ბოლო პერიოდში დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემის აზრით საშიში მოვლენა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია, საინფორმაციო საშუალებებით სხვა და სხვა სახის ინფორმაციები ვრცელდება მომხრე და მოწინააღმდეგე მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ მსოფლიოს სხვა და სხვა დედაქალაქებში, ამ განყოფილებაში დავწეროთ რა განწყობა სუფევს იმ ქალაქებში სადაც ვართ და ვინ რას ფიქრობთ ამ თემაზე. ეს თემა იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ მთავარი მოქმედი პირი ისრაელია, მასთან და სიონიზმთან დაკავშირებით კი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დიდი კამათი მიმდინარეობს!! მე მგონი საინტერესო იქნება რას ვფიქრობთ ამ თემაზე ჩვენ დესპანელები!!!
P.ს. უბრალოდ ძალიან გთხოვთ ნუ გადავიტანთ აქ მსჯელობას რელიგიურ და რასისტულ ჭრილში! შევაფასოთ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში!!
ჩემი აზრი ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებთან კი ასეთია :- ისრაელი არასწორად იქცევა! ძალიან ბევრი ხალხი იღუპება უდანაშაულოდ და ვერავინ აჩერებს ამ სისხლისღვრას, თან ყველაზე მეტად გამაღიზიანა საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარება ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ისრაელს სხვა გზა არ ქონდა, პრინციპში რომ ავიღოთ და შევადაროთ აგვისტოში მომხდარი მოვლენები საქართველოში დავინახავთ დიდ მსგავსებას სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზებში და რატომღაც ჩვენს შემთხვევაში მთელი მსოფლიო იმაზე კამათობდა ვინ ისროლა პირველი, (არადა ყველას კარგად გვახსოვს რომ 7 აგვისტომდე ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა ს/ს სახის იარაღიდან!)მაგრამ სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებით ისრაელმა ღაზას სექტორში მცხოვრებთ ყველა გზა გადაუკეტა იმისთვის რომ დაეტოვებინათ მშვიდობიან მოსახლეობას საბრძოლო მოქმედებების ზონა, არ ერიდებიან ლტოლვილთა ბანაკებში ბომბების ჩამოყრას და რაც ყველაზე საშიშია (და არცერთი ომის ისტორიაში მე ეს არ მინახია) რელიგიური მნიშვნელობის ნაგებობებსაც კი ბომბავენ!!! ყოვლად გაუმართლებელია ისრაელის ქმედება ასეთი სასტიკი მეთოდებით!

წარმოგიდგენიათ რამხელა აფეთქებაა და რა მოუვიდოდა იქ ხალხს!?