მე ნამდვილად არ მქონია საქმე საწუწუნოდ

უბრალოდ, ვფიქრობ, დღისით რომ არ იძინებს, ნერვული სისტემა არ დაუზიანდეს, ძალიან აგზნებადი არ იყოს. თავიდან საერთოდ არ იძინებდა, 15 წუთი მაქსიმუმ და საღამოთი უკვე ისეტი განერვიულებული და დაღლილი იყო რომ ვერ ვაწყნარებდი. ერთადერთი გამოსავალი იყო, ჩავაწვენდი თავის კალიასკაში და 15-20 წუთით გავდიოდი 'სასეირნოდ'. ჰოდა ასე ჩაეძინებოდა ხოლმე. ახლაც შუადღისას რომ ვხედავ რომ ეძინება და ჭირვეულობს, სხვა რა გზა მაქვს, მივდივარ 'სასეირნოდ' თუ არ წვიმს.
ჯანდაცვის სისტემა, აქაურებს მართალია არ მოსწონთ, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ მეტ-ნაკლებად. ექიმთან ვიზიტი, საავადმყოფოში წოლა, ნებისმიერი პროცედურები - უფასოა, უფასოა წამლები ბავშვისთვის და დედებისთვის, ვისაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს . ჩვენ საერთოდ, რაკი ლიზი მცირეწონიანი იყო და ძუძუს წოვის თავი არ ჰქონდა, სპეციალური საკვები (ხელოვნური რძე) დაგვინიშნეს, რომელსაც უფასოდ ვიღებდით 6 თვის მანძილზე. გადრა ამისა, სახელმწიფო ყოველთვიურად 70 ფუნტს უხდის ბავშვს (230 ლარამდეა), სანამ სრულწლოვანი არ გახდება.
kati, შენი პატარას სურათები ვნახე , რა კარგი და საყვარელია :D