↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ლევან სონღულაშვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 211 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლევან ს ო ნ ღ უ ლ ა შ ვ ი ლ ი გახლავთ მხატვარი...ასევე წერს ლექსებს; პოემებს; მოთხრობებს; რომანებს; პიესებს... მუსიკებს...უკრავს გიტარაზე და ფორტეპიანოზე; მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს; მონაწილეობს (მინი)სპექტაკლებში...ხშირად სპექტაკლებს თვითონ დგამს... და ინგლისურად თარგმნის.
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონკურსებში (სხვადასხვა სფეროში)
და დაჯილდოვებულია I ხარისხის;გამარჯვების დიპლომებითა და სიგელებით.

ლევან სონღულაშვილი დაიბადა 1991 წ. 17 აგვისტოს. ამჟამად 17 წლისაა და სწავლობს სკოლაში.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები (სხვადასხვა ასაკში)


"მოხუცი ქალის პორტრეტი" (15 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

"ხევისბერი" (14 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

"დაუზანო" (16 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ქრისტეს შეპყრობა გეთსიმანიის ბაღში" (15 წ.)

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.
რომაელი(დეტალი)

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს. ქრისტეს მოციქული

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს. უფალი იესო ქრისტე (დეტალი)

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"რ ი ს თ ვ ი ს ?!" (ეს ნახატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას ეძღვნება)
(16 წ.)


სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

"დედოფალი ელიზაბეტი" (14 წ.)

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Nov 2008
Posts5
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ ლევან,შენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები ღმერთმა უმრავლოს ჩვენს საქართველოს,წარმატებებს და წინსვლას გისურვებ ცხოვრებაში,ძალიან კარგი ნახატებია.:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
LEONY საიტი არა აქვს? მოგვაწოდე=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ოთარაანთ ქვრივი" (16 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

* * *

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ლევან- გამარჯვების გზაზე დგეხარ და შენს გამჩერებელ ძალას მე ვერ ვხედავ.
გასწიე და მიაღწიე საწადელს.
გფარავდეს უფალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"რემბრანდტ ვან რეინი" (15 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

"აზდაკი" (რამაზ ჩხიკვაძე; სპექტაკლიდან:"კავკასიური ცარცის წრე") (14 წ).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

(ესკიზი) (12 წ.).

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ლეილა".

Image.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

სურათი აღარ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გადასარევიაააა.ყოჩაააააღ.წინსვლა,წინსვლა და წარმატებებიიიიი=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლევააან მაგიჟეეებ=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image.

ფიქრთა სავანე... (გარეთ).

ნეტავ რას ფიქრობს?! თქვენ რა... იცით, რას ლაპარაკობს?! არა, რა თქმა უნდა, არ იცით, ისევე როგორც მე.
აბა მოდით, ერთად შევაღოთ კარი მის სამყაროში და ყური დავუგდოთ მის წმინდა ფიქრებს: --- აქ, შიგნით ვზივარ და წყალში ისე ვტივტივებ, როგორც ნოეს კიდობანი წარღვნისას. სივრცეც პატარაა... არა... მართალია, დიდი არც მე ვარ, მაგრამ ამ ადგილისთვის არც პატარა ვარ. აუ... მაგრად მომშივდა და სითხის მიღებაზეც არ ვიტყოდი უარს. რომ გამოვაფხიზლო მუცლის ზედა ნაწილში ერთი ორჯერ წავარტყამ ხელ-ფეხს, ისევე, როგორც ქვედაში __ თავს, რადგან ახლა ამოვტრიალდი და უკუღმა ვტივტივებ; ყველაზე უარესი კი ისაა, რომ წაღმა ვეღარ ვტრიალდები, თანაც თავი გამეჭედა. ნეტავ ეს რისი ბრალი უნდა იყოს?! ალბათ იმის, რომ დიდი და შესაბამისად, მძიმე თავი მაქვს. იმის მაგივრად, რომ ჩემი მოთხოვნილება დააკმაყოფილონ, თითებით მეფერებიან, იცინიან და მეთამაშებიან, რაც მე მაღიზიანებს და ტირილი მინდება... თუმცა არ ვიტირებ, რადგან თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ... რა გაჭირვება?! მაგალითად, ის, რომ ტანად გრძელებს, თავი მაღლები ჰგონიათ, როგორც ფიზიკურად, ასე გონებრივადაც; თუმცა ალვის ხეც გრძელია, მაგრამ ამით რა ხეირი?! ჩრდილის გარდა, არაფერ სარგებელს არ იძლევა და ისიც შესაძლოა ისე დაეცეს, რომ მნიშვნელობაც არ იქონიოს... ეჰ, რა ჩამოთვლის ხალხის...
ნეტავ მეც ასეთი ვიქნები?! როგორი და მათნაირი; ყველასნაირი. ნეტავ რა უკეთესია: ის, რომ სხვებისნაირი ხარ და მათ არაფრით აღემატები, თუ მათგან განსხვავებული?! ან რაა აქედან უარესი: ის, რომ გენიოსი ხარ, რომელსაც "საზოგადოება" არ აფასებს და თანაც გარიყული, თუ ჩლუნგისგან... დაბალი ინტელექტის მქონე პიროვნებისგან არაფრით განსხვავებული და "საზოგადოებისთვის" მისაღები?! ნეტავ ვიცოდე, თუ როგორ პიროვნებად ჩამოვყალიბდები ამ ცხოვრებაში, ან თვითონ ცხოვრება რა გზას დამიტოვებს ასარჩევად, ან დამიტოვებს კი არჩევანის უფლებას?! ნეტავ რამდენ ცოდვას ჩავიდენ, ან სხვები ჩემ წინაშე? იქნებ ისინი, ვინც ჩემი მიზეზით ჩემ წინაშე შეცოდავენ, გარკვეულწილად, მე ვიქნები დამნაშავე და ნაწილობრივ ჩემს კისერზე იქნება მათი ცოდვანი... ან იქნებ ის, ვინც ჩემნაირად აზროვნებს, ქადაგებს და ეკლესიაში მაცხოვრის ხატთან დგას და ლოცულობს (ხოლო რაზე, ან საერთოდ ლოცულობს თუ არა ესეც საკითხავია), როცა ცამეტ წუთში ქუჩაში ამოჰყოფს თავს, კაცს მოკლავს, წუთიერად დატკბება და თუ სინდისი გაბედავს მასტან მიკარებას, იგი იმავე ეკლესიაში მაცხოვრის ხატთან დადგება და იმ ტუჩებით ემთხვევა ხატს, რომელი ტუჩებითაც აგინებდა ამ, ან ასეთ ცხოვრებას, მაშინ იმ ხელებში სამჯერ ანთებული სანთელი, რომელი ხელებითაც კაცი მოკლა და მისი სისხლით დაიბანა, სამჯერვე ჩაქრება და იმ სანთლის გვერდით დავარდება, რომელმა სანთელმაც მსგავსი რამ განიცადა აწ გარდაცვლილის ხელში და, როცა ისინი მიიღებენ გზაჯვარედინის ფორმას, რომლის გადამკვეთ წერტილშიც შენ იდგები, იგი, შენ ჩაგჩურჩულებს, რომ ამ ოთხი გზიდან მხოლოდ ერთი გადის სამოთხეში, მაშინ კი მიხვდები, რომ ქადაგება, რომელიც "საკუთარი" გეგონა, ღვთისგან ყოფილა მოვლენილი და, ნებსით თუ უნებლიეთ, არ აფასებდი მას, სხვას განიკითხავდი და თვითონ, იმასვე, ან უარესსაც აკეთებდი, ვის საქციელზეც აუგს ამბობდი.
ახლა შიგნით ვარ და რამდენი რამ შევიტყვე, და გარეთ რომ ვიყო, აქეთ გავაგებინებდი გამგებს... მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ...
სჯობს, ისევ საკუთარ კუჭზე ვიზრუნო. მშია!.. მწყურია!.. თუ არავინ მიცოდებს, საკუთარ თავს მე შევიცოდებ და ვიტყვი, რომ ჯერ მხოლოდ ხრტილები მაქვს და ცხრა თვის ვარ... წესით, დღეს გარეთ უნდა გავიდე... მაგრამ არ მინდა... შესაძლოა, ჩემს პატარა გულს სადღაც შორს, სიღრმეში ეპარება ცნობისმოყვარეობა, მაგრამ შიში მაინც მიპყრობს და მაძრწუნებს, რის გამოც მეკარგება ყოველგვარი სურვილი გარეთ გასვლისა და სიცოცხლით ტკბობისა.
ერთი რამ კი მაინტერესებს, თუ რას ნიშნავს სიტყვა "გაჩხერა"?! ბოლო ცამეტი დღეა ეს სიტყვა მესმის. დედაჩემი ხვწენა-მუდარით სთხოვს ვიღაც, უცნაურად მოსაუბრე კაცებს, რომ "გასაჩხერად" რაღაც მისცენ... ვერ გავიგე...
დღეს ალბათ კვლავ ქუჩაში მოგვიწევს ღამის გათევა...ღამისა, რომელიც უკიდეგანოდ გრძელდება. ისე... მახსოვს, ვიღაცამ დედიკოს გაცხარებით უთხრა, რომ თავს თუ არ დაანებებდა "გაჩხერას", რაქიტსა და ავადმყოფ შვილს მოავლენდა, რომლის ამქვეყნიური სიცოცხლეც ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა.
რა ქნას დედიკომ... იბრძვის, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო, სხვებს კი შურთ... ჩემი ჩასახვის დღიდან მახსოვს დედიკო რომ ტიროდა... თვალთაგან სიხარულის ცრემლები ეღვრებოდა და ამბობდა: "ყველა და ყველაფერი მკიდია, თავს არავითარ შემთხვევაში არ დავანებებო". ალბათ, ჩემზე ამბობდა, რომ ჩემთვის სიცოხლესა და ჩემზე ზრუნვას თავს არ დაანებებდა. კარგია... "გაიჩხიროს" დედიკომ, წამალია, ცუდი ხომ არაფერია... ბოლოს და ბოლოს იმდენი რამ გაყიდა, რომ ჩემი გულისთვის წამლის ფული ეშოვნა. არა... არა, როგორც კი გარეთ გავალ დიდი და სასახელო კაცი დავდგები, რათა დედაჩემს ყოველივე დავუფასო, რასაც ჩემთვის აკეთებს. ისე, ამ წამლის ის უარყოფითი და საშინელი თვისებები არ მომწონს, რომლის ზემოქმედების ქვეშაც ნელ-ნალა ვსუსტდები და ფორმას ვიცვლი... მაგრამ, ალბათ სასარგებლოა.
უი... ახლა შევიტყვე, რომ ვიღაც კაცმა დედიკოს ფული გადაუხადა... ალბათ დღესაც მუშაობდა... "სხეულით ვაჭრობდა".
აი... დედიკო ახლაც ქუჩაშია და კვლავ წამალს იკეთებს.
არა... დღესვე უნდა გავაღწიო გარეთ. დედას უნდა ვახარო ჩემი დაბადება... გადაწყვეტილია!.. თან, უკვე ეს მოწითალო, თუ სტაფილოსფერი, რომელიც გარს მარტყია და დროგამოშვებით ანათებს, როცა დედიკოს მუცელს, სინათლე, არშიებივით მოედება, ნერვებს მიშლის და მძაგს... და რა დროს ჩემი ნერვების აშლაა!.. როგორც ჩანასახები ვამბობთ, ჯერ მუცელს არ ავცილებივარ და ... მაგრამ დღეს ავცილდები.
აი მგონი უკვე გავდივარ... ნელ-ნელა წყალი, რომელშიც ვტივტივებდი, იკლებს და რაღაც ხვრელში გადის... მეც იმ ხვრელს მივყვები... დედას, როგორც ჩანს ძალა ელევა; ცდილობს, რომ იკივლოს, შველას ითხოვს.
ცამეტი წუთი არავინ ჩანდა, მაგრამ უეცრად, მანქანით ის კაცი გამოჩნდა, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემ ჩასახვაში.
"ჩამსახველს" სამშობაროში მივყავართ, რადგან დედაჩემი წამლის მიცემას დაჰპირდა...
მე აღარ ძალმიძს გარეთ გასვლა... დედასთან ერთად ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. დედიკო იჭინთება და თან "ჩამსახველს" ტირილით და სისხლის დენით საყვედურობს, რომ ცამეტი წლის ასაკში იყო, როდესაც წამალი გაასინჯა და გააუპატიურა, რის შედეგადაც დედიკოს ჩაესახა ბავშვი, რომელსაც "წყეულს" უწოდებს...
ნუთუ "წყეული" მე ვარ?! არა... არრა!.. ამას ვერც წარმოვიდგენ და ვერც დავიჯერებ. ესეიგი, გარეთ თუ გავალ, დედკოს კი არ გავახარებ, პირიქით, მე მას... არა... აარა!!! შეუძლებელია. ალბათ, ისეთი რამ დავაშავე, რის შედეგადაც ვისჯები... ოღონდ დედიკომ მაპატიოს, ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთო შემინდე... შემიწყალე... იმისათვის, რომ დედამ კარგად და ბედნიერად იგრძნოს თავი, არ გავალ გარეთ... არ მინდა სიცოცხლე!.. აღარ მინდა ასეთი, "წყეული" სიცოცხლე!!! პირიქით, იმის სურვილი მაქვს რომ საერთოდ გავქრე; საიდანაც მოვედი, იქ დაბრუნება მინდა!.. უფალო გევედრები:--- დედაჩემის ბედნიერებისთვის მე დამსაჯე... დავისაჯო თუნდაც ყველაზე საშინელი სასჯელით... თუნდაც წინაპრების, ნათესავებისა და მშობლების გამო მე გავიჭყლიტო, დაე ჩამეცეს ლახვარი სულსა და გულში, რადგან ჩასახვის დღიდან ვიჭყლიტებოდი და ამ წამიდან, უკუნისამდე მძიმე სასჯელს ვატარებ ჩემს თოთო მხრებზე. უფალო, გევედრები: ქალს, რომლის სხეულშიც მე ვგდივარ, მიეცი წუთიერ სამყაროში, წამიერი სიცოხლით ტკბობის უნარი (რაც მას არ აკლია) და საშუალება; ხოლო მანდ, სასუფეველში, შენი ნებაა თუ რამდენად მიანიჭებ დამკვიდრების შესაძლებლობას; იქ, სადაც მარადიულია ნეტარი სიცოცხლე.
უკვე სამშობიაროში ვართ. დედა გამალებით რაღაცას ყვირის. მოიცა, დავაკვირდე...
ამან კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩემს გადაწყვეტილებას და გამიქრო ყოველგვარი იმედის ნაპერწკალი. ქალი, რომლის მუცელშიც მე ჩავისახე, მთელი არსებით ღრიალებდა:--- არ მინდა ამ წყეულის გაჩენა! აღარც ამ ქალის სხეულში ყოფნა მინდა და აღარც გარეთ... სად წავიდე?! როგორ გავქრე?! არ ვიცი, რა ვქნა, რა მოვიმოქმედო... საერთოდ რა მინდა! ან მინდა რამე? მე, მხოლოდ გაქრობა მწადია... სანამ გავქრები, ვიწვები აქ და დაველოდები საკუთარ აღსასრულს.
მე ვგდივარ შიგნით, როგორც ხორცმეტი, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ვსუნთქავ და მალე ამასაც შევწყვეტ. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ისაა, რომ ჯერ სუნთქვაც არ მისწავლია და უკვე...
ვაი... რაღაც მემართება... დედიკოს გული წასვლია და მეც...
უკვე გარეთ ვარ. თურმე რაღაც "საკეისრო" გაუკეთებიათ და ამომიღეს. არ მინდა გარეთ... არა... ამქვეყნად არსებობის არანაირი სურვილი არ გამაჩნია.სწორედ წუთისოფელშია შერწყმული სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. სად ვარ ახლა?! ერთი კი ვიცი, რომ ჩასახვის დღიდან ედემს დავშორდი.
სულ მარტო ვწევარ, სხვა ბავშვებისგან მოშორებით. ექიმებს უთქვამთ, რომ ავადმყოფი დავბადებულვარ და ორ წლამდეც ვერ გავატან. მე ახლა ვტირი... ვტირი იმიტომ კი არა, რომ ორ წლამდე ვერ მივაღწევ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აქ, გარეთ გატარებული ცხოვრების ყოველი წამი, იქცევა ტანჯვის საუკუნედ.
ვიღაც თმაგაწეწილი, გამხდარი, თვალებჩაცვენილი და მოჩვარული, მომწვანო-მოყვითალო კანის ფერით, რომელიც თითქოს ორ წუთში გაიხრწნებაო მოდის აქ, ჩემთან და თან რაღაცას თავისთვის ბოდავს და განიწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებს. ალბათ, სწორედ ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში პირველად ვიხილე. ნეტავ მეც ასეთი ვარ?! ხელში ამიყვანა და ზედმეტად ჩუმი ნაბიჯებით სადღაც მივყავარ... არ ვიცი რა ვქნა?! რა მოვიმოქმედო?! აღარც ტირილი შემიძლია და თან ცრემლებიც დამშრალა; მშია, მწყურია... თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. ექიმებმა თქვეს, რომ თურმე მთელ სამშობიაროში ყველაზე სუსტი, გამხდარი და პროპორცია დარღვეული მე ვყოფილვარ. მეშინია!.. არც ის ვიცი სად მივყავარ, ან ვინ არის... ცივი ოფლი მასხამს... ვიყინები. როგორც მახსოვს, უფროსები ამბობდნენ: ძალიან ცივი და საშინლად სუსხიანი ზამთარიაო. მე კი სულ მთლად შიშველი, ვიღაცას მივყავარ.
ძლიერი ქარი ქრის. თოვლის ვეებერთელა ფანტელები ხან ცხვირზე, ხან ჭიპზე და, საერთოდ, მთელ სხეულზე მეფინება, დნება და მისგან წარმოქმნილი სითხე, კიდევ უფრო ცივდება და ზედ მეყინება, როგორც კი ქარის ნაკადი ტალღასავით გადამივლის... ნელ-ნელა გრძნობის უნარსაც ვკარგავ.
ქალი მირბის და მეც მივყავარ, თან ტირის და ცრემლთა მიერ შექმნილი, ტრაგიზმის მომცველი ნაკადული, რომელიც სათავეს ქუთუთოებიდან იღებს, მკაფიო სილაჟვარდეს აფრქვევს ღრმა და შავ-ბნელი, ჩაღამებული თვალებიდან, საიდანაც წვეთ-წვეთად იღვრება, ცრემლები, რომელთა ნაზი, აუჩქარებელი და ვნებათა აურაცხელი მოზღვავებით სავსე წვეთები, ელამუნებიან მის არაადამიანურსა და უსულო სახის თითოეულ ნაკვთს და ერთ ამოსუნთქვაში გაყინულნი, მარგალიტებივით ბრწყინავენ, ყვრიმალებსა და ღაწვებზე.
რას შვება?! ხელიდან გავუვარდი და თოვლში ჩავვარდი. მას კვლავ ავყავარ, ცდილობს უწინდელი, სწრაფი ნაბიჯებით იაროს ქარის საპირისპირო მიმართულებით და შეებრძოლოს მას; რა თქმა უნდა, მისი მცდელობა უშედეგო და ამაოა.
იგი თანდათან ემსგავსება აფთარს, გამხეცებული მირბის და მე მსგავსად ლეშისა, მიმაქროლებს.
ორიოდე წუთით დაბუჟების შემდეგ, პირველად ვგრძნობ, რომ თავიდან ფეხებამდე პარალიზებულსა და გაყინულს, თავი გატეხილი, ხოლო ხელ-ფეხი მოტეხილი და კანგამძვრალი მაქვს, საიდანაც ისედაც გათეთრებული და როგორც დედიკო ამბობს
" წყეული " სისხლი შადრევანივით მეღვრება, რაც მიხაკივით აჩნია მთვარით განათებულ ცივსა და ბრჭყვიალა თოვლს. ქალი მირბის და თან დროგამოშვებით დამხედავს; მწარდება როცა წითლად შეღებილს მხედავს ჩემივე სისხლით, მსგავსად სააღდგომო კვერცხისა და ამ დროს, მოულოდნელად ზეცას აპყრობს თვალებს, ღრიალებს, ტირის და თან იცინის. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი კი უეცრად შმაგდება და ისედაც გატყავებულ ზურგსა და ბეჭებს გაცხარებით მიკაწრავს თავისი გრძელი ფრჩხილებით, რომელიც ბრჭყალებს დამსგავსებია, რაც გესლზე შხამიანი და ლახვრის ჩაცემაზე მტანჯველი და სულის შემხუთველია.
ნეტავ, ხვდება კი რასაც ჩადის?! იქნებ...გრძნობს, მაგრამ ვერ ახდენს მის მიერ შექმნილი ამაზრზენი სიტუაციის სრულ გაცნობიერებას და განმუხტვას. შესაძლოა, სწორედ ამაში ჰპოვა მან ნეტარება და სიმშვიდე. არ ვიცი, არა... მაგრამ, უკვე იმას კი ვხვდები და აღარ არის საკვირველი, თუ რატომ აცვეს ჯვარს უფალი; იესო ქრისტე.
ამქვეყნად "სამართალი" უცხო სიტყვაა და მუდამ ასე იქნება. მოსამართლენი, სამართალს ქადაგებენ და თვითონ არღვევენ კანონს. ვის უნდა ენდოს კაცი?! უკუღმართია სამყარო!.. ვინც სანდო იყო იმას არ ენდნენ, ჯვარზე აცვეს და მერე ინანეს... მაცხოვარი სცნეს ავაზაკად, ავაზაკი კი არ დასაჯეს. ამის შემდეგ სამართალი სად უნდა იყოს?!
როგორც იქნა, მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც ის მიილტვოდა. ეს არის ხიდი... შავი ხიდი, საიდანაც მოისმის შემზარავი და შემაძრწუნებელი მდინარის ხმა, რომლის ძლიერი ნაკადიც ეხეთქება კლდეებს და მოაქვს ყინულის ნატეხები. ქარი ძლიერდება, ხეები მიწას აწყდებიან.
ქალს ორივე ხელით ავყავარ და ძლიერად მიჭერს ნეკნებზე... ვეღარ ვსუნთქავ, გონებას ვკარგავ... ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი... ვკანკალებ და თვალებს ჩვეულებრივზე სწრაფად ვახამხამებ; მეშინია!.. სულ მარტო ვარ აქ, გარეთ. დედიკო მინდა!.. დარწმუნებული ვარ, დედაჩემს ამ მდგომარეობაში, რომ ვენახე, ჩემზე აზრი შეეცვლებოდა; ყველაფერს მომიტევებდა; ოდნავ მაინც შემიყვარებდა; ხელში ამიყვანდა, რძით სავსე ტკბილ ძუძუს პირში ჩამიდებდა და თავისი ნაზი და თბილი მკლავებით გამითბობდა ხრტილებს, ისე მომივლიდა, რომ ცივ ნიავსაც არ მომაკარებდა ... მშია!..

