*ერთი სოფლის ერთი ჩვეული ღამე*
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
-ხო მე რომ სადღეგრძელოს ვამბობ მაშინ უნდა ჩაქრეს შუქი-გააგრძელა ლაპარაკი დიმიტრიმ.
-ცოტა ნაკლები რომ გელაპარაკა ჩემო დიმიტრი, დალევასაც მოასწრებდი შუქის ჩაქრობამდე, და თუ კაცი ხარ გასწიე ეგ ჭიქა იქით, ჩემ და შენ პირს ვეღარ არჩევ?-გაცხარდა ილიკო
-დიმიტრი! შენს სკამზე დაჯექი ძამია, მე ნუ მიჯდები კალთაში, კაცი ვარ მეც და დალეული მაქ თან-ჩაიხითხითა ბუხუტიმ
-მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე- გამოსძახა ბუხუტის კუხნაში მოფუსფუსე მარგომ.
-ქალო დროზე მოიტანე ლამპა თუარა გაწმინდეს მაგიდა ამ ოხრებმა. ჩამოასხი ეგ ღვინო შალვა ბიძია-მიუბრუნდა სოფლის ვეტექიმს ბუხუტი.
-თუ კაცი ხარ ეგ ღვინო ჭიქაში დაასხი, ეგ ქათამი მკვდარია უკვე და მაგის გემოს მაინც ვერ გეიგებს და ნუ გვაჭმევ ამ აძმარებულ ქათამს, ძმრად ღვინოც გვეყოფა-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ვისააქ ბიჭო შენი დასაწუნი ღვინო-გაცეცხლდა მასპინძელი- თუ არ მოგწონს ნუ სვამ.
-გეიგეთ გუშინ ტარიელას ძაღლს ცუცა რო დოუკბენია?-დაძაბულობის განმუხტვა სცადა გერონტიმ-ამბობენ ცოფიანი იყოო.
-კი, ცოფიანი უნდა იყო ცუცასკენ რომ გეიწიო საკბენად, აბა ნორმალური მაგას გაეკარება?-გადაიხარხარა დიმიტრიმ
-ქალო მოგვიტანე ეგ ლამპა. ხო ხედავ არ აპირებს შუქი მოსვლას-შეევედრა ცოლს ბუხუტი.
\"სწავლა სინათლეა უსწავლელობა სიბნელე\"-ჩააბულბულა შალვამ.
-მასეა მაი ხომ? შენ რო ხარ ნასწავლი ექიმი იმიზა გაქ სახლი გადაბჟღვიალებული ხომ?-გასცინა ილიკომ.
-კაცო მე ვეტექიმი ვარ და არა ელექტროინჟინერი.
-რავა კაცო, ვინცხამ თქვა მაი ნასწავლი კაციო, ელექტროინჟინრებზე თქვა მარტო?-შეეკითხა ილიკო შალვას და თან საუბარი განაგრძო-სხვათაშორის პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და თქვა გამრავლდით ქართველებოო. ხოდა იმიტომაც გვითიშავენ შუქს. არა შუქი, არა ტელევიზორი და რა გვაქ მეტი საქმე.
-კი მარა, რაფერ უნდა გავმრავლდეთ, როცა ლოგინში პალტოთი ვწვები?-დამცინავად იკითხა შალვამ
-ნეტა ერთი, შენდა რა მნიშვნელობა აქ პალტოთი დაწვები თუ უპალტოოთ-ჩაიცინა ილიკომ.
-კაცო რას გადამეკიდე, ჩემს მეტი საშაყირო ვერავინ ნახე?-გაბრაზდა შალვა.
-ეე, თუ არაა ი კაცი მართალი, ვინცხამ თქვა ნაცწავლულობა სინათლეაო-ფანჯრისკენ გაიშვირა თითი დიმიტრიმ-ლავრენტიას კი აქ სინათლე.
-ხო მარა ლავრენტიე არაა ელექტროინჟინერი,თუ არ ვცდები გამგებელია ხომ?
-გამგებელიცაა, ელექტროინჟინერიც, აგრონომიც და არქიფო სეთურიც-დააწია სიტყვა გერონტის შალვამ
-არ მინდა ბიძიკო მე შენი დახმარება-იწყინა გერონტიმ, მერე ისევ შალვას მიუბრუნდა- არქიფო სეთური ვინაა?
დაასხი თუ კაცი ხარ გაშრა ყელი, ხო დაასხი დროზე დაღამდა, დროა დავიშალოთ აწი-ახმაურდა სუფრა.
-დაშლილი ქი ვარ უკვე, აწი თუ ამაწყობს ვინმე თორე-ჩაიხითხითა ილიკომ.
-ილიკო, შენს აწყობას ახლის გაკეთება ჯობია და მგონია დედაშენი და მამაშენი ვეძებოთ ის დროა ახლა.
-არაა გერონტი მასე ადვილი ახლა ჩემი მშობლების მოძებნა. ამ წვიმებზე სასაფლაოს გორა ღვარცოფმა ჩეიტანა მდინარეში.და აი ჩვენი მიცვალებულები ჩარეცხა მალთაყვაში.
-ხოდა მაშინ ყველა უდროოთ ჩარეცხილის მოსაგონარი დავლიოთ ახლა-ფეხზე წამოდგა ბუხუტი.სუფრაც წამოიშალა. ბუხუტიმ მხარზე ხელი დაადო დიმიტრის და სიცილით უთხრა-შენ იჯექი დიმიტრი, შენი ამბავი რომ ვიცი მერე ისევლე კალთაში ჩამიჯდები, ახლა პაწა მეტი მაქ დალეული და ამ სიბერეში ნუ გამაკეთებიეფ ცოდვას.
-მარგო!-დიასახლისს გასძახა ბუხუტიმ- მაი ლამპა ჭიშკრისკენ წეიღე ქალო, იქნება გამოგყვეს რომელიმე. მერე სუფრის წევრებს მიუბრუნდა.რაფერც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლით გამახარეთ.არაა შუქი მომსვლელი დღეს და გეეტიეთ გათენებამდე აქედან.
-მგონი გათენდა კიდეც-თქვა შალვამ-მამალმა იყივლა საცხა.
-მაი მამალიც თქვენსავითაა მეზობლის საქათმეში და იმიზა.
კაი ხო წავედით ეხლა, წავედით და სუფრაც ხმაურიანად წამოიშალა და სუფრის წევრთა ოთხეულიც ბანცალ-ბანცალით გაუდგა ჭისკრისკენ მიმავალ გზას.
-პალტოს ჩაცმა არ დაგავიწყდეს დაწოლის წინ!-მიაწია ხმა მიმავალ შალვას მასპინძელმა- და თუ ხალხი ხართ ერთმანეთს მოეჭიდეთ და მაგ ღობეს შეეშვით, ისედაც ძვილა დგას ფეხზე.
დიდი კი გამოვიდა ზვიგენ, მარა ამდენი ვწერე და ხომ არ წავშლიდი? სხვა დროს უფრო პატარა თემას დავწერ.
