↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 1 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
Site Admin
Joined02 Jul 2009
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
1.საერთო დებულებები/ წესდება
1.1. Despani.com -ის ფორუმზე და კომენტარებში გამოქვეყნება შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც ქვემოთ მოყვანილ წესებს ეთანხმება .
1.2. წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
1.3. ფორუმში და კომენტარებში პოსტის გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
1.4. Despani.com ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა გამოქვეყნებული განცხადებების და კომენტარების ინფორმაციული სიზუსტის გარანტიას.
1.5. სერვერზე არსებულ ყველა პოსტს და კომენტარს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ყველა პოსტი გამოხატავს ავტორის აზრს და ადმინისტრაციას არ ეკისრება მათ შინაარსზე არანაირი პასუხისმგებლობა.
1.6. პირადი საკითხების განხილვისათვის დესპანზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა "ჯიმი". ადმინისტრაცია არ შეუძლია პირადი შეტყობინებების ფილტრაცია და შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ პირადი მიმოწერის არაკორექტიულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ფორუმიდან დამნაშავის დაბლოკვას.
1.7. Despani.com ფორუმის წესების დამტკიცება და მათი შემდგომი ამენდიზირება ხდება დესპანის სადმინისტრაციო ჯგუფის მიერ.
1.8. Despani.com-ი ადმინისტრაცია ველდებულია და საიდუმლოდ ინახავს წევრის კონფიდენციალურ ინფორმაციას.
1.9. Despani.com-ზე და კერძოდ დესპანის ფორუმზე, წესრიგს ამყარებენ ადმინისტრატორები, მოდერატორები და სუპერმოდერატორები.
1.10. ზოგიერთ განყოფილებაში იმოქმედებს დამატებითი წესები.
1.11. Despani.com-ზე დასაშვებია ქართული ტექსტის მხოლოდ ქართული სიმბოლოებით წერა.
1.12. კატეგორიულად იკრძალება ყველანაირი მუქარა, გინება და დამცირება, სულერთია პიროვნება მართალია თუ არ არის მართალი, ეს ვცერდება როგორც ჩვეულებრივ წევრებზე ასევე მოდერატორებზე და ადმინისტრციაზეც.
1.12.1. 1.12 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, დესპანის წევრი გაფთხილებული იქნება და თუ დარვევა განმეორდება მომავალშიც, ადმინისტრაცია იტოვეს უფლებას დაბლოკოს წევრი.თუკი ეს წესი შეგნებულად დაღვეული იქნა ადმინისტრაციის ან მოდერატორის მიერ, დესპანის საადმინისტრაციო საბჭო იტოვებ უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამრღვევს ჩამოართვას ყველანაირ ადმინისტრაციული და/ან მოდერატიული უფლებები.
1.12.3 სამი გაფთხილების მიღების შემთხვევაში წევრი ავტომატურად იბლოკება 3 დღით.მომავალში გამეორებით დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვეს უფლებას დამუდამოდ დაბლოკოს წევრი როგორც დესპანის ფორუმიდან ასევე მთიანად დესპანის ვებგვერდიდან.
1.13. იკრძალება: სარეკლამო, ანტისარეკლამო შემცველი თემების შექმნა, ასევე სხვა გვერდების ლინკების გამოქვეყნება, მათი პოპულარიზაციის მიზნით.
1.14. ასევე იკრძალება: ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნება

2.რეგისტრაცია

2.1. დესპანზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ეთანხმება დესპანის და შემდგომში დესპანის ფორუმის წესებს.
2.2. აკრძალულია შეგნებულად, ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ანგარიშის დარეგისტრირება და ერთდროული გამოყენება(დასაშვებია შემთხვევები როდესაც წევრს დაავიწყდა პაროლი , ან ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ შემოდის დესპანზე პირველი დარეგისტრირებული ვებსახელით).
2.3. აკრძალულია მომხმარებლების პირადი ინფორმაციის (ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ...) სარეკლამო მიზნებში გამოყენება.
2.4. დესპანის წევრებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ პირადი პაროლი...
2.5. აკრძალულია პირადი პაროლის სხვისთვის გადაცემა, ან სხვისი პაროლის გამოყენება.