* * * .

ქალმა ხელები გამიშვა და ხიდიდან, პირდაპირ მდინარეში ვეშვები... სანამ ჯერ კიდევ ჰაერში ვარ ამ ქალის სბოლოო სიტყვები მესმის: "წყეულო"! შენი ადგილი გარეთ და მით უმეტეს ჩემთან არ არის!.. უკვე მივხვდი, რომ იგი...
ახლაც ვტივტივებ, როგორც პირველად... სანამ აქ მოვიდოდი; ახლაც მივდივარ გარეთ, ოღონდ ამ სამყაროდან იმქვეყნად და მზად ვარ ამისთვის. აქ ყოფნას იქ ყოფნა სჯობს.
ალბათ ადამიანთა მოდგმის უმეტეს ნაწილს არ განუცდია ის, რაც მე ამ მოკლე ხანში.
უკანასკნელი ამოსუნთქვაღა დამრჩა და მაინც არ ვჩივი იმას, თუ რისთვის გავჩნდი.
მდინარის ძლიერ ნაკადს კლდისკენ მივყავარ და მიმაქანებს... თვალებს ვხუჭავ და სანამ მას შევასკდები, მანამ დავტოვებ სხეულს. ახლა მე ვუმზერ ნათელს, რომელიც წყვდიადის მორევიდან გამოსჭვივის და ვფიქრობ:--- რა ხდება იქით, იმქვეყნად, გარეთ?..


