lelka7 შეგვპირდა ლაზანიას რეცეპს მაგრამ აღარ გამოჩენილა მას შემდეგ. აი ლაზანიას ჩემეული ვერსია:
მასალა 2 ულუფისათვის: ლაზანიას ფურცლები საკმარისი რომ 5 ფენა გამოვიდეს; ხორცის სოუსისათვის - 250-300 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 1 ხახვი, 400 გრამი გახეხილი პამიდორი, მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, პეტრუშკა (ქართულ სახელს ვერ ვიხსენებ); ყველის სოუსისათვის - 150-200 გრამი გახეხილი მოცარელა, ამდენივე რიკოტა ricotta, 1ჩაის კოვზი დაჭრილი მწვანე რეჰანი, 1 კვერცხი. ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ მოცარელას და პარმეზანის ნარევი.
ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ერთად, ფარში რომ გაყავისფრდება დაამატეთ პამიდორი და სუნელები და 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე თავდახურული ხარშეთ.
მე ვყიდულობ მშრალ ლაზანიას ფურცლებს და ვხარშავ 10 წუთით, ერთმანეთს რომ არ მიეწებონ ცოტა ზეითუნის ზეტი ჩაამატეთ.
ღუმელის ტაფაზე ძირზე მოუსვით კარაქი, დააფინეთ პირველი ფენა ლაზანიას ფურცლები, მოათავსეთ ყველის სოუსის ნახევარი, დაფარეთ ლაზანიას ფურცლებით, შემდეგ ხორცის სოუსის ნახევარი. გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენას მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი და შედგით ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, თავი რომ ოქროსფერად მოებრაწება მზადაა

წარმატებას გისურვებთ
