↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 99 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts103
კარმა57
OFFLINEPROFILE
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე . 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი , მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

აბა ერთი ჩამაასხიიიიიიი. იწყება კონკურსი ყველაზე ლაზათიან სადღეგრძელო მთქმელებისათვის...........თუნდაც ლექსათა .......წიწილების ხელში აყვანით :mf: :mf: :mf: :mf: :mf: აბა შენ დაუკარ..............წავიდაააააააააა

ჩემი პირველო სადღეგრძელო: მოდი იმ მთვარეს გაუმარჯოს მეგობართან წასულ მეგობარს გზას რომ გაუნათებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
გაიხარე ninaka წავიდა სადღეგრძელოების ცვენა...დავიწყეეეეეეეეე

დანისნულ თვალებს გაუმარჯოს,რომლებიც ენაზე მეტად მეტყველებენ!
იმ სანთელს გაუმარჯოს,რომელიც ხატის წინ იწვის და მლოცველი არა ჰყავს!
დაუმთავრებელ წიგნს,დაუსრულებელ მუსიკას და აუხსნელ სიყვარულს გაუმარჯოს!

მოდით ამ სიყვარულს გაუმარჯოს,ასე წმინდას და სათნოს.
მოდითიმ გრძნობას გაუმარჯოს,უღვინოდ რომელიცგვათრობს.
მინდა იმ სიმღერას გაუმარჯოს,რომელიც ასე გვართობს,
მოდით დავლოცოთ უთქმელი გრძნობა,
რომელიც ყველას გვატკბობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
მდააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს
რომელიც არასოდეს ახდება,
იმ ნატვრას,იმ სიყვარულს
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს,იმ ცრემლებს გაუმარჯოს
ბალიშზე მწუხარენისგან დადებილს
იმ წუხილს,იმ სევდას,იმ შეცდომას
ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
ყველაფერ იმ გრძნობას გაუმარჯოს
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია,
იმ ვაჟს,იმ გოგონას გაუმარჯოს,
ვისაც ეს ტკივილი უგრძვნია.

ეგეც ჩემი სადღეგრძელოოოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts519
კარმა57
OFFLINEPROFILE
საღოლ მაგარი იყო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts391
კარმა52
OFFLINEPROFILE
შემოფეთებისა იყოს,აი იმ თვალების შემოფეთებისა,თქმით რომ არაფერს გეტყვის,მაგრამ გაგრძნობინებს,წამის მარადისობას რომ განატრებინებს და გულს აგიფორიაქებს...გაუმარჯოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია
და კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ
მათ გაუმარჯოთ!
რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts103
კარმა57
OFFLINEPROFILE
CQNAPA წერს:
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს
რომელიც არასოდეს ახდება,
იმ ნატვრას,იმ სიყვარულს
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს,იმ ცრემლებს გაუმარჯოს
ბალიშზე მწუხარენისგან დადებილს
იმ წუხილს,იმ სევდას,იმ შეცდომას
ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
ყველაფერ იმ გრძნობას გაუმარჯოს
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია,
იმ ვაჟს,იმ გოგონას გაუმარჯოს,
ვისაც ეს ტკივილი უგრძვნია.

ეგეც ჩემი სადღეგრძელოოოოოო
აუ ძალიან მაგარია ეხლა სუფრასთან წავიკითხე და ყველამ ტაში დაუკრა შენს სადღეგრძელოს ჯიგარი ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
იმ არაფერს გაუმარჯოს, რომლის უკან,ყველაფერია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
მიყვარს სიცოცხლის სადღეგრძელო,
რადგან
შენა ხარ ჩემი სიცოცხლე...
ჩემო ძვირფასო შენ გაგიმარჯოს
დითხანს იცოცხლე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,რომელიც ,
გვიძებნია,
გვიპოვნია,
შეგვყვარებია,
დაგვიკარგავს და
გვინანია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში ფარულად ბუდეს რომ იკეთებს
ნეტას გაუმარჯოს ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს,სიყვარულს,თუ გინდაც დაკარგულს...
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას მორეულს,
ზღაპარს ,რომ გვაგონებს ნაცნობს და შორეულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ხასიათები ხანმოკლეა ასე თუ ისე
და გულმოდგინედ დაეძებენ იმედის სარჩოს,
მოდი ნურასდროს ნუღარ მკითხავ მოწყენის მიზეზს
და ყოველგვარი ხასიათის კაცს გაუმარჯოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts103
კარმა57
OFFLINEPROFILE
საროლ გითხარი ტიკტიკუნა შენთვის არი ეს ტოპიკი და ჩვენთვის აქ ვინც ვართ, კარგი იქნება აქ რომ იყო ჩვენთან ერთად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ninaka წერს:
საროლ გითხარი ტიკტიკუნა შენთვის არი ეს ტოპიკი და ჩვენთვის აქ ვინც ვართ, კარგი იქნება აქ რომ იყო ჩვენთან ერთად.
ეჰ ჩემო ნინაკა მეც ძალიან მინდა, მაგრამ მე ძალიან შორს ვარ თქვენგან.საფრანგეთიდან ვამბობ ამ სადღეგრძელოებს,ეჰ რა კარგია ქართული სუფრა დაილოცოს,რვა წელიწადია რაც აღარ მოვხვედრილვარ ქართულ სუფრაზე,იყო დრო როცა მეც ვქეიფობდი ახლობლებთან ერთად,გაიხარეთ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 99 posts ] 
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი
დესპანი