↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 133 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined30 Oct 2007
Posts53
კარმა51
OFFLINEPROFILE
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.

და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით
ერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.

და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.

მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.

"ვილიამ შექსპირი"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts72
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაიმე შენ გენაცვალე რა მაგარი თემაა. მე დღემდე არ მავიწყდება ჩემი პირველი სიყვარული.პირველ კურსზე ვიყავი ბელა რომ გავიცანი. უმაგრესი გოგო. იცით როგორ შემიყვარდა? რამდენჯერ მიტირია როცა ვერ ვნახულობდი ვერ დავთვლი. 6თვე ჩემი შეყვარებული იყო. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მაგრამ ცხოვრება თურმე სავსეა მოულოდნელობებით. ბაკურიანელია ბელა. დედამისი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ზინაიდა ბესტაევა. მაგრამ დამერწმუნეთ იმან რომ ბელა მდიდარი იყო ძალიან შემიშალა ხელი და ვფიქრობ ის რომ ჩვეულებრივი ოჯახიდან ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა არ გაწყდებოდა. მაგრამ მანამდე ივლისის ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ჩემმა ძმაკაცმა ბაკურიანიდან და მომოლოცა. გაბედნიერება. ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და აი რა მითხრა: ლადო იცი რომ შენი შეყვარებული გათხოვდა?და მე მეგონა რომ შენ გამოგყვა. მას მერე ჩემი ცხოვრებიდან ერთი თვე აღარ მახსოვს.დროდადრო მახსენდება ჩემი ძმაკაცების მწუხარე სახეები რომლებიც მეხვეწებოდნენ რომ სახლიდან გავსულიყავი,და აგარ დამელია მაგრამ მე უკვე ყველა ფეხებზე მეკიდა.ბელას გარდა. მოკლედ დეპრესია მქონდა საშინელი.მაგრამ შემდეგ სწავლა დავიწყე გავიცანი ნათია რომელიც ეხლა ჩემი ცოლია და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი ასე მოხდა რადგან ბელა თურმე ჩემი ბედი არ ყოფილა. მაპატიეთ რომ ასეთი არასასიამოვნო განწყობა სემოვიტანე მაგრამ არ მავიწყდება ის სიყვარული და რა ვქნა. მე დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ.მყავს მეუღლე და მოსიყვარულე სანათესაო და მშობლები. ხო კიდევ ბელას რაც შეეხება მას უკვე შვილიც ყავს და თავს ბედნიერად გრძნობს.ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. ასეა ზოგი ჭირი მარგებელია,ასე რომ არავინ არასოდეს არ იფიქროს რომ თუ პარტნიორი მიატოვებს ცხოვრება დამთავრდა.პირიქით!!! უმიზეზოდ არაფერი ხდება. :):):):):):):):):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფიქრად, რომ ვიქცე და
შემეძლოს შენში შემოჭრა,
ისე დაგღლიდი ვით დამღალეს
შენზე ფიქრებმა!!!!
(ავტორი:თეო მესტუმრე)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხან გულს ათასფრად მოაწვება შენზე ფიქრები..
თითქოს მეძახი, ან უბრალოდ მე მეჩვენება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ კი ცრემლები არ დაგდენია,ვერ გაუგებ ვინც ახლა ტირის.
თუკი არავინ მოგნატრებია,როგორ გაიგებფას მოლოდინის?
თუ ღამეები არ გითევია.ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის.
თუ სიყვარული არ გიგემია.ვსაც უყვარხარ არ გესმის იმის.
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია.ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის.
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,შენთვის უცხოა რასაც განვიცდი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღამის ორია. მშია.
ავდგები, ფეხს შეგახებ: აბა, თუ გძინავს.
ეგებ ერთ თეფშზე გავიყოთ სამი ლუკმა სიყვარული,
ნაშთი კი დილისთვის გადავინახოთ.

ხვალ ერთით მეტ პურს ვიყიდი,
ადრე ხომ ისე ვძღებოდით,
ნახევარიც ხელუხლებლად გვრჩებოდა –
გახსოვს, ასე მოვიჩვიეთ მტრედები.

მე ამაღამ მივფრინავ.
შენ კი დაიჟინე, რომ ჯერ მოსაცდელ დარბაზად,
მერე - ტრაპად,
მერე კი პილოტად იქცევი.
საბოლოოდ, მეორე ბილეთსაც აიღებ შენთვის.

ალბათ, ორ კვირაში ისევ ვიჩხუბებთ
ერთი ფანჯარა მაინც ჩატყდება,
ჩვენი სურათი კედლიდან ალბომისკენ გაიძურწება,
შენ კი ყურში სწვდები და ადგილზე დააბრუნებ.
შევრიგდებით.

დიდი ხანია, არაფერი ხდება ახალი –
სამი წელია, ასე მიყვარხარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი...
სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპივნიანო...
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა...
სინამდვილე ოკეანეში,
სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,
თავისუფლება ნიავს ამოეფარა,
სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური სხივში მიიმალა...
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო...
ბოლოს ლამაზი ბუჩქი დაინახა და შიგ დაიმალა...
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა...
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ტირილის ხმა გაიგონა.
სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეჭრა და დაბრმავებულიყო...
მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
"ხიდზე ვდგავარ და მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ...
მათხოვარი ვარ,
წინ ქუდივით მიგდია სული
ჩაყარეთ სითბო"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისე ზღაპრულად თეთრი,
როგორც პირველი თოვა,
მოვიდა ვიღაც ღმერთი და
სიყვარული მთხოვა

დამპირდა განა სიკვდილს,
დიდი სიცოცხლის შემდეგ,
დამპირდა ცისფერ დილას.
ჯერ დაუნახავ ფერებს.

და, რომ დამიგულა გვერდით,
ასე ლამაზი და მკაცრი,
გაუჩინარდა ღმერთი და
დამრჩა მხოლოდ კაცი.

როგორც ღრიალი ხვადის,
როგორც დაცემა მეხის,
ის ჩემს გულმკერდზე დადის
უზარმაზარი ფეხით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
"სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულს არა შურნ,სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის,არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებენ თავისას, არა განრისხნის, არა შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა,არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებს, ყოველნი ჰრწამნ,ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ, სიყვარული არსადა დავარდების"
პავლე მოციქული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ ლექსები... ისევ ვწერ ლექსებს... ვის ვუძღვნი? არ ვიცი...შენ? არა!ჩემს თავს.მე ხომ მხოლოდ ლექსები მშველის. საშინელებაა... რაა? სიყვარული,მძულს მთელი სულით რატომ? მას ჩემთვის ბედნიერება არასდროს მოაქვს. მაინც რა არის ეს სიყვარული? ჯოჯოხეთია...წითელი ფერებით,გულში ცეცხლით რომელიც ნელ-ნელა გჭამს,გაგანადგურებს.... ნუთუ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი როცა გიყვარს? ღმერთმა სიყვარულის გარდა კიდევ ხომ გვაჩუქა გრძნობები? უაზროდ ვწერ ხომ? ისევ რომანტიკა... ძირს რომანტიკა! რატომ? რომანტიკა მხოლოდ ოცნებაა.... ოცნება რომ არა რომანტიკა არ იქნებოდა, სასაცილოა... მე იდიოტი ვზივარ და შენთვის რაღაც უაზრობას ვწერ. დამცინი ხომ? სასაცილოა შეყვარებული კაცი! ხედავ...მიყვარხარ კიდეც! იცი?ბედნიერი ვარ... რატომ? შენ ხომ ეხლა მაინც იფიქრე ჩემზე :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
"ამ შუაგამეს შენ რომ მოხვიდოდე...და რომ მეტკოდე რამეს...ამ შუაგამეს შენი ხმის გამგონე... შევშლიდი თვით ამ ღამეს... ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... მხიარულებით ქალაქს... შენი შემხედვარე... შენი ხმის გამგონე... ჭკუას დავკარგავდი ალბათ... ეხლა რომ მოხვიდე??? ეხლა რომ დარეკო??? ეხლა რომ შემეხო წამით.. ალბათ ჩავიდენდი ყველა სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით....."

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Mar 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
"მე არ მითხოვია სენთვის აღსარება
ჩვენი განშორება არის განაჩენი,
მხოლოდ სიყვარული რჩება მოგონებად
რადგან სიცრუეა ყველა დანარჩენი.."

" მიტოვებული თეთრი ქაღალდი,
მკერდში უთქმელი ლექსის სიფიცხე,
კიდევ რამდენჯერ უნდა დაღამდეს?
ვიდრე სრულიად გადაგივიწყებ?
კიდევ რამდენჯერ შეიმოსება
ბუნების ნებით-ხეთა ჩონჩხები,
ვიდრე დავანგრევ ყველა ოცნებას,
მე შენს სიყვარულს ვიდრე მოვრჩები...
ვიდრე დავანგრევ ამ გარინდებას,
შევძლებ უშენოდ ქვეყნად სიარულს,
და მერე ვეტყვი მხოლოდ დიდებას,
ყველა დიდებას - ადამიანურს!!!!!!!!"

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 133 posts ] 
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები
დესპანი