↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ო)

ობლიძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ იმერეთით აბულაძეთაგანნი შორეულნი მონათესავენი და მცირე აზნაურნი და ამათგანი ვინმე დაშთა ობლად, და მოვიდა საქართველოსა შინა და დაესახლა, რომლის ობლობისა გამო გაუგვარდათ ობლიძეობა ვახტანგ მეფის დროს 1711 წ. და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ოზაიაშვილი ანუ ოზაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ესენი არიან გვარით ოზბეგიშვილები, ხვარასნიდამ მოსულნი, რომელიც იყო ოზ აღა და მუნიდგან მიიღეს ოზაშვილობა.

ოთანაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ წინა-პართა ეწოდა ოტან, რომელიც დროსა თრდატ მეფისასა წინამძღომელი იყო მხედრობათა ქრისტეს აქეთ 259 წ. ესენი ესახლენ პირველ დვინსა შინა, რომელ არს აწ გარნაჩაი და ოდეს სპარსთა იწყეს რბევა სომეხთა სამეფოთა, მერე გარდმოესახლენ ახალციხეს და მერე, განდგა რა ახალციხის ათაბეგი, შთამოვიდნენ საქართველოსა შინა, წოდებულნი ოთანა შვილებად აზნაურად მიღებულნივე დროსა სვიმონ მეფისა 1588 წ. და სხვათაცა და არიან მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.

ორჯონიკიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ წინა-პართ გაუგვარდათ ადგილის გამო ორჯოსა, რომელიცა არის ნაწილი ახალციხისა და ესენი მოვიდნენ პირველ იმერეთსა შინა და მერე მოჰყვნენ აბაშიძეთა დროსა მეფისა ვახტანგისასა 1711 წ., რომელნიც მოსახლეობენ სააბაშიოში და სხვაგანცა და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულიცა.

ორჯონიკიძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ესენიცა არიან მონათესავენი სახასოს ორჯონიკიძისანი, ვითარცა ზემორე მოვიხსენეთ იხილეთ მუნ და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ორჯონიკიძე (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ესენი არიან ახალციხით ადგილით ორჯოით და ადგილისა გამო გაუგვარდათ ორჯონიკიძეობა, რომელნიმე სახლობენ იმერეთს და ორმელნიმე ქართლს და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ცნობილიცა დროსა ვახტანგ მეფისასა და არიან მონათესავენი ზემოხსენებულის სახასო ორჯონიკიძისა, იხილეთ მუნ.

ოქრომჭედლიშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან ახალ-ციხელნი და იყვნენ ოქრომჭედლობის ხელოვნებასა შინა და საკუთარნი ახალციხის ათაბეგისანი. უკანასკნელ დროსა მეფისა როსტომისასა გარდმოვიდნენ ქართლს. მოსულან 1636 წ. მეფე თეიმურაზის დროს და მიღებულ იქმნენ მდაბალ აზნაურად, რომელნიცა აწ მოსახლეობენ დვანს ქართლსა შინა და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ოღთაელი ანუ ოღაძელი (სახიდირბეგოს მცხოვრებნი აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან მკვიდრნი ადგილის ოღთისა და მის გამო მიიღეს გვარადცა ოღთაელობა და არიან მცირე აზნაურნი, ცნობილნი დროსავე მეფისა თეიმურაზისასა და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
შენიშვნა. მეორე ვარიანტი: არის სურამის ხეობიდანვე ძველად ოძელი სოფლიდამ და ადგილისა გამო გაუგვარდა ოღძელი, ესენივე იყვნენ დროსა თეიმურაზის მეფისასა 1640 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (პ)

პეტრიაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

იყო ვანის მხრიდგან, მხნე და ძლიერი მეომარი დედის ძმა გუღვასილისა და წარჩინებული კაცი, რომელმანც მრავალგზით ავნო სპარსთა მხედრობასა ქურდულის ზედასხმითა და ამათნი გვარნი დაშთნენ კახეთსა შინა წელსა 1108, მიიღეს აზნაურობა პეტრიაშვილობისა სახელისა გამო მამეულთა მისთა და მუნიდგან ცხოვრობენ კახეთსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ჟ)

ჟურული (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლეობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ-შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ამათნი გვარნი სახლობენ სხვა-და-სხვა სახლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (რ)

რამინისშვილი (სადავითისშვილოს თავადის ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან ამირეჯიბთა გვარისანი, გარნა მდაბალნი აზნაურად მიღებულნი და ცნობილინცა დროსა როსტომ მეფისასა ტრაკტატსა შინაცა მიღებულ.
შენიშვნა. სხვა ვარიანტში: ძველად როინის გვარისანი ახალ-ციხიდამ იმერეთს ჩამოსულნი და რომელიმე ამათ გვარი რამინად წოდებული მივიდა ქართლს დროსა სვიმონ მეფისასა 1588 წ. და გაუგვარდათ ამა სახელისა გამო.

რამინისშვილი (საჩხეიძო აზნაურნი)

იხილე ზემორე და ქვემორეცა.

რამინისშვილი (სათაქთაქიშვილო აზნაურნი)

რევან არის სოფელი მახლობელ ნიშაბურისა ინდოეთისა კერძო და სიდამ არიან მოსულნი 454 წ. და ადგილისა გამო მიიღეს რამინისშვილობა.

რატიშვილი (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

იხილე ზემორე თავადის რატისშვილის და ქსნის ერისთავის გვარებთა შორის, რომელიცა არს მუნ.

რევაზაშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სომხითით ბარათაანთაგანნი და მცირე აზნაურნი, რომელნიც მოვიდნენ და დასახლდენ საციციანოსა შინა და არიან ესენი ძველადვე ცნობილნი დროსა ვახტანგ VI მეფისასა 1703 წ. მეფეთაგან და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

რევია (ოდიშის აზნაურნი)

არიან რევანდელნი სპარსნი. ნიშაბურის მხრიდგან მოვიდა მათი გვარი და მიიღო ქრისტიანობა და უბოძა გვარად რევიანობა მეფემან.

რიკაძე (სადავითისშვილოს თავადის ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგანვე მოსრულნი, მოსულან ვახტანგ მეფის დროს 1711 წ. (მეორე ვარიანტი). და ცნობილნი დროსა არჩილ მეფისასა აზნაურად და არიან რომელნიმე ქართლში მოსახლენი და რომელნიმე იმერეთს და ტრაკტატსა შინა არიან მოხსენებულ.

როსტევანისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სააკაძეთა გვართაგანნი მოსახლენი თავრიზსა შინა და უკანასკნელ მოვიდა ვინმე როსტევან სააკაძე და იმის გამო გაუგვარდათ როსტევანის შვილობა და ჰსჩნდენ ესენი დროსა როსტომ მეფისასა 1655 წ. აზნაურადვე მიღებულნი და მეფე ირაკლისგანცა ტრაკტატში არიან მოხსენებულნი.

რუსასშვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან რუსეთით მოსრულნი ადრევე და მიღებულ დაბალ აზნაურად, რომლისა გამო ადგილისა რუსეთითა ეწოდათ რუსას შვილობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

რჩეულაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან კავკასიის მთით მოსრულნი და ადრევე ცნობილნი აზნაურად, რომელსა ეწოდა რჩეულა ოსის სახელით და ამის გამო გაიგვარეს. გვარნი ესე რომელნიმე სახლობენ სამაჩაბლოს და რომელნიმე გვერდის ძირს, ესენი ცნობილ არიან ვახტანგ მეფისავე დროსა 1666 წ. აზნაურად, რომელნიმე იტყვიან მონათესავედ მაჩაბელთა და ესენიცა არიან ტრაკტატში მოხსენებულ.

რჩეულაშვილი (სამაჩაბლოს აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან სამეფო აზნაურის რჩეულაშვილის გვართაგან, ვითარცა ზემორე აღვწერეთ, იხილე მუნ და ესენიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ს)

სააკაძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან მონათესავენი თავადის თარხნის შვილისა, ვითარცა ზემორე აღვწერეთ გვარნი მათნი. და აწ ესე სააკაძენი არიან აზნაურნი და მოსახლენი ატენის ხეობისანი, რომელნიც სახლობენ სოფელსა ხიდის თავად წოდებულსა.

საამისშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პართაგანი იყო ვინმე შორს მონათესავე სააკაძისა საამად წოდებული და მოსახლე მცირე აზნაურად თეძმის ხეობასა შინა და გარდმოსახლდენ მუნით საციციანოსა შინა, რომლისა გამო საამისა გაუგვარდათ მამეულთა სახელი და არიან ცნობილ დროსა მეფისა თეიმურაზისასა და მოხსენებულიცა ტრაკტატსა შინა.

საბადის შვილი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

არიან გვარით ურიანი, მოსრულნი 978 წ. რომელსა ეწოდა საბადა და მის შვილთა უწოდეს საბადის შვილად, აზნაურად 985 წ.

საგინაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

არიან მონათესავენი თავადის საგინაშვილისა, ვითარცა ზემორე აღვწერეთ გვარი მისი და ესენიცა ესახლნენ სომხითს ნაწილსა შინა და იწოდებიან აზნაურად ძველადვე.

სადუნაშვილი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ამათ წინა-პართათვის მოუთხრობენ სალდუხის ძის შთამომავლობათაგან, რომელიცა იყო წარჩინებული სალდუხან წოდებული თამარ მეფის დროსა 1180 წ. და მერე ოდეს დამდაბლდენ, და შეიქნენ ამათნი შთამომავლობანი მცირე აზნაურად, სადუნაშვილობით იწოდნენ და განუგვარდათ ესე და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

სავანელი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან მონათესავენი მდაბალთა აბაშიძეთა, დამდაბლებულნი მათთან, ხოლო სავანელობა მიიღეს ამათ ადგილისა გამო სავანეთისა, რომელ არს საწერეთლოსა ხეობასა შინა და მუნ ესახლნენ პირველ და მერე მოვიდნენ ქართლს, დროსა ვახტანგ მეფისასა, და არიან ცნობილ აზნაურებად და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
შენიშვნა. მეორე ვარიანტი: სევავან არის ციხე ვანის მხარეს მაგარი და მუნიდგან არიან მოსრულნი, ამის გამო ეწოდათ სავანელნი ქართულის ენის თვისებით. ესენი არიან დროსა თათართაგან დაპყრობისა მათ ადგილთა, რომელნიც იყვნენ ციხისა მის უფროსად, ესენი იყვნენ ძველადვე 901წ.

სავანელი (იმერეთის აზნაურები)

(იხილე ზემორე)

სავარსამიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ესენი არიან ძველადვე რაჭის აზნაურნი, მოსულან ვახტანგ მეფის დროს 1722 წ. საქართველოში. სულ წინად, თავდაპირველ მოსულნი არიან კილიკიის ადგილით საფარიიდამ და ამათნი წინა-პარნი სჩნდენ ვახტანგ გორგასლანის დროს, რომელთაცა აქვნდათ წყალობის წიგნიცა მისნი. რომელნიმე სახლობენ საქართველოში და რომელნიმე ამათ გვარნი იმერეთს და რუსეთს შინაცა იყვნენ.

სამარღანისშვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

სამარყანდელნი არიან ძველად, თურქისტანის ადგილიდამ მოსრულნი ძველადვე.

სანგიანი (ოდიშის აზნაურნი)

არიან გვარად საგინაშვილებისა.

სანთლის-კუდაშვილი (საავალიშვილო აზნაურნი)

არიან ძველადვე ხეობის აზნაურნი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ტ)

ტარიელაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ტარონ არის ქვეყანა სომხითსა შინა და უწოდებდენ მუნებურსა აზნაურთაგანსა ტარონიალად. ამათ შთამომავალსა ეწოდა სახელად ტარიელის შვილთა და შთამომავლობათა მისთა უწოდეს ტარიელის შვილებად.

ტარიელაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

იხილე ზემორე. ესენი სახლი კაცნი არიან საამილახვროს ტარიელაშვილებისა.

