↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარავდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
მიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე თბილი,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ტიტებს დაუხრიათ თვალები
და შორს ეკლესია მოჩანს,
ქარი ღია სარკმელს დაეძებს
და დღე ზღაპარივით მორჩა.

იქნებ სხვა დღე აღარც მოვიდეს,
ფურცლებს აიტაცებს სევდა,
ნეტავ სხვა დღე აღარც მოვიდეს,
ან შენ მომაკითხო, დედა.

ბინდი – სანთლის ალით წაშლილი,
რაღაც გახმაურდა უცებ,
ღამეს შეშინებულ ბავშვივით
გული გამალებით უცემს.

ტიტებს დაუხრიათ თვალები
და შორს ეკლესია მოჩანს,
ქარი ღია სარკმელს დაეძებს,
და დღე ზღაპარივით მორჩა...

რეზო გეთიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღამის ტრიოლეტი

ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად,
ისიც ისმენდა დედის მიერ ნაამბობ ზღაპარს.
ბავშვის თვალებში არშობილი იესო ჩანდა,
ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად.
"პირველსამყარო სიყვარულით როდესაც გალღვა,
ღმერთმა აგვიხსნა სიყვარული და თქვა: მი=ყვარ+ხარ!.."
ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად,
ისიც ისმენდა დედის მიერ ნაამბობ ზღაპარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში.
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას,
შენს ნაზ ალერსში,შენს ტკბილ ჩურჩულში.
წავიდა,გაქრა წამი ნეტარი,
ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს.
არ გთხოვ არაფერს,ოღონდ მითხარი,
ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას,
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს,
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი,
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო,
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს,
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
ჩუმად... მგონი შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს.

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
წვიმს...
საოცარი სიყვარული მეწვია მე დღეს.
ვით წვიმის წვეთი,
ჩემს ბაგეზე შესდექ ანაზდად,
მერე მოსწყდი და სიყვარულად ჩამომეღვარე...
ათრთოლდა გული,
გაზაფხულის წვიმა განაზდა,
შენი თვალების ფერი გახდა ეს არემარე.
წვიმს...
გასაოცრად გაზაფხულის წვიმა განაზდა,
სულის კარებთან სიყვარულად
შესდექ ანაზდად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.
იფარავდეს შინდი,
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
მიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე თბილი,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები,
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...

გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში...

დაღლილი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...

ოთარ ჭილაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.
კონსტანტინე გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარული ტკივილია,
ტკივილი რაა?
იქნებ რაიმე ვერ უთქმელი
გულში ჩაკლული,
თუ სიყვარული ცრემლი არის
მაშ ცრემლი რაა?
იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული.
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს,
ვინავარ თვითონ?
მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული,
თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?
არსებობა სიძულვილით დამშვენებული!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გამოაღე...
გამოაღე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი,
მოგიყვები, რაც კი რამე,
მომადგება ენაზე...
არ დამიწყო - "ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე..."
ისე გამოგეპრანჭები, ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზეც...
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე,
გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...
(არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე)
გამოაღე...
გამოარე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
შორეული სონეტი

როგორც ხე იხდენს ფოთლებს და კვირტებს,
როგორც ცა იხდენს, ვარსკვლავს და ღრუბელს,
როგორც ზღვა იხდენს ღელვას და ტალღებს
ან მიწა - ზაფხულს, წვიმას და სურნელს,
ისე მე შენთან ყოფნას და კოცნებს,
ისე მე შენთან ცეკვას და ლოცვებს,
ან მონატრებას - მწველსა და მწარეს.
ან უშენობას, კვლავ შენით სავსეს,
ვიხდენ და იქვე ვგრძნობ სილამაზეს
შენ რომ უხდები, სხვა ვერას კადრებს.
როგორც ბავშვობა სიცოცხლეს ისე,
შენი თვალები ამშვენებს ქალღმერთს,
რომელსაც შენში უფალი ბადებს
და ჩემი სიტყვა სიშიშვლეს აცმევს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
შენთვის მინდოდა ეს გაზაფხული,
ახლა ბუნებას დარჩეს.
შენთვის მინდოდა ზღვა გასუდრული,
უცხო ხომალდებს არხევს.
შენთვის მინდოდა ეს ყვავილები,
როგორ ლამაზად დაჭკნენ.
შენთვის მინდოდა წვიმის სურნელი,
მაგრამ სხივებში დაშრნენ.
შენთვის მინდოდა ეს პოეზია,
ვატან წიგნებს და ქარებს.
შენთვის მინდოდა ჩემი ცხოვრება
და მაინც, შენ ერთს დაგრჩეს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
შემოღამდება და ვარსკვლავები
ცაზე კენტ-კენტად აენთებიან,
ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს,
ურმულის ხმებიც
შორს მისწყდებიან;
მხოლოდ ფიქრები,
ჩემი ფიქრები,
არ დაცხრებიან,
არ დადგებიან,
მესტუმრებიან შუაღამისას,
გამაღვიძებენ,
ამეშლებიან,
წამომაგდებენ სახეტიალოდ,
თან მხლებლებივით გამომყვებიან,
დამატარებენ ტანჯულთა უბნებს,
დამაღონებენ,
დაღონდებიან,
დამძიმდებიან
ხალხის ცრემლებით,
დაიღლებიან,
დაოსდებიან,
მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში
და ჩემთან ერთად ატირდებიან...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი