↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ამბიციური პრეზიდენტი თუ ხალხის "დაბოლება"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
პრინციპში როგორადაც არ უნდა ვიკამათოდ პოლიტიკის გამო შენზე არ შემეცვლება დადებითი წარმოდგენა. არც მე მინდა ისეთი საქართველო სადაც განსხვავებულ აზროვნებას პატივს არ სცემენ. მაგრამ არ ისეთი მინდა ყოველ 3 წელიწადში რევოლუციებით იცვლებოდეს მთავრობები და ახალმოსული თავის ენერგიას ხარჯავდეს ძველის კრიტიკისადმი . ცივილური ქვეყანა მინდა სადაც არჩევნების გზით წყდება ქვეყნის ბედი. სადაც სახელმწიფო ინტერესები იქნება მაღლა პირად ამბიციებზე, სადაც კანონს იცავს პოლიცია და ხალხი ემორჩილება კანონს, და სადაც არჩევნებში დამარცხებულს ეყოფა ვაჯკაცობა მიულოცოს გამარჯვებულს. ემოციებით მოსული ხელისუფლება საშიშია. ამ არჩევნებს შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ყველა ასე ვაზროვნებთ თუმცა სხვადასხვა ხედვა გვაქვს იმისა თუ ვინ და რა გზით შეიძლება ეს გააკეთოს ქვეყანაში. ჩემთვის უპირველესია მშვიდობა და მეშინია რომ შესაძლებელია სამოქალაქო ომი დაიწყოს არჩევნების შემდეგ თუ გაიმარჯვებს სააკაშვილი. ოპოზიცია არასოდეს არ აღიარებს შედეგებს არჩევნების შემდგომ და ქუჩაში გამოვლენ... მერე რაც მოხდება მათ კისერზე იყოს... წარმოდგენაც კი არ მინდა ამის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
zvigeni თავს უფლებას ვაძლევ სრულად დაგეთანხმოთ, ყველაფერი სრული ჭეშმარიტებაა, რაც თქვენ დაწერეთ ზემოთ, მაგრამ რატომაა, რომ ამ საიტზე ძალიან ბევრი არ იზიარებს თქვენს აზრს? ამას მე ვამჩნევ თქვენი კარმების სიმცირით, თუ ამას დავუმატებთ ჩემი კარმების რაოდენობას, ადვილი მისახვედრი იქნება რა ხალხთან გვაქვს მეძობლობა საიტზე. ახლა ერთ კარმას მოგიმატებ და კარგად ბრძანდებოდეთ! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს საიტი ოპოზიციას, მაგრამ მეცოდებიან. მეცოდებიან იმიტომ, რომ კანდიდატიც კი ვერ იპოვეს ქვეყანაში, რომ პრეზიდენტად წამოეყენებინათ. ვაი სირცხვილო! იმასაც კი ვერ ხვდებიან, თუ რატომ არავინ არ მიდის მათთან სათანამშრომლოდ. პირადად ჩემთვის სააკაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი ნამდვილად მემეტება ქვეყნისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ პოლიტიკურ არენაზე. ოპოზიციური პარტიები კი დიდი ეგოიზმით არიან გაჟღენთილები და არ ეძებენ შესაძლო კანდიდატს. მათ მხოლოდ თავიანთი თავი \"ემეტებათ\" პრეზიდენტად. არც ის ხალხი ჩანს, ვინც ამ შენიშვნას ღიად წარმოთქვამს და ოპოზიციის ყურამდე მიიტანს. პირიქით, \"დათვურ\" სამსახურს უწევენ ოპოზიციურ პარტიებს და ხოტბა დიდებას ასხამენ მათ, მათ შორის ჩვენი საიტის \"ოპოზიციონერებიც\".