ტარჯაიჭასშვილი (საამილახრო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იწოდებოდნენ ტარსაიჭად, რომელნი ესახლენ პირველ ყარაბაღის კერძო სისიანის მხარეს და იყვნენ გვარად ორბელიანნი და დროსა ადარნასე მაფისასა მიჩნეულნი წელსა ქრისტეს აქეთ 923; ესენი უკანასკნელ დამდაბლდენ და გააზნაურდენ და მოვიდნენ ქართლს მათნი შთამომავლობანი დროსა ლუარსაბ მეფისასავე 1609 წ. იყვნენ აზნაურად მიღებულნი ტარასაიჭად გვარით წელსა 1609 და მერე გაუგვარდა ტარაჯაიჭის შვილობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
შენიშვნა. სხვა ვარიანტი: ესენი არიან ძველად განძელნი ჯავახეთით და თრიალეთიდამ მოსრულნი ტარიჭოს გვართაგანი, რომელიცა მუნებური მთავარი იყო ტარიჭო მეფობასა ადარნასესა 923 წ. და სხვანი.

ტატიშვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ გვარად დატად წოდებულნი, რომელნიც იყო დატ სომეხთა მეფისა სანადიროთა ადგილთა ზედამხედველი და მერე დამდაბლებისა სომეხთა მეფობისა მოვიდნენ ქართლსა და დაეშენნენ და მიიღეს მართლ-მადიდებლობა და იწოდებოდნენ დატის შვილებად და მერე ენისა თვისებისა გამო გაუგვარდათ ტატისშვილობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
შენიშვნა. ხოლო სხვა რვეულში ესე სწერია: აზნაური ტატის შვილი არის ახალ-ციხით ტაოელი ტეტიაშვილი, ხოლო ამისა შვილსა ყრმასა უწოდენ ტატასა ალერსობისა გამო და ამის გამო გაუგვარდათ ტატისშვილობა მეფობასა ვახტანგისასა 1704 წ.

ტატიაშვილი (სადავითისშვილოს თავადის ადგილის აზნაურნი)

ამათსა წინა-პარსა ეწოდებოდა დატ და ესე იყო სომეხთა მეფისა სანადიროთა ადგილისა მცველი და ზედამხედველი და ესენი ძველადვე იყვნენ აზნაურნი და მერე, სომეხთა დამდაბლებისა უკან, მოვიდნენ საქართველოსა შინა და იწოდებოდნენ დატისშვილებად და მერე ენისა ცვალებისა გამო უწოდეს ტატისშვილობა და გაუგვარდათ და არიან ცნობილ ესენი დროსა ლეონ მეფისასავე წელსა ქისტეს აქეთ 1524-სა და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

ტურისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძველადვე მოსახლენი აზრუმისა ტირავანად გვარითა მდაბალ აზნაურად სომეხთა მეფეთაგან მიღებულნი. ხოლო ოდეს თურქთა დაიპყრეს აზრუმი, ესენი გადმოსახლდნენ საქართველოსა შინა და მსახურებისათვის მეფეთა მიღებულ იქმნენ აზნაურად ტურისშვილად და უმეტეს დროსა მეფისა ირაკლისასა უფრორე მიღებულ იყო ზაალ ტურისშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (უ)

უზნაძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი პირველ ესახლნენ ადგილსა ერწოს საერისთაოსასა, სოფელსა, რომელსა ეწოდების უგნაძე და იყვნენ მუნ მოსახლენი უგნაძეთ ხმობილნი მცირე აზნაურნი, რომელთაცა განუგვარდათ სახელი ესე უზნაძეობა და არიან ცნობილ დროსა ვახტანგ მეფისასა და თეიმურაზისასა 1720 წ., რომელნიც აწ ჰსცხოვრებენ და მოსახლეობენ ლიახვს ხეობასა შინა და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულნი.

უთნელისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მცხოვრებნი პირველ ახალციხეს კერძოდ ადგილსა შინა ოსთელად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ უსთიელობა. ხოლო მერე ენისა ცვლილებისა გამო იწოდნენ უთნელის შვილად. ესენი დროსა ახალციხის დაპყრობისასა თურქთაგან შთავიდნენ იმერეთს და ამათნი გვარნი რომელიმე გარდმოვიდნენ ქართლს მამად ყულიხანის დროს. 1724 წ. მოსულან საქართველოში და დაესახლნენ გვერდის ძირს ადგილსა ფლავს - ქსანს საერისთაოს ადგილსა შინა და ჩნდნენ ესენი აზნაურად ვახტანგ მეფის დროსა და სხვათაცა. ხოლო უკანასკნელ შეიქმნენ სამეფო აზნაურნი, რომელნიცა ტრაკტატსა შინა არიან მოხსენებულნი. რომელნიმე სახლობენ იმერეთს გვართა მათგანნი.

უთნელის შვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ესენიცა არიან ზემოხსენებულის უთნელის სახლის კაცნი, იხილე ზემორე სამეფო უთნელის შვილისა აღწერაში და არიან მოხსენებულ ტრაკტატში.

უთრუთაშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პართაგანისას იტყვიან უთრუთის ციციშვილის შვილობილად გააზნაურებულსა მეფეთაგან, რომელნიც ჰსჩნდენ დროსა მეფისა როსტომისასაცა და არიან ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ, რომლის გამო გაუგვარდათ უთრუთის გამო უთრუთის შვილობა მეფე როსტომის დროს 1635 წ.

ურქამაზაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათი წინა-პარი იყო ურქამზა სპარსი, რომელიც დამფთხელად იწოდება. ამისა სახელით და სიმსუბუქისა გამო გონებისა იწოდნენ ურქ ამზას დამთხვეულს მზას. ამათნი გვარნი იყვნენ მოსამსახურედ მეფისა როსტომისა. და იყვნენ მდაბალ აზნაურად მიღებულნი, უქმაზაშვილებად წოდებულნი და აწცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა გვარნი ამისნი, მოსულ არიან 1638 წ. როსტომ მეფის დროს.