3. ნიკი (მეტსახელი).
3.1. აკრძალულია ისეთი სამომხმარებლო სახელის რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს :
3.1.1. საიტების და სერვერების სახელებს, სარეკლამო ინფორმაციას,
3.1.2. უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს,
3.1.3. რეკლამას,
3.1.4. საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ნორმების და კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაწმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
3.2. სამომხმარებლო სახელი (ნიკი) უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ ლათინური ან ქართული ანბანის ასოებს და ციფრებს. დაუშვებელია სამომხმარებლო სახელში ნებისმიერი სხვა სიმბოლოს გამოყენება გარდა ჰარისა (space), წერტილისა და ქვედა ხაზის.
3.3. ნიკის შეცვლა დაუშვებელია

4.ავატარი და "ფორუმის ხელმოწერა".
4.1. აკრძალულუა ძალადობის, უცენზურო სიტყვების, ან/და ,ნარკომანიის, და ნარკოტიკების ამსახველი სურათების, გამოყენება როგორც ავატარად ასევე საკუთარი ხელმოწერის ადგილას .
4.2. Despani.com-ი წევრებს არ აქვთ უფლება ხელმოწერაში ან ავატარზე გამოიყენონ უცენზურო სიტყვები და გამოთქმები.

5.რეკლამა
აკრძალულია სხვა ვებგვერდების რაიმე სახით რეკლამა ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. ასეთი რეკლამები წაიშლება, ხოლო ავტორს გაეგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინება, თუკი ავტორი გამეორებით დაარღვევს ამ პუნქტს იგი დაიბლოკება.

6. შეურაცყოფა
6.1. კატეგორიულად იკრძალება:
6.1.1. დესპანის წევრების, ,ადმინისტრაციის და მოდერატორების პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ლანძღვა.
7. თემები და კომენტარები
7.1. გამოხმაურებები
7.1.1. აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა და პირადი შეურაცხყოფა.
7.1.2. აკრძალულია მსგავსი ორგანიზაციის / კომპანიის უსაფუძვლოდ შეურაცყოფა.
7.1.3. აკრძალულია დამცინავი და ცინიკური გამოხმაურებები
7.1.4. აკრძალულია განცხადებაში სხვა საკითხებზე მსჯელობა, ე.წ. ”ოფტოპიკები”.
7.2. ყველა თემა განიხილება იმ განყოფილებაში, რომლის სათაურიც შეესაბამება მას. წინააღმდეგ შემთხვევში მოდერატორი გადაიტანს მას შესაბამის განყოფილებაში და კომენტარის ავტორს მისცემს წერილობით გაფრთხილებას.
აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, რომლებიც უკვე არსებობს ფორუმზე. ახალი თემის გახსნამდე მოიძიეთ იგი ფორუმის ძებნის საშუალებით. აკრძლულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა.
აკრძლულია ადმინისტარციის მიერ წაშლილი თემების განხილვა. ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ პ.მ-ი (ჯიმი) ან ელ-ფოსტა.
7.3 აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა, პირადი შეურაცხყოფა ფორუმის წევრების ან მესამე პირების მიმართ, რასისტული აზრების გამოხატვა, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა, ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივება, რაც აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.
7.4 აკრძალულია ისეთი თემები და პოსტინგები, რომლებიც ქართული და უცხოური კულტურის, რელიგიის, ტრადიციების და მენტალიტეტის შეურაწმყოფელია.
7.5 თემის სათაური მაქსიმალურად ინფორმატიული უნდა იყოს და მასში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი საკითხი.
7.6 კონკრეტული თემის განხილვისას აკრძალულია სხვა საკითხებზე მსჯელობა (ე.წ.ოფტოპიკები) ოფტოპიკების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. კონკრეტულ თემაში მოყვანილი კომენტარის შეფასება ე.წ. “ოფტოპიკად” შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მოდერატორს და თემის ავტორს. ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, მოდერატორს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ოფტოპიკის წაშლის თაობაზე.
7.7 თემები, რომლებიც არ ატარებენ ზოგად საგანმანათლებლო ხასიათს, ან არ შეიცავენ მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ მასალას და განთავსებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, არ იქნება შემჩნეული აქტიურობა, მოდერატორის გადაწყვეტილებით განსახილველად გადავიდეს მოდერატორების ფორუმში, სადაც გადაწყდება თემის ბედი.
7.8 თუ ფორუმის მომხმარებელი თვლის, რომ რომელიმე პოსტში მას მიაყენეს შეურაწყოფა, ის უნდა დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან პირადი შეტყობინების მეშვეობით მოდერატორს. მოდერატორი ან მოდერატორთა ჯგუფი თვითონ მიიღებს საჭირო ზომებს. მოცემულ რეაგირებას შესაძლოა დასჭირდეს დრო და ეს კარგად უნდა ესმოდეს ფორუმის მომხმარებელს.
7.9 აკრძალულია ყველა ისეთი თემების გახსნა რომელსაც ქართული მართლმადიდებლური რელიგია კრძალავს .
7.9.1 (მაგ. იეღოველების) და სხვა ასეთი (არა მართლმადიდებლური) რელიგიური თემების გახსნა, აგიტაციის მიზნის სასტიკად აკრძალულია.

8.გაფრთხილებების და ბანების შესახებ:
8.1.ნებისმიერი საკონფლიქტო და წინა საკონფლიქტო სიტუაცია
8.1.1. I - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილე მიიღებს პირველ გაფრთხილებას
8.1.2. II - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილეს მეორე გაფრთხილება,ასევე გაფრთხილება PM-ით.
8.1.3. III - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილეს სამუდამო ბანი

8.2.შეურაცხყოფა და უცენზურო სიტყვები
8.2.1. I - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება ფორუმზე და PM-ით
8.2.2. II - შემთხვევა - მონაწილეს სამუდამო ბანი

8.3.სხვა საიტების რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე
8.3.1. I - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება ფორუმზე PM-ით
8.3.2. II - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება PM-ი
8.3.3. III - შემთხვევა - მონაწილეს სამუდამო ბანი

8.4.დესპანის წევრების, ადმინისტრაციის და მოდერატორების პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება:
8.4.1. I - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება ფორუმზე და PM-ით
8.4.2. II - შემთხვევა - მონაწილეს სამუდამო ბანი

8.5.ფორუმში დიდი ზომის (სიგანეში 800 პიქსელზე მეტი) ფოტოს დადება
8.5.1. I - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება ფორუმზე PM-ით
8.5.2. II - შემთხვევა - მონაწილეს გაფრთხილება PM-ით
8.5.3. III - შემთხვევა - მონაწილეს სამუდამო ბანი

8.6.განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში
8.6.1. მოდერატორს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ ზემოაღნიშნული საფეხურების გამოტოვებით გამოიყენოს უფრო მკაცრი სანქცია (დაბლოკვა პირდაპირ )

9. გასაჩივრება
მოდერატორების ნებისმიერი გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ადმინისტრატორთან
გასაჩივრება ხდება პერსონალური გზავნილით და არა ფორუმზე საპროტესტო თემების გახსნით.
9.1. საპროტესტო თემები იხურება გაფთხილების გარეშე

10. დესპანის ადმინისტრაცია და სამოდერაციო ჯგუფი ვალდებულია:
10.1. როგოც რიგითი წევრი, დაემორჩილოს და დაიცვას ყველა პუნქტი რომლებიც მოყვანილია ამ დოკუმენტში.
10.2. გამოიჩინონ სრული ლმობიერება და კულტურული ეთიკა და დესპანის ფორუმის წესების შეთანხმებით იმოქმედონ
10.3. მოუწოდონ ფორუმელებს წესების დაცვისკენ და აღკვეთონ კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა
10.4. ყველა სადაო საკითხზე გახსნან თემა ან გამოკითხვა მოდერატორების განყოფილებაში და გადაწყვეტილება მიიღონ სხვა მოდერატორებთან ერთად.
10.5. ყველა ფორუმელს შეუძლია გაასაჩივროს მოდერატორის მიერ განხორციელებული სანქციები. თუ რომელიმე მოდერატორი მიიღებს საჩივრის წერილს, ვალდებულია გახსნას თემა მოდერატორების განყოფილებაში, სხვა მოდერატორებთან ერთად განიხილონ და ერთად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.
10.6. განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი ვალდებულია მომხდარის შესახებ დეტალურად შეატყობინოს ადმინისტრაციას.
10.7. უნდა იმუშაონ შეთანხმებულად და არ შეუშალონ ერთმანეთს ხელი. როცა ერთი მოდერატორი ან ადმინისტრატორი არკვევს რამე კონკრეტულ საკითხს, მეორე არ უნდა ჩაერიოს თუ ამას თვითონ მოდერატორი არ მოითხოვს.
ზევით მოყვანილი წესების გარდა ადმინისტრაცია, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, იტოვებს უფლებას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე წაშალოს ნებისნიერი პოსტი, თემა, ფოტო და ა.შ.
ასევე გაუფთხილებლად და ახსნის გარეშე გააუქმოს ნებიემიერი წევრის ანგარიში და დაითხოვოს ნებისმიერი მოდერატორი!

საზოგადო დარღვევები და პასუხისმგებლობა
1. განცხადებები და გამოხმაურებები, რომლებშიც ირღვევა ფორუმის წესები, წაიშლება ან ჩასწორდება. ავტორი კი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას.
2. ურთიერთ კამათის შემთხვევაში, წაიშლება ყველა წევრის მიერე დაწერილი პოსტები რომლებიც პირდაპირ თუ არა პირდაპირ კავშირშია კამათის წყაროსთან.
3. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, წევრი მიიღებს 2 გაფრთხილებას
4. დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, წევრი მიიღებს უვადო ბანს.
პატივისცემით
დესპანის ადმინისტრაციული ჯგუფი
ვერსია 0.5
2008 წლის 31 08

ვერსია 0.7.2
2009 წლის 23 09

_________________
ეს არის ხელმოწერა
   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 1 posts ] 
დესპანი