↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
tartaletka-შე ჩასახრამუნებელო, აბა მითხარ, როგო ხარ?
მადლობა გენაცვალე.
თქვენც იგივეს გისურვებთ, გაგიმრავლოს და გაგიხაროს უფალმა, ყველა გიორგი და გიორგის მახსენებელი.
ერთი მაგრა გაგიმარჯოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩასახრამუნებელოო=zer= ,მეც კარგად ვარ,მადლობთ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
liako2008 და mana: შეგარგოთ, თქვენ გენაცვალოთ, თქვენი ელჩი.=sher=
მანან, თენგო გამოუშვი ხვალა, ჩვენკენა, ძიენ მაგარი ღვინოები უნდა გავასინჯო. მიმიკითხე.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
უკაცრავად პასუხია და ქართული ყველის მერე ფეტა გაჭირების საჭმელია.მესმის სოფია შენი,იმის გამო რომ ყველის გარეშე არ შემიძლია,იძულებით ვჭამ ხოლმე.:(

მართალი ხარ ანანო, ფეტა და მაცარელა სად შეედრება ჩვენს ყველს.იტალიური ვითომ ცოტათი გავს ქართულს, ხანდახან თავს მოვიტყუებ ხოლმე.მაგრამ ამათ ტკბილ,კარაქივით ყველს მაინც ვერ შევეჩვიე.არადა ისე მიყვარს ჩვენებური ყველი რომ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
სოფიო-სულ რაღაც ორ კვირაში, ჩემები ჩამომდიან. სიმამრი, რძის პროდუქტების ტექნოლოგია, 8 თვე მოუწევს დარჩენა. ყველის ამოყვანას დავაწყებინებ. აბა, ნუ გააკეთებს. მერე, ყველას მოგაწვდით და დავწერ, თუ როგორ გავაკეთოთ აქაური რძით, ქართული ყველი.

ხაჭაპურისთვის, ამ, ჩვენს აქაურ პირობებში, მოცარელა და ფეტა, ერთმანეთში გადარეული, ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს, ნამდვილი ხაჭაპურის გემოსაც და მონატრებასაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
სოფიო-სულ რაღაც ორ კვირაში, ჩემები ჩამომდიან. სიმამრი, რძის პროდუქტების ტექნოლოგია, 8 თვე მოუწევს დარჩენა. ყველის ამოყვანას დავაწყებინებ. აბა, ნუ გააკეთებს. მერე, ყველას მოგაწვდით და დავწერ, თუ როგორ გავაკეთოთ აქაური რძით, ქართული ყველი.

ხაჭაპურისთვის, ამ, ჩვენს აქაურ პირობებში, მოცარელა და ფეტა, ერთმანეთში გადარეული, ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს, ნამდვილი ხაჭაპურის გემოსაც და მონატრებასაც.

მაგარია, თუ მაგ სიკეთეს იზამ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოკლედ, ჩახოხბილი ჩემებურად biggrin.gif
მთავარია - კაი სოფლის დედალი.... ადრე იყიდებოდა ნავთლუღის ბაზარზე, ცოცხალი. იქვე დაგიკლავდნენ და გაგიპუტავდნენ, ახლა - არ ვიცი smile.gif
მოკლედ, დაჭრით ტრადიციულ ნაჭრებად, მერე - ამ ტრადიციულ ნაჭრებს (მაგ, ბარკლის ამონაჭერს) შუაზე გაჭრით, ჩადებთ ქვაბში და თუთქავთ. დააყრით ცოტა მარილს რომ არ დაიშალოს. მერე, როცა დარბილდება, აგდებთ შიგნით ცოტა (ცოტა! biggrin.gif) კარაქს და ხრაკავთ, 10-15 წთ (ყველაფერი ნელ ცეცხლზე!). დააკვირდით, რომ ხორცი არ ჩაიხარშოს, თორემ ფაფა გამოგივათ! მერე უმატებთ ხახვს და ხახვში ხრაკავთ. რომ მომზადდება ხახვი, შიგნით ჩაუშვებთ კანგაცლილ დაჭრილ პამიდორს + ტომატის პასტას, ძალიან ცოტას! რომ წამოდუღდება ყველაფერი, ჩაუშვებთ წიწაკას, რეჰანს, ქინძს, დაჭრილ ნიორს. ბოლოს უმატებთ ათქვეფილ კვერცხს, თან ურევთ! biggrin.gif
პროპორციები 1 ქათამზე:
1 კგ ხახვი
1 კგ პამიდორი
20 გრ. კარაქი
1 ჩაის კოვზი ტომატის პასტა
2-3 კბილი ნიორი
1 გრძელი კახური წიწაკა, აი ნაკლებადმწარე რომაა და სურნელოვანი, ის smile.gif
სხვა ყველაფერი - გემოზე.
მთავარი! დედალი უნდა იყოს მამა-პაპური, სოფლის, მკვრივი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმან...... რას მერჩი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
nufnufa არაფერს არ გერჩი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენმა რეცეპტმა მაცივარი დამიცარიელა.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ გინდათ რომ გემრიელი გამოგივიდეთ მაცივარიც უნდა დააცარიელოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
telmani-თქვენი რეცეპტიც გასათვალისწინებელია, კაი რამე უნდა გამოვიდეს, მე ასე ვფიქრობ.
მაგრამა, ხვალა, მაინც ხინკალი უნდა მოვხარშო.
ზედადგარზე უნდა ამოვაფუშფუშო, გაბერილები და გაბღენძილები.
ჰუუ ტატა-ტააააააა, იგეთებს ამოვყრი რო თითებს მიაყოლებთ ჭამისასა.