უძნაძე (კახეთის სამეფო აზნაურნი)

(იხილე უზნაძე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ფ)

ფალვენის შვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი შთამომავლობანიცა არს თავადთა ფალვენიანთაგან, გარნა არიან აზნაურად მიღებულნი ძველადგან მეფეთაგან და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა. იხილე თავად ფალვენის შვილის აღწერაში.

ფანისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი იმერეთიდგან. ფანიას შვილის სახლის კაცნი და ამათნი გვარნი ჰსჩნდენ დროსა სვიმონ მეფისასა 1561 წ. და არიან მოსახლე რუისის სოფელსა შინა და ამათნი გვარნი, რომელნიმე სახლობენ რუსეთში, რომელნიც მოყვნენ ვახტანგ მეფესა და არიან მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა.

ფარესაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სპარსიდგან მოსულნი, სახელით ფარისად წოდებულნი და მის გამო მიიღეს შთამომავლობათა მისთა ფარესაშვილობა, ესენი ჰსჩნდენ როსტომ მეფის დროსა, რომელმან მიიღო 1635 წ. მცირე აზნაურად და მოხსენებულიცა არიან ტრაკტატსა შინა.

ფარიამანის შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სპარსნი ფარი იამანიდამ მოსრულნი და არიან ცნობილნი დროსა როსტომ მეფისასა 1634 წ. მიღებულ იქმნენ აზნაურად. ხოლო სახელი ამათი გამოითარგმანების ფარი იამან, რომელიც ნიშნავს (ფარი სახელსა და იამან ქვეყანასა და ამის გამო მიიღეს ფარი იამანის შვილობა) და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ფასტაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ჩერქეზთა აზნაურთაგანნი, რომელიცა ზითევში მოჰყვა ჩერქეზ ბატონის ასულს რუსუდანს, რომელიცა შეუმზადებდა ფასტას, რომელ არს (ფეტვის კრუპა) დროსა გიორგი მეფისასა 1562 წ. და ესე იყო მის დედოფლისა მზარეულთა უხუცესიცა. და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ფასტაშვილობა და არიან მუნით აზნაურნი და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულნი.

ფატრელიშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ლეკთა ადგილით ფადარით, რომლისა გამო გაუგვარდათ ფატრელობა. ესენი ცნობილ იყვნენ დროსა მეფისა პირველისა ირაკლისასა 1703 წ. და მიღებულ მეფეთაგან აზნაურად, გარნა ამათნი გვარნი ასწყდენ და არვინმეღა არიან მცხოვრებ საქართველოსა შინა.
ფინუზისშვილი (იმერეთის აზნაურები)

ფირალაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სპარსნი ფილალიად წოდებულნი, რომელი გარდმოითარგმნების მოხუცი ალია ანუ მორწმუნე ალიასი. ესე ფირალი მოვიდა დროსა მეფისა ალექსანდრესა და დაეშენნენ ქალაქსა გრემსა, წელსა 1498 და მუნ იყვნენ აღალარისა ხარისხითა მცირის აზნაურობისათა. ხოლო უკანასკნელ, ოდეს მოვიდა კახეთსა ზედა შაჰაბაზ და მუნებურნი ხალხნი დაიხიზნენ, ესენი აღვიდენ ახალციხეს და მიიღეს სომეხთა სარწმუნოება და მერე დამშვიდებისა შემდგომად შთამოვიდნენ იმერეთს და არიან აწ მოხსენებულ ტრაკტატსა შინა ფირალაშვილებად მოხსენებულნი.

ფიცხელაური (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

არიან ძველადვე წინა-პარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1299-სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რამოდენიმე სახლად: 1) ბოქოულთ ხუცის შვილები, 2) არჯევანის შვილები, 3) რამინის შვილები, 4) გიორგის შვილები, 5) ივანეს შვილები, 6) საამის შვილები, 7) ბეჟანის შვილები, 8) ამირანის შვილები, 9) ბერის შვილები, 10) თექთუმანის შვილები.

ფრულავა (ფარულავა) (ოდიშის აზნაურნი)

ფრულას იყო ურიათ მსაჯული, დადგინებული რომაელთაგან ოდიშსა შინა 1002 წ. და ამათ გვარნი დაშთენ მუნიდგან და იწოდებიან ფარულავად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ქ)

ქადაგის შვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი, გვარით ქადაგიძეები. ამით მიიღეს, რომელ მოხელენი მთისანი ანუ ისე მსახურნიცა კაცნი, ოდეს მტერი ვინმე მოვიდოდა საქართველოზედ ანუ სხვა რაიმე საქმე მოხდებოდა ესენი, ვითარცა ქადაგნი, იმსახედ მოყვებოდენ და უქადაგებდენ ერთა და განამხნობდენ და ამათ გვართაგანი ვინმე დაეცემოდის ქადაგად და მის გამოდ გაუგვარდათ სახელი ესე და იწოდნენ აზნაურად ქადაგის ძეებად შთამომავლობანი მათნი. ხოლო ამაზედანცა არს კავკასიისა მთასა შინა, რომელიცა დაეცემის ვინმე ქადაგი და მომავალის საქმისათვის იტყვის რასამე, ვითამ ჩვენება რაიმე იხილა, ვითარცა არიანცა ფშაველთა და ხევსურეთსა შინა ქადაგად წოდებულნი: ხოლო ქადაგიძეები რომელნიმე სახლობენ იმერეთს და რომელნიმე ქართლსა შინა და არიან მოხსენებულ აზნაურად ტრაკტატსა შინა. მოსულან სვიმონ მეფის დროს 1624 წ.

ქავთარაძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი, ვითარცა ზემორე მოვიხსენეთ ქავთარის შვილი და ამათგანნი და არიან აზნაურად მიღებულნი დროსავე ლუარსაბ მეფისასა და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა. რომელნიმე სახლობენ ამათნი გვარნი იმერეთს და რომელნიმე ქართლს.
შენიშვნა. მეორე ვარიანტის სიტყვით, გიორგი მეფის დროს 1587 წ.

