↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ეს იყოს ავტო მოტო მოყვარულთა თემა დავწეროთ სიახლეები ავტო სამყაროდან,ვის რა მანქანა გვყავს ან რომ გვინდოდეს გვყავდეს და ა.შ დანარჩენი თქვენც იცით მე ნუღარ მალაპარაკებთ:)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
Jaguar-მა წარადგინა XJ

კატისებრთა ოჯახში მატებაა: Jaguar-მა წარადგინა სედანის ახალი თაობა XJ. ამ მატებას ელოდნენ 2006 წლიდან, როცა გამოშვებული იყო მოდელი XK და რომელმაც ამ მარკის რამდენიმე მანქანის სახე შექმნა. კონკურენტებმაც დაიწყეს შემოტევები, თანაც იმ ფრონტიდან, საიდანაც არავინ ელოდა. აღმოჩნდა რომ,მთავარი კონკურენტი ძველი XJ-ისა იყო… XF. Jaguar-ის შოურუმში მოსვლისას, ბევრი მყიდველი უარს ამბობდა ცოტათი არქაულ სედანზე, თანამედროვე XF-ის სასარგებლოდ.

Image
გარეგნობა "მეფე-კატისა" სტილისტურად შესრულებულია Jaguar-ის ბოლო მოდელის მიხედვით. მანქანის მთელი იერი – დიდი ფალშრადიატორული ბადე, კოპოტი, «თეძოების» ნათელი ხაზები - აბათილებს ღირსებას და ფარულ აგრესიას, რომლებიც ყოველთვის იყო სახასიათო მანქანებისთვის ნისლიანი ალბიონიდან. პლასტიკური ქირურგების ხელში ნამყოფი წინამდებარე ოპტიკა, გადმოინერგა სიახლეზე XF მოდელიდან. უკანა ფარების შექმნისას დიზაინერები აშკარად ხელმძღვანელობდნენ თავიანთი ევროპელი კოლეგების ქმნილებებით: აშკარად შეიმჩნევა Lancia Thesis-ის და Citroen C6-ის ზეგავლენა.
Image
ამ მარკის ფანატების უმრავლესობა აღფრთოვანებულები იქნებოდნენ, XJ-ს, XF-ისგან ცოტათი უფრო ფართო სალონი რომ მიეღო. მაგრამ Jaguar-ი მარტივ გზებს არ ეძებს, ამიტომ ინტერიერი შეიქმნა, როგორც იტყვიან ნულიდან. ტექნიკური აღჭურვილობა, როგორც ველოდით, სალონში იდეალურია: აქ ხეც არის, ტყავიც და 12.3-დიუიმიანი დისპლეიც, სტერეოსისტემაც Bowers & Wilkens 7.1-ის გდას, 20 დინამიკით. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ XJ - ს საუკეთესო «მუსიკა» აქვს ყველა სერიულ მოდელებს შორის. გვანცვიფრებს მეორე – ყურადღება წვრილმანებზე. სალონის გარშემო მოპირკეთებულია ხის დგმულით, რომელიც ინტერიერს ნამდვილად ანიჭებს სიმყუდროვეს. ანალოგური საათის თავზე, ცენტრალურ კონსოლზე, წინა შუშასთან, მოთავსებულია პატარა წარწერა, «Jaguar»: იქ მომავალ მფლობელს შეუძლია განათავსოს თავისი პერსონალური მონოგრამა.
Image

XJ-ის "გულს", ანუ ძრავს, ინგლისელები სამი სახისას სთავაზობენ ასარჩევად, ბაზისური AJ-III V8, 385 ცხენის ძალით, ტურბირებული ძრავა, 470 «ცხენით» და მძლავრი SuperSport о 510 «ცხენით». ამ უკანასკნელით, მოდელი 100-იანს ახურდავებს 4,7 წამში. Jaguar-ის კიდევ ერთი კოზირი: წონა. ძარა ალუმინისგანაა, რის გამოც ის 135 კილოგრამით მჩატეა მის ძირითად კონკურენტებზე, რომლებშიც სხვათა შორის ჩაწერილია Mercedes S-class-ი, BMW 7-series და Audi A8.
Image
უმთავრესი – ესაა ფასი. მისი საბაზისო მოდელი შეფასებულია 72500 დოლარად, მოდიფიკაცია Supercharged - 87500 დოლარად, ხოლო უმძლავრესი SuperSport – 112000 დოლარს შეადგენს. ეს ფასები მოქმედებს მხოლოდ აშშ-ში, სადაც სიახლე უკვე ხელმისაწვდომია დაკვეთით.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ჩინეთში შეაჯვარეს Ferrari, Mitsubishi და Audi

ადრე თუ გვიან ჩინეთში სპორტული მანქანების გამოშვებას რომ დაიწყებდნენ ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. არც იმას ამტკიცებდნენ რომ ახალი ველოსიპედის გამოგონებას აპირებდნენ, თანაც შეეცდებოდნენ რაიმე მოერთოთ, მთელ მანქანას თუ არა, მინიმუმ, დიზაინის ელემენტებს და ტექნიკურ ნაწილს მაინც. ასეც მოხდა.
Image
ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა ფირმამ Tong Jian რამდენიმე დღის წინ განაცვიფრა მსოფლიო საავტომობილო საზოგადოება თავისი სპორტული ავტომობილით S11. განაცვიფრა იმით, რომ, ჩინელების განცხადებით, Tong Jian S11 აქვს ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი! ჰიბრიდული სპორტული ავტომობილების შექმნამდე ჯერ არცერთი მსხვილი ავტოგიგანტი არ "გაზრდილა" ჩინელები კი როგორც აღმოჩნდა უკვე მზად არიან აწარმოონ ამგვარი მაქანები. თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სატყუარა, რადგან Tong Jian S11 გამოიყურება როგორც უბრალო მაკეტი, ხოლო ყველა საუბარი ჰიბრიდულ ძრავზე, ისევე როგორც ამ მანქანის კონვეიერზე ჩაშვება, მხოლოდ საუბრად რჩება.
Image

სამაგიეროდ კიდევ ერთხელ "გაგვახარეს" ჩინელმა დიზაინერებმა. მათთვის დამახასიათებელი ხელგაშლილობით მოახერხეს შეეჯვარებინათ ერთბაშად სამი ავტომობილი. წინა ნაწილი შექმნილია Mitsubishi Lancer-ის სრული ანალოგიით, გვერდითი დგმული კარბონის ჩანამატებით საეჭვოდ ჰგავს Audi R8-ისას, ხოლო უკანა ნაწილი უეჭვლი Ferrari F430-ისგანაა ნასესხები.
Image

მიუხედავად ყველა ამ ფაქტის გათვალიწინებისა ვერ ვიტყვით რომ მანქანა უშნო გამოვიდა. ჩინეთში ხომ აკეთებდნენ და ეხლაც აკეთებენ უშნო მანქანებს. რა თქმა უნდა შეიძლება ჩინელებს ბრალი პლაგიატობაშიც დავდოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ, მიუხედევათ იმისა რომ ჩინელები აქტიურად იყენებენ სხვა მანქანების დიზაინს, ისინი საფუძველს უყრიან მომავალ ჩინურ ავტოინდუსტრიას. და თუ ახლა მათ მიერ შექმნილი მანქანები ღიმილს იწვევს, შეგახსენებთ, რომ იცინის ის ვინც იცინის ბოლოს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
BMW ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა სუპერმანქანას

BMW 2012 წლისათვის აპირებს გამოუშვას ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი, რომელიც გვპირდება იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ე.წ. მწვანე სატრანსპორტო საშუალების წარმოებაში. ამასთან ბავარიული კომპანია აპირებს გვიჩვენოს არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა არამედ ეკოლოგიურად სუფთა სუპერავტო. რომელიც კონკურენციას გაუწევს Audi R8 და შემდგომში Mercedes-Benz SLC.
Image
წინსწარი მონაცემებით, ავტომობილს ერქმევა BMW M1, ხოლო მისი კოპოტის ქვეშ იქნება ჰიბრიდული ძრავი, რომლის საფუძვლად გამოყენებული იქნება 3,0-ლიტრიანი «шестерка» ორმაგი ტურბოსაბერით. ელექტროძრავა ორი მძლავრი კუმულატორით გაიმართება, რომლებიც შეიძლება დაიტენოს არა მხოლოდ მუხრუჭების გამოყენებისას, არამედ, სახლში ჩვეულებრივი ქსელიდანაც. ამის გარდა ახალი სუპერავტომობილი მიიღებს სისტემას სახელწოდებით "Stop-Start, და სისტემას სახელწოდებით Energy Storage System, რომელსაც სავარაუდოდ ახლო მომავალში გამოიყენებენ ფორმულა-1-ის ბოლიდებში. Energy Storage System შეინახავს ძრავის ენერგიის მცირე ნაწილს, და გამოიყენებს მას საჭიროებისამებრ. იგულისხმება რომ დაგროვილი ენერგია იქნება სავარაუდოდ 30-40 ცხ.ძალა, რომელიც მძღოლს მაგალითად მისცემს საშუალებას გადასწრებისას გააკეთოს შესაბამისი მანევრი.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
Hyundai-მ წარადგინა განახლებული Santa Fe

Hyundai-მ წარადგინა მოდერნიზირებული კროსსოვერის Santa Fe-ს პირველი ფოტო, რომლის გაყიდვაც ჩრდილოეთ კორეაში დაიწყება ორი კვირის შემდეგ (ევროპამდე მოდელი ჩააღწევს მხოლოდ შემოდგომას – მისი პრემიერა დაგეგმილია სექტემბრის ავტოსალონზე ფრანკპურტში).
Image
განახლებული Hyundai Santa Fe შეიძლება ადვილად განვასხვავოთ გზებზე ძველი მოდელისაგან. ავტომობილმა მიიღო სრულიად ახალი "ბამპერი" და რადიატორის წინასაფარი, ცოტათი განსხვავებული წინა ფარები(როგორ შეიცვლება მანქანის უკანა ნაწილი ჯერჯერობით უცნობია). ამას გარდა, არსებობს მოლოდინი, რომ მოდერნიზაციას დაექვემდებარება სალონიც, მაგრამ რევოლუციას აქ ალბათ მაინც არ უნდა ველოდოთ.

სამაგიეროდ Santa Fe-ს კოპოტის შიგნით ჩაიდება ერთბაშად 2 ახალი დიზელის 2,0 ლ და 2,2 ლიტრიანი ძრავი. პირველი ძრავი გამოიმუშავებს 184 ცხენის ძალას, მეორე კი 200 ცხენის ძალას.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოტოციკლეტებს რა ჯობია მანქანას მირჩევნია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
Ferrari სამშობლოს სახელით
Image

იტალიური კომპანიის კონსტრუქტორები თავიანთი მოდელების წარმომავლობას მხოლოდ დიზაინით, ტექნიკით ან ტემპერამენტით კი არა, მათი სახელწოდებითაც
უსვამენ ხაზს. ასე მოევლინა ავტოსამყაროს "ფერარის" მოდელები: Enzo, Maranello, Modena, Testarossa, Fiorano... მაგრამ ახალი მოდელისთვის სახელის შერჩევაზე, რომელმაც F- 430-ის ადგილი უნდა დაიკავოს, იტალიელებს ბევრი ფიქრი აღარ დაუწყიათ და მას Ferrari 458 Italia უწოდეს. აქამდე, აპენინის ნახევარკუნძულზე დამზადებულ სუპერკარებს ასე აშკარად არასდროს გაუსვამთ ხაზი საკუთარი წარმომავლობისთვის.
ბუნებრივია, რომ ასეთი სახელის მქონე მოდელზე მუშაობისას იტალიელმა კონსტრუქტორებმა განსაკუთრებულად მოინდომეს. Italia მართლაც ფანტასტიკური დიზაინით გამოირჩევა და წინამორბედისგან, უკანა მაშუქების გარდა, ზომებითა და სიმძლავრითაც განსხვავდება. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი მოდელი F-430-ზე მოკლეა, სინამდვილეში კი, ის 15 მმ-ით გრძელი და 14 მმ-ით ფართოა. ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ სტაბილიზაციის ახალი სისტემით F1-თრაც და ბლოკირებადი დიფერენციალით E-Diff3, რომლებიც ისევ ერთობლივად და გაცილებით ეფექტურად მოქმედებენ. ახალია ძრავაც: 4,5 ლიტრი სამუშაო მოცულობის ძრავას 570ცხ/ძალის განვითარება შეუძლია (წინამორბედის მაქსიმუმი 490 "ცხენი" იყო), 100 კმ/სთ-ს კი, 4 წამის ნაცვლად, ახლა უკვე 3,4 წამში კრეფს... შემცირებულია ავტომანქანის წონაც - 1380 კგ-იანი "458" წინამორბედზე 70 კგ-ით მსუბუქია, რაც საწვავის ხარჯზეც აისახა: Ferrari 458 Italia შერეულ ციკლში 100 კმ-ზე, სულ რაღაც, 13,7 ლიტრ ბენზინს მოითხოვს, მაშინ, როცა F430 - 18,3 ლიტრს ხაპავდა...

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 8 posts ] 
დესპანი