16 წ. ლევან სონღულაშვილი.


Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
"არ იცი,ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?" (ღამის წითელი წყვდიადი)

და მეც ვით პლუტარქე,ავტორი "პალალელური ბიოგრაფიებისა"დავწერე აწმყ... თუმცა არ გავამხელ...დაე მკითხველი თავად ჩასწვდეს ჩემს მთავარ სათქმელს.
სამყაროს ცენტრში,დედამიწაზე უფალმა დადო ქვიშის საათი...ბრბომ კი ღვთის ნებას ზურგი აქცია,საჭრელით გაჭრა ძაფი ღვთიური.
მესამე დარაჯობის დროა.ცოდვილები შეჯგუფულან და სესორის მინდორზე ყველას ჩასთვლიმა.მძინარეთა სახეზე მაინც არ ქრება ბედის უკუღმართობის ქარ-ცეცხლის კვალი,რაც მოკვდავთა მოღუშულსა და შეშფოთებულ თვალებზე,ერთი შეხედვითაც ცხადად იკითხება.
ჩვეულებისამებრ,ქვეყნის სათავეში დროებით მოსულმა ხელისუფლებამ დღევანდელი დღეც არ გამოტოვა და უდანაშაულო "მონებს",ღვთისგან ნაჩუქარი ამქვეყნიური სიცოცხლე ჯვარზე გაკვრით წაართვა.
ნამდვილად...უბრალო ხალხი ნამდვილად არ ცდება,როცა ძალაუფლებით გონება დახშულსა და გაგიჟებულ არსებებს "თერონს" უწოდებს.
ნუთუ ნიმფები დაბრმავდნენ და ვეღარაფერს ამჩნევენ...არ ვიცი...ზეფირი ისე ელამუნება ჯვარზე გაკრულ მონებს,თითქოს დაქვრივებულს ქმარი მონატრებია და მათში ჰპოვა ხსნაო...
რაც შეეხება ჯვარცმულთა ქვეშ მოქცეულ მძინარეთ,რომელთაც შეადგენს ჩვილებიდან დაწყებული,მოხუცებით დამთავრებული ყველა ასაკის ადამიანი,ჩემი აზრით სწორედ ისინი არიან გმირები,რომლებიც თაობებს შეურაცხადად გადასცემენ სამშობლოს.
ღამე წყნარად და უსასრულოდ გრძელდება.მთვარე ცივ სინათლეს აფრქვევს. ბედუინები დუდუკზე დაკვრით იმშვიდებენ თავს,მაგრამ რატომღაც ცუდს გრძნობენ და თავიანთ განცდებს მუსიკის საშვალებით გადმოსცემენ.
ოღონდ ნიმფები არ გამინაწყენდნენ...უკან მიმაქვს მათდამი ჩემი უსამართლო ბრალდება.როგორც ჩანს განცდებს არ ამჟღავნებდნენ,რადგან არ სურდათ ისედაც მძიმე სიტუაციის მეტად დამძიმება(რაც ნამდვილად ძალზე მნიშვნელოვანი და საჭიროა).ამჯერად თბილი ნიავი,სუსხიანმა ქარიშხალმა დათრგუნა,ხოლო უიმედოდ დარჩენილი პლუტონი და პროზერპინა,ახლა სიხარულით სტიქსს ამღვრევენ და აბობოქრებენ.ჰარპიები კი სესორის მინდორს აღბრთოვანებით გარს ევლებიან. გავარდა მეხი...თითქოს მარსმა ომის დაწყების ბრძანება გასცაო.უღრუბლო ზეცა ცრემლს მაინც აფრქვევს და უკვე გაციებულ,უსულო,ჯვარცმულ სხეულებს ბანს. თვალის ერთხელ შევლებაც საკმარისია,რომ შევამჩნიოთ თუ როგორ არღვევს სისხლის ბადეს წვიმის ყოველი წვეთი და როგორ გამოდის სააშკარაოზე ლეშად ქცეული კანის ფერი და ნაწამი კიდურები,რაც "თერონთა" მიერ დაიჭიმა ბოძკინტზე.
თითქმის ყველა იღვიძებს...
ჩემდა გასაოცრად,ხელისუფლებას,რომელ
საც უწინ საკმარისი თანხები არ გააჩნდა მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,დღეს,რატომ
ღაც თვით ვულკანის მიერ დამზადებული ძვირადღირაბული იარაღით დატვირთული ქვესკნელის მონები, მათთვის ახალდაგებულ გზაზე მოაბიჯებენ მშვიდობიან მომიტინგეთა გასაჟლეტად და ასაწიოკებლად.
ახალგაზრდა,ჯერ კიდევ მძინარე ქალს,რომელსაც შვილი გულ-მკერდზე მიუხუტავს,ძუძუსთან საკინძე შეხსნია და დედის სიტკბოს მოწყურებული ჩვილი, გამალებით,თითქოს უკანასკნელადო,ცდილობს ძუძუსთავს ბაგით შეეხოს,საიდანაც გადმოიღვრება მტრედისფერი,კურთხეული რძე...
ქალს სძინავს და მისი გონებრივი მხედველობის არეში ფრაგმენტებად იშლება თექვსმეტი წლის წინ დატრიალებულ მოვლენათა შემაძრწუნებელი და დღევანდელობასთან ასოცირებული შავ-ბნელი კადრები,რის გამოც დათრგუნული, მღელვარებისა და ირონიის ფონზე ავერნის ტბაზე შფოთავს.
რთულია მიხვდე,თუ რას ფიქრობს კანქვეშ მოქცეული მოკვდავის სული,მით უმეტეს მაშინ,როდესაც თვალები აქვს დახუჭული და მარმარილოს მონუმენტის მსგავსი პირქუში და უმეტყველო ტუჩები უმშვენებს სახეს...თუმცა ამ ქალის იდუმალებით მოცული წიაღის მცირე ნაწილის გარღვევა არც თუ ისე შეუძლებელია,მისი გარაგნობის დახმარაბით...გარეგნობისა,რომე
ლიც კლდესაც აატირებს და გულში მშობლის გრძნობას ჩაუსახავს...გარეგნობისა, რომლის სათნოებაცა და სილამაზეც, საკუთარი,სულიერი სამყაროდან გამოსჭვივის და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს პრეტენზიას,რომ მედეასგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა... და ბოლოს,გარეგნობისა,რომელიც მოგითხრობთ საკუთარი ცხოვრების,დედობრივი გრძნობით გამოწვეული უამრავი ტანჯვა-ვაების,ღვთისგან ნაჩუქარი მადლისთვის თავგანწირვისა და პირადი ცხოვრების დათმობის შესახებ.
ქალი ბორგავს და დროგამოშვებით თრთის...მიუხედავად იმისა,რომ მოვლენათა ეგზომ დრამატულმა ქრონიკამ სათავე ნოემბრის კალენდს აიღო,დროთა სვლაში მეტად განვითარდა და სამშობლოს წარმოუდგენლად მძიმე უღელი ამავე თვის იდებში უფრო დამძიმდა,ვფიქრობ,რომ მხოლოდ კლიმატური,თუ პოლიტიკური სუსხი არ უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი,რის გამოც ახლა ეს მშვენიერი და უსუსური არსება ერთ-ერთი ჯვარცმულის ქვეშ წევს და ობლად თრთის.
ტულიანუმი სავსეა ღვთის მორჩილი ტუსაღებით...ქვეყანას კი მიდგარდი მართავს და აკონტროლებს...თანაშემწეებად და მრჩევლებად კი ნიფლჰაიმის უფსკრულიდან ამოსული ფერნისები ჰყავს დანიშნული,რომლებიც ტოგებს წვავენ და სეკუტორებს თავიანთ ჭკუაზე,საკუთარი ნება-სურვილისამებრ მართავენ.უბრალო ხალხს კი მხოლოდ იმის იმედი რჩება,რომ პარკებმა რაც შეიძლება ადრე გადაწყვიტონ ხელისუფლების ბედი.
ფერნისები და ქვესკნელის მონები სესორის მინდორს უკვე მიუახლოვდნენ და სიამოვნების მისაღებად ტოგა მოსხმულ მოქალაქეთ ჟლეტენ,ძარცვავენ და ყოველ ღონეს ხმარობენ,რათა ჯალათური აზრები და სადიზმით გამსჭვალული მოთხოვნილებანი საკადრის დონეზე დაიკმაყოფილონ.
მძინარენი თუ ახლად გაღვიძებულნი,პატარები თუ ხანდაზმულნი,რომელნიც ჯერ აზრზეც ვერ მოსულან თუ რა ხდება მათ თავს,გაუთვიცნობიერებლად ემშვიდობებიან სიცოცხლეს და კოკიტში მობანავე ორკეს ესალმებიან...
მიმდინარე მოვლენების პარალელურად კი მიდგარდი და ფერნისები პითიას მისანში ღრეობენ და ლოთობით გართულნი და შეზარხოშებულნი ამაზრზენად იცინიან მომუსის მიერ მოწყობილ სანახაობაზე...
რაც შეეხება სესორის მინდორს,სიტუაცია ყოველ წამს ისე მძიმდება,რომ ამის აღმწერი სიტყვები თვით უფლისთვისაც უცნობია...ყოველივე ამას კი ის გათახსირებული სანახაობა აგვირგვინებს,რაშიც მიმოსები იღებენ აქტიურ მონაწილეობას და თავს არ ზოგავენ,რათა ხელისუფალთ ასიამოვნონ.
ფერნისთა მიერ გამოგზავნილი სეკუტორთა ცენტურონი,იმდენად ფურია აღმოჩნდა,რომ ნამოქმედარით გაშმაგებულმა რამნუსიამ გეზუ ცეცხლოვანი წვიმით დათრგუნა...მაგრამ ამაოდ...დაგვიანებული საქმით,წარსულში ვეღარაფერი შეიცვლება.
რამოდენიმე წუთის წინ ცოცხალნი,უკვე ცხედრებად ქცეულნი ჰარპიათა საჯიჯგნი ხდებიან...იჯიჯგნებიან თავისუფლებისთვის მებრძოლნი,მორწმუნენი და ღვთის მორჩილნი...ტარანი გაცხარდა...მთელი სამყარო წითლად შეიღება,თითქოს სიცოცხლე ჯვარს აცვესო...არეტე მირმექსივით გასრისეს,ხოლო პეგასი დასაგლეჯად ცერბერს მიუგდეს.სიბილას წყევლაც კი უძლურია მიდგარდისა და მისი ერთგული მონების წინააღმდეგ,რომლებიც აზინიუსებივით ემსახურებიან ხელისუფალთ.სამყარო ქაოსში მოექცა...ჰორებს წელთაღრიცხვა აერიათ,ლარები შფოთავენ და მხსნელს ელიან,ხოლო ედილი უწესრიგობის დამცველად იქცა.რაც შეეხება მარსის მინდორს, ამჟამად სრულიად უმნიშვნელო და უფუნქციო ადგილია,რადგან თვით მიდგარდია საკუთარი თავის ამომრჩეველი...
მთელი ქვეყანა უკიდეგანო მთათა კაბადონითაა დაფარული...იმ მთათა კაბადონით, რასაც ერთმანეთზე გადახლართული და ართი მეორეზე მიჯაჭვული ცხედრები ქმნიან ...განუსაზღვრელი ასაკის ცხედრები,რომელთა ჯალათური წამებით დასახიჩრებული სხეული,სისასტიკის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.ძალზედ ამაღელვებელი და უხვ ცრემლის მომგვრელია ის ჯერაც გაღიმებული,წმინდა და მისი სახის გამომეტყველებით აწ და მარადის გაურკვევლად მყოფი,სამ წლამდეც ვერ მიღწეული ბავშვი,რომელსაც გაციებული პატარა თითებით ჯერაც უპყრია ვექსილარიების სისხლით შეღებილი ზეთისხილის ტოტი.
უეცრად,ყველაფერი ისე დადუმდა,თითქოს სამყაროს აღსასრული დადგაო... თითქოს და პანმა და სატირებმა,ბახუსის მიერ ამფორით გამოგზავნილ ღვინოსა თუ ამბროსიასთან ერთად,წუთისოფელს მანდრაგორაც უბოძეს და დაალევინესო.
ტრიბუნალზე მსხდომთ,რომელთაც ციხის გვირგვინი და ტალენტი ამშვენებთ, დღევანდელი ღამით ნასიამოვნენი და კმაყოფილნი;მაძღარი კუჭითა და გარყვნილი ბედნიერებით,ტკბილად ჩასთვლიმათ და კვლავაც განაგრძობენ დიტეს პატივსაცემად აქერონტში ბოროტებასთან ძიგიას.
პროსკენიუმზე მსხდომთ კი,რომელთაც საკმარისი ნებისყოფა არ ყოფნით,რათა ბოროტებას შეებრძოლონ და მასხარაობაზე უარი თქვან,საკუთარ ვარამს უსიტყვოდ და შეუმჩნევლად...ცრემლით გამოხატავენ...მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი ძალზე შესამჩნევია.აი...მასხარები ახლაც ტირიან და სახეზე,საღებავით დახატულ ღიმილს მიღმა მკვეთრად ისახება ღვთით ბოძებული ტუჩების ნამგლისებურად დახრილი და გულისტკივილის გამომხატველი ფორმა,რაც შესანიშნავად ერწყმის წყვდიადში მოელვარე მთვარეს.
მთელი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა...განადგურდა პითიას მისანი...გაპარტახდა სიწმინდეები და უნიკალური ძეგლები,რომელთა სანაცვლოდაც აგებულ საროსკიპოებში,პროკურატორები მთელ რიგ აკრეფილ სახელმწიფო გადასახადებს ფლანგავენ.ქალაქები ერთად,ერთ დიდ კართაგენს ქმნიან სადაც ქარონი შეუსვენებლივ მუშაობს.აკროპოლებში კი ბაქტრიისა და არაბულა აქლემების გარდა უბრალო მოკვდავის თვალი ვერაფერს იხილავს...თუმცა ვინ უნდა იხილოს?!განა გადარჩა ცოცხალი ისეთი ადამიანი ვისაც ოდესმე თავშესაფარი დასჭირდება...ან არსებობს კი ადგილი,სადაც ადამიანთა მოდგმა თავს შეაფარებს?!
ერთი სიტყვით,უწინდელი ოქროს სანიავებელი,დღეს,აქერონტად იქცა...თრასილეც აღარავინ შერჩა წუთისოფელს,რომ ქვეყნად იმედის მცირე მარცვალი მაინც ჩაისახოს,რათა ლარებს თავგანწირვისთვის კმაყოფილების გრძნობა დაეუფლოთ და არ იფიქრონ,რომ მათ ნამოქმედარში ყოველივე ფუჭი და ამაო ყოფილა.
დღეს,უკვე დადგა მეორეთ მოსვლის ჟამი.
სესორის მინდორზე ის იდუმალი ქალი ჯერ კიდევთვლემს და ვერაფერი ახერხებს მის შეკრთობას.მას სძინავს...სძინავს და გული ისე უძგერს,თითქოს წამებს წინ უსწრებს და თან დროსაც ჩამორჩებაო...თითქოს მისი მომავალი წარსულად,ხოლო წარსული სამსჯავროზე განხილვის მთავარ თემად იქცაო.
ნეტავ ვინ იყო ის ჯვარცმული ვის ქვერთითაცაა დამხობილი დედობრივი განცდის მფრქვეველი ეს უნაზესი მოკვდავი,რომელიც თავისთვის ჩურჩულებს:-მაყურებელთა მაყურებელი,მაყურებლებში იყურებოდა...ვგრძნობდი,რომ გრძნობებს გრძნობით განვშორდი...განშორებისას განცდამ გამგმირა...განცდის განდევნას განცდითვე ვლამობ,მაგრამ შედეგი უშედეგოა,რადგან გრძნობები გრძნობითვე აღსდგა და გრძნობით აღმდგარს გულს ჩამეკონა.
იგი,მომაკვდავის იერით,სრულიად შიშველი წევს,რადგან პენულა და პეპლუმი შემოძარცვია და ჩასისხლიანებული თვალებით ჯვარცმულს შეჰყურებს და უეცრად, უკანასკნელად აღმოხდა:-არ იცი,ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?
მოულოდნელად სრულ მდუმარებაში საუკუნოდ აძგერებული გულის ხმა, სიცოცხლის ერთადერთ წყაროდ გაისმა...ეს ხმა მოისმის ამ ქალის საშოდან... თურმე,აღსასრულის უკანასკნელ წამს,სამყაროს ბელეროფონტი მოევლინა...ჩვილი, რომელიც კი არ ტირის,არამედ ზეცას შეჰყურებს და იცინის,რის გამოც ლარებმა საბოლოოდ ჰპოვეს საუკუნო ნეტარება და განსასვენებელი...მთელი სამყარო გმადლობას სწირავს ღმერთს,რათა ერთი თრასილე მაინც შერჩა საწუთროს, რომელმაც არ შეაბიჯა ტენარში...მაგრამ ამის ნაცვლად,მშობელმა მისმა სამარადჟამოდ შეწყვიტა სუნთქვა...რის გამოც ახლა,დედა-შვილი მხოლოდ ჭიპლარით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი...
და მაინც...რატომ იყო ეს ქალი იდუმალი?!იქნებ მისი საიდუმლოს ამოხსნა თავად შეძლო,თუკი საკუთარ გულის ხმას მიენდობი...
ღამის წითელ წყვდიადს,ზეციური მნათობი არღვევს...ჩვილის გარშემო მიმოფენილი მეწამული ვარდები ჭკნებიან,ხოლო ახალნი იკვირტებიან და ქმნიან ერთ...ღვთიურ წინადადებას:"არ იცი,ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?".

ლევან სონღულაშვილი (15 წ.)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შესანიშნავად აღწერს დღევანდელობას საქართველოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
celqi
zizikore
elchi


მადლობთ!.. გაიხარეთ!!! დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის...
P.S არ მინდა იფიქროთ, რომ საკუთარ თავზე რაიმე წარმოდგენა მაქვს და თემებს ვუხსნი (ან რაიმე ამდაგვარი)... პირიქით.
ხელოვნება ხალხისთვის (საზოგადოებისთვის)და ხელოვნებისთვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 211 posts ] 
ლევან სონღულაშვილი
დესპანი