ქავთარაძე (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე)

ქალანთრისშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი განჯიდგან ყაზახსა შინა, რომელნიცა იყვნენ მოხელენი სპარსთა ენისაებრ ქალანთარნი და ესე გაუგვარდათ შვილთა მათთა და არიან მცირე აზნაურისა ხარისხისა მექონნი. რომელნიმე არიან თათრად, რომელნიმე არიან სომხად, მიიღეს აზნაურობა მეფე თეიმურაზისაგან 1740 წ. სომეხი ქალანთრის შვილები სახლობენ შულავერას. ხოლო სხვანი რომელნიმე მოზდოგას და ყიზლიარს. ამათ უწოდებენ მკალავის შვილებად, რომელ იყვნენ მკალავნი ამათნი წინა-პარნი. ხოლო სხვანი სახლობენ ყაზახსა შინა და არიან მოხსენებულ აზნაურად მეტადრე ყაზახის ქალანთარნი, რომელიც ჰსჩნდენ დროსა მეფისა თეიმურაზისასა.

ქაოზისძე (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ქარაფუს არის სოფელი სომეხთა სამეფოსა შინა ტუსკისა კერძოდ და მუნიდგან მოვიდა ქაოს ვინმე სომეხი, მიიღესდ აზნაურად და იწოდებიან მუნიდგან ქაოზისშვილებად.

ქართველიშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მოსახლენი ოდიშსა, რომელნიც სახლობენ ქართველი ვინმე მცირე აზნაური თანა გარდაყოლილი დიდისა მეფისა თიემურაზისა და დაშთა მუნ, ოდიშსა შინა, და შვილთა მისთა გაუგვარდათ ქართველისშვილობა ალექსანდრე მეფის დროს 1742 წ. არიან რომელნიმე ისევ ოდიშსა შინა, რომელნიმე ქართლს და რომელნიმე ტფილისს და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ქართველიშვილი (საჩხეიძო აზნაურნი)

მზითევში გატანებული მეფეთაგან სადადიანოში.

ქარსიძე (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი ესახლენ ძველად არაგვის ადგილსა შინა ქასრის ხევს და მერე გარდმოესახლნენ საკათალიკოზოსა ადგილსა შინა და გაუგვარდათ ადგილისა გამო ქასრისა ქარსიძეობა. ამათნი წინა-პარნი ჰსჩნდენ სვიმონ მეფისა დროსა შინა 1580 წ. დროსა მეფის თეიმურაზისასა მიიღო უფრორე პატივი გიორგი ქარსიძემან, ოდეს განჯისა ომსა შინა დაიჭრა მტერთაგან მეფისა თანა და არიან ესენი ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულნი.

ქარუმისძე (საამილახრო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი ესახლენ ახალ-ციხეს და იყვნენ გვარად ქორიანნი. მცირე აზნაურნი, რომელსა ეწოდა თათრულად ქარუმ და ამათი შთამომავლობა მოვიდა ქართლს და მიიღეს მართლ-მადიდებლობაი და იწოდნენ შვილნი მათნი ქარუმის ძეებად. ესენი ცნობილ არიან დროსა მეფისა როსტომისასა 1597 წ. და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებული.

ქუმსის შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ სპარსეთიდგან მოსრულნი, ქუმსი აღად წოდებული, რომელნიცა მოვიდნენ და დაეშენნენ ქართლს და მერე არაგვსა ზედა; ესენი ცნობილ არიან დროსა მეფისა როსტომისასა 1633 წ. აზნაურადვე და არიან ტრაკტატსა შინაც მოხსენებულ ქუმსის შვილებად ქუმსისა გამო სახელისა.

ქურდევანიძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსულნი სვანეთით მცირე აზნაურის ქურდიანის გვარისა და არიან ცნობილ დროსავე გიორგი მეფისასა წელსა 1696-სა და მუნიდგან იწოდებიან ქურდევანის ძეებად, რომელნიმე სახლობენ იმერეთსა შინაცა და არიან ესენი მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ღ)

ღერეული (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

გერე, ანუ ღერე, არს სოფელი აშტინგისა ადგილსა შინა და მუნიდგან არიან მოსულნი აზნაურნივე და მიღებულნი მეფეთაგან აზნაურად 1335 წ.

ღონენაშვილი (სათაქთაქიშვილო აზნაურნი)

ღონია არის ქალაქი კილიკიის მხარეს იკონიისა, იქიდამ არიან მოსულნი და ადგილისა გამო გაუგვარდათ გვარი ესე წ. 1084.

ღოღობერიძე (იმერეთის აზნაურები)

ღუბილხან, ანუ ღუღილხან იყო თათარი წელსა 1253 და ამათ გვარნი დაშთნენ იმერეთსა შინა და მიიღეს ღოღობერიძეობა სახელისა გამო მათისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ყ)

ყავრიშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

ყარინ არის აზრუმის ქვეყანა და მუნიდგან არიან მოსულნი და ყარინიდგან მოსულთა მიიღეს ყავრიშვილობა.
ყაითმაზაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

ყანჩაელი (საამილახრო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძველად დროსა სომეხთა მეფისა ლეონისასა, რომელსა აქვდა ციხეი ყანჩუა ანუ კანჩა ეფრატის მდინარის მხარეს, ზეითუნის ქალაქის მახლობლად და ამათნი წინა-პარნი იყვნენ მცველნი ციხისა მის წელსა 1277-სა და უკანასკნელ ციხეი ესე უბოძა მეფემან თავადსა თვისსა ოშანს სიმხნისა და ძლევა შემოსისათვის ჯილდოდ თურქთა ზედა. ხოლო უკანასკნელ ამა მეციხოვნე შთამომავლობათაგანნი მოვიდნენ ქართლს დროსა ბაგრატისასა წელსა 1619-სა და მიიღო მეფემან აზნაურად და დაესახლნენ ქართლსა შინა და მუნიდგან ადგილის გამო მიიღეს გვარად ყანჩაელობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა სოფელსა, რომელსა აწ ეწოდების ყანჩაეთი ამათ გამო. ხოლო აწ მოსახლეობენ ქართლში.

შენიშვნა, სხვა ვარიანტი: აზნაური ყანჩელი, სახელი ყანჩა ოსეთსა შინა. ესე მოვიდა ყანჩა ჩერქეზთაგან აზნაურად წოდებული, და დაეშენნა პირველ ქსანსა ზედა ადგილსა, რომელსა ეწოდა ყანჩაეთი. ამის გამო ეწოდა გვარსა მისსა ყანჩელი დროსა ბაგრატისასა 1619 წ.

ყარაასანაშვილი (თავადის სომეხთ მელიქის ადგილთა შინა აზნაურნი)

ყარა ასან იყო თურქთაგანი აღალარი ძველად დაშთომილი. ესენი დაშთნენ ჟამთა თურქთა განდევნისა სომხითით და ამისნი გვარნი იწოდებიან ყარა ასანის შვიილებად მამეულთ სახელისა გამო და არიან აზნაურნი.

ყარაგოზაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ განჯისა ქეთხუდანი და მერე დროსა მეფისა ირაკლისა პირველისასა და თემურაზისასა მიიღეს 1559 წ. თხოვნითა განჯის მთავრისა ქალბანიხანისათა აზნაურთა რიცხვთა შორის ყარაგოზ სახელით (ქართულებ შავ-თვალა) და შვილნი მისნი იწოდებიან ყარაგოზის შვილებად და არიან აზნაურნი მცირენი ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი.

ყიფიანი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი სვანეთიდგან, რომელნიც დაშთენ პირველ მურვან ყრუს მხედრობათაგანნი ყიფთი სვანსა შინა ტყვეთ, რომელნიცა მეფეთაგან მიღებულ იქმნენ თავადად და არიან აწცა სვანეთსა შინა ყიფიანნი მექონნი მამულისა. ხოლო რომელნიმე ამათგანნი წარვიდნენ ახალ-ციხეს და გათათრდენ მუნ. ხოლო რომელნიმე მოვიდნენ აბაშიძეებთა თანა და რომელნიმე დასახლდენ სომხითსა შინა ვახტანგ მეფის დროს 1711 წ. აზნაურად მიღებულნი და არიან ძველადვე გვარი ამათნი ნაცნობნი მეფეთაგან და სცხოვრებენ რომელნიმე იმერეთსა შინაცა, და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ყიფიანი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პარნი იყვნენ ძველადვე ყიფთაგანნი, რომელნიცა დაშთა დროსა არჩილ მეფისასა იმერეთს, ოდეს მოვიდა მურვან ყრუ, წელსა ქრისტეს აქეთ 669 და ოდეს აბაშიძეები მოვიდნენ ქართლს, ესენიც გარდმოყვნენ და მიუბოძა მეფემან ვახტანგ სურამის კერძოდ მამული და არიან მუნიდგან მცხოვრებნი ქართლში და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ სვანეთსა, ახალციხეს, იმერეთს და ქართლში.

ყოდალაშვილი (კახეთის სამეფო აზნაურნი)

კოდავით არის ქვეყანა, ანუ ყოდალით თათრის ენითა. ესე ადგილი არის ერევნის მხარეს, რომელიც იყო სანადირო ადგილი სომეხთ მეფისა და ყოდალელს ვისმე ებარა ესე ადგილი. იმა ადგილთა ზედამხედი წელსა 368-სა არშაკ მეფისა დროსა. ამათნი გვარნი შემდგომად სომეხთა მეფისა მოვიდნენე კახეთსა და მიიღო მეფემან აზნაურად ყოდალაშვილად.

ყოვარიშვილი (საკათოლიკოზო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ იმერეთის აზნაურნი, ყრუაშვილებად ხმობილნი და ამათგანნი ვინმე მოვიდა ქართლსა შინა და დაესახლა და მისცეს გვარივე ყრუაშვილობისა, გარნა ენისა ცვლილებით უწოდნენ ყოვარიშვილებად და გაუგვარდათ ესე. ხოლო აწ რომელნიმე სახლობენ ქართლში და რომელნიმე იმერეთს და ესენიცა ცნობილნი იყვნენ აზნაურად ვახტანგ მეფისა დროსავე 1702 წ. და არიან ტრაკტატსა შინაც მოხსენებულ.
ყოინაძე (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი).

ყორღანაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან თურქმანთა სომეხთა გვარისანი, რომელნიც პირველ იყო ყორღან აღად წოდებული, რომელიცა დროსა ლანგ თემურისასა მოვიდა და დაეშენენ სომხითსა შინა. ამათთა შვილთა მიიღეს აზნაურობისა ხარისხი და გვარად ყორღანაშვილობა, რომელნიცა ჰსჩნდენ დროსა მეფისა ალექსანდრესასა აზნაურადვე მიღებულნი წელსა 1415-სა ხოლო უკანასკნელნი ამათნი გვართაგანნი, რომელნიცა ორგულობისა გამო მეფისა გარდაყრილ იქმნენ გელიყარა კლდესა ზედა ადგილსა წოდებულსა და არიან ესენიცა მეორისა ხარისხისა აზნაურად და მექონნი მამულთა სომხითსა შინა. აწ არიან რამოდენიმე სახლად განყოფილნი: 1) ოსეფას შვილები, 2) გაბრიელის შვილები, 3) დავითის შვილები და სხვანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (შ)

შაბურის შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ ადგილისა გამო გაუგვარდათ სახელი ესე. ხოლო ამათგანი წინა-პარნი ესახლენ პირველ დარუბანდის ნაწილსა შინა შაბურად წოდებულსა და სახლის კაცნიცა მათნი რომელნიმე ესახლნენ ნახჩევნის მხარესა ხეობასა შინა შაბურისანსა წოდებულსა და ოდეს მეფემან გიორგიმ ბრძოლით დაიპყრა დარუბანდი და მისნი კერძონი წელსა 1150-სა, მაშინ შაბურელი ვინმე ბეგი მოვიდა მეფესთან. იგიცა და სხვანიცა მუნებურნი წარჩინებულნი გვამნი გარდმოასახლნა და დასხნა სხვათა და სხვათა ადგილთა შინა და ესე შაბურიანნი დაასახლნა არაგვსა ზედა და დაშთენ მუნ ჟამიდგან და იწოდებიან აზნაურ შაბურიანად შთამამავლობანი მათნი და არიან მუნ ჟამიდგან პირველ აზნაურად გვარნი მათნი.

