ვუსმენ ბრალდებებს და თავის დაცვის სურვილი მიჩნდება, რადგან საქართველოში ვცხოვრობ და ამ სფეროში ვმოღვაწეობ.
ბრალდებები მართალია დ ამიჭირს არ დავეთანხმო: მაას–მედია ცუდ დღეშია, მაგრამ ყველა ჟურნალისტზე ნუ ვიმსჯელებთ ერთი გადასახედიდან.თავს არ ვდებ რომ პროფესიონალი ვარ, აქაოდა არაფრის სწავლა არ მინდა ყველაფერი ვიცი მეთქი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი, მაგრამ ქცევის კოდექსი და პრინციპი რომელიც ჟურნალისტიკის ამომავალი წერტილია, როგორც ექიმის ,, არ ავნო" ზეპირად ვიცი და ყოველთვის ვცდილობ დავიცვა, არ ვუღალატო.
ხელისუფლების და საერთოდ სხვის ჩარევას რაც შეეხება, ეს არ არის ჟურნალისტის ბრალი, ეს არის იმ მედიამფლობელების და საინფორმაციო რედაქტორების ბრალი, ვინც აძლევს უფლებას, რომ მის საქმეში სხვა ჩაერიოს, ამ შემთხვევაში რაც ჟურნალისტს შეუძლია ეს არის პროტესტის ნიშნად დატოვოს სამსახური, რომლის შოვნა საქართველოში არც ისე იოლია.
ისე თქვენთვის ადვილია ზერელედ ილაპარაკოთ, როცა კარგად არ იცით რა ხდება შიდა სამზარეულოში, აბა ერთი ვცხოვრობდეთ ისეთ მოწესრიგებულ სახელმწიფოში როგორიც გერმანიაა, საფრანგეთია, ამერიკაა და ნახეთ, როგორ შეძლებენ ქართველი ჟურნალისტები ტოლი არ დაუდონ სხვა ქვეყნის ჟურნალისტებს.
პრობლემა მარტო ჟურნალისტები არ არის, პრობლემა ხელისუფლებაშია, საზოგადოებაშია და თითოეულ ჩვენგანშია...
ისე, რაც შეეხება სტაჟირების გავლას საზღვარგარეთ, საშუალება რომ მქონდეს, მართლა წავიდოდი