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ კარმებს გვართმევენ ჩვენი პოლიტიკური მრწამსის გამო. სულ არ მაინტერესებს პირადად რამდენი კარმა მექნება, მაგრამ გულსატკენია უბრალოდ გეთანხმები ამაში. იქნებ ვინც ოპოზიციას ემხრობა დაფიქრდეს მაინც. იქნებ მათზე არანაკლებად გვიყვარს სამშობლო. ასე როგორ შეიძლება? განა ის რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა, სტაბილიზაცია და დაე დინებას მიყვეს საქართველო და განვითარდება თავისით უფრო ვიდრე რევოლუციებით და კურსის შეცვლით ყოველ 3-4 წელიწადში. რააა ამაში ცუდი? არ მინდა ბატონო არეულობა, მიტინგები და სამოქალაქო დაპირისპირება. ჩასვლა მინდა საქართველოში და დაბრუნება ისეთ ქვეყანაში სადაც პოლიტიკაზე არც ავტობუსებში საუბრობენ და არც ბაზრებში. გინდ სააკაშვილი ყოფილა გინდ ნათელაშვილი არ შეიცვლება ამით არაფერი მაგრამ ხომ შეიძლება კონტიტუციურად მოხდეს ყველაფერი. თუ დამარცხება უნდოდა ოპოზიციას სააკაშვილის და უკეთესი გეგმა ქონდათ ქვეყნის მოწყობის არ დაიქსაქსებოდნენ ასე, არამედ წამოაყენებდნენ ერთ კანდიდატურას. მაგალითად დაესახელებინათ ნათელაშვილი და დაამარცხებდა მიშას. მაგრამ როგორ ვირწმუნო მათი ერთიანობის?ჯერ არ შექმნილა მათი გაერთიანება და ოთხ ნაწილად გასკდა: ნათელაშვილი, გამყრელიძე, პატარკაციშვილი და უცნობის ძმა. რომ გაიმარჯვოს სააკაშვილმა გამოვლენ ქუჩაში და მერე დადგებიან ერთად.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ისე კი ხალხო სირცხვილია ასეთი შურიანობა და ბოღმა როგორ შეიძლება ადამიანს 29 წერილი აქვს დაწერილი და -9 კარმა აქვს. კარგით რა... პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გრცხვენიათ კარმებს რომ ართმევთ ადამიანებს? რომელ ოპოზიციის მომხრეს დაგაკლდათ მითხარით კარმები...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემო ზვიგენ ჩალიან ბევ საკითხში არ გეთანხმები , რადგან განსხვავებული ხედვა გვაქვს. მაგრამ მომწონს კამათიც კი თქვენისთანა საღად მოაზროვნე ადამიანთან ,რადგან მომსმენიც კი უნდა გყავდეს ღირსეული,რომ პასუხიც და კამათიც შეეძლოს მაღალ დონეზე, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ,სწორედ მაშინ დაიქცევა ქვეყანა ,რაც შეეხება კარმას თქვენი აზროვნება უკარმოთაც კარგად ვლინდება და კარმის დაკარგვა ბევრს ვერ დაგაკლებს ,მიიღე.Gჩემგან კარმა რადგან პროგრესულად მოაზროვნე ხარ და ყოველ მეორე დღეს დაგაჯილდოვებ კარმით

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მომწონდა ის, რომ მიუხედავად იმისა საკმაოდ ბევრ უცხო ენას ფლობს, ქართულად საუბრის დროს არასოდეს იყენებდა ბარბარიზმებს. განსხვავებით ზოგიერთი ოპოზიციონერისა.

ზვიგენ-ეს რა მოგსვლია, როგორ დაუბერებიხარ მიშაზე დარდს :side: , გაფიცებ მითხარი სად მოიძიე ეს სურათი =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბარბი სააკაშვილსა და ეროსი მანჯგალაძეს ვერ არჩევ ერთმანეთისაგან? :) არ გეწყინოს. მპუა.
ასე რომ ეროსია ჩემ სურათზე. ეჰ მენატრება, კარგი მსახიობები დაგვეღუპა... ეროსი განუმეორებელი სახე იყო ქართულ კინოსა და თეატრში:(
აღსდექ საქართველოვ!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
ცხონებული ეროსის პიროვნება და სურათი რომ გაითავისე ამისთვის ჩემგან ერთი კარმა ზვიგენიკო :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts138
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოკლედ რა ხალხო მე თქვენი მართლა ვერაფერი ვერ გავიგე რააა, მეც ჩავდივარ ყოველ 1 წელში ერთხელ და უამრავ სიახლეებს ვხედავ. მართლაც რომ ბევრი რამ გაკეთდა დავიწყოთ იმით რომ ჯარი მართლა ააყვავა მიშამ და ჯერ მაგიტომ უდგები გვერდში.და გაიხსენეთ რა მართლა რა გზები გვქონდა ადრე და ეხლა როგორ კეთდდება?? ან შუქი????რომ ყვირან სად მიდის ამდენი ფულიო??? კი მაგრამ ამ ყველაპერს ფული არ უნდააა??? ყვლემ კარგათ ვიცით
ხალხს როგორ უჭირს მაგრამ ჯერ ეს ზემოთ ჩამოთვლილი უნდა მოგვარდეს და მერე ხალხი. უმაგისოთ შეუძლებელია სახელმწიფოს ჩამოყალიბება!!!!! და გაიხედეთ ცოტა თვალებში თუ რა კეთდება და რა არა, ის რომ ომის საშიშროების ქვეშ ვართ მაგას ვერ ხედავთ??? და მე კიდე ისეთი ქართველის დედა ....... რომელიც იძახის რუსეთთან ერთად ვიცხოვროთო, რომელ რუსეთზეა ლაპარაკი?? რომელმაც შენი ძირძველი მიწები წაგართვა და თანაც კიდე უკნიდან გხმარობს??????(ბოდიშით რო ვიგინები უბრალოდ ამოვიდა ყელში ამდენი ჩლუნგი ქართველის მოსმენა!!!) ან დღეს რაც ხდება? ნუთუ ამას ვერ ხედავს ხალხი რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან იმართებააა?? ხოდა აი ეხლა ვისაც როგორ უნდა ისე გამიგოს და მიტინგი რომ ძალის გამოყენებით დაშალეს სწორედ მიმაჩნია მე!!! ეხლა გაახსენდათ არა ვითომ ძალადობა და ტერორი??? კი მაგრამ შევარდნაძის დროს პანტა პუნტით რომ კლავდნენ ხალხს ხმას რატო არავინ არ იღებდა?????? ააა ეხლა გახდნენ ყველანი ქვეყნის პატრიოტები არაა??? უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი სამწუხარო რომ არ იყოს:) და ბოლოს: ერთად დავდგეთ და მივაღწევთ ჩვენს მიზანს!!!!!!
მიშა მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
არჩევნების შემდგომი შუალედური ანგარიში 6-15 იანვარი, 2008 წელი