შაბურის შვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

იხირე ზემორე.

შავერდაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ განჯის ბეგლარბეგის შავერდის უკანონოს ცოლისაგან ნაშობნი და ამათი წინა-პარნი შავერდას შვილად ხმობილ შავერდავე გასომხდა და დაესახლა ტფილისს. ესენი ჰსჩნდენ სვიმონ მეფის დროს 1559 წ. და ვახტანგ მეფესაც გარდმოყვნენ რუსეთსა შინა აზნაურობისა ხარისხით და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ, სამეფო აზნაურნი არიან ესენიცა.

შავდიაშვილი (ოდიშის აზნაურნი)

არიან შავერდაშვილის გვარისანი.

შალიბას შვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

შაბათ, ანუ შაბით თავადი გუხთნის ადგილისა ნახჩევანის მხარეს აკულისა. ამათნი გვარნი მოვიდნენ და დაეშენნენ 392 წ. და მიიღო მეფემან რიცხვთა შინა აზნაურთასა.

შალიღაშვილი (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)

ამათ წინა-პარნი იყო მცირე თავადთა გვარისა შარიშხანად წოდებულნი, თავადი მცირე სომეხთა სამეფოსანი და თათართა დაპყრობის დროს გარდმოსახლდენ, ახალციხეს და მერე იმერეთს და ამათნი გვართაგანნი მოვიდნენე ქართლს და რომელნიმე იმერეთს დაშთნენ და მიღებულ იქმნენ აზნაურის ხარისხით გვარად შალიღაშვილად შარიშხის ნაცვლად იმერეთს შინა იწოდებიან აწ შარუაშვილებად და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა შალიღა შვილები.
შენიშვნა. მეორე ვარიანტი: შალიღაშვილები არიან გვარით შალიკაშვილები, გააზნაურებულნი, ვითარცა რატიანნი და სხვანი (იხილე თავადი შალიკაშვილი).

შალმელიქის შვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ დვალეთს ოსთა აზნაურნი და არიან მუნიდგან გადმოსახლებულნი ქართლს საფალავანდო ადგილში.

შანშიაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მზევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომეხსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და აღუთქვა მან შანშიამ, უკეთუ მიიღებს სომხის სარწმუნოებასა, მისცემს მას ქალსა თვისსა და მამულსაცა. მაშინ გამყრელიძე იგი ტრფიალებისა გამო გამოხდა და შეირთო ქალი იგი და მამულიცა მისი მიიღო. ხოლო რა სცნა ესე მეფემან დიდმან თეიმურაზ ენება გარდახდევინება გამყრელიძისა მისა, გარნა გამყრელიძე იგი განივლტო და მივიდა წინაშე სპარსთა მეფისა შააბაზისა და ევედრა მეფესთან შუამდგომლობასა. ხოლო მან სთხოვა მეფესა და ვერღა ურჩ მყოფმან მისცა ნებაი და არიან მუნიდგან გვარნი ამა გამყრელიძეებისანი შანშიაშვილებად წოდებულნი: 1) გიორგის შვილები, 2) სოლომონის შვილები, ხოლო ამათნი სახლის კაცნი, რომელნიც გათათრდნენ, ისევ სპარსთა მეფისა დროსვე, არიან: 1) იბრეიმ ნაზირის შვილები და მისის გზისა. ხოლო სხვანი ამათნი გვარნი არიან იმერეთს მოსახლენი, რომელნიმე რაჭას და რომელნიმე წირქვალს. ხოლო ქალაქს მოსახლეთა აქვთ მამული ბოლნისის ხეობასა შინა და არიან მუნ ჟამიდგან აზნაურნი.

შატბერაშვილი (საქვაფთიხეო აზნაურნი)

შატიკბერეთ ციხე არის ვანდიის კერძო, რომელ არს ყარსის ადგილი და ესე ციხე აიღო მეორემან მეფემან სუმბატ წელსა 988 და ამა ციხის უფროსი მოვიდა ქართლში და მიღებულ იქმნა მეფეთაგან აზნაურად ლუარსაბ მეფის დროს 1547 წ. და ადგილისა გამო მისთა შვილთა გაუგვარდათ შატბერაშვილობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

შახოვი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი გვარნი არიან ძველად მოსრულნი ჯუღიდგან, ანსა შინა შახოვად წოდებულნი, გვარით სომეხთა ბეზირგანნი და მერე ანიდგან მოსრულნი საქართველოსა შინა, ოდეს თათართაგან წახდა ანი და არიან რომელნიმე რუსეთს მოსახლენი და მათ რუსეთსა შინა მოსახლეთა მეფემან თეიმურაზ 1759 წ. უბოძა აზნაურობა შახოვა შვილობისა დროსა მათს დიდებულების ელისაბედ იმპერატრიცასასა აშტარხანსა შინა რომელნიცა ესახლნენ ტფილისის მაღაქელაშვილებად. უკანასკნელ მეფემან ირაკლი მისცა მერვე ხარისხის აზნაურობისა ადგილი და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

შერგილაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

შერგილ იყო ლეკთა მთავარი და იმათი გვარის კაცნი არიან მოხელენი და იწოდებიან ორგვარად: პირველნი შერგილაშვილებად და მეორენი შერენის შვილებად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ჩ)

ჩაკაშვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან კახეთიდგან გადმოსრულნი თეიმურაზ მეფის დროს 1629 წ. და საციციანოს გვერდის ძირს მოსახლენი ძველად ჩოკაშვილთაგანნი მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკაშვილობა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ჩაჩიკაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

სასუნკი, ანუ სასიკ არის სამთავრო ვანისა მხარეს და იქაურნი არიან.

ჩერქეზიშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ ჩერქეზთა მთავართა აზნაურნი და, ოდეს ჩერქეზთა მებატონეთა ქალი რუსუდან შეირთო მეფემან საქართველოსმან, მაშინ მოყვა დროსა გიორგი მეფისასა 1562 წ. ზითევს შინა ჩერქეზი ვინმე აზნაური და მეფემან უბოძა ადგილნი გვერდის ძირს და უწოდა გვარად ჩერქეზის შვილობა გვართა ამათთა და არიან აწ რაოდენმე მოსახლედ გვარნი ამათნი და მუნიდგან იწოდებიან ჩერქეზის შვილებად.

ჩივაძე (სათარხნოს აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი ჯავახეთით ვაჩიანის ადგილით და ადგილისა გამო ცვლილების სახელისა როსტომ მეფის დროს 1592 წ. ჩივაძეთ უწოდესთ, რომელსა ძველად ვაჩიანელს უწოდნენ გვართა მათთა და არიან მცირე აზნაურნი და ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი.

ჩიკოიძე (საამილახრო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი მეორე ხარისხის აზნაურნი, დროსა ვახტანგ მეფისასავე 1711 წ. ცნობილნი და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ, რომელნიმე სახლობენ იმერეთს და რომელნიმე ქართლს.

ჩიკოიძე (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)

(იხილე ზემოდ)

ჩიკოიძე (იმერეთის აზნაურები)

(იხილე ზემორე)

ჩინჩალაძე (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი დროგანყრისასა სამს სამეფოდ, ადგილით ჩინჩალად წოდებულის, რომლისა აწ იმერნიცა უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძეთსეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

ჩრდილელი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან იმერეთიდგან მოსრულნი ადგილით ჩრდილოსით და ესენი იმერთა მეფეთა დროსვე იყვნენ აზნაურნი და სახელისა გამო ჩრდილისასა გაუგვარდათ ჩრდილელობა და ესენიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა მეფისა ირაკლისასა.

ჩუბინის შვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან დროსა რუსუდან დედოფლისასა ნოენთაგან შთამამომავლობათაგან ჩუბინ ნოინის შვილთაგანნი (ნოინი ანუ ბატონენი), რომელნიც მაშინ იყვნენ ქართლს, დაეპყრათ მათ და მერე გამოსვლისა მათისა ქართლიდგან დაშთნენ ჩუბინის შვილთაგანნი ატოცის წყალსა ზედა საფალავანდოიანოსა ადგილსა შინა, და იყვნენ მეფეთაგან მიღებულ აზნაურად და მერე ოდეს მოინდომეს ყმად ფალავანდიანთა, გარდმოვიდნენ გვერდის ძირს და დასახლდენ მუნ მეფე თეიმურაზის დროს 1739 წ. გარნა ერისთავიანთაც ძალითა გაიყმაეს და მერე შეიქმნენ სამეფოდ და არიან ძველადვე ამათნი წინაპარნი ნოინთაგან, რომელნიცა ჰსჩნდენ ქართლსა შინა ქრისტეს აქეთ 1237 წ. და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ჩხეიძე (სააბაშოს ადგილის აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ თავადის ჩხეიძის გვართაგან, რომელიცა ზემორე მოვიხსენე ჩხეიძეებისთვის, იხილე მუნ და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ც)

ცალქალამიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათ წინა-პართა ადგილისა გამო ეწოდა ცალქალამისა და გაუგვარდათ ესე, ესენი არიან ძველადვე მოსრულნი დროსა დავით მეფისასა 1509 წ. იმერეთიდამ და მოსახლეობენ ქართლში და არიან მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.

ცალქალამიძე (სათარხნოს აზნაურნი)

იხილე ზემოთ. სახასო აზნაურებში მისნი გვარნი არიან და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.

ცეროდინეს შვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი იწოდნენ ადგილისა გამო ცერონისასა, რომელ არს ფცის წყალსა ზედა მდგომარე სოფელი და მუნ მოსახლე აზნაური მდაბლისა ხარისხისა იყო ტანითა მცირე, რომლისა გამო იწოდებოდენ ცეროდინეს და ამის გამო გაუგვარდათ სახელი ესე შთამომავლობათა მათთა. რომელნიმე ჰსწერენ რომე იყვნენ ესენი ძველად ფალავანდიანთ მონათესავენი და დამლობოდენ და უკანასკნელ შეიქმნენ აზნაურებად. ესენი ჩნდნენ დროსავე ვახტანგ მეფისასა წელსა 1712 და ტრაკტატსა შინაცა არიან მოხსენებულ. ხოლო სომეხნი უწოდებენ ხეროდინედ აზნაურად, რომელნიმე არიან სომხად სარწმუნოებით გვარნი ამათნი.
ციმაკურიძე (სათაქთაქიშვილო აზნაურნი)

ციმანკურიძე (საამილახრო აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მოსახლე პირველ სომხითსა შინა მთასა სიმაკად წოდებულსა კილიკისა კერძოდ ქურთისტანისა და დროსა თურქთა განძლიერებისასა მოვიდნენ ესენი ახალციხეს და მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშენნენ და ჩნდენ ესენი ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1711 და არიან რომელნიმე სამეფოცა და საკათალიკოზოცა იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინა.

ცხოდიაშვილი (ოდიშის აზნაურნი)

ესენი არიან გვარათ ცხვედან გვარიანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
აზნაურთა გვარების წარმომავლობა (ძ)

ძამელაშვილი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი ახალ-ციხიდამ დროსა ციციანთ მოსვლისასა და იყვნენ მცირე აზნაურნი მოსახლენი ხეობასა შინა ძამისასა წოდებულს და მერე გამოვიდნენ და დაესახლენ ქართლს და ადგილისა გამო გაუგვარდათ ძამელაშვილობა მეფის თეიმურაზის დროს 1730 წ. და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 192 posts ] 
ქართული პროზა, პოეზია, ისტორია და რელიგია
დესპანი