მერე რა,რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობთ? ვინმეს ხომ არ ჰგონია საქართველო მასზე ნაკლებად გვიყვარს?
სამშობლოში მიმდინარე პროცესებს უფრო რეალურად და საღი თვალით ვუყურებთ და ყველაფერს ისევე განვიცდით, როგორც საქართველოში მცხოვრები ქართველი.
მერე რა რომ ქალი ვარ? თქვენ გგონიათ, რომ ქალებს არ შეუძლიათ სამშობლოსთვის რაიმე გააკეთონ? ნუ გავიწყდებათ ვაჟკაცებო რომ თქვენ ყველანი ქალებმა გაგზარდათ.
მერე რა რომ ბევრი ფული არა მაქვს, სამაგიეროდ სული მაქვს ძალიან მდიდარი?
მერე რა რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ემიგრაციაში გავატარე? სამაგიეროდ ყველა მიყვარხართ ყოველგვარი ანგარების გარეშე და როცა ჩამოვალ მანდ ყველა დანაკლის სიამოვნებას ავინაზღაურებ.
მერე რა, რომ ცოტა ასაკი მომემატა? არაფერი, სამაგიეროდ დავჭკვიანდი=haa=

მერე რა, რომ სიგარეტს ვეწევი? ვიცი ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის და მალე გადავეჩვევი ალბათ( ეჭვი მეპარება)
მერე რა რომ თქვენგან ძალიან შორსა ვარ და მხოლოდ ვირტუალურად გეკონტაქტებით? არაუშავს, აუცილებლად დადგება ის ნანატრი დღე, ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა მდინარესავით რომ მიასკდება იმ ჯებირებს, რომელსაც მანძილი ქვია და წალეკავს.
მერე რა რომ ძვირიანი პარფიუმერია მიყვარს? - ნუ გავიწყდებათ, რომ მე ქალი ვარ.
მერე რა , რომ ლექსებს ვწერ?- მუზები არ მასვენებენ და უძლური ვარ მათ წინაშე.
მერე რა, რომ........
მერე რა, რომ........
მერე რა, რომ......
დაუსრულებლად შემიძლია გასასამართლებელი არგუმენტები მოგიყვანოთ საკუთარი თავისა, მაგრამ მგონი დაგღალეთ უკვე.