ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილიც ძალიან მინდა მივაგნო, მაგრამ ვერ ვპოულობ. ინდურ მაღაზიებში არის რაღAც სუნელები მაგრამ ისეა სუნები გაზავებული ერთმანეთში, რომ ვერ ვხვდები რა რა არის

სხვა ყველაფერი ვიპოვე

მე ხშირად ვაკეთებ გუფთას (meatballs):
500 გრ ძროხის ფარში, 500 გრ. ღორის ფარში, 1-2 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი, 3 ნაჭერი პური, 200 მლ რძე, 2 კვერცხი
პურს დაასხით რძე და ჩანგლით აზილეთ, ან ბლენდერში გაატარეთ, ისე რომ არაჟანზე ცოტა თხელი მასა მიიღოთ. ეს მასა ჩაასხით ფარშში, დაამატეთ სანელებლები. დაამზადეთ პატარა გუფთები, ასე 3-4 სმ დიამეტრის და შეწვით გრილში 10 წუთის განმავლობაში.
ქვაბში ჩაასხით ზეთი, დუღილს რომ დაიწყებს ჩაამატეთ გაჭყლეტილი 2 კბილი ნიორი, ნიორი ოქროსფერი რომ გახდება დაასხით გახეხილი პამიდორი, დაამატეთ მარილი, პილპილი და მწვანე რეჰანი 1-2 ჩაის კოვზი. რომ ადუღდება ჩაყარეთ გუფთები და ხარშეთ 10-15 წუთი.
(ეს სოუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ პიცის პირველ ფენად, მერე ყველი მოცარელა და მერე ნებისმიერ რამ რაც გაგეხარდებათ

)
პ.ს. გუფთებს რომ დააგუნდავებთ, ამ მდგომარეობაში შEგიძლიათ გაყინოთ და შეინახოთ ლამის 2 თვის განმავლობაში

ორიგინალურ რეცეპტში წერია რომ გუფთები უნდა შეწვათ ზეთში,მ აგრამ ასე ზედმეტად ნოყიერი გამოდის, ამიტომაც მე გრილს ვამჯობინებ.