|
წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი, გენახე და ძილში თბილად დაგეხურე, მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში, დავეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
მის: დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე, თოვლი, თოვლი, თოვლი თეთრად დასახული, ასე თეთრად, გულუბრყვულოდ ყვავის ჩვენში, იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ეს პირველი თოვა ისე გამეხარდა, წვიმა, ქარი, უსაქმურად დანაბერი, ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას, მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი.
მის: დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე, თოვლი, თოვლი, თოვლი თეთრად დასახული, ასე თეთრად, გულუბრყვულოდ ყვავის ჩვენში, იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
|