ამ დღეებში დავიწყებ ერთი ამერიკელი პროფესორის წიგნის თარგმანის გამოქვეყნებას, რომელიც წერს სისხლის ოთხივე ჯგუფის მიხედვით საკვების შერჩევას, ე.ი რა ბოსტნეული, ხილი, სასმელი: ჩაი, ნაყენი, ალკოჰოლი, გამაგრილებელი. თევზი ხორცი. რა არის კარგი ,რა საშუალო, და რა აკრძალული(ორგანიზმს უჭირს გადამუშავება)რაც იწვევს გასუქებას, ზოგჯერ გვგონია რომ ცოტას ვჭამთ და ვსუქდებით, რისი ბრალია და ა.შ მე პირადად ეს დიეტა არ დამიცავს, დაიცვა ჩემმა ქმარმა. სურათებს ვერ გამოვაქვეყნებ დიეტამდე და დიეტის შემდეგ, იმიტომ, რომ (ტავი მოჩრა)

მაგრამ გარწმუნებთ, შედეგი ძალიან კარგი იყო. ფაქტიურად დიეტა არ არის არის ერთი განსხვავებული ხედვა, ასევე დავარქმევ ამ ახალ თემას, მომწერეთ თქვენი მოსაზრება ამის შესახებ თუ გაინტერესებთ, დავჯდები და ვთარგმნი დავიწყებ 1 ჯგუფის სისხლით (დადებითი უარყოფითი) მერე გავაგრძელებ რიგის მიხედვით რა ახასიათებს ამ სისხლის ჯგუფს და ა.შ...
კარგი იქნება თუ რომელიმე დიეტოლოგი ან ჰემატოლოგი გამოგვეხმაურება ძალიან საინტერესო იქნება მათი მოსაზრება ამ თემის ირგვლივ!!
ჰო, რაც შეეხება ბარტ სიმპსონის სურათს შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ვერაფრით ვერ გამოვცვალე ავატარი, შემყავს საკუთარი და არ აყენებს ვცადე300 ნაირი სხვადასხვა ზომის, მაგრამ შენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ შენი სურათი არ ყენდება ძმაო რა გიყოო!!! მთლად უსურათოდ ხომ ვერ ვიქნები უსახელო უფლისციხელივით, როზა ამ სტატიას ვწერდი სიმპსონები გადიოდა ბერძნულად და ვნახე კიდევაც სურათი.