|
-დედავ, დედავ, დედშვილობას, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -მე შენ არას გენაცვლები, მამა გყავს და ინაცვალე. -მამავ, მამავ, მამშვილობას, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -მე შენ არას გენაცვლები, დაი გყავს და ინაცვალე. -დაო, დაო, დაძმობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -მე შენ არას გენაცვლები, ძმაი გყავს და ინაცვალე. -ძმაო, ძმაო, ძმათძმობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -მე შენ არას გენაცვლები, ცოლი გყავს და ინაცვალე. -ცოლო, ცოლო, ცოლქმრობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -მე შენ არას გენაცვლები, საყვარელ გყავს, ინაცვალე. -საყვარელო, საყვრობასა, სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე. -გენაცვლები, შენსა მზესა, გზა საით არს, გამასწავლე.
|