საინტერესო თემაა, მაგრამ "ჯანსაღ მოაზროვნეებს"ვერ ვხედავ რატომღაც.სადარიან "შხაპოსნური" ბიჭები თავიანთი "საღი აზრებით" ნეტავ?:) ნუთუ "შხაპოსნური" ლაშქრობებით არის დაკავებული:)
ისე თემის შემქმნელის სახელის მიხედვით თუ ვისმსჯელებთ, თემა უფრო მოდაზე ან პარფიუმერიაზე უნდა ყოფილოყო და ასეთი სერიოზული თემის წამოჭრის საფუძველზე,თავს ნებას ვაძლევ, შევუცვალო მე მას სახელი და დღეიდან თემის მსვლელობის ბოლომდე, მას ეწოდება "
გალილეო გალილეი" და ავატარზე მიკროფონს ვუცვლი ჭოგრიტით

ეხლა თემას რაც შეეხება:)..ვუყურე ამ ფილმის პირველ ნაწილს (რელიგიურ ნაწილს) და გამიკვირდა რომ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე არიყო საუბარი.თუნდაც ისლამზე..დასამატებელი ბევრი არაფერი მაქვს,არის წმინდა მატერიალური შეხედულება და ერთი არის, რომ რელიგია სახელმწიფო სამსახურში იდგა ,დგას და იდგება კიდევ როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და იქნება ერთერთი ძლიერი სახელმწიფო ბერკეტი როგორც საკანონმდებლო და აღმსრულებითი ორგანოები.მე კი მიუხედავად ნათქვამის და გაკეთებული შედარებებისა ყოველგვარ იდეოლოგიას,თეორიას და მიმდინარეობას მივესალმები, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა ჯანსაღ თანაცხოვრებას და ჯანსაღ რწმენაზე აგებულ ურთიერთობას.მე მწამს ღმერთი და მასთან მისასვლელი გზისთვის ჩემი აზრით, არაა საჭირო ბევრი რელიგიური წესჩვეულებების და მოთხოვნების შესრულება.რელიგია არ უნდა იყოს სპეკულირების საგანი, (სამწუხაროდ ყველგან იგრძნობა ამის ტენდენცია) უკეთესი იქნებოდა ბევრისათვის ღმერთის ცაში ძებნას,თავის თავში მოეძებნა ის..
არის ისეთი რამ, თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ და არის ისეთი რამ, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ..