↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით,ამ თემაში მიმოვიხილოდ ქართულ (და არა მარტო)პრესაში გამოქვეყნებული მასალები ვინც რამე საინტერესოს ნახავს ჩვენს გაზეთებში აქ დავწეროთ,გაზეთის სახელი და ავტორი მივუთითოთ რომ მერე გაუგებრობა არ იყოს ვინმესთან(რა ვიცი ეშმაკს არ ძინავს)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
21-09-2009
"კვირის პალიტრა"
რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ 5 წელიწადში?!

"ვარდების ხელისუფლებისათვის" პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების სწრაფი ცვლილებები სამარკო ნიშნადაც კი იქცა. სწრაფმა სამთავრობო კარუსელებმა არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენლებს დაახვია თავბრუ, არამედ ამ ხელისუფლების გულმხურვალე მხადამჭერებს, პარტიულ აქტივისტებსა და რიგით ჩინოვნიკებსაც. დღეს მათ უმეტესობას აღარც კი ახსოვს, რომელმა მინისტრმა რომელი შეცვალა. უახლესი ისტორიის ფურცლებმა მხოლოდ პირველი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია არ მისცა დავიწყებას, რომლის სახელიცა და გვარიც ალბათ მომავალ თაობებს დიდხანს ემახსოვრებათ. მისი ტრაგიკული და ბურუსით მოცული აღსასრული პოლიტიკური მსჯელობის საგანიც არაერთხელ გახდება.
ჟვანიას შემდეგ პრემიერ-მინისტრის სავარძელი ზურაბ ნოღაიდელმა დაიკავა.
პრემიერ-მინისტრთა "არაჩვეულებრივ გამოფენას" თუ გადავხედავთ ნოღაიდელი მართლაც უჩვეულო ფიგურაა. იგი პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თანამდებობის დატოვება მოუხდა და გაოპოზიციონერდა(?!). ნოღაიდელს "საქართველოს ბანკთან" ასოცირებული ლადო გურგენიძე ჩაენაცვლა, რომელიც ახლახან ისევ საბანკო სფეროს დაუბრუნდა, სადაც ყოველთვის უკეთ გახლდათ "რეალიზებული". თავის დროზე კი ეს უკანასკნელი ყოფილმა დიპლომატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა შეცვლა. იგი საზოგადოებას დიპლომატიურობის მიუხედავად, მოულოდნელი ავადმყოფობის გამო შეთხზული ლეგენდებით უფრო ახსოვს. სააკაშვილმა თავად გააკეთა კომენტარი იმაზე, რომ მგალობლიშვილისთვის თავში საფერფლე არ უსვრია. ამის დასტურად პრემიერ-მინისტრის სატელეფონო მესიჯებიც წაიკითხა. ასეა თუ ისე, მგალობლიშვილმა თანამდებობა მოულოდნელად ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. ამ უკანასკნელს ნიკა გილაური ჩაენაცვალა, რომლის გაპრემიერმინისტრების ამბავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იღბლიანობის დამსახურებად უფრო მიიჩნევენ.
ახლა კი ექსმინისტრთა "არაჩვეულებრივ გამოფენასაც" გადავხედოთ.
სამთავრობო საიტზე ექსპრემიერთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციაა განთავსებული. ექსმინისტრებზე კი რა მოგახსენოთ. "თქვენ რა, მეღადავებით? 80-მდე მინისტრი გამოიცვალა, ყველას სახელი და გვარი ხომ არ მემახსოვრება? - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის აღშფოთებულმა უფროსმა ავთანდილ ფავლენიშვილმა. არადა, ჩვენ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გვაინტერსებდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სულ რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ვინ რა "დამსახურებისთვის" მიეცა დავიწყებას. ავთანდილ ფავლენიშვილი კი ის ერთადერთი პერსონა გახლავთ, რომელსაც ჟვანიას დროიდან მოყოლებული დღემდე, თანამდებობა არ შეუცვლია.
ასე რომ, ექსმინისტრების ცვლილებების შესახებ ინფორმაციები რუდუნებით, შესაბამისი პრესსამსახურების დახმარებითა და ჟურნალისტური მეხსიერების წყალობით ძლივს შევძელით.
მაშ ასე! ვარდების რევოლუციის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო ეთერ ასტემიროვა, რომელიც შეცვალა გია ხევიაშვილმა, ამ უკანასკნელს კობა სუბელიანი ჩაენაცვლა, სუბელიანმა ცოტა ხანში თანამდებობა დატოვა და ნაციონალების საპარალამენტო სიაში გადაინაცვლა. იგი დროებით თამარ მარტიაშვილმა შეცვალა, რომელსაც დევნილები მზეთუნახავსაც კი უწოდებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი მათთან თითქმის არ გამოჩენილა. მალევე მას ისევ სუბელიანი ჩაენაცვლა.
განათლებისა და მეცნიერების ყველაზე სკანდალური და "რეფორმატორის" სახელით ცნობილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია იყო. ის ორი დღითბელა წიფურიამ შეცვალა, წიფურია - მაია მიმონოშვილმა, მიმინოშვილი - გია ნოდიამ, ნოდიას სავარძელი კი ბოლოს ნიკა გვარამიამ დაიკავა.
იუსტიციის ექსმინისტრები იყვნენ: გიორგი პაპუაშვილი, გია ქავთარაძე, ეკა ტყეშელაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამად კი ეს სავარძელი ზურაბ ადეიშვილს უკავია.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი მცირე ხანსგიგი წერეთელი იყო, ის ლადო ჭიპაშვილმა შეცვალა, ჭიპაშვილი - დავით ტყეშელაშვილმა, ეს უკანასკნელი კი - ალექსანდრე კვიტაშვილმა.
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ყველაზე დიდ რყევებს გაუძლო. ჯერ ირაკლი რეხვიაშვილი იყო მინისტრი, შემდეგ - კახა ბენდუქიძე, ლექსო ალექსიშვილი, ირაკლი ჩოგოვაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი არველაძე, ეკა შარაშიძე, ლაშა ჟვანია. ამჟამად კი ზურაბ პოლოლიკაშვილი გამინისტრდა.
საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას ხელისუფლება მთავარ მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც არის ალბათ, რომ ენერგეტიკის ექსმინისტრთა მრავალფეროვნება მაინცდამაინც არ შეინიშნება. აქ მინისტრი ჯერ ნიკა გილაური იყო, შემდეგ ის ალექსანდრე ხეთაგურმა შეცვალა.
თავდაცვის მინისტრები გახლდნენ: დავით თევზაძე, გელა ბეჟუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძე და ახლა კი უკვე საზოგადოებისთვის არცთუ დადებით კონტექსტში სკანდალურად ცნობილმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა ეს პოსტი.
საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერ სალომე ზურაბიშვილი გვყავდა, შემდეგ - გელა ბეჟუაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, ახლა კი ხსენებულ უწყებას პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სავარძელი ჯერგოკა გაბაშვილმა მოირგო, შემდეგ -ნიკა ვაჩეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ (ორიოდე დღით, მაგრამ მაინც) და ბოლოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნიკა რურუამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით კირვალიძე უძღვებოდა, შემდეგ მიხო სვიმონიშვილი. ყველაზე ხმაურიანი მინისტრი გახლდათ პეტრე ცისკარიშვილი, რომლის სახელსაც ბადაგონის სკანდალი უკავშირდება. დღეს კი ამ უწყებას ბაკურ კვეზერელი ხელმძღვანელობს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებიდან მართლაც ძლივს შეიძლება გავიხსენოთ თამარ ლებანიძე, რომელიც დავით ტყეშელაშვილმა შეცვალა, ამ უკანასკნელის შემდეგ კი რიგრიგობით გამინისტრდნენ:ზაზა გამცემლიძე, ირაკლი ღვალაძე, გოგა ხაჩიძე...
ფინანსთა სამინისიტროს ჯერ ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა, შემდეგ - ლექსო ალექსიშვილი, ნიკა გილაური. ამჟამად მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გახლავთ.
შინაგან საქმეთა მინისტრი კი იყო გია ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი. რაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, იქიდან მოყოლებული ბარამიძეს ეს სავარძელი უკავია. ასევე შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის პოსტები რეინტეგრაციის და დიასპორის საკითხებში თემურ იაკობაშვილისა და იულონ გაგოშიძისთვის, სადაც ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ასე რომ, დედაქალაქის ცენტრსა თუ რეგიონებში მთავრობის მიერ ტყვიამფრქვევების, შაშხანების, თაფლისა და კარაქის გამოფენაზე შთამბეჭდავი სანახაობა ალბათ ექსმინისტრების გამოფენაც იქნებოდა...

ეკა ასათიანი

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართული პრესა? საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული გაუჩინარება
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში რამდენმა ქართველმა დატოვა საქართველო.
არადა ყოველ წუთს გვესმის, ესა და ეს კაცი უცხოეთში წავიდა, ამან და ამან სახლი გაყიდა, ვალები გაისტუმრა და დარჩენილი ფულით ქვეყნიდან სამუდამოდ გადაიხვეწაო. მახნიაშვილების ოჯახიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველო სამუდამოდ დატოვა.
თავდაპირველად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში, ტორონტოში დასახლდნენ. შვილები - მარიამ და გიორგი მახნიაშვილები საქართველოში, ბებიასა და დეიდასთან იზრდებოდნენ. მოქალაქეობის მიღების შემდეგ მშობლებმა მათი წაყვანა გადაწყვიტეს. და-ძმა კანადაში ორი თვის წინ ჩავიდა. 21 სექტემბერს 17 წლის მარიამი სახლიდან ძმასთან ერთად გავიდა. სკოლამდე ერთად მივიდნენ, მარიამი სხვა შესასვლელისკენ გაემართა, მაგრამ როგორც ირკვევა, სკოლაში აღარ შესულა. გოგონას დედის თქმით, მისი შვილის გაუჩინარება ძალზე უცნაურია, რადგან მარიამს ტორონტოში არავისთან ჰქონია ურთიერთობა, კლასელებსაც კი არ იცნობდა.
გოგონას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ვერსია, რომ მარიამ მახნიაშვილი "მაკდონალდსში" ვიღაც მამაკაცთან ერთად შენიშნეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ტორონტოს პოლიცია და კანადის ქართული სათვისტომო მარიამ მახნიაშვილს ერთ კვირაზე მეტია ეძებენ, მაგრამ მის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. პოლიცია დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
მას შემდეგ, რაც მარიამი კანადაში მშობლებთან ჩავიდა, ინტერნეტით ხშირად სწერდა მეგობრებს, რომ მისი ყოველი დღე ბედნიერია, რადგან 5 წლის უნახავ მშობლებთან ყოფნა ეღირსა. მისი ნაცნობ-მეგობრები ამბობენ, რომ მარიამი ძალზე მშვიდი და მორიდებული, წიგნის მოყვარული გოგონაა.
მისი გაუჩინარება დღემდე ბურუსითაა მოცული. ოჯახს, რომელსაც ტორონტოში დავუკავშირდით, ვერსია შვილის გაუჩინარებაზე არა აქვს.
ლელა ტაბიძე, მარიამის დედა: - მარიამის გაუჩინარება იმდენად უცნაური და ამოუხსნელია, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია. ბავშვი ბედნიერი იყო ჩვენი ნახვით. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემს შვილს მალე იპოვიან...

ხათუნა პაიჭაძე

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
შენ ვის ”ახევ” შეყვარებულს, გოგო?!

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს"(?!)

მართალია, უბედურებით ჩვენს ქვეყანაში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ უბედურებაც არის და უბედურებაც. როგორც ჩანს, საზოგადოების ცნობიერება თვალსა და ხელს შუა იცვლება და ვაი, რომ უარესობისკენ. მოზარდების მიერ თანატოლების უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, მაგრამ იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ 13-14 წლის გოგონები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდებოდნენ.

16 სექტემბერს ჩიქობავას ქუჩაზე მეტად უჩვეულო და საშიში რამ მოხდა, - 15 წლის გოგონამ 13 წლის მოზარდს, ასევე გოგონას (ბავშვების გვარ-სახელებს არ დავასახელებთ, რადგან არასრულწლოვნები არიან), დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გოგონა წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაციაც გაუკეთეს.
ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ინციდენტის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა ისეთი, რამაც 15 წლის მოზარდი აიძულა 13 წლის გოგონა ასე გაემეტებინა.
ჩვენ გავესაუბრეთ დაჭრილი გოგონას მამას: - ორი დღეა, რაც ჩემი შვილი საავადმყოფოდან გამოწერეს. ხელში, ბარძაყსა და მუცელში იყო დაჭრილი. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო და ექიმებმა გადაწყვიტეს, მუცლის ღრუ გაეხსნათ. როგორც ამიხსნეს, ეს იყო შემავალი და არა ნაჩხვლეტი ჭრილობა. მეუბნებიან, ეს საქმე შეიძლება ხულიგნობის მუხლით წავიდესო. ბავშვს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული და ეს ხულიგნობაა?

- იქნებ ამ ინციდენტის დეტალები გვიამბოთ?
- როგორც ჩემმა შვილმა მიამბო, იმ დღეს მეგობარ გოგონასთან ერთად სასეირნოდ ფუნიკულიორზე ყოფილან და მერე ჩიქობავას ქუჩაზე, მეგობართან მიდიოდნენ. როგორც მითხრა, იმ გოგონებს შემთხვევით შეხვედრიან.

- გოგონებს?
- დიახ, სამნი იყვნენ. ჩემი შვილისთვის შეუგინებიათ და გაურტყამთ. არც ჩემს გოგონას მოუთმენია, - ამასაც შეუგინებია და დაურტყამს. მერე ჩხუბი ატეხილა. იმას კნოპიანი დანა ჰქონია. ჩემმა შვილმა მითხრა, სამივე მირტყამდა, უფრო სწორად, ორი მაკავებდა და მესამემ დანა რამდენჯერმე ჩამარტყა, მერე გულშიც დამიმიზნა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ხელი აუკრაო. მას ხელი აქვს დაზიანებული. ჩემს შვილს ჯერ თურმე დანით თმა ააჭრეს, ტუჩის კუთხეები და ზედა ნაწილი დანით სულ დასერილი აქვს. ერთი სიტყვით, ნაწამებია ბავშვი. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც ისტერიკა ჰქონდა, აქ არ ამოუშვათ, მომკლავსო, გაიძახოდა.

- როგორც მითხრეს, ინციდენტი ვიღაც ბიჭის გამო მოხდა..
- რამდენადაც ვიცი, ჩემს შვილს ეს ბიჭი არ აინტერესებს. ჩემმა შვილმა სკაიპით მისწერა, თავი დამანებეთო. ამ ამბის მერე ახლობელი გავგზავნე ჩემი შვილის დამჭრელის ოჯახში. დედა ჰყოლია. თბილისში ქირით ცხოვრობენ. როგორც მითხრეს, გოგონას ასთმა ჰქონია და ჭიათურიდან თუ საჩხერიდან არიან თბილისში გადმოსული. დედას ჩემი ახლობლისთვის უთქვამს, დიახაც, მე ჩემს შვილს ვასწავლი, თუ ვინმე შეგაგინებს და დაჩაგვრას დაგიპირებს, თავი არ დააჩაგვრინოო. ამის მერე რაღაზე უნდა გველაპარაკა.
დაჭრილი გოგონა 63-ე საშუალო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ ბავშვი კონფლიქტური ნამდვილად არ არის და არც თანატოლებთან ჰქონია ოდესმე დაპირისპირება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაჭრილ გოგონას დიდი ხანია ვიღაც ბიჭის გამო კონფლიქტი ჰქონდა დამჭრელის მეგობრებთან. თავად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ამ სასიყვარულო ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა მეგობარს "ატმაზკა აუღო" და დაზარალებულს "სტრელკა" ლონდონის ბაღში დაუთქვა. გარჩევას რაც მოჰყვა, ცნობილია, - გოგონა ძლივს გადაურჩა სიკვდილს, 15 წლის მოზარდი კი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ის, როგორც არასრულწლოვანი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული თანატოლებში "ძველი გოგოს " სახელით სარგებლობს და საკმაოდ აგრესიულიცაა. ბოლო ორი წლის მანძილზე ამის გამო რამდენიმე სკოლაც გამოიცვალა.
თამარ ჭაბაშვილი, 55-ე სკოლის დირექტორი: - ბავშვი შარშან, მეოთხე ტრიმესტრში გადმოიყვანეს სკოლაში და მასზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლოა, ეს იყო მისი ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის ახალ გარემოში. ამ პერიოდში მას განსაკუთრებული აგრესიულობა არ გამოუჩენია.

- ბავშვი უკვე დადის სკოლაში?
- არა. დედამისი მოვიდა და როგორც გვითხრა, გოგონა შეუძლოდ ყოფილა.
უზადო რეპუტაცია არც 13 წლის დაზარალებულს აქვს. გოგონებს შორის კონფლიქტი კარგა ხანია დაწყებულა და სკაიპით უშვერი სიტყვებით კონკურენტის ლანძღვა-გინებას არც ერთი მხარე არ ერიდებოდა.
თამარ წერეთელი, ბრალდებულის ადვოკატი: - გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ ამ საკითხს. საქმე არასრულწლოვან ბავშვებს, ისიც გოგონებს ეხება. თანაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, ეს იყო უბედური შემთხვევა.

- სამჯერ დანის ჩარტყმას ძნელია უბედური შემთხვევა დაარქვა...
- საქმე ისაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს, როგორც დანაშაულს, ვერ აღიქვამს(?!).

- დაზარალებულის მამა ამბობს, რომ შესაძლოა, ამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ და გოგონა პასუხისგებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით კი არა, ხულიგნობის მუხლით მისცენ.
- თუ ასე მოხდა, ამ ფაქტმა დაზარალებული არ უნდა გააღიზიანოს, რადგან ინციდენტი ბავშვებს შორის მოხდა, მათ მომავალი არ უნდა დაუმახინჯდეს. დაზარალებულის ადვოკატთანაც ვისაუბრე ამ საკითხზე და თითქმის ერთნაირი პოზიცია გვაქვს. ძალიან მინდა, გოგონები შერიგდნენ. როდესაც გავიგე, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 15 წლის ბავშვის ინტერესები უნდა დამეცვა, ვერც წარმომედგინა, რა სიურპრიზი მელოდა. როცა წინასწარი დაკავების საკანში შევედი, ელდა მეცა. ბრალდებული ბიჭი მეგონა და ხელთ პატარა, ძალიან ლამაზი გოგონა შემრჩა. სიზმარში მეგონა თავი. მთელი ღამე იქ გავატარე და მის დაწყნარებას ვუნდებოდი. ტიროდა, ნერვიულობდა, ასთმიანია და შეტევა დაემართა.

- დაზარალებულს სამი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული...
- როგორც მივხვდი, ჩემი დაცვის მყოფ ბავშვს არა აქვს გაცნობიერებული დანაშაულის სიმძიმე. მითხრა, მას შემდეგ, რაც სკაიპში უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა და გვაგინებდა, მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე, დანა კი ისე, შესაშინებლად წავიღე. საქმის გარკვევის დროს დანა ხელში მეჭირა და შესაშინებლად ვაწკაპუნებდი, მერე ვიღაცამ ვიღაცას ხელი ჰკრა, ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა და ეს ამბავი მოხდაო.
საყურადღებო ის არის, რომ გოგონები დედისერთები არიან. თანაც დაჭრილის სოციალური სტატუსიც უფრო სხვანაირია. უფრო ძლიერი ოჯახი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი დედა უმამოდ ზრდის. ბავშვს ასთმა აქვს და ამის გამო რაიონიდან გადმოსახლდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, ბავშვს თავდაცვის ინსტინქტი მაღალ დონეზე აქვს. მას არ ჰქონია განზრახული ვინმეს მოკვლა, მხოლოდ ის უნდოდა, ჭკუა ესწავლებინა მისთვის, ვინც მეგობარი დაუჩაგრა. ამბობს, გავლახეთ და არც დაგვენანა, ღირსი იყო, მაგრამ მისი მოკვლა აზრადაც არ მომსვლიაო.

- ამ ინციდენტში მონაწილე დანარჩენ გოგონებს რა ბედი ეწია?
- ისინიც არასრულწლოვნები არიან, მათი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ სიტუაციაში აუცილებლად დამჭირდება ფსიქოლოგი. გოგონამ რომ თავში ჩაიდოს, ადამიანის მოკვლა შემძლებიაო, დაიღუპება. ამიტომ გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ამ საკითხს.
გოჩა გოშაძე, ფსიქოლოგი: - მსოფლიოში ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა. დღევანდელი ბავშვები აქსელერატები არიან. ამას ემატება ისიც, რომ თავი დაანებეს წიგნის კითხვას. თუ ადრე ჩვენ ვკითხულობდით წიგნს და ფიქრისა და განსჯის შედეგად ვავსებდით საკუთარ წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხზე, ახლა ფიქრი პირდაპირმა ქმედებამ შეცვალა. ადრე თუ ნაწყენი გოგონები ტიროდნენ და დარდობდნენ, ახლა პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. წაგებული ომებისა და გლობალური უმუშევრობის გამო საქართველოში მამაკაცის ავტორიტეტი დაეცა. ბევრ ოჯახში ფული, ძირითადად, ქალს შეაქვს, მარჩენალი ის გახდა. ამიტომაც აძლევენ თავს გოგონები იმის უფლებას, რაც ადრე მიუღებელი იყო.
გოგოების ცემა-ტყეპა აქამდე წარმოუდგენელი, ამორალური ამბავი იყო. დაჭრასა და მკვლელობის მცდელობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სამწუხაროდ, სქესი უკვე განსაკუთრებული პირობა აღარ არის ამა თუ იმ ქმედებისას.
კომპიუტერში ისეთი თამაშებია, რომელიც მოგიწოდებს, კანონი დაარღვიო. თუ ვარ დაარღვევ, წინ, ახალ ველზე ან შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვალ. ამ თამაშებში იმარჯვებ არა კანონის დაცვით და სწორი ქმედებით, არამედ კანონის დარღვევით. ეს ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. უკვე გაირკვა, რომ ინტერნეტთამაშებმა დაავადებები - ეპილეფსია, სიკვდილიანობაც კი გამოიწვია. ეს თამაშები ფიქრისთვის დროს არ გიტოვებს და მოზარდის ფსიქიკაში ცვლილებებს იწვევს.

- ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ბავშვი ვერ აცნობიერებს, დანაშაული რომ ჩაიდინაო.
- ეს შეიძლება ფსიქიკური პრობლემა იყოს. თუ ფსიქიკურ პრობლემასთან არა გვაქვს საქმე და ბავშვს მართლა არ ესმის, რომ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. გამოდის, ჩვენ ვერ ვაწვდით ბავშვებს საჭირო ინფორმაციას, ვერ ვუხსნით, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა შეიძლება და რა - არა. მეტიც, როგორც გავიგე, 63-ე სკოლელი გოგონები საპასუხო შურისძიებას აპირებენ 55-ე სკოლელებზე.

- ინციდენტი დღის ოთხ საათზე მოხდა და შეუძლებელია, გამვლელები არ შესწრებოდნენ, მაგრამ არავის უცდია ბავშვების გაშველება.
- ამ შემთხვევაში საზოგადოება შესაძლოა, ვერც დავადანაშაულო, რადგან თავად გამშველებელს ექმნება პრობლემები. იწყება გაუთავებელი დაკითხვები, რატომ ჩაერიეთ, ვინ გკითხავდათ, თქვენ რა წვლილი მიგიძღვითო. თუ რაიმე შეეშალა, შეიძლება ჩვენების შეცვლის მოტივით დაიჭირონ კიდეც. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცველები არ არიან გულმოწყალენი მათ მიმართ, ვინც სიკეთის გაკეთებას ცდილობს. ამიტომაც ამჯობინებს საზოგადოება მავნე განზე დგომას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
სასწაულია...
იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა რაც ფსიქოლოგმა თქვა.
აგრესია და მხოლოდ აგრესია -საშინელი შედეგი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით გამოწვეული,გადანაწილებული საზოგადოებაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა საინტერეოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ბოლო აღმოჩენის თანახმად, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ცნობილ "იმელის" შენობას მშენებლებმა უზარმაზარი საფლავი დაარქვეს. შენობის პირველი სართულის სარტყელი მხოლოდ საფლავის ქვებისგან შედგება. ამ საშინელ საიდუმლოს ფარდა ახლახან აეხადა, როდესაც მშენებლებმა "იმელის" დემონტაჟი დაიწყეს. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია იმ მიცვალებულთა საფლავის ქვები, ვინც ბოლშევიკების მიერ აოხრებულ და განადგურებულ ქრისტიანულ სასაფლაოებზე განისვენებდნენ. "იმელის" შენობაში ათეული წლების განმავლობაში მომსახურე ხალხს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მათ კაბინეტებს გარს ერტყა ათასობით შეურაცხყოფილი მიცვალებულის უკანასკნელი განსასვენებლების ფრაგმენტები. ორიოდე დღის წინ, როდესაც "იმელის" შენობაში ამაზრზენი კადრების გადასაღებად პირადად გახლდით, გამახსენდა, რამდენჯერ გამივლია ამ დერეფნებში. რას ვიფიქრებდი, რომ ფეხს მიცვალებულთა საფლავის ქვებს ვადგამდი. რამდენიმე ადგილას, ბეტონის ფენაზე მკაფიოდ ჩანს წარწერიანი ქვის ასლი. ეზოში ასეთი ქვების გორები დგას. ერთგან, ნაკლებად დაზიანებულ ფილაზე გარკვევით იკითხება, რომ იგი ეკუთვნოდა ვინმე არსინაშვილს, რომელიც 27 წლისა დაღუპულა ბრძოლის ველზე თურქეთთან ომის დროს, 1916 წლის 6 იანვარს.
გიორგი სეთურიძე, არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელი: "საფლავის ქვებიდან წარწერების წაშლაც კი არ ინებეს, ისე მიაკრეს ფილები კედელს. წინათ ქვის მჭრელებად პატიმრებს ამუშავებდნენ. შესაძლოა, ამ შენობის აგების დროსაც რეპრესირებულები ჰყავდათ დაკავებული ამ საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკვირს, ჭკუათამყოფელს ასეთ საქმეზე როგორ უნდა ემუშავა. ჩვენი ვარაუდით, შენობის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიებზე განადგურებული ეკლესიებისა და სასაფლაოების ქვები. კერძოდ, ეკლესია იყო ალექსანდრეს და ვერის ბაღების ადგილზე, ასევე გრიბოედოვის ქუჩაზე და იქ, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას. ყველა ეკლესიის ეზოში იყო მცირე ან დიდი სასაფლაო. ამ "აღმოჩენის" შემდეგ კომპანია "დაბი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შენობა დაანგრიოს. თუმცა, მანამდე გადაწყვეტილი იყო, ფასადი შეგვენარჩუნებინა. ახლა მის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება".
"იმელის" მშენებლობა დაიწყო 1934 წელს და დასრულდა 1938-ში, სწორედ იმ დროს, როდესაც ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანეს. საარქივო მასალების თანახმად, სწორედ ბერია ხელმძღვანელობდა ამ მშენებლობას.
პროექტი ცნობილ რუს არქიტექტორს, ალექსეი შჩუსევს ეკუთვნის. მისივე პროექტით აშენდა ბათუმის "ინტურისტი" და ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში. შჩუსევმა უზარმაზარი "საფლავი" კი დააპროექტა ლენინისთვის, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, მისი ინიციატივა ყოფილიყო "იმელის" შენობაში მოსაპირკეთებლად საფლავის ქვების გამოყენება.
გიორგი სეთურიძე: "მარქსიზმ-ლენინიზმის სამეცნიერო ინსტიტუტის, ანუ "იმელის" ბიბლიოთეკა სამეცნიერო და საჯარო ბიბლიოთეკებს გადავეცით. აქ დაცული იყო სასიგნალო ეგზემპლარები იმ ავტორებისა, ვისაც ხვრეტდნენ ან აპატიმრებდნენ. ამიტომაც ბევრ ადგილზე მათი სახელი და გვარი გადაშლილია. ჩანს, მათი ხსენება ისე იკრძალებოდა, რომ ცდილობდნენ შემთხვევით სადმე არ ამოეკითხათ ტაბუდადებულთა ვინაობა".
"იმელის" შენობამ კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა. სარდაფებში უზარმაზარ ლაბირინთებსა და გვირაბებს წააწყდებით, რომელთა "შესწავლა" ჯერ ვერავინ გაბედა და ალბათ ისე დაინგრევა ეს შენობა, ვერც ვერავინ დაადგენს, რა იმალებოდა ოდესმე იმ გვირაბებში. შესაძლებელი გახდა მხოლოდ გისოსებიანი საკნების, ე.წ. დილეგებისა და დაკითხვის ოთახების ნახვა.
ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დაფა, რომელზეც ცარცით ვიღაცას წაუწერია, - ხატებს მოუარეთ, ბუთხუზი, ჯიმა, გვიშველეთ!..
მალე ბულდოზერი გაანადგურებს ამ ოთახსაც და სამუდამოდ დასამარდება ტრაგიკული ამბავი, რომელსაც უთუოდ უნდა ენახა დღის სინათლე, თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
მასალაზე მუშაობის დროს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ანზორ მაისურაძეს დავუკავშირდი. მეგონა ათწლეულების განმავლობაში კომუნისტური უშიშროების სისტემის პროფესიონალ წარმომადგენელს რაიმე ეცოდინებოდა "იმელის" საიდუმლოს შესახებ. - გაოგნებული ვარ, ასეთი რამ არც მსმენია, არც წამიკითხავს და ცხადია, თვალითაც არასდროს მინახავსო, - აღშფოთებულმა განაცხადა.
ამბობენ, გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული ახლანდელი პარლამენტის შენობის მოსაპირკეთებლადაც საფლავის ქვები უნდა იყოს გამოყენებულიო. ღმერთმა ნუ ქნას! ამ შენობას ისიც ეყოფა, საძირკველი იუნკერთა საფლავებზე რომ უდგას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მალადეც მალადეც

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ომი ომია - შემზარავი, სასტიკი, დაუნდობელი. მისი თანამდევი - სისხლის ღვრა, რბევა, სიკვდილი, ცრემლი და ვაება. ამას თითქმის შევეჩვიეთ... მაგრამ რაც შვილმკვდარმა ქალბატონმა ნაირა გერგედავამ გვიამბო, შეგვძრა.
ბოდიშს ვუხდით მკითხველს ამ საშინელი ფაქტების გამოქვეყნებისთვის, თუმცა შემაძრწუნებელი ამბის ყველაზე მძიმე ეპიზოდები მაინც ამოვიღეთ სტატიიდან.
- ომის დროს ისეთი ტანჯვა და წამება გამოვიარეთ, მოსასმენადაც ძნელია... სოხუმის მეორე საავადმყოფოში, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე სამხედრო ავტოკოლონებს ემსახურებოდა. ბოლო წუთამდე ქალაქის დატოვება არ გვიფიქრია. ჩვენი ვაჟის, ნუკრისა და ქალიშვილის, ნანას გაყვანა კი გვინდოდა სამშვიდობოს, მაგრამ ბავშვებმა არ მიგვატოვეს. სიმართლე გითხრათ, არც გვეგონა, სოხუმი თუ დაეცემოდა. შევარდნაძეც ხომ ბოლო წუთამდე გაიძახოდა, - სოხუმი არ დაეცემა, ნუ გეშინიათო. ასე რომ, საკუთარი თვალით ვუყურეთ სოხუმის აღებას და უკანასკნელი იმედი როცა ამოგვეწურა, მხოლოდ მაშინ დავტოვეთ ქალაქი.
28 სექტემბერი იყო... მდინარე ენგურის მიმართულებით გავუდექით გზას. უკან ალმოდებული სოხუმი, ცეცხლს მიცემული მთავრობის სახლი მოჩანდა. რუსები, აფხაზები, კაზაკები, სომხები მოგვდევდნენ... არ ვიცი, რისი იმედი გვქონდა... ღამე იყო და დავიმალეთ. ვცდილობდით, მდინარე კოდორამდე მიგვეღწია. იქიდან მერხეულის მხარეს, სვანეთის გზაზე უნდა გადავსულიყავით, რაც იმ საღამოს ვერ შევძელით... მხოლოდ მეორე დღეს, 29 სექტემბერს მივუახლოვდით მდინარე კოდორს.
აფხაზები ახლომახლო მიდი-მოდიოდნენ. ვცდილობდით, არ დავნახვებოდით, მაგრამ მაინც შეგვნიშნეს, სროლა ატეხეს, დაგვედევნენ. მაინც გადმოვლახეთ მდინარე. დედაჩემი ფეხზე ვეღარ იდგა და ჩემმა 17 წლის ვაჟმა, ნუკრიმ მხარზე შემოისვა. ნუკრი ასაკის მიუხედავად ძლიერი, მხარბეჭიანი ბიჭი იყო. მან გადმოიყვანა მწერალ მურმან ხურცილავას ხანდაზმული დედაც მდინარის მეორე მხარეს. თუმცა, მდევარმა სოფელ კინდღთან მაინც დაგვიჭირა და... ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების 18-დღიანი ტყვეობის უმძიმესი ხანა.
იმ დღეს, კინდღამდე 60-მა კაცმა მივაღწიეთ. თუმცა, გზაში ქალიშვილი დავკარგე... ჩემს მეუღლეს მოუსწრია და ნანა ქაოსისა და არეულობის დროს მხედრიონელების ტანკში ჩაუსვამს იმ იმედით, რომ სამშვიდობოს გააღწევდა. ჩემს ქმარს ნუკრის ჩასმაც უნდოდა ტანკში, მაგრამ ნუკრის უთქვამს, - ბებო ჩემ გარეშე სიარულს ვერ შეძლებსო. მოკლედ, მე დედა ვერ მივატოვე, ჩემმა შვილმა მე ვერ მიმატოვა და ასე აღმოვჩნდით ტყვეობაში... კინდღის ჩაის ფაბრიკასთან ისეთი სროლა ატყდა, რომ ვინ სად გარბოდა, კაცი ვერ გაიგებდა.
- ჩაგვბარდით! - ქართულად დაგვიძახეს აფხაზებმა.
- ნე სტრელიატე, მი სვაი!.. - ჩემმა შვილმა რუსულად უპასუხა.
ამ დროს სხვა დევნილებთან ერთად ჩემი მეუღლე და დედაჩემი აიყვანეს.
ნუკრი მეუბნებოდა, - დედა, ჩვენც ჩავბარდეთ აფხაზებს, თორემ მამას მოკლავენო. - არა-მეთქი, ვეუბნებოდი და გულში ვიკრავდი... ამ დროს ჩემს მეუღლეს აფხაზებისთვის უთქვამს, - ყველაფერს მოგცემთ, ოქროს, ბრილიანტს, ფულს, სიცოცხლესაც კი, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავთო. დასთანხმებიან, ოღონდ შენს შვილს მანამდე დაუძახე, ვიდრე ჩვენ ვიპოვითო და ვალერიმაც საზარელი ხმით დაიყვირა: - ნუკრიი!..
მოულოდნელად ბიჭი ხელიდან გამისხლტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაიძახა: - აქ ვარ, მამა! დავინახე, როგორ დაატყვევეს. ჩემმა მეუღლემ მითხრა, - რაც გაგაჩნია, ჩააბარე და ნუკრის არ მოკლავენო. მოვიხსენი ტანსაცმელში გამოკრული ოქრო, ბრილიანტი, დოლარები, რუსული რუბლი...
ბიჭს ტანზე გახადეს და ძონძები მიუგდეს. მერე სადღაც გაიყვანეს... ავტეხე კივილი, - შვილო, ნუკრი, სადა ხარ-მეთქი. ამ დროს ვიღაც თმაში მწვდა და თავი კედელს მიმახეთქებინა. იქვე კოცონი ენთო, რომელზეც ქართველების ტანისამოსი იწვოდა, ეზო მკვდრებით იყო მოფენილი... შენობაში შემიყვანეს, დავინახე 30-მდე ტყვე იქვე იჯდა, დედაჩემი კუთხეში მიყუჟულიყო, ჩემს მეუღლეს სახე ჰქონდა დასისხლიანებული. ნუკრი ცალკე ოთახში ჰყავდათ მიწაზე გართხმული. ეს ყველაფერი ოდნავ შეღებული კარიდან დავინახე და შესვლა დავაპირე, მაგრამ იქ მყოფმა რუსმა კარი მოკეტა და ჩემი ოთხი თითიც შიგ მოიყოლია...
ძირითადად, "დაქირავებულები" და რუსები გვისწორდებოდნენ. არ დამავიწყდება ერთი ქერა ქალის სახე, რომელიც მეუბნებოდა, - შვილი ახლახან მომიკლესო და სასოწარკვეთილი ხელს იშვერდა, სადღაც იქ უნდა იყოს მისი ცხედარიო. 17 წლის ბიჭი მოუკლეს, კობა აბულაძე... აგრესიას უფრო ახალგაზრდების მიმართ ამჟღავნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ქართველებს წამებაში უნდა ამოგხდეთ სულიო.
მერე ყველა ტყვე ისევ ერთად შეგვკრიბეს და მიწაზე დაგვყარეს, ჩემი შვილი გვერდით მყავდა.
ამ დროს მეზობლის გოგონები შემოიყვანეს. ერთმა მამაკაცმა უბრძანა, - ახლავე გაიხადეთო. ქართულად ლაპარაკობდა, შიგადაშიგ მეგრულს ურევდა. გოგონების მშობლებიც იქვე იყვნენ და იმ არაკაცს ეხვეწებოდნენ, ჩვენს შვილებს ხელს ნუ ახლებ, ქართულიც გცოდნია და იქნებ დაგვინდოო. - ქართული კი ვიცი, მაგრამ ქართველი კი არა ვარო! - იუარა. ტირილ-ტირილით გაიხადა ერთ-ერთმა გოგომ, ჯერ უბრძანეს, შიშველს ეცეკვა, მერე დედ-მამის თვალწინ გააუპატიურეს. მეორესაც იგივე ბედი ეწია. ნუკრიმ მიმიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა, - არ უყუროო... მერე გარეთ გაგვიყვანეს. გასასვლელთან უამრავი გვამი ეყარა. ის შვილმოკლული ქერა ქალი ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა და ისე მოდიოდა. გვთხოვა, - აქ სადღაც ჩემი შვილის ცხედარი უნდა იყოს და არ დამანახვოთო. მართლაც ვიცანით მისი შვილი, ცალ მხარეს ავეფარეთ საცოდავ ქალს და ისე გამოვატარეთ. ცენტრალურ გზაზე გაგვიყვანეს. დასისხლიანებულებმა, შემოკონკილებმა გავაგრძელეთ გზა. რუსი ჟურნალისტი მოგვყვებოდა ვიდეოკამერით და ყველაფერს იღებდა. მივუბრუნდი და ვთხოვე: "ია დოჩკუ პატერიალა, პამაგი ბრატ, ესლი მოჟეშ!""ტებე დვა პულია პამოჟეტ!" - მოკლედ მომიჭრა "ჟურნალისტმა".
30 სექტემბრის დასაწვავი დღეც გათენდა. ჩემი შვილი თითქოს ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო, მითხრა, - დედა, ტანში ისეთ სიცივეს ვგრძნობ, გული მეუბნება, აქედან ვერ გავაღწევო. ეს სიკვდილამდე 5 წუთით ადრე იყო... - რას ჰქვია, მოგკლავენ, შენ ვინ მოგკლავს, დედიკო-მეთქი! - შევუძახე... უეცრად სატვირთო მანქანა შეჩერდა, გადმოხტა აფხაზი, რომელმაც ჩემი მეუღლე იცნო: "და ტი შტო, ვალერა! ტი პროტივ ნას ვაევალ, შტო ლი?!" - ჰკითხა ჩემს მეუღლეს. იმედი მომეცა, იქნებ ამ კაცმა გვიშველოს-მეთქი. ამ დროს კი ვიღაც ჟღალწვერიანმა ნუკრის ცხვირ-პირში მუშტი ჩასცხო. ფეხებში ჩავუვარდი აფხაზს, ვუთხარი, - ძმაო, ეს ჩემი შვილია, არ მომიკლა-მეთქი, ამ დროს კი ტყვია გავარდა... ნუკრი ჩაიკეცა, იმ მხეცმა ავტომატის ჯერით 9 ტყვია კიდევ დაახალა. 40-მდე არაქართველი უყურებდა ყველაფერს, ყველა სამარისებურად დუმდა. თითოეულს მივაშტერე მზერა... რუსი ჟურნალისტი ისევ კამერით იღებდა ყველაფერს. გადმოვაბრუნე ჩემი შვილის სხეული, მომეჩვენა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ჩავკიოდი, - დედა, ისუნთქე! ნუკრი, ისუნთქე!
მის ტუჩებს ტუჩები შევახე, ვიგრძენი, უკანასკნელად როგორ ამოისუნთქა და... თავის ქალა ჰქონდა ახდილი და რომ გადმოვაბრუნე, ცხვირის ხრტილები დაუცვივდა. აღარ მახსოვს, საიდან მოვიგლიჯე მარლის ნაჭერი, ხრტილები ავკრიფე და სასწრაფოდ გავახვიე... მერე ჩემი შვილის მკვლელს შევევედრე, - სტრელიაი ვ მენია ტოჟე, ბრატ, სტრელიაი! ჩემი შვილის მკვლელს "ბრატ" დავუძახე. მანაც დამიმიზნა ავტომატი და წამიერად ჩამიქროლა ტყვიამ წუილით. "არა, არ მოგკლავ, ბოლო წუთამდე სული ამ ტანჯვით უნდა ამოგხდეს!" - მკვლელი ამ სიტყვებით მომიახლოვდა, ჩემი შვილის თავის ქალაზე თავი დამადებინა, "ბატინკიანი" ფეხი დამაჭირა და პირი გამაღებინა, ცხედრის თავიდან ავტომატის "შტიკ-ნოჟით" თვალი ამოიღო და პირში ჩამიდო, - გადაყლაპეო! მერე აღარაფერი მახსოვს... ნახევრად შეშლილი დედა ვარ! ჩემი შვილის სიკვდილიდან ათიოდე წუთში ბედნიერიც კი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნუკრი ცოცხალი აღარ იყო! ის იქ დატრიალებულ უბედურებას აღარ უყურებდა! თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი! გონს რომ მოვედი, ჩემი ქმარიც ნაცემი და გონებადაკარგული, ნუკრის ცხედრის გვერდით ეგდო.
მე ისევ შვილს დავტრიალებდი. ჭკუიდან სანახევროდ შეშლილი სხეულიდან სისხლს ვწმენდდი და სახეზე ვისვამდი... ამ დროს თვალწინ მარიამ ღვთისმშობელი მედგა, რომელიც თავისი ნატანჯი შვილის სხეულს ასუფთავებდა... ჩემივე ხელით გავთხარე სამარე 15-ოდე სანტიმეტრის სიღრმეზე. შვილის ცხედარი ჩავფალი, მაგრამ იმხელა სხეული მიწით ბოლომდე ვეღარ დავფარე. ჭადრის ფოთლები დავაყარე და საიდანღაც მოთრეული მანქანის დისკი დავადე. მერე იქვე, შუა გზაზე გავწექი, გამვლელ-გამომვლელს ვთხოვდი, მომკალით, ამ ტანჯვისგან გამათავისუფლეთ-მეთქი, მაგრამ საშველი არ იყო. პირიქით, ხელი დამავლეს და გზის პირას ჭასთან მიმათრიეს, წყალში ჩამახედეს, სადაც საკუთარი სახის ანარეკლი დავინახე... მითხრეს, ახლა ნახავ, ქართველები რა აკრობატულ ნომრებს შეასრულებენო... ჩემ თვალწინ დაახლოებით შვიდი ახალგაზრდა, ერთი კი მოხუცებული ჩააგდეს ამ ჭაში, მათი შეკივლების ხმა მესმოდა... ჩააგდებდნენ და ჩამახედებდნენ... მერე კი რაღაც ტანკი თუ ბე-ტე-ერი დააჯახეს ამ ჭას და ნანგრევებმა წყლის ზედაპირი გადაფარა. მე, სიკვდილმონატრებული კი ისევ იქვე მიმაგდეს.
მერე გადარჩენილი ტყვეები რომელიღაც შენობაში შეგვყარეს ერთად, სადაც დიდხანს ვიყავით გამოკეტილები. შვილის სიკვდილი არ მაკმარეს და ფიზიკურად დამიწყეს წამება. მავთულით ჭერზე რაღაც რკინის ღერძზე ჩამომკიდეს, ფეხებში ცეცხლი შემინთეს... ის იყო ფეხები დამეტრუსა, დაძონძილ ტანსაცმელზე ცეცხლი მომედო და ცოცხლად უნდა დავმწვარიყავი, ვიღაცამ თქვა, - იქნებ ვინმემ მასში ფული გადაიხადოსო და... ესროლეს ტყვია იმ რკინის ღერძს, სადაც მავთულით ვიყავი მიბმული. ბოლოს წყვდიადით მოცულ ოთახში სხვა ნაწამებ ტყვეებთან ერთად შემაგდეს და განაცხადეს, ხვალ ამათში ფულს თუ არავინ გადაიხდის, ყველანი ერთად გამოვწვათო. იმ ღამით ჩემმა მეუღლემ თქვა, როგორღაც აქედან უნდა გავაღწიოთო.
- ჩვენს სიცოცხლეს რა აზრი აქვს-მეთქი, - ამოვიკვნესე...
- იქნებ ჩვენი გოგო მაინც იყოს ცოცხალიო! - მიპასუხა...
არ ვიცი, რა ძალა მიეცა ამ ნაწამებ კაცს, რომ ფანჯრის გისოსების გადაგრეხა დაიწყო... მოკლედ, გამოპარვა შევძელით...

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
...და ყველაფერი ამის შEმდეგ მოლაპარაკება და შერიგებაო ეეხხხხ ის ქართველები აღარ ვართ რაც დავითის და თამარის დროს ვიყავით........:(

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
მსოფლიო მოვიარე და მსგავსი არაფერი მინახავს"

რამდენიმე დღის წინ დედამიწის ველოსიპედით დამლაშქრავ ჯუმბერ ლეჟავას ვეწვიე. უნდა გვესაუბრა, როგორ გადასცა აშშ-ის დემოკრატიის ინსტიტუტმა წლის ადამიანის წოდება. რა დროს ეგ არის, მოდი, გაჩვენო, სად ვცხოვრობო...
ღიად დარჩენილი ლიფტის უჯრედის დანახვაზე ვიფიქრე, ალბათ, ბინის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და კაბინებიც დამონტაჟებული არ არის-მეთქი. თურმე, არნახული ექსკურსია ჯერ კიდევ წინ მქონდა...
მაშ ასე, "ექსკურსიამძღოლი" ჯუმბერ ლეჟავა გიამბობთ:

- ეს 16-სართულიანი სახლი აგლაძისა და ელიავას ქუჩების კუთხეში დგას. იმის გამო, რომ ჯერ ექსპლუატაციაში არ გადაუციათ, მისამართი არა აქვს. უცხოეთიდან მირეკავენ და ამანათის ან წერილის გამოსაგზავნად მისამართს მთხოვენ, ვეუბნები, უმისამართო სახლში ვცხოვრობ-მეთქი და არ სჯერათ. რომ ჩამოდიან, ყველა აქ მომყავს, ეს რა ვნახეთო, გიჟდებიან მრავლისმნახველი მოგზაურები...
მიუხედავად იმისა, რომ სახლს ორსართულიანი გარაჟი აქვს, აქაურებს ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი არა გვაქვს. ზედა გარაჟის უმეტესი ნაწილი მაღაზიებად არის გადაკეთებული, ნაწილიც თანამშრომლებს ტუალეტად უქცევიათ. მიწისქვეშა გარაჟს კიდევ ჩასასვლელი არ აქვს.
- ნახე, რას ჰგავს აქაურობა (ბატონ ჯუმბერს მიპატიჟებაზე უარს ვერ ვეუბნები და ცხვირზე ხელმოჭერილი და ფეხის წვერებზე შემდგარი ჩავდივარ გარაჟში. ნეტავ უარი მეთქვა. - ე.ლ.). იძულებული ვარ, ჩემი ავტომობილი ბინიდან შორს დავაყენო, თუ გავბედე და მაღაზიების წინ გავჩერდი, ერთ ამბავს მაწევენ, წინ რად ჩამოგვიდექიო. მოკლედ, გარაჟი გვაქვს და არცა გვაქვს. ყველას ეშინია ხმის ამოღების და ვსხედვართ ყელამდე ნაგავში. მაღაზიები ისე მიაშენეს, რომ ტროტუარიც კი გადაკეტეს, ამიტომაც სახლს გვერდი რომ აუარო, მანქანის სავალ ნაწილზე უნდა გადახვიდე. პირველ სართულზე თითქმის ყველა ბინა გაყიდულია და კერძო ოფისებია გახსნილი. სადარბაზო ისე გადააკეთეს, რომ ერთ მობინადრეს ბინაში შესასვლელი ჩაუკეტეს. ახლა ის უცხოეთშია, მაინტერესებს, რომ დაბრუნდება, როგორ შევა სახლში?!
ახლა ზემოთ ავიდეთ. ხედავთ ამ ლიფტის უჯრედებს? 16-ივე სართულზე ღიაა. თუ ღმერთი გაგიწყრა და შეზარხოშებულს დაგავიწყდა, სად ცხოვრობ, შეიძლება გადაიჩეხო. თუმცა, ნუ გეშინიათ, არაფერს დაიშავებთ, ორი სართულის სიმაღლეზე ამოვსებულ ნაგვის გროვაზე რბილად დაეშვებით. უსიამოვნო სუნი კი შეგაწუხებთ, მაგრამ უნდა აიტანოთ, მთავარია, გადარჩებით. წინდახედულებმა ჭკუა იხმარეს და ლიფტის უჯრედი საწოლის რკინის თავებით გადაღობეს.
მაღაზიების მფლობელები კედლებს თვითნებურად თხრიან. სხვა თუ არ ებრალებათ, ერთ დღესაც მთელი 16 სართული თავზე რომ დაემხოთ, სად მიდიან მერე?
ბატონი ჯუმბერი მსახიობ ზაზა კოლელიშვილის ბინაში მიმიძღვება. იქ კი იხსენებენ, როგორ გადაჰყვა ამ სახლზე ნერვიულობას მათი მეზობელი დოდო სალაყაია. მანამდე კი მის მეუღლეს ინფარქტი მოსვლია და რომ არა კოლელიშვილების ჯანიანი სტუმრები, ავადმყოფს მე-14 სართულიდან ვერავინ ჩაიყვანდა.
აუტანელი პირობების გამო ბინებში ხალხი საცხოვრებლად ვერ შედის. კიბეზე მეთხუთმეტე სართულზე ამავალი ცნობილი მოჭადრაკის, ბატონი ბუხუტი გურგენიძის შვილიშვილი შეგვხვდა, ქალი ფეხმძიმედაა და ყოველდღე უწევს დამქანცველ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.
- მეთექვსმეტე სართულზე ჭერი დაზიანებულია და წვიმა ჩვენთანაც ჩამოდის. მესამე შვილს ველოდებით და ბინის დასაქირავებელი საშუალება არა გვაქვს, თორემ აქ რა გაგვაჩერებდა.
- ეს ის ბინებია, მერიამ რომ დამადლებულად და თანაც საჩუქრად გადმოგვცა, - ექსკურსიას აგრძელებს ჯუმბერ ლეჟავა და ქვემოთ ჩასულს მორიგ "სასწაულს" მაჩვენებს, - ნაჩუქარს კბილი კი არ გაესინჯება, მაგრამ ასეთ საჩუქარს რა თავში ვიხლი, არ ვიცი, როდის აღმოვჩნდები ნანგრევებქვეშ. მეორე და მესამე სართულის მიჯნაზე საყრდენი ბოძი გამოიზნიქა. მშენებლებმა გამოწეული არმატურა მოჭრეს და ჰაერში გამოკიდებული სახლის ერთი მხარე სწრაფადვე "გაასწორეს" - რკინის ნაჭერი "ჩააკერეს". მერწმუნეთ, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს.
თბილისის მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსის, ზვიად კერვალიშვილის თქმით, თუ დადგინდება, რომ შენობა ავარიულია, მშენებელს სერიოზული პრობლემა შეექმნება. ავარიულობის დასადგენად მოსახლეობამ სპეციალურ ორგანიზაციას უნდა მიმართოს. მანამდე კი მშენებელს - კომპანია "საძირკველს" სპეციალური ვადა აქვს მიცემული, რომ შენობა პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რათა მოხდეს მისი ლეგალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი ჯარიმა დაეკისრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
თურმე, სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი!"
(გაგრზელება]

ტყვეობიდან თავდახსნილები ისევ გზაზე მივდიოდით. არ ვიცი, ძალა გვემატებოდა თუ რა იყო... ნახევრად დამწვარი, შიშველი ფეხებით წინ მივიწევდით და ჩავაღწიეთ ოჩამჩირემდე. იქ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიჭირა, ქალებმაც კი გვცემეს. სამხედრო შტაბთან მივედი, დამწვარი ტანკი დავინახე. ვთქვი, - შეიძლება ჩემი გოგო რომ იჯდა, ეს ის ტანკია-მეთქი! დავუწყე თავის ხეთქება. მიცნეს აფხაზებმა და დამცინეს, - ახლა მოვა სოხუმი-თბილისის "იკარუსი" და ინგირამდე მიგიყვანსო... ერთ-ერთმა მათგანმა დამიცვა, - ცოცხალ-მკვდარია ქალი და რა ეხუმრებაო. მოკლედ, იჩხუბეს. გზა გადავჭერით და თაგილონამდე მივაღწიეთ. გალში წყალსა და ტალახში ძლივს მიმათრევდა ჩემი მეუღლე. რამ გადამარჩინა, არ ვიცი! თაგილონში აფხაზებმა ისევ დაგვიჭირეს. ერთ-ერთმა მიცნო, რადგანაც ის აღმოჩნდა, ვისაც თავიდან ფული, ოქრო და ბრილიანტი მივეცი. - სად არის შენი შვილიო? - მკითხა. დახვრიტეს-მეთქი, ვუპასუხე გამწარებულმა. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, ცხვირ-პირში ისევ ჩაარტყა იმ აფხაზმა ჩემს მეუღლეს და მიაძახა, - მეტიც გეკუთვნითო. მოულოდნელად მეორე აფხაზმა შეაჩერა, - ამათ თავი დაანებე, აქ შენი "უჩასტკა" არ არისო. რომელიღაც ფარდულში ჩაგვკეტეს.
ღამით ერთი აფხაზი შემოვიდა, იკითხა, - საჭმელს ვინ გაგვიკეთებსო? - მე გაგიკეთებთო! - უთხრა დედაჩემმა და მათ გაჰყვა. ვიფიქრე, ცოცხალი აღარ დაბრუნდება-მეთქი, მაგრამ დაბრუნდა, თანაც საჭმელი ჩვენც შემოგვთავაზეს. აფხაზმა ჩემს ქმარს არაყი მიაწოდა და უთხრა, 30 სექტემბერს (ე.ი. ჩემი შვილის მკვლელობის დღეს) არძინბას დაბადების დღე იყო და მისი სადღეგრძელო დალიეო. ვალერიმ არ დალია. - ჭრილობებზე დაისხი მაინც! - ურჩია აფხაზმა და გავიდა... ცოტა ხანში მეორე აფხაზიც შემოვიდა, თურმე ვიღაცებს ვალერი უცნიათ და სიგარეტი შემოუგზავნეს. აკანკალებული ხელით უკუღმა ჩაიდო პირში ანთებული სიგარეტი... 15-20 წუთის შემდეგ კარი კვლავ გაიღო და გვიბრძანეს, გამოდითო. - მოსაკლავად მიგყავართ? - იკითხა ვალერიმ. პასუხი არავის გაუცია. გარეთ რომ გავედით, აფხაზები დაქირავებულებთან და რუსებთან ფეხბურთს თამაშობდნენ, წამით შეჩერდნენ, გამოგვხედეს და არხეინად იკითხეს: "ეი, ნა რასტრელ შტო ლი?" ვინც გაგვიყვანა, მას არაფერი უპასუხია, ჩვენ კი ჩუმად გვითხრა, - აფხაზი ვარ, მაგრამ დედა ქართველი მყავს. იარაღი კი მიჭირავს, მაგრამ არავინ მომიკლავს. ახლა ინგირის ხიდზე გადაგიყვანთ, მდინარის გადალახვა მოგიწევთ, აქედან ტყვიებს გავისვრი იმის ნიშნად, რომ მეორე მხრიდან არ გესროლონ.
ასეც მოხდა. შევედით მდინარეში, რომელიც სამ შტოდ იყოფოდა. სროლა დაიწყეს, თუმცა ჩვენმა გამცილებელმაც გაისროლა ნიშნად იმისა, რომ მეორე მხრიდან სროლა შეწყვეტილიყო. საკმაოდ ღრმა წყალი იყო, მუჭით მარლის ნაჭერში გახვეული შვილის ცხვირის ხრტილები მომქონდა და წყალს რომ არ წაერთმია, ხელი მაღლა მქონდა აწეული. თითქოს რაღაც ძალამ ამომაგდო წყლის ზედაპირზე და ბოლოს, მდინარის მეორე მხარეს ქვიშიან ნაპირზე აღმოვჩნდი. ასე გადავედით ზუგდიდის ტერიტორიაზე. მარლაში გამოკრული "უკანასკნელი სახსოვარი" 9 წელი მქონდა სახლში შენახული. რამდენჯერმე ვიფიქრე, - გავხსნი, დავხედავ, დავიტირებ-მეთქი... ერთხელაც, ოდნავ რომ შევხსენი, პაწია ბალახი დავინახე. ეტყობა, როცა მიწიდან ავკრიფე, ბალახიც მაშინ აჰყვა... ამის შემხედვარე ცუდად გავხდი. არ გავაფრინო-მეთქი, - გავიფიქრე და ცხვირსახოცი ისევ შევკარი. აფხაზეთის ომიდან 9 წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. თამაზ ნადარეიშვილი მოვიდა და მთხოვა, ეს ნაწილები საფლავში მეუღლისთვის ჩამეყოლებინა. მან დამიყოლია და დაკრძალვამდე მეუღლის პიჯაკის ჯიბეში ჩავდე ამდენი ხნის სათუთად შენახული ცხვირსახოცი...

- ახლა რა მდგომარეობაშია თქვენი შვილის საფლავი?
- როგორც უკვე გითხარით, ის კინდღში იყო დასაფლავებული. ისიც ხომ ვთქვი, ჩემს წამებას რუსი ჟურნალისტი იღებდა-მეთქი... რაღაც კადრები უჩვენებიათ რუსული არხებით შემდეგი კომენტარით: "ვოტ შტო ნატვორილი გრუზინი..." ე.ი. სიუჟეტი ისე "გააკეთეს", ვითომ მე აფხაზი დედა ვიყავი და ქართველებმა შვილი მომიკლეს. მოკლედ, ამ კადრების ნახვის შემდეგ ჩვენი სოხუმელი მეზობლები, აფხაზი მეგობრები ჩვენ შუამავლების მეშვეობით დაგვიკავშირდნენ.
გვირეკავდნენ და თავადაც ტიროდნენ, - ამ ბიჭს ხელი როგორ ახლესო?! ნუკრი სოხუმის რუსულენოვან, 134-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ჩემი თხოვნით მისმა აფხაზმა მეგობრებმა კინდღიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეს სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს, ახლობელ აფხაზს თბილისიდან სოხუმში საფლავის ქვაც გავატანე. მანვე წაიღო ჩემი გამომცხვარი ხაჭაპურები, ნაკურთხი ღვინო, სიგარეტი "ქემელი" და "სნიკერსი", ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ჩემს შვილს უყვარდა. აფხაზებმა ნუკრის საფლავზე გადაღებული კადრები მოგვაწოდეს, სადაც ისიც ჩანს, სიგარეტს როგორ უნთებენ, მისი ხსოვნის სადღეგრძელოს როგორ სვამენ, როგორ უვლიან საფლავს... ამ კადრებმა გული ამომიქაჩა... ეს არის ის, რაც დღეს მაცოცხლებს.

- ქართულ მხარეს თუ აქვს თქვენი წამების კადრები, სადაც თქვენი შვილის მკვლელობაცაა ასახული?
- თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა ეს კადრები ხელთ ანატოლი სობჩაკის მეშვეობით ჩაიგდო, თუმცა მასალა გაასაიდუმლოეს. ბალუაშვილს ჩემზე უთქვამს, ეს რომ იმ ქალს აჩვენოთ, ჩათვალეთ, ხელში ჩაგაკვდებათო. სხვათა შორის, ჩვენივე თხოვნით, აფხაზებმა კიდევ ერთი ვიდეოკასეტა გამოგვიგზავნეს, სადაც ჩანს, ჩემი შვილი როგორი გახარებული გარბის მეზობლის ქორწილში... ჩემს ქმარს სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ გაუსკდა გული...

- რამდენადაც ვიცი, თქვენს ტრაგედიაზე ანდრეი ნეკრასოვი ფილმს ამზადებდა... იყო თუ არა ამ ფილმის პრეზენტაცია?
- ჯერ არ ყოფილა. ნეკრასოვი შარშან, 5 აგვისტოს მესტუმრა და ჩამწერა. 3 საათის განმავლობაში ვლაპარაკობდი. ჟურნალისტმა გამაფრთხილა, - მე მიყურე და ისე ილაპარაკეო. თვითონ მხოლოდ მისმენდა. ჩაწერა როცა დასრულდა, მითხრა, - სად არ ვყოფილვარ და მსგავსი ტრაგედია არსად მომისმენიაო. ოპერატორმა კი შესჩივლა, ამ გადაღებიდან ერთი კვირა ვერ ვიმუშავებ, კაცად აღარ ვვარგივარო... შესანიშნავი პიროვნება ანდრეი ნეკრასოვი დამპირდა, სულ მემახსოვრებით და არასდროს დაგკარგავთო... შარშან, 30 სექტემბერს, ჩემი შვილის სულის ხსენების დღეს, დამირეკა კიდეც და მომიკითხა... 2008 წლის აგვისტოში კი მისი ჩამოსვლიდან ორიოდე დღეში, ახალი ომი დაიწყო და ნეკრასოვი ახალი მასალების შეგროვებას შეუდგა...
რამდენადაც ვიცი, მან სააკაშვილს ვიდეოკასეტა გადასცა და ძალიან მაინტერესებს, იქ ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებული კადრები თუ არის. ნეკრასოვის განსაკუთრებული ინტერესი კი იმან გამოიწვია, რომ აფხაზები ჩემი შვილის საფლავს ასე უვლიან... რამდენადაც ვიცი, ფილმი რამდენიმე ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი.

- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზებისა და ოსებისთვის კარი ღია დატოვეთო... თქვენ კი ამხელა ტრაგედია გადაიტანეთ და როგორც ვხედავ, კარი მაინც ღია გაქვთ დატოვებული...
- როგორ შეიძლება, ჩემი შვილის მეგობრები არ მიყვარდეს... თანაც, ჩვენ იქ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან ნათესაობა გვაკავშირებდა, ერთმანეთის ნათელ-მირონები, რძლები ვიყავით... დედამთილი აფხაზი მყავდა! ერთმანეთს ჭირ-ვარამში გვერდით ვედექით. ახლაც, როცა ჩემი აფხაზი მეგობრებისა და ახლობლების ოჯახებში ვრეკავ, მეუბნებიან: "ტიოტია ნაირა, ეტა ტი? პოჟალუსტა ნე ლაჟი ტრუპკუ!" ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის კარი ღია გვაქვს დატოვებული...
იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩემისთანა გამწარებული დედები აფხაზებთან სალაპარაკოდ გამოიყენოს... განა ჩვენ, შვილმკვდარი დედები ერთმანეთს უკეთ არ გავუგებთ?! ეს იყო ომი... ომები კი სხვისი ქონების, მიწის, სიმდიდრის, გავლენისა და ძალაუფლების მომხვეჭელებს სჭირდებათ... ასეთ ომებს უბრალო ხალხი ეწირება. ქვეყნად სამართლიანობა ყოველთვის რომ იმარჯვებდეს, ომები საერთოდ აღარ იქნებოდა. პუტინი როცა ჩავიდა სოხუმში და აფხაზთა ხსოვნის მემორიალს პატივი მიაგო, იქ დაღუპული შვილების დედები ამაყად იდგნენ. მათ მინდა მივმართო, თუ თქვენი შვილები არიან გმირები, ჩემმა რა დააშავა?! ის რისთვის მომიკლეს?! ნუკრი გერგედავას სხეულის ნაწილი აფხაზეთში დარჩა, ნაწილი მამასთან ერთად არის დაკრძალული და თითქოს შეერთებას ითხოვს. იქნებ ჩემი ტკივილი აფხაზეთის შვილმკვდარმა დედებმაც გაიზიარონ ისევე, როგორც მე - მათი... აი, ეს არის კარი, რომელიც ღია დავტოვეთ...
p.s. "ვეფხისა და მოყმის" ქვეყანაში დედები სხვების მკვდარ შვილებსაც დასტირიან... 2005 წლის 6 აპრილს, აღდგომის წინადღეს, ნუკრი გერგედავას ცხედარი აფხაზებმა სოფელ ვარჩეში გადაასვენეს... სადაც ალბათ კიდევ უამრავი ქართველისა და აფხაზის სისხლია დანთხეული... ამ შემთხვევაში ეროვნებას მართლაც არა აქვს მნიშვნელობა... მით უმეტეს, თუ სამართლიანობისა და ძმობის კარი ღია გვაქვს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
არნო ხიდირბეგიშვილი: ერევანში ქართველებმა “ქართვლის დედა” პედერასტად გამოაცხადეს და ჯოჯოხეთში გაუშვეს!

ძვირფასო მკითხველო! უპირველესად, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ და ვაღიარო, რომ მე, როგორც ქართველს, ამ სტრიქონების წერა მიმძიმდა, მრცხვენოდა და ზიზღს მგვრიდა...
დახედეთ #1 ფოტოს: თქვენ წინაშეა არა პათოლოგიური დეგენერატის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, არამედ - საქართველო-სომხეთის თანამშრომლობისა, რომელმაც ერევნელ მაყურებელში ბობოქარი წარმატება მოიპოვა - ვ. ა. მოცარტის ოპერის “დონ ჟუანის” თანამედროვე დადგმის ბოლო სცენა ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის ნაციონალურ საოპერო თეატრში, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის 30 ივლისს შედგა.
ერევნელებისა და ქართველი სტუმრების წინაშე კომანდორის როლში “ქართვლის დედა” წარდგა (ქანდაკება, რომელიც თბილისის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც ქართველი ხალხის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და დიდი ხა­ნია, გვევლინება საქართველოს ერთ-ერთ ეროვნულ სი მბოლოდ!), რომელიც ფინალში რაკეტად იქცა (?!), ჯოჯოხეთში გაფრინდა (!) მუცელში ემბრიონით - ცოდვიანი სიყვარულის ნაყოფით (?!)...

კითხვა: რა უნდა ეგრძნო ჭეშმარიტ ქართველს (რომლისთვისაც დღემდე უდიდესი შეურაცხყოფაა დედის შეგინება!), როცა ქართველი ქალის სიმბოლო - დედის, მეუღლის, დის - წარმოდგენილია ან დაბადებით ტრანსსექსუალად, ან მტკიცე ტრანსგენდერ-შიმეილად, ანდა სქესშეცვლილ ჰომოსექსუალად, რომელიც სხვა პედერასტისგან დაფეხმძიმდა?! რა სქესისა და სექსუალური ორიენტაციისანი იყვნენ ერევნის ოპერის დარბაზში პრემიერაზე დამსწრე სტუმრები საქართველოდან?! და რატომ უკრავდნენ ტაშს, როცა საქართველო, საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოს სახით, ჯოჯოხეთში ჩაინთქა (რამაც წარმოუდგენლად გაახარა სომხები...)?!
აქვე დავაზუსტებ: არა, ეს არ არის “ჯავაკჰებისა” და “ვირქების” მორიგი ოინი, რომლებიც ჯავაკჰის ავტონომიას ითხოვენ, ან სომხეთის პრეზიდენტის იდეა, რომელიც რეკომენდაციას გვაძლევს - სომხურ ენას რეგიონულის სტატუსი მივანიჭოთ და საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესია დავარეგისტრიროთ, ანდა სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ფანტაზიები, რომლებიც სომხური ეკლესიებისა და სხვა რელიგიური, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დაბრუნებას ითხოვენ!

სამწუხაროდ, ეს სირცხვილი და თავისმოჭრა ჩვენივე უღირსი თანამემამულეების, ეროვნებითა და წარმოშობის ფაქტით ქართველების: დამდგმელი რეჟისორის, მხატვარ-გამფორმებლის და კოსტუმების მხატვრის - ინგა გაჩეჩილაძის, მისი “შემოქმედებითი ჩანაფიქრით” მოხიბლული კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას (როგორც ამბობენ, წარსულში ერთ-ერთი თბილისური ბანდფორმირების წევრის) და მათი ღირსეული კოლეგების ნახელავია (და მერე გვიკვირს, რომ სომხები ითხოვენ ავტონომიას, ეკლესიებს, ტერიტორიებს!)...
საქმე ისაა, რომ ოპერის ერთობლივი ქართულ-სომხური დადგმის იდეა ქართულ მხარეს ეკუთვნის: ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვისა და სომხეთის კულტურის სამინისტროს შეთანხმებას საქართველოში ყველასათვის უცნობი ქართული ფონდის “რედ ლებისა” (?!) და ერევნის საოპერო თეატრის ხელშეწყობით, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ იტვირთა დადგმა, რეჟისურა, სცენოგრაფია და გაფორმება (დეკორაცია, ბუტაფორია), ხოლო სომხურმა - მუსიკალური ნაწილი: მთელი შემოქმედებითი შემადგენლობა (მომღერლები, ორკესტრი, დირიჟორი).
“დონ ჟუანის” ქართულ-სომხური ავადგარდული დადგმით შეჯამდა საქართველოს კულტურული სეზონი სომხეთში. ახლა კი წარმოდგენას ინიციატორი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში გასტროლებისას აჩვენებენ. და თუმცა სომხეთის კულტურის სამინისტრო, დაუსახელებელი წყაროს ცნობით, “ძალიან კმაყოფილია გარკვეული რისკის შემცველი ამ ექსპერიმენტით”, უცნობია, როგორ შეხვდებიან ამ ექსკრემენტს თბილისში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფასადს იმავე საზიზღარი აფიშით დაამშვენებენ, რომელიც ერევანში იყო გამოკრული: ქალის ტორსში ნარნარად გარდამავალი მამაკაცის გაჩაჩხული ფეხები, რომელთა ქვეშ ვარდისფერი მოწყვეტილი ნაყოფის, ანუ ცოდვიანი სიყვარულის ნაყოფის გროვაა!..
(იხ. ფოტო #2).
მინდა, წინასწარ გავაფრთხილო ამ გასტროლების ორგანიზატორები: საბედნიეროდ, გორგასლის მიწაზე კიდევ დარჩნენ ნამდვილი მამაკაცები, ამიტომ ეს ნომერი თბილისში არ გაუვათ!
ახლა კი - ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი “ნაყოფი”, ოღონდ ამჯერად ქართულ-რუსული თანამშრომლობისა: მიმდინარე წლის აგვისტოში ოსლოში გაიმართა სილამაზის მეხუთე კონკურსი ევროპელ ჰომოსექსუალისტთა შორის - “მისტერ გეი-ევროპა - 2009”, რომელზეც პირველი ადგილი ერთხმად მიენიჭა რუსეთის სახელით გამოსულ კონკურსანტს, მოსკოვში მცხოვრებ 24 წლის ქართველს - დავით ბარამიას! (იხ. ფოტო #3,4) დათო სცენაზე ჯვრიანი ანგელოზის სახით, ცისფერი შუქით გასხივოსნებული წარდგა, შემდეგ კი საჯდომის ენერგიული ქნევით ფრთები და შარვალი შემოიძარცვა და აღფრთოვანებულ მაყურებელს ეშმაკის კუდით დამშვენებული შიშველი უკანალი უჩვენა!.. თუ თავს ძალას დაატანთ და ინტერნეტპორტალ “გეი-კავკაზ”-ზე (?!) შეხვალთ, შეიტყობთ, რომ “ამ ალეგორიამ იმდენად მოხიბლა გარყვნილი მაყურებელი, რომ მზად იყვნენ, დავითი პირდაპირ სცენაზე გაეუპატიურებინათ! თუმცა კულისებში ამას, ალბათ, მაინც ვერ ასცდა... და ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოხატავს მადლიერებას ბარამია თავისი მფარველებისადმი (თუმცა რა არის აქ გაუგებარი - ნატურით! - ა.ხ.), მისთვის გამარჯვების მომტანი სანახაობრივი ნომერი ხომ მოსკოვში, ცნობილი არტისტების მონაწილეობით მომზადდა, რომელთა შორისაც ალექსანდრე პესკოვსა და ნიკოლაი ბასკოვს ასახელებენ”.
დათიკოს “ტკბილი” გამარჯვება ქართველი გეების სიამაყის საგანია, რომლებმაც მას წლის ქართველი უწოდეს და გამოაქვეყნეს ულტიმატუმი, რომელშიც გეი-პატრიოტებმა ყველას აუკრძალეს, დავითისთვის რუსი ეწოდებინათ! (ქართველი გეების, ლესბოსელების, პედერასტების, ბი და ტრანსსექსუალების, მათი მსგავსი უწმინდურების მრავალრიცხოვანი ინტერნეტსაიტების ხილვისას (იხ. ფოტო #5) დარწმუნდებით, რომ საქართველო უკვე მთელ პლანეტას უსწრებს არა მარტო ეკონომიკური განვითარების ტემპებით...)

მინდა, შევახსენო საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას აპირებენ:
- რომ ჯერ კიდევ 1933 წელს ოგპუ-ს საიდუმლო მოხსენებებში ი. ბ. სტალინისადმი ლაპარაკია გეიტექნოლოგიური დაჯგუფებების წევრთა დაპატიმრებებზე, რომლებიც ქმნიდნენ “სალონების, კერების, საროსკიპოების, ჯგუფებისა და პედერასტთა სხვა ორგანიზებულ ფორმირებათა ქსელებს, რათა ეს გაერთიანებები სამომავლოდ ჯაშუშურ ბირთვებად ექციათ... პედერასტები სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების, წითელარმიელების, წითელფლოტელებისა და ცალკეული სტუდენტების გარყვნითა და გადაბირებით იყვნენ დაკავებული”. ამიტომ 1934 წლის მარტში ამოქმედდა სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც, მამათმავლობა (პედერასტია) სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდებო­და სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკაში: რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის #121 მუხლი ითვალისწინებდა სასჯელს მამაკაცთა ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირისთვის ვადით 5 წლამდე (იხ. ფოტო #6 – ჰომოსექსუალიზმათან ბრძოლის სააგიტაციო პლაკატი);
- რომ ჰომოსექსუალიზმსა და გეი-ტექნოლოგიებს ებრძოდნენ არა მხოლოდ სსრ კავშირში, არამედ ჩვენ მიერ აგრერიგად გაღმერთებულ ამერიკაშიც: 1950-იანი წლების დასაწყისში, “ცივი ომის” ხანაში, შეიქმნა ახალი იდეოლოგიური მიმდინარეობა - მაკარტიზმი - სახელმწიფო კამპანია სახელმწიფო ორგანოებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან კომუნისტებისა და ჯაშუშების განდევნის მიზნით. კამპანიას სათავეში ჩაუდგა სენატორი ვისკონსინის შტატიდან და სენატის საგამოძი­ებო კომისიის თავმჯდომარე დ. მაკარტი. აღნიშნული კომისია დაკავებული იყო აშშ-ის კონგრესში, მთვარობასა და არმიის უმაღლეს ჩინებში პედერასტების აღმოჩენით, დაკავებით, გამოაშკარავებითა და სამსახურიდან გათავისუფლებით. აშშ მთავრობის თვალსაზრისით, “კომუნისტები საგანგებოდ ახდენდნენ სექსუალური გარყვნილების პროპაგანდას აშშ ახალგაზრდობას შორის იმ მიზნით, რომ დაესუსტებინათ და მორალურად გაეხრწნათ ქვეყანა და ამით შეეფერხებინათ ტრადიციული ოჯახების შექმნა. ძალოვან სტრუქტურებში პოსტებზე მყოფი პედერასტები შეიძლება დააშანტაჟონ კომუნისტებმა, რის გამოც, ისინი იძულებული შეიქნებიან, გათქვან სახელმწიფო საიდუმლო” (!).

გაითვალისწინეთ ეს, საქართველოს პარლამენტის წევრებო, სანამ “ჯაშუშურ” კანონებს მიიღებდეთ! უმჯობესია, იფიქროთ კანონზე, რომელიც ქართველ საზოგადოებასა და სახელმწიფოს ჰომოსექსუალიზმის გავრცელების, მისი დამნერგავი გეი-ტექნოლოგიებისგან დაიცავს, რადგან ისინი ნოყიერ ნიადაგს უქმნიან სამშობლოს პოტენციურ მოღალატეებს, მართლმადიდებლური მრწამსისა და ქართველი ეთნოსის, კულტურისა და ისტორიის მტრებს; ძირს უთხრის ჩვენს ტრადიციულ ოჯახებს, რაც დამღუპველია მცირერიცხოვანი, მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე მდგარი საქართველოსთვის!
აიღეთ მაგალითი ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანური ქვეყნებისგან, სადაც უეჭველი სიკვდილისთვის აგზავნით ერის გენოფონდს - ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქართველ ჭაბუკებს: იქ, ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით, თავი ევროპელებად არ მოაქვთ და პედერასტიას მკვეთრად ნეგატიურად უდგებიან - პედერასტებს სასტიკად სჯიან, ხოლო დეგენერატი-პედერასტების სასჯელის მაქსიმალური ზომა სიკვდილით დასჯაა! ამ ქვეყნების რელიგია (ისლამი) სასტი­კად კრძალავს პედერასტიას (ისევე, როგორც ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია, რომელიც მამათმავლობას უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს!), ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნების მედიაში (რადიო, ტელევიზია, პრესა) ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა სრულებით არ არსებობს და ინტერნეტში მისი გამოვლინებაც მაქსიმალურად ლოკალიზებულია (ზემოჩამოთვლილი ქართული ინტერნეტსაიტებისა და ტელევიზიისგან განსხვავებით, მრავალრიცხოვანი თოქ-შოუთი ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რომ ეწევიან)!

მაგრამ საქართველოში არიან პედერასტთა თავგამოდებული დამცველები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ხრწნიან ჩვენს ახალგაზრდობას, ახდენენ ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას და გვინერგავენ, რომ ეს მანკიერება არაა, სამარცხვინო არაა, რომ ეს ნორმალურია და მუდამ იყო! დიახაც, ქართული მენტალობისთვის უცხო ჰომოსექსუალიზმი საქართველოში, შესაძლოა, ყოველთვის იყო, მაგრამ უწინ ეს გახრწნილება თავსლაფის დასხმად მიიჩნეოდა და სა­გულდაგულოდ იჩქმალებოდა! - აი, რა განსხვავებაა ჭეშმარიტი ქართველების მორალსა და გამყიდველი დერმოკრატების სიბილწეს შორის, რომლებსაც, გვარის გარდა, არაფერი ქართული არ გააჩნიათ!
მათ ვძულვართ ჩვენ, ბუნებრივი, ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალურ “სიყვარულს” არ ვაღიარებთ, ჩამორჩენილებად და წარსულის გადმონაშთებად გვთვლიან, ფაშისტებს გვიწოდებენ, სტალინის ძეგლის აღებას აპირებენ და გვემუქრებიან ახალი კანონის მიღებით, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებათა დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაგვაკისრებს!.. მიმოვიხედოთ - ჩვენ მათ ვიცნობთ: ესენი არიან გია ნოდია (კავკასიურ კვლევათა საერთაშორისო სკოლის რექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი!), დავით დარჩიაშვილი (საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოროსის ფონდის ქართული ფილიალის თავმჯდომარე!), გიგი თევზაძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი!) და მრავალი სხვა...

ამის მერე განა მართლები არიან ისინი, ვინც ჩვენს თავსდატეხილ ყველა უბედურებაში ხან პრეზიდენტ სააკაშვილს, ხან - ამერიკასა და რუსეთს, ხანაც – მეზობელ ქვეყნებს ადანაშაულებს, ვინც მარტო შესაფერის დროს ელის იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი წაგვგლიჯოს?! სააკაშვილი შეიძლება ბევრ რამეში დაამუნათო, მაგრამ განა მას თავისი ცნობილი დონჟუანობით შეიძლება მოსწონდეს ასეთი მდგომარეობა?! მაშ, საქართველოს პრეზიდენტი, ცალი ხელით რომ სპორტულ მოედნებს აშენებს, მეორე ხელით რატომ არ აღკვეთს ჰომოსექსუალური პროპაგანდის თარეშს?! მასაც ხომ ეზრდება შვილები, ის ხომ ტრადიციული ქართველი ოჯახიშვილია და სრულებით საფუძ­ვლიანად შეუძლია, წინაპრებით იამაყოს?!
იქნებ, ყველაფერში დამნაშავე ჩვენი მენტალობაა, რომლისთვისაც უცხოა ჰომოსექსუალიზმი, მაგრამ, სამწუხაროდ, უცხო არაა მიმიკრია და კონფორმიზმი?! ყოველთვის რატომ ვბაძავთ სხვებს? ამჯერად კი - ევროპელებს და თანაც - ყველაზე ცუდში?! განა ისინი უზრუნველ ცხოვრებას გვპირდებიან, საგარეო ვალს ჩამოგვაწერენ, დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ და საქართველოს აყვავებულ შვეიცარიად აქცევენ, ხოლო მოსამსახურედ მომუშავე ჩვენს ლამაზ გოგონებს სხვები დააკმაყოფილებენ?!
დაე, ყველამ, ვინც ჩემს ოპონირებას მოისურვებს, ჯერ უპასუხოს კითხვას: რას იზამს, თუ შეიტყობს, რომ მისი ვაჟი (ან ქალიშვილი) პედერასტად (ლესბოსელად) იქცა? ვინ მისცა უფლება ჰომოსექსუალისტებს, “ასწავლონ” ჩვენს შვილებს სასწავლო დაწესებულებებში და რით განსხვავდებიან ისინი ნარკორეალიზატორებისგან, რომლებიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებით ხრწნიან?!
მორჩა, გაგრძელება ჩემს ძალებს აღემატება, წავალ, ხელებს დავიბან...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
დესპანი