↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
როგორ მივივიწყეთ ეს თემა, არა და არაჩვეულებრივად ვერთობოდით.

იქნებ გაგვეგრძელებინა?

ზვიგენ, შენი თემაა და მიხედე, გავიხსენოთ, ვიხალისოთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვაა, დავაბრუნოთ რა. კარგი იყო. საწყენია თუ მივივიწყებთ. მართლა კარგად ვხალისობდით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეს ბოლო მარათონი არც შეგვიფასებია, იქნებ მივხედოთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მაშ ასე... არდადაგები დამთავრდა მარათონზე ხოდა შევუდგეთ საქმეს:) ყველას მხარდაჭერისა და აქტიურობის იმედი მაქვს. გარდა ამისა აზრად მაქვს რომ პატარა წიგნი გამოვცეთ ემიგრანტულ მარათონზე რადგან კარგი ნაწარმოებები დაიწერა და ცუდია ისე ჩაიაროს მხოლოდ ფორუმისათვის. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ამისა ეგებ გაგვიზიაროთ თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება, თუ არადა სამახსოვროდ დესპანელებისათვის რომ რამოდენიმე ცალი დავბეჭდოთ კარგი იქნება, ეს მომავლის საქმეა დღესდღეობით კი საჭიროა განვაახლოთ მარათონი. ბოლო მარათონზე დაიწერა რამოდენიმე კარგი ნაწარმოებები .ნუ დაიზარებთ გადაავლეთ თვალი და მოდი ჯერ ესენი შევაფასოდ. და სასწრაფოდ მოხდეს კარგი იქნება შემდეგ კი ვისი ნაწარმოებიც დაიმსახურებას მოწონებას მას ვთხოვოთ რომ დადოს პირველი აბზაცი ანდა თუ ვინმეს უკეთესი აზრი აქვს სტრუქტურასთან დაკავშირებით დაწერეთ აქ.

გადავავლებ აბა თვალს და დავწერ თუ ვისი ნაწარმოებს ვანიჭებ უპირატესობას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"

ეს მიმაჩნია რომ საუკეთესო ნაწარმოებია ძალიან კარგად არის დაწერილი და ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავს ადამიანი. ყოჩაღ ბუბუსუნ. ჩემი ხმა ამ ნაწარმოებს +=bz=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, დიდი მადლობა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ტანაყრილი,ფაფარ აშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული.იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ-ველი.ჭრელ პეპლებსვარდის ირგვლივ განდა-განა გაუმართავთ.განდა-განი,განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი.ტყემლის და ატმის კვირტებს მსხვილი ცურები დაჰბერვიათ,ხოლო ალმურმოდებულ ბროწეულებს, სიყვარული წაჰკიდებიათ.
მზე მაცდურად იღიმება.ირგვლივ,ყველაფერი და ყველა ხარობს, ზეიმობს.მხოლოდ პატარა ქართლოსია მოწყენილი.სახლის აივანს არ შორდება, სკამზე ზის,ხელში ღირილო უჭირავს და სათითაოდ აცლის თეთრ ყვავილებს: მოფრინდებიან?- არ მოფრინდებიან. მოფრინდებიან?- არ მოფრინდებიან.თითქოსდა ფურცლების მოცლით,წუთებს და საათებს აცლის თავის მოლოდინს.
ქართლოს შვილო!- აქ რას უზიხარ?- შეეკითხა დედა.
დედიკო,-ჩემს კუდრაჭა მეგობრებს ველოდები და ჯერ არ ჩანან. აი ნახე იმათი ბუდეები ცარიელია,- მიათითა ბავშვმა მერცხლის ბუდეებს.
ნუ ნაღვლობ ქართლოს,- შენი მერცხლები აუცილებლად დაბრუნდებიან,თავიანთ ბუდეებს არ მიატოვებენ,- დაუყვავა დედამ.
ბიჭი შორეთს თვალგაშტერებით მისჩერებოდა.უეცრად მოწმენდილ ცაზე მუქი ფერის წერტილები შენიშნა.ბავშმა ერთი კი შეჰყვირა, ჩემი მეგობრები მოფრინავენო და კიბეზე სირბილით დაეშვა,თითქოს და შესაგებებლად.
მუქი წერტილები თანდათან ახლოვდებოდნენ. სულ რამოდენიმე წუთში მათ ცა სულმთლად დაფარეს. ათასობით მერცხალი თავის ბუდეს უბრუნდებოდა. ლოყებაწითლებული და ცრემლმორეული ბავშვი ხტოდა და ცდილობდა მათში გამოეცნო მისი სახლის ყოფილი ბინადარნი.
როცა მერცხლებმა ქართლოსის სახლს გადაუფრინეს,ორი კუდმაკრატელა გამოეყო ჯგუფს და ბიჭის აივნისკენ აიღეს გეზი. თავიანთი ბუდის დანახვაზე საშინელი, მონატრებული ჟივილ-ხივილი ატეხეს. ხან ჩაფრინდებოდნენ ბუდეში,ხანაც კი ამოფრინდებოდნენ და სახლის თავზე ირაოს აკეთებდნენ, მერე რიგ- რიგობით ბრუნდებოდნენ ბუდეში,პირში ბალახ ან ბუმბულგაჩრილი,თავიანთი ციხესიმაგრის გასამაგრებლად.
აი შვილო, ხომ გითხარი ა უცილებლად დაბრუნდებიანთქო, ღიმილით მიუახლოვდა დედა თვალებ გაბრწყინვებულ ქართლოსს,- ყველა მერცხალი ისევ თავის ბუდეს უბრუნდება ადრე თუ გვიან. ეხლა კი წამოდი ისაუზმე.
ქართლოსმა დედას ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოსკენ გაემართა. ფეხები და თვალები უკან რჩებოდა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ ჩემი მერცხლები, არ დაივიწყეს სამშობლო და თავიანთი ბუდე ჩურჩულებდა პატარა.

და იდგა ლურჯი აპრილი, და მზე მორცხვად, მაგრამ მაცდურად იღიმებოდა, უხვად არიგებდა თავის თბილ სხივებს და სიყვარულის ოქროსფერ ქსელში ახვევდა გარემოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთი მწერალიც შეემატა მარათონს, კეთილი იყოს შენი ფახი ამ მარათონზე მანა. :):)

იმედია მაგ მერცხლებივით ჩვენც დაუბრუნდებით ჩვენს სახლ-კარს.=sher=
ძალიან კარგია, წარმატებებს გისურვებ.:side:
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა პიკასო! ეს თემა ჩემთვის აქთუალურია უკვე დიდი ხანია და ძალიან მაწუხებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობა მანა, მშვენიერი ნაწარმოები გამოაცხვე. იმედია ყველა მერცხალი ადრე თუ გვიან დაბრუნდება. წარმატებები!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
კარგია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა ციცი, ზვიგნ! პოეზიაში მყარად ვდგევარ. პროზაში კი ეს ჩემი დებიუტია. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, მშვენიერი დებიუტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
პიკასო, შემოგევლე,აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენს ბუდეებს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. საინგილოში იყო ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ღვთისავარი. ვერავინ ჯობნიდა ნადირობაში, ჭიდაობაში თუ ბრძოლაში. ამიტომ ხალხმა ლომი ღვთისავარი შეარქვა.

მოადგებოდა თუ არა მტერი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ლომი ღვთისავარი თავისი რაზმით მყისვე იქ ჩნდებოდა და მოძალადეებს მუსრს ავლებდა. ამიტომ ურჯულოებს მისი ჯავრი სჭირდათ.

ღვთისავარს ერთი კოშკისა და იარაღის გარდა არაფერი ებადა, მაგრამ თავი უმდიდრეს კაცად მიაჩნდა, რადგან მზეთუნახავი ასული ჰყავდა. მის ასულს მზეთამზე ერქვა. მზეთამზეს ოქროს დალალები ჰქონდა, ღვთივსათნო და ნათელ სახეზე კი მუდამ კეთილი ღიმილი უკრთოდა. მომხიბვლელი ქალწული ყველა გაჭირვებულის შემწე და მფარველი იყო.

მზეთამზეს ერთი მამალი ჰყავდა, რომელსაც ბიბილო, ნისკარტი, ბოლო და დეზები ოქროსი ჰქონდა. მამალი მთელი დღე-ღამე თვლემდა, მაგრამ როცა მტერი საქართველოს საზღვარს მოუახლოვდებოდა, მაშინ იღვიძებდა და მოჰყვებოდა ხმამაღალ ყივილს, მის ყივილზე კი ხალხი გროვდებოდა და საომრად გადიოდა.

