შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მოგეხსენებათ ეს საიტები ემიგრანტებისთვის გასართობი ვებპორტალია,თითქოს ერთმანეთისგან "იპარავენ" ხოლმე ასატვირთ მასალას,მაგრამ მაინც თავისი ორიგინალური სახე აქვთ, თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?
რადგან თავად მაქვს მსგავსი პროექტი,რომელსაც მეგობრების წრე ვანხორციელებთ,მაინტერესებს ხალხის (მომხმარებლის) აზრი,რომელ საიტზე რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ.
მე პირადათ 4-ვე საიტს ვსტუმრობ.
დესპანზე მომწონს,უცხოური ფილმები,(თან გემოვნებით არჩეული კარგი ფილმები!!!) საინფორმაციო თოკშოუების ჩანაწერი,თამაშები და ვსიო.
ბაბაჯანა-საკაიფო ვიდეო რგოლები,სატელევიზიო არხების ჩვენება (პრინციპში ეს დესპანზეც არის,კაი ხარიხით თან) ი ვსიო.
ბაბადული-ქართული კინო-თეატრების ,მუსიკის,კონცერტების მდიდარი კოლექცია.(გადმოწერის საშუალება,ასევე)
გოგა გგგ-საჭირო და საინტერესო პროგრამების გადმოქაჩვა, საქართველოში მომხდარი პრიკოლი ამბების სიახლეები და ვიდეო რგოლებსაც არაუშავს თუმც ბევრი ისეთივე უნტერესოა ,როგორც დესპანის ვიდეოები.
საერთო დადებითი-ბევრი მომხმარებელი, საერთო უარყოფითი, ჭ-კლასის ფორუმები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სრულყოფილი საიტი?
მართალია ხარ, საკმაოდ ობიექტური მიმოხილვაა , და რადგან სიტყვამ მოიტანა ცოტა ინფორმაციასაც დავწერთ :
უკვე მიმდინარეობს despani 2 ზე მუშაობა რომელიც გაითვალისწინებს ამჟამინდელი დესპანის მინუსებს და ამასთან ერთად შემოიტანს ახალ დანამატებსაც მათშორის იქნება :
1) 100 % ინტეგრირებული ატმოსფერო, ფორუმის სრული რეკონსტრუქცია. 2) ჩათის სისტემის გაუმჯობესება და ტექნოლოგიის შეცვლა პლიუს რადიოს და თამაშების პირდაპირი ინტეგრაცია 3) უკეთესი უნიკოდის მხარდაჭერა პლიუს ქართული წერის სრულყოფილი ინტეგრაცია. 4) სამეზობლოს გაუმჯობესება, და წევრებისთვის საკუთარი ვებგვერდის ინტეგრაცია. კიდევ ბევრი სხვა (მაპატიეთ მაგრამ ყველაფერს ჯერ ვერ დავწერ ) დროდა დრო ... სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის მაგრამ დაუღალავ ვმუშაობთ და კიდევ ერთხე დიდი მადლობა ყველას ვინც ასეთი კონსტრუქციული თემებით ისევ და ისევ საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავაუბჯობესოთ აქაური ატმოსფერო.
დიდი სურვილი მაქვს ფორუმი ეხლაც შევცვალო მაგრამ სამწუხაროდ მირჩევნია ისევე despani 2 ძე ვიმუშავო და მალე დავასრულოთ.
ჩემი აზრით ბაბაჯანა და დესპანია საუკეთესო საიტები და ნორმალური მომხმარებლებიც ყავს. გოგა გგგ გაფუჭდა და იქ უფრო თინეიჯერული პლეადა შედის, ჩატშიც დედას აგინებენ ერთმანეთს... ბაბადულიც ასევე არასერიოზულია...ძაან მომეწონა დღეს დესპანი, განახლებულია, ფორუმიც აღდგა და სწრაფი გახდა. წარმატებებს გისურვებთ!
სიმართლე გითხრათ არცერთ საითს არ ვცნობ გარდა დესპანისა,ჩემი პირველი დარეგისტრირება დესპანზეა და არ ვაპირებ აქეთიქით სეირნობას,მითუმეტეს ახლა როცა უკვე დესპანი განაახლდა,გამიხარდა ძალიან ასეთი კარგი სიახლეები,რისგამოც უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს ადმინისტრაციას,ბატონ ლეონარდოს ასეთი კარგი და საინტერესო საითისთვის.რატომ წავიდე სხვა საითზე ,როცა აქ ყველაპერია
მე დესპანზე ახალი გაწევრიანებული ვარ.საერთოდ იცით რა?ვერც ერთი საიტი ვერც ერთ ემოგრანტს ვერ შეუმსუბუქებს 'მონატრებას'.რა ვიცი თქვენ ეცადეთ მაინც.მე საქართველო მინდა და არა ემიგრანტებისთვის განკუთვნილი საიტი. ქ ა რ თ ვ ე ლ ნ ო ე რ თ ა დ გ ვ თ ი ს ა კ ე ნ.(საქართველოსკენ).
ბატონებო ძალიან მომწონს გოგა,ნიჭიერი ბავშვია და წარმატებებს ვუსურვებ უბრალოდ საიტი რომ შეცვალა ცოტა გაფუჭდა ,რაც შეეხება ბაბაჯანას თინეიჯერებისთვის არის და უწმაწურ სიტყვებსაც ხსირად წაიკითხავ რასაც უნდა მიექცეს ყურადღება.დასპანი კი გამორჩეულია ფორუმელების ინტელექტით ,აზროვნებითდა რაც მთავარია ურთიერთ პატივისცემით.არ დაგვავიწყდეს საიტებზე შემოდის როგორც 20 წლის ისე 50 წლის ხალხი და ჩემი თხოვნაა პატივი ვცეთ მათ ემიგრანტებისთვის ერთადერთI სასიცოცხლო წყაროა ინტერნეტი და ფორუმი .გისურვებთ წარმატებებს და მიზნების განხორციელებას.
მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თვალს გავახელ თუ არა დესპანში ვარ, საკმარისია 2 ჭუთი თავისუფალი დრო ვიპოვო, ისევ აქ ვარ. მე ყველა საიტის სტუმარი ვყოფილვარ მაგრამ მიყვარს და ვაფასებ დესპანს სხვა კრიტერიუმებით, ზემოთ თქმული უკვე იყო, ბაბაჯანას ჩათში ვერ შეხვალ, დიდი უჭესობა სუფევს, ისედაც ბევრ უწმაწურს წაიკითხავ აქ კი სულ სხვაა, ნახეთ რამდენი ინტელექტუალია ამ საიტზე შეკრებილი და რა ერთსულოვნება სუფევს. ლეონარდო მადლობ და ასე გააგრძელეთ ერთად სოფელი არავის აუშენებია. ნელ-ნელა მჯერა რომ ყველაფერს დახვეწავთ და ხარისხსაც გააუმჯობესებთ. პატივისცემით მანჩო.
გამარჯობათ ქართველებო.მეც გეთანხმებით დესპანი მართლაც სერიოზული და სასიამოვნო საიტია...!მე ისრაელში ვცხოვრობ უკვე 4 წელია და ეს საიტი რომ ვნახე პირველად ძალიან მომეწონა.თითქოს ჩემ სამშობლოში ვარ ისე ვგრძნოობ თავს,მეგობრები მეზობლები და ასე შემდეგ.. დიდი მადლობა ადმინისტრატორს...