მერე კიდენა, ჩემებური ხინკლის რეცეპტსაც დაგიწერთ, რეცეპტორების გასაღიზიანებლადა.
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი,შენ მოგეცა ჩემი ცოდვა,ამ შუაღამისას ქათამი მინდოდა მეეეეეეეეეეე,ვაიმე როგორ შევახრამუნებდიიიიიიიიიიი=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხელი მეგრული კუჭმაჭი Johnnie Wlker-ის ვარიაციებით biggrin.gif

მოკლედ, დეზერტირკაში იყიდეთ გოჭის გულ-ღვიძლი smile.gif
გაასუფთავეთ, ნაღველი მოაჭერით და გადააგდეთ, ფილტვს მე ვაგდებ, თქვენ თუ გნებავთ, დატოვეთ. გარეცხეთ დაჭერით წვრილად, ჩაუშვით ქვებში, ცოტა მარილი მოაყარეთ (რომ ხარშვის პროცესში არ დაიშალოს) და შუშეთ თავისსავე წყალში (გარედან წყალი არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ). წყლის ამოშრობა უნდა დაემთხვას ხორცის დარბილებას, ამიტომ შუშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თუ ამოშრა წყალი, დაუმატეთ წითელი ღვინო. რომ მოშუშდება, დაუმატეთ ძალიან ცოტა კარაქი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, და ახლა უკვე ხრაკეთ, სანამ ხახვი იქნება მზად. მერე დაუმატეთ სურნელოვანი პილპილი, 4-5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ქონდარი, წითელი და შავი წიწაკა, მარილი.
წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე. მე არ უმატებ, თქვენ კი შეგიძლიათ ცოტა უცხო სუნელიც დაამატოთ. თითქმის რომ მზად იქნება კერძი, დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები მამა-პაპურად (არ დაზოგოთ biggrin.gif) და თუ მთლად გინდათ თქვენი სტუმრები გადარიოთ, 1-2 ჭიქა კარგი წითელი ღვინო biggrin.gif და აცადეთ წამოდუღება. თუ კონსისტენცია თხელი გამოგივიდათ, ახადეთ ხუფი და ამოშრობა აცადეთ სანამ თქნენთვის სასურველ კონდიციამდე მიიყვანთ: კიდევ უფრო გემრიელი გამოვა.
სუფრაზე გაიტანეთ ცხლად.

პროპორციები:
3 გულღვიძლზე (გოჭის! არა ბურვაკის!)
1 კგ ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1-2 კონა ქინძი
1-2 კონა ქონდარი
2-3 დაფნის ფოთოლი
2-3 ჭიქა კარგი წითელი ღვინო
3-4 მწიფე ბროწეულის მარცვალი
დანარჩენი - გემოზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაშინ კუჭმაჭი მიირთვი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი
დესპანი