6 იანვარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც OSCE/ODIHR, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბწოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროცესი \"ძირითადად, შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროსაბწოს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების უმეტესობას, მაგრამ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვდა\". განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამი იყო, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნებოდა საარჩევნო პროცესის დარჩენილი ეტაპების გავლასთან, მათ შორის, ხმების შეჯამებასთან, საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და არჩევნების შემდგომი საჩივრებისა და სარჩელების განხილვასთან.
შუალედური დასკვნა წაკითხული უნდა იქნას წინასაარჩევნო შუალედურ დასკვნასა და პირველადი მონაცემებისა და დასკვნების განცხადებასთან ერთად. OSCE/ODIHR მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებს საბოლოო სრულყოფილ ანგარიშს რეკომენდაციების ჩათვლით.

მოკლე შინაარსი

· ცესკომ 13 იანვარს გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხმების 53,5%-ით არჩეულ იქნა პრეზიდენტად არჩევნების პირველივე ტურში.
· არჩევნების დღეს პოლიტიკური გარემო რჩებოდა პოლარიზებული, როდესაც ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ იყო ფართომასშტაბიანი დარღვევები და გაყალბებები, ხოლო გამოცხადებული შედეგები _ ფალსიფიცირებული, რის გამოც მოითხოვდნენ მეორე ტურს.
· OSCE/ODIHR გამოავლინა მთელი რიგი პრობლემები ხმების შეჯამების პროცესში, მათ შორის, შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. აგრეთვე, საუბნო საარჩევნო კომისიებმა გამოაცხადეს უჩვეულოდ მაღალი აქტივობა ხმის მიცემის ბოლო საათების განმავლობაში;
· საარჩევნო დღეს დამატებითი სიით მიცემული ხმების დათვლის დროს ცესკომ არ გამოიყენა ერთიანი პროცედურა, განსაკუთრებით, ბიულეტენების ნამდვილობის დადგენისათვის;
· ყველა დონის საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არასრულად და არაადექვატურად განიხილეს და გამოიკვლიეს საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს დარღვევებს შეეხებოდა.

პოლიტიკური გარემო

პოლიტიკური გარემო რჩებოდა პოლარიზებული და არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიცია საუბრობდა ფართომასშტაბიან დარღვევებსა და გაყალბებაზე, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 8 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მისი მომხრეები შეიწრნენ ცესკოში და ცესკოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, მომხდარიყო ფალსიფიცირებული შედეგების ანულირება, რომლითაც ბატონი სააკაშვილის შედეგი 50%-ზე ქვევით ჩამოიწევდა, რაც მეორე ტურს გამოიწვევდა. დამატებით, ბატონმა გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღის შემდეგ მას არ მიეცა უმეტეს ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის შესაძლებლობა. ოპოზიციის აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემონსტრაცია მოაწყეს ცესკოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ.
13 იანვარს ცესკომ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,5%, რაც საკმარისია პირველ ტურში გამარჯვებისთვის, ხოლო ბატონმა გაჩეჩილაძემ _ ხმების 25.7%. ყველა სხვა კანდიდატმა მიიღო 10%-ზე ნაკლები. 13 იანვარს, შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ მოაწყო დემონსტრაცია. მათი განცხადებით, დემონსტრაციები გაგრძელდება.

შეჯამება და შედეგების გამოცხადება

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა ხმების დათვალასა და ოქმების შედგენას 180 საარჩევნო უბანზე. მონიტორინგს დაქვემდებარებული უბნების 23% შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ უბნების 8%-ში შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფალსიფიცირების თვითმხილველები იყვნენ. 21%-ში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები და შეცდომები. მრავალ ოქმს აკლდა საწირო ინფორმაცია, ბეწედი ან ხელმოწერები, მონაცემები კი ხშირად შეუსაბამობებს აჩვენებდა. ცესკოს თანამშრომლებმა მოგვახსენეს, რომ 3 511 უბნიდან 940 უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვეოდა ნამდვილი და ბათილი ხმების ჯამს.
ცესკომ თავის ვებ-გვერდზე ოქმების გამოქვეყნება არჩევნების დღის მეორე დილით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი იყო, გამოქვეყნება მიმდინარეობდა ძალიან ნელა. 9 იანვარს, 3 482 უბნის შედეგებზე დაყრდნობით, ცესკოს თავმჯდომარემ გამოაქვეყნა პირველადი შედეგები.
OSCE/ODIHR დამკვირვებლებმა საოლქო კომისიებში შეჯამების პროცესი აღწერეს, როგორც ნელი, არაორგანიზებული და, ხშირ შემთხვევაში, ქაოსური, ხოლო ზოგიერთ საოლქო კომისიაში შეჯამების პროცესი დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო კომისიის ოქმები, რომელიც OSCE/ODIHR დამკვირვებლებს ჰქონდათ, განსხვავდებოდა საოლქო კომისიის ოქმებისგან. მაგალითად, ოქმები, რომელიც გადმოგვცა ბათუმის საოლქო კომისიამ (მე-11 და 73-ე უბნები), აგრეთვე, ლენტეხის 1-ლი უბნისა და დმანისის 30-ე უბნის ოქმები სააკაშვილისთვის ხმების მნიშვნელოვან გაზრდას აჩვენებდა.
\"ახალი თაობა – ახალი ინიაციტივის\" დამკვირვებლებმა განგვიმარტეს, რომ საუბნო კომისიების წევრებმა ოქმების შედგენა, ხშირ შემთხვევაში, არ იცოდნენ. 41-ე ნინოწმინდის ოლქის მრავალი საუბნო კომისიის ოქმი, რომელიც OSCE/ODIHR დამკვირვებლებმა განიხილეს, შევსებული იყო ერთი და იგივე ადამიანის მიერ. იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო კომისია ასწორებდა საუბნო კომისიების ოქმებს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდებოდა ცესკოს ვებ-გვერდზე. მაგალითად, ნინოწმინდის მე-5, 22-ე, 24-ე და 35-ე უბნები. ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ კანონი არ ითვალისწინებს საოლქო კომისიის უფლებას, შეასწოროს საუბნო კომისიის ოქმები.
ცესკომ გამოაცხადა, რომ საერთო აქტივობა იყო 56.19%. მთელ რიგ ოლქებში აქტივობა იყო საგრძნობლად მაღალი, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში. 23 უბანში დაფიქსირდა 100%-იანი აქტივობა , ხოლო 205 უბანში კომისიებმა დააფიქსირეს 90-100%-მდე აქტივობა.
საუბნო კომისიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დააფიქსირა არჩევნების ბოლო სამი საათის განმავლობაში. ოქმების შედეგების მიხედვით , ამ პერიოდის განმავლობაში, 79 უბანში 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მაგალითად, მარნეულის 50-ე უბანზე, ბოლო სამი საათის განმავლობაში, 866 ადამიანმა მისცა ხმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 12 წამში აძლევდა ხმას), ხოლო 1-ელ უბანზე _ 657-მა ამომრჩეველმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 16 წამში აძლევდა ხმას), საგარეჯოს 36-ე უბანზე, ბოლო სამი საათის განმავლობაში, 822 ადამიანმა მისცა ხმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 13 წამში აძლევდა ხმას), ხოლო ახალქალაქის 24-ე უბანზე _ 879-მა (ანუ ერთი ამომრჩეველი 12 წამში აძლევდა ხმას).
დაახლოებით 85 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა დამატებით სიაში არჩევნების დღეს. კანონის შესაბამისად, დაახლოებით 930 უბანში ხმები ადგილზე არ დაითვალეს და გააგზავნეს ცესკოში, რომელმაც 7 იანვარს გადაწყვიტა მათი დათვლა. 8 იანვარს შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ცესკოს წევრებისა და თანამშრომლებისაგან და დაიწყო დათვლა. დათვლა მიმდინარეობდა ქაოსის პირობებში და დამთვლელები არ იყენებდნენ ერთიან პროცედურას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა ბიულეტენების ნამდვილობის დადგენას. ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ მთელ რიგ ოლქებში ბიულეტენების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთგვაროვნად იყო შევსებული, რაც დარღვევების შესახებ ეწვს ზრდის. ასეთ შემთხვევებში, ერთის გარდა, ყველა კანდიდატის ნომერი იყო შემოხაზული ან გადახაზული. ასეთი ფაქტები იყო მე-6 ოლქის 54-ე და 56-ე, 32-ე ოლქის 81-ე, მე-60 ოლქის 41-ე და 61-ე ოლქის მე-16 უბნებზე.
10 იანვარს, ცესკოს მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული აქტის საფუძველზე, უმრავლეს შემთხვევებში ასეთი ბიულეტენები ჩაითვალა, როგორც ნამდვილი. აქტით დადგენილია ბიულეტენების ნამდვილობის დადგენის უფრო ლიბერალური წესი, ვიდრე საარჩევნო კოდექსით. ზოგიერთმა საუბნო კომისიამ ცესკოში საერთოდ არ გააგზავნა ამომრჩეველთა სიები და პირადობის მოწმობების ასლები, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, თუმცა, ხმები მაინც დაითვალეს. 11 იანვარს ცესკომ მიიღო დამატებითი სიების შემაჯამებელი ოქმი _ მან მიიღო მხოლოდ ერთი, ზოგადი ოქმი ყველა იმ უბნისთვის, რომელმაც გამოაგზავნა ბიულეტენები დასათვლელად. ოქმს აკლია დეტალური ინფორმაცია უბნების შედეგების შესახებ, ასეთი ინფორმაცია არსებობს დანართის სახით. ოქმს ცესკოს 13 წევრიდან მხოლოდ 8-მ მოაწერა ხელი.
10 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა წევრებმა ნაგავში იპოვეს დალუქული კონვერტები დამატებით სიებში მიცემული ხმებით. 12 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებმა ეს კონვერტები წარუდგინეს ცესკოს სხდომაზე, მაგრამ ცესკოს თავმჯდომარემ მათ მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ბიულეტენები სახელმწიფო საკუთრებაა და იგი მისმა მპოვნელმა გამოსაძიებლად პოლიციას უნდა გადასცეს.
13 იანვარს ცესკომ დაამტკიცა საბოლოო შედეგები. ცესკოში ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნული წევრები აცხადებდნენ, რომ იყო ბევრი დარღვევა და საჩივარი, რომელიც ცესკომ არ განიხილა, ამიტომ შედეგების შეჯამება არ შეიძლებოდა მომხდარიყო. საბოლოო შედეგებს ხმა მისცა ცესკოს შვიდმა წევრმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ექვსი წევრის წინააღმდეგ.

