 100 კაციდან 99 ხვდება მსგავს ცუღლუტობანას. 3.ეცადე ნაკლები ისაუბრო,თუ რომელ ფირმაში ყიდულობ ჩასაცმელებს და რომელი საიტიდან იწერ,თუ დიზაინერი არ არის პროფესიით, ჩათვლის რომ მომაბეზრებელი ქალი ხარ.. 4. არ აგრძნობინო რომ მის გარეშე ვერ გაძლებ,იყავი თბილი, მოსიყვარულე და ზომიერი გრძნობებში, მოერიდე სიტყვას "მიყვარხარ" ეს კაცებს აფრთხობს, სასურველია უფრო ჯარგონულად "მაგრა მიყვარხარ" "ძაან მიყვარხარ"
5. ეცადე თავისი პროფესიის/ინტერესის სფეროში ელემენტარული განათლება გქონდეს, გადაიკითხე შესაბამისი წიგნები და ასევე თვალყური ადევნე პოლიტიკურ მოვლენებს ბიჭს 1.მოერიდე კომპლიმენტების ფრქვევას, სიტყვების გარეშე აგრძნობინე რომ ლამაზია და ა.შ... ვინც ამ ხელოვნებას კარგად ფლობს, ყოველთვის გარანტირებული აქვს წარმატება ქალებში. 2. ძალიანაც ნუ გაეხუმრები და მოერიდე ასეთ სიტყვებს "აუ გიჟი ხოარ ხარ, ვერ ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ" მერე დაფიქრდება და დაგიკიდებს. 3. ნუ დაუწყებ ჩაკირკიტებას თავის წარსულზე, თუ თავად მოყვა ეცადე დეტალებში არ ჩაეძიო. 4. აგრძნობინე რომ შენთვის იმდენად საჭირო არსებაა, მის გარეშე ცუდათ გრძნობ თავს. 5.არასოდეს მოუყვე თუ ქალები ინიციატივას პირველად იჩენს შენს მიმართ, არ შეაგინო ყოფილ გოგომეგობარს და დაარწმუნე თქვენი ურთიერთობა მარტო თქვენ გეხებათ, შესაბამისად არ ბაზრობ სხვებთან მასზე.
:er: დაამატეთ ან უარყავით.
|