dorado wrote:ციტატა:
\"ხევისბერი გოჩა \" ერთგანზომილებიანი ნაწარმოები არაა და პირდაპირი ცხოვრებისეული პარალელებით არ უნდა იხილებოდეს.წინააღმდეგ სემთხვევაში ვაჟას \"არწივი\"-უბრალოდ ერთი დიდი ზომის გასისხლიანებული ჩიტია, \"სიყვარული აღგვამაღლებს \"-ნიშნავს რომ შეყვარებულებს ფეხები უგრძელდებათ და ა.შ.რაც შეეხება სამშობლოსათვის შვილის გამეტების ფაქტს_არამარტო გამოგონილ, ლიტერატურულ პერსონაჟებს ახასიათებთ ეს,არამედ ისტორიულად რეალურ პიროვნებებს ხშირად უხდებოდათ ამ საზარელი არჩევანის გაკეთება... მაგალითად იგივე გიორგი სააკაძემაც თავისი შვილის სიკვდილი დაუშვა -არაპირდაპირი გზით.ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ძმაკაცის ცოლთან კ
აქ ვერ დაგეთანხმები, განსხვავება დიდია სამშობლოსათვის შვილის გამეტებასა და იმ ფაქტს შორის რაც გააკეთა ხევისბერმა.
1 ის რომ არ გაუმეტებია სამშობლოსათვის
2 ის რომ თითონ მოკლა
3 ის რომ როდის გააკეთა ეს, მაშინ როცა ომი მოგებულია, მტერი აღარ არსებობს, თემმა აპატია, და მაინც კლავს..... და ფინალიც სახეზეა გარეკა ხევისბერმა....