საჩივრები და აპელაცია

ყველა დონის საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ არასრულყოფილად და არაადექვატურად განიხილა და გამოიკვლია საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმის მიცემას, დათვლასა და შეჯამებას შეეხებოდა. ზოგიერთი საჩივარი შეიცავდა სერიოზულ ბრალდებებს მრავალჯერადი ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრისა და ოქმების დაყალბების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვდნენ ასეთი საუბნო ოქმების ბათილობას. ასეთი საჩირების უმრავლესობა შეტანილი იყო ოპოზიციური პარტიების, აგრეთვე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და თითქმის არც ერთი _ მმართველი პარტიის მხრიდან. მოხდა წინასწარ განზრახული თავის არიდება ამ საჩივრების საფუძვლიანი განხილვისაგან. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები, ადგილობრივი ადმინისტრაციები და საამართლოები საჩივრების შეტანისას აქტიურად აბრკოლებდნენ დამკვირვებლებსა და ოპოზიციის მომხრებს, ან მათ უკან გატანას მოითხოვდნენ.
საუბნო კომისიებმა მიიღეს დაახლოებით ათასი საჩივარი, იმის გარდა, როდესაც საუბნო კომისიები უარს აცხადებდნენ საჩივრების რეგისტრაციაზე. საოლქო კომისიებმა მიიღეს რამდენიმე ასეული საჩივარი (ასევე, რიგ შემთხვევებში, მათ რეგისტრაციაზე უარს აცხადებდნენ). თითქმის ყველა საჩივარი უარყოფილ იქნა ტექნიკური მიზეზებით ან, როგორც სამართლებრივად დაუსაბუთებელი. საოლქო კომისიებმა თვითნებურად შექმნეს დასაშვებობის კრიტერიუმები, იმის ნაცვლად, რომ მოსარჩელეებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, გაესწორებინათ ტექნიკური პრობლემები. მათ საჩივრების განხილვისას ვერ შეძლეს სამართლიანი წამორმოების პროცედურის უზრუნველყოფა და დარღვევები ადექვატურად არ მოიკვლიეს.
ცესკომ მიიღო რამდენიმე საჩივარი, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ბრალდებებით. მან უარი განაცხადა, ან დაუშვებლად გამოაცხადა თითქმის ყველა მათგანი რაიმე განხილვის, ან ჯანსაღი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მან არასწორად თქვა უარი რიგი საჩივრების განხილვაზე, რომელიც ოქმების ანულირებას მოითხოვდა, იმ მოტივით, რომ, თითქოს, მხოლოდ სასამართლოებს შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ცესკოს თავმჯდომარემ არასწორად გამოაცხადა, რომ ცესკოს არ აქვს გამოძიების ფინქცია და ერთ შემთხვევაში უარი თქვა ვიდეოფირის შესწავლაზე (რომელიც უბანზე მომხდარ ინციდენტს ასახავდა) იმ მოტივით, რომ ცესკოს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
სასამართლოებში 50-მდე სარჩელის უმრავლესობას უარი ეთქვა, როგორც ტექნიკური მიზეზებით დაუშვებელს. 12 უბნის ოქმი გაუქმდა. ეუთოსათვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო დღის მოვლენებთან დაკავშირებით.
15 იანვარს ამოიწურა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საჩივრების შეტანის ვადა, მათ შორის, თბილისის სასამართლოშიც. 15 იანვარს თბილისის სასამართლოში სამი კანდიდატის წარმომადგენლების მიერ 4 სარჩელი იყო შეტანილი ცესკოს შემაჯამებელ ოქმის ბათილობის შესახებ. დამატებით, 19 სააპელაციო საჩივარი შევიდა სხვადასხვა შედეგების გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განხილვისას ბოლო ინსტანციაა და საბოლოო გადაწყვეტილება 21 იანვრისათვის უნდა გამოქვეყნდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
ზოგი უბერავს რადგან, ვერ იმორჩილებს სულს,
ზოგიც უბერავს რადგან , პოპულარობა სურს...
ზოგიც უბერავს მარცხნივ , ასათიანზე წევს,
ზოგიც უბერავს მარჯვნივ და სულ არ იპარსავს წვერს!

ზოგი უბერავს დისკოს , ზოგი უბერავს რეპს,
ზოგი უბერავს სოულს, ზოგი უბერავს სტეპს,
ზოგიც უბერავს დისკოს, ზოგიც უბერავს პოპს
ზოგიც უბერავს ტექნოს, ზოგიც უბერავს როკს!

ეს კი ასე უბერავს,
აი ასე უბერავს....

ზოგიც უბერავს ქუჩურს, კარგი ბიჭობა სურს,
ზოგის დანთებულ სანთელს , ზოგი უბერავს სულს!
ზოგი უბერავს ზღვაზე, ქარი უწეწავს თმას,
ზოგი უბერავს მთაში, თხილამურებზე დგას!
ეს სულ ასე უბერავს, აი ასე უბერავს,
ნახე როგორ უბერავს.. აი ასე უბერავს!

მოკლედ ყველა უბერავს! შესაძლებლობის ფარგლებში! =kf=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში

1. პოლიტიკური დაპატიმრებები და სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით:
1.1. 29.07.06. გენერალურმა პროკურატურამ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა პოლიტიკური პარტია `წინ საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი - ირაკლი ბათიაშვილი. სახელმწიფო ბრალდება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილისა და ემზარ კვიციანის (მეამბოხე) რამდენიმე სატელეფონო საუბარს, სადაც ი. ბათიაშვილი მას მოუწოდებს გონივრული ნაბიჯებისაკენ. აღნიშნული დიალოგი პროკურატურის მიერ აღქმული იქნა როგორც `ინტელექტუალური დახმარება”, რაც არ შეიცავს ინკრიმინირებული დანაშაულის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბათიაშვილი გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი მკვეთრი კრიტიკული განცხადებებით.Aაღსანიშნავია, რომ თავად ე. კვიციანის მიმართ ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი სასამართლო განაჩენი.

1.2. 7.11.07 ტელეკომპანია \"იმედის\" დახურვის შემდეგ, დაიხურა მისი მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის სხვა კომპანიებიც - 7 ნოემბერს პოლიციისა და თბილისის მერიის თანამშრომლები იურიდიული საფუძვლის არსებობის გარეშე შეიწრნენ მთაწმინდის პარკში და დალუქეს იგი; 27 ნოემბერს საინვესტიციო კომპანია \"სალფორდ – საქართველომ\" გაავრცელა მიმართვა და აღწერა ის ძალმომრეობა, რომელიც მისი პარტნიორი კომპანიების მიმართ განხორციელდა; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ \"საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაში\"; ასევე კომპანია \"ტელენეტში\", რომელთა მართვის უფლება \"სალფორდს\" ეკუთვნის; .. \"სტანდარტ ბანკში\" 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა.
იხ. დანართი – მარეგულირებელი ორგანოების ბრძანებები;

2. 2003-2007 წლებში საქართველოში უხეშად ირღვევა მშვიდობიანი მანიფესტაციების და შეკრებების კონსტიტუციური უფლება, რაც გამოიხატება სასტიკი დარბევის არაერთ ფაქტში, რასაც თან ახლდა ძალის უხეში გამოყენება როგორც ძალოვანი უწყებების თანამშრომლების, ასევე არაკანონიერი ფორმირებების და მძიმე ტექნიკის გამოყენებით:
2.1. 2.11.07 გაიმართა გაერთიანებული ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელსაც ესწრებოდა 100.000 ადამიანი. 7 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 08 საათზე მშვიდობიან მომიტინგეებს, მათ შორის მოშიმშილეებს (20 ადამიანი) თავს დაესხნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც ძალის აშკარა გამოყენებით დაარბიეს ისინი და აიძულეს დაეტოვებინათ შენობის მიმდებარე ტერიტორია. აქცია ამ პერიოდისთვის მიმდინარეობდა რუსთაველის პროსპექტის არასავალ ნაწილზე. პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილი არ ჰქონდა გაფრთხილებას მონაწილე პირთა მიმართ დაშლის შესახებ;
2.2. დღის 13.00 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბა დაახლოებით 15 ათასი მომიტინგე, რომლებიც აპროტესტებდნენ დილით მომხდარი დარბევის ფაქტს. პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ძალის გამოყენებით დაიწყეს ხალხის შევიწროება და მათთვის ალყის შემორტყმა. იმის დასაფიქსირებლად, რომ მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს, პარლამენტის შენობის მიმდებარე პარამეტრზე მყოფმა ხალხმა ასწია ხელები, რითაც მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არ იყვნენ შეიარაღებულები. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მიმართულებით თავდაპირველად გაუშვეს წყლის წავლი, ხოლო შემდეგ ცრემლსადენი გაზი, რასაც ასევე მოჰყვა რეზინის ტყვიების გამოყენება და მომიტინგეების ხელკეტებით დარბევა. რუსთაველის პროსპექტზე გაატარეს რამდენიმე ავტომანქანა, რომლებმაც გამოიყენეს სპეციალური აპარატურა, რომელიც იწვევდა გაურკვეველი ტიპის ზემოქმედებას მომიტენგეებზე. მოსახლეობამ თავი შეაფარა რუსთაველის პროსპექტის მომიჯნავე ქუჩებს, სადაც მათ ასევე გაედევნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. მათ ხალხი დაარბიეს ქაშუეთის ტაძრის ეზოში და ცრემლსადენი გაზის კაფსულები შეაგდეს ტაძარშიც. კაფსულები შეაგდეს ასევე თეატრალურ ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რა სახის გაზი იქნა გამოყენებული;
2.3. დარბევის შემდეგ მომიტინგეებმა გადაწყვიტეს შეკრებილიყვნენ ისეთ ადგილას, სადაც არ შეფერხდებოდა ტრანსპორტის მოძრაობა და ხელი არ შეეშლებოდათ მუშაობაში სახელმწიფო დაწესებულებებს. ასეთ ადგილად შერჩეულ იქნა ევროპის მოედანი (რიყე). ხალხმა (დაახლოებით 50.000 ადამიანი) გადაინაცვლა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ასევე მშვიდობიან ფორმებში გაგრძელდა მიტინგი. შეკრებიდან დაახლოებით ერთ საათში რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებიდან გამოჩნდნენ სპეცრაზმელები. ხალხის დასაშლელად მათ აქაც გამოიყენეს წყლის წავლი, თუმცა ამჯერად სპეციფიური სუნის მქონე და ვარდისფერი შეფერილობის. პარალელურად მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება და ხუთი სანტიმეტრის დიამეტრის რეზინის ტყვიების გამოყენება. აქციის მონაწილეები დაიფანტნენ სამების ტაძრის მიმართულებით და ბარათაშვილის ხიდზე, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმების წარმომადგენლები მიჰყვნენ მათ და ვიწრო ქუჩებში ხელკეტებით დაარბიეს. ბარათაშვილის ხიდიდან ტყვიების, წყლის წავლისა და ხელკეტებისაგან თავის დაღწევის მიზნით, რამდენიმე ადამიანი გადახტა მდინარე მტკვარში. გაქცეულ მომიტინგეებს სპეცრაზმელები დაეწივნენ მეტეხის ტაძართან, რომლის ეზოშიც დაიწყეს მათი დარბევა. აღსანიშნავია, რომ დაარბიეს ტაძრიდან ხმაურზე გამოსული მლოცველებიც, ხოლო ცრემლსადენი გაზის კაფსულები შეაგდეს ტაძარში.
2.4. უხეში ძალადობის შედეგად დაზარალდა უამრავი ადამიანი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის საავადმყოფოებში სხვადასხვა სახის დაზიანებებით გატარებულია 600 - მდე ადამიანი.

იხ. დანართი – ვიდეო-მასალა;

3. მმართველი პარტიის დაქვემდებარებაში მოქმედებს არაკანონიერი ან ნახევრად კანონიერი ფორმირებები (შსს დეპარტამენტები `სოდ\" და `კუდ\", აგრეთვე მმართველი პარტიის სპორტული და ახალგაზრდული ბრიგადები), რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებს და ფიზიკური ანგარიშსწორებას:
3.1. 15.07.05. დღის 2 საათზე, ქ. თბილისში, რესტორან `თეთრი სახლი\"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი მანქანით მიმავალი, პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი იძულებით იქნა გაჩერებული, რა დროსაც მას თავს დაესხა 8 ნიღბიანი პიროვნება, რომლებმაც იგი სასტიკად სცემეს. მომხდარს წინ უსწრებდა მასმედიის სხვადასხა საშუალებით დეპუტატის კრიტიკული გამოსვლები ხელისუფლების მისამართით. საქმე დღეის მდგომარეობით გამოძიებული არ არის, არ არის არცერთი ეწვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული. 2007 წლის სექტემბერში გადადგომის შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა რომ თავდასხმა პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შეასრულა შსს სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ.
3.2. 7.11.07. ქალაქ თბილისში, დღის საათებში, ე.წ. `ელიავა”-ს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პიროვნებების მიერ სასტიკად იქნა ნაცემი `ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით და საბოლოოდ სხეულის უმძიმესი დაზიანებებით მიიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დახურული დაწესებულებაა და მასში მოხვედრა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელია. საქმე დღეის მდგომარეობით გამოძიებული არ არის, არ არის არცერთი ეწვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული.
3.3. ფიზიკურად გაუსწორდნენ ფრაქცია \"ჩვენი საქართველოს\" ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის წევრს მერაბ ხურციძეს. ხუთი უცნობი პირი მას საკუთარ სახლთან გვიან ღამით დაესხა თავს. დაზარალებული მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს, ვინაიდან პარლამენტის უმრავლესობის დატოვების შემდეგ მას სატელეფონო ზარებით ხშირად ემუქრებოდნენ, განსაკუთრებით მერაბ ხურციძის პრეზიდენტობის კანდიდატ - ბადრი პატარკაციშვილის მხარდამწერთა საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ;

4. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობს მედია-საშუალებების, განსაკუთრებით ტელე-არხების მონოპოლიზაცია სამთავრობო კონტროლის ქვეშ:
4.1. 7.11.07. დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების დისლოკაცია ტელეკომპანია \"იმედის\" მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ალყაში მოაქციეს შენობა და საშუალება არ მისცეს ზემოაღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დაეტოვებინათ ტელეკომპანიის ტერიტორია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის არ აუხსნიათ, თუ რის საფუძველზე მოხდა შენობაში მათი შეწრა და არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ხასიათის იურიდიული დოკუმენტი. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტები იარაღის მუქარით აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დალეწეს აპარატურა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

დანართი:
1. მარეგულირებელი ორგანოების ბრძანებები;

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მაიკო ეგ ლექსი ის ხომ არარი რომ მღერიან სიმღერაც კარგად არამაქვს მონასმენი და ეჭვი იმიტომ შევიტანე ვა რაკარგია მომეწონა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Feb 2008
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ვიცი, მე მაინც მგონია, რომ პრეზიდენტს და მთლიანად მის გუნდს დავალებული აქვთ ქართული ეროვნულობის დაკნინება, რათა უფრო ადვილი სამართავი გახდეს ეს ამაყი და ცხელსისხლიანი ხალხი.
სწორედ ამის დამადასტურებელია ის, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მას გაამარჯვებინეს, ასევე, ამერიკას ძალიან სჭირდება ჩვენი ტერიტორია ირანთან ომის საწარმოებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=JRT00LwbzFY&feature=related

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ამბიციური პრეზიდენტი თუ ხალხის "დაბოლება"
დესპანი