მზეთამზეს მამალი საღამოს გარეთ გამოჰყავდა და, ვიდრე თვითონ მთვარის შუქზე თმას ივარცხნიდა, მამალი ჩვეულებისამებრ თვლემდა.

ერთხელ, გიორგობა დღეს, ხალხმა ლხინი გამართა, თამადად ღვთისავარი აირჩია, როგორც ყველგან გამორჩეული და პატივცემული კაცი. ვიღაც ბოროტმა და უკეთურმა ღვინოში ბანგი გაურია და საღამოს პირზე თამადასაც და თანამესუფრეებსაც მკვდრებივით ჩაეძინათ. მათ ოქროს მამლის ყივილი ვერ გაიგონეს, მტრის ჯარი ადვილად გამოსცდა საზღვარს, შემოიჭრა ქურმუხის ხეობაშიც და მოაოხრა. მძინარე ღვთისავარს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ მტრის მეომრები მის კოშკში შეცვივდნენ გასაძარცვად. კოშკში ბინდბუნდი იდგა, მაგრამ ერთ ოთახში სინათლე კრთოდა, რადგან მზეთამზის სახე სხივებს აფრქვევდა.

განცვიფრებული მეომრები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა არის ეს, სიზმარია თუ ცხადიო. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ოთახს ადამიანი ანათებდა და გადაწყვიტეს, იგი ტყვედ წაეყვანათ, ჩვენს მეფეს მივგვაროთო.

მზეთუნახავმა მათ უთხრა:

- ვიცი, უცხო ქვეყანაში უნდა წამიყვანოთ და ერთი სათხოვარი შემისრულეთ; დიდი ხანია ქურმუხის წმინდა გიორგის აღვუთქვი, მამალს შემოგწირავ-მეთქი. აქამდე ეს ვერ მოვახერხე, ბოლო დროს მამალი დასნეულდა, დღე და ღამე თვლემს, ვეღარ ყივის. ვიდრე მოკვდებოდეს, მინდა აღთქმა შევასრულო, რომ გულდამშვიდებულმა დავტოვო ჩემი ქვეყნის მიწა-წყალი. ამიტომ მადროვეთ. მამალს წმინდა გიორგის ტაძარში ავიყვან და მყისვე დავბრუნდებიო.

მომხვდურებმა თათბირი გამართეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ მზეთუნახავისათვის სურვილის შესრულების ნება მიეცათ.

მზეთუნახავმა მამალი მკერდზე მიიხუტა და ქურმუხის წმინდა გიორგის საყდრის ბილიკს აუყვა. მიაღწია საყდარს, მიიხედ-მოიხედა, საყდრის ქვეშ, დახშულ მღვიმეს მიაპყრო თვალი, ახლოს მივიდა და ინატრა:

- ნეტავ ეს მღვიმე გაიხსნას და მშთანთქასო.

ინატრა და ის იყო, მამალი უნდა აეფრინა, ხოლო კლდიდან უფსკრულში გადავარდნილიყო, რომ მღვიმე გაიხსნა და მზეთუნახავი და მამალი შიგ შეიმალნენ, ხოლო მღვიმე კი კვლავ დაიხშო.

მზეთუნახავს ქვემოთ მეომრები უცდიდნენ. ისინი თურმე ჩუმად გამოჰყოლოდნენ უკან, არ გაგვეპაროსო. მზეთამზეს რომ დააგვიანდა, ძებნა დაუწყეს, მაგრამ აბა რას იპოვიდნენ. განრისხებულებმა საყდარი მიანგრ-მოანგრიეს და წავიდნენ.

- თუ მტრის ურდოებს გადავურჩით და ჩვენი ერის სიწმინდე დღემდე მოვიტანეთ, სულ მზეთუნახავის წყალობა არისო, - ამბობენ საინგილოში და დასძენენ: - დღესაც, შუაღამე რომ გახდება, მღვიმე იხსნება, ოქროს მამალი გარეთ გამოდის და ყივილს იწყებს - ფხიზლად იყავითო. მას მზეთუნახავიც მოჰყვება, ლოდზე ჯდება და მთვარის შუქზე ოქროს თმას ივარცხნისო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი