↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს მეფეები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ერთიანი საქართველოს მეფეები

სახელი მეფობის წლები
ბაგრატ III 975-1014
გიორგი I 1014-1027
ბაგრატ IV 1027-1072
გიორგი II 1072-1089
დავით IV აღმაშენებელი 1089-1125
დემეტრე I 1125-1155, 1156
დავით V 1155
გიორგი III 1156-1184
თამარი 1184-1213
გიორგი IV ლაშა 1213-1223
რუსუდანი 1223-1245
დავით VI ნარინი 1245/47-1293
დავით VII ულუ 1247-1270
დემეტრე II თავდადებული 1271-1289
ვახტანგ II 1289-1293
დავით VIII 1293-1311
ვახტანგ III 1302-1308
გიორგი VI, მცირე 1308-1313
გიორგი V ბრწყინვალე 1299, 1314-1346
დავით IX 1346-1360
ბაგრატ V 1360-1393
გიორგი VII 1393-1407
კონსტანტინე I 1407-1411
ალექსანდრე I, დიდი 1412-1442
ვახტანგ IV 1443-1446
გიორგი VIII 1446-1466
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073 ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ომში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.სურათი აღარ არსებობს
უფლისწულობა

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქავეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამასი იძილებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 ძე გაემეფებინა. თავად ის ფაქტი, რომ დავითი 16 წლისა იწყებს სახელმწიფოს მართვას, მეურვის გარეშე, მეტყველებს მის კარგ განათლებაზე, სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე.

მეფობა

დავითი 16 წლისა გამეფდა. მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. დავით IV-მ დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა

სახელისუფლო

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიან ფეოდალებს. 1093 მან შეიპყრო გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში, მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ როცა დარწმუნდა მის ხელახალ ღალატში, 1094 კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საეკლესიო

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენთში \"ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ\". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

ეკონომიკური

დავით IV-მ დიდი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას სააჯო კარს.

სამხედრო

საშინაო საქმეების მოწესრიგების შემდეგ დავითIV-მ განაახლა თურქ-სელჩუკებთან ბრძოლა. 1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები. ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაკტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― \"მონა-სპა\".

სამხედრო კამპანია

1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.

1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.

აღმშენებლობა
გელათი

სურათი აღარ არსებობს
დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები \"გალობანი სინანულისანი\", რომელშიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. \"გალობანი სინანულისანი\" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.სურათი აღარ არსებობს

ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში 1118,
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლაშქრის გაძლიერებას. საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა 1116 წლისათვის დიდ წარმატებას მიაღწია: შემოიერთა კახეთი, ლორე, გიში, რუსთავი, სამშვილდე და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა თბილისი, დმანისი და რამდენიმე ციხე, ბრძოლებით დასუსტებულ ქართველ ლაშქარს უძნელდებოდა თურქთა განდევნა და დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია ყივჩაყები, რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო.

დავითი, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. 1115 კიევის მთავრის ვლადიმირ მონომახის მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით IV მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ყივჩაყებთან გაემგზავრა, ისინი ოსებთან შეარიგა, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და 1118 წელს 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა, მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ (\"მარჯვე\") ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთო) დააყენა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ყივჩაყები ძირითადად მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ნაწილი გაქრისტიანდა.

XII-XIV საუკუნეებში საქართველოში ხშირად ჩანან სხვა, \"ახალი\" დაქირავებული ყივჩაყებიც (გიორგი III-ისა და თამარის დროს, XIII საუკუნის 20-იან წლებში, 1300-1308), ცენტრალური ხელისუფლება ყივჩაყებს იყენებდა ფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგ., დემნა ბატონიშვილის აჯანყების (1177) და გიორგი რუსის გამოსვლის დროს (1191). ამის გამო გაქრისტიანებულ ყივჩაყთა (\"ნაყივჩაყართა\") ნაწილი ქვეყნის საგამგებლო აპარატში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა. საქართველოში მყოფ ყივჩაყთა მასა XIII საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა ლაშქარს შეერია.

დიდგორის ბრძოლა
ქართულ-სელჯუკური ომების ნაწილი
თარიღი: 21 აგვისტო 1121
მდებარეობა: დიდგორი
შედეგი: საქართველოს გამარჯვება
მხარეები
თურქი სელჯუკები საქართველო
მეთაურები
ილგაზი დავით აღმაშენებელი
სიძლიერე
150,000-600,000 56,000

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
გიორგი I, (* 998 ან 1002 ― † 16 აგვისტო. 1027) საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.

გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-16 ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.

1021 ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა 1021 და საქართველოს ბიზანტიის ომები XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა. გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით. გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. 1022/23 გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.

გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ბაგრატ IV (დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი. 1072), საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი.

1022-1025 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს: მათ საქართველოში გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანჯულის ძე), რომელიც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვავით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა: მწარმოებელი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახალ მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. დაპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა კლასობრივი ბრძოლით გართულდა. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე III გარდაიცვალა და ბიზანტირლებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს.

ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმოსავლეთში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/1030 ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატობის პატივი. ეს პოლიტიკური კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში, ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახალი შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული ( გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის შვილი), რომელიც ანაკოფიაში (აფხაზეთი) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დამთავრა. დედა-შვილმა 1032 ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა.

30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის. 1032 კლდეკარის ერისთავმა. ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშსა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზესძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს, მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისს ლიპარიტი დაეუფლებოდა, ბაგრატ IV-მ ამირა გაათავისუფლა. 1038/1040 ბაგრატ IV-მ წარმატებით შეუტია თბილისის საამიროს, ამირა ჯაფარი უკვე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქ-სელჩუკების შემოჭრის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ბაგრატ IV ამირას დაეზავა. ეს იქცა საბაბად ლიპარიტსა და ბაგრატ IV-ს შორის განხეთქილებისა და ბრძოლისა, რომელმაც თითქმის ორი ათეული წელი გასტანა.

1045 ბიზანტიელთა აგრესიით შეწუხებულმა ანისის თავკაცებმა ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს (ბაგრატ IV-ის დედა მარიამი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო). ბაგრატ IV-მ და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბაგრატ IV-მ დაიწყო ბრძოლა ბიზანტიასთან ანაკოფის დასაბრუნებლად და ხუფათის შემოსაერთებლად. ამ ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში ბაგრატ IV-ის თბილისის გამგებლების დელეგაციამ ქალაქის ჩაბარების წინადადებით მიმართა. ბაგრატ IV-მ ანაკოფიისა და ხუფათისთვის ბრძოლის მეთაურობა თავის სარდლებს ჩააბარა, თვითონ სასწრაფოდ ქართლში გადმოვიდა, თბილისში შევიდა და ქალაქში მოხელეები განაწესა. მეფეს წინააღმდეგობა გაუწია თბილისის გარეუბანმა ისანმა, რომლის აღება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. 1046 ლიპარიტმა მოიშველია ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეთის სომეხთა მეფეს და ქართლში შემოიჭრა. მას თან მოჰყავდა დემეტრე გიორგის ძე. ბაგრატ IV იძულებული გახდა თბილისისათვის თავი დაენებებინა და მტერს ჯავახეთში შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. ბრძოლა ბაგრატის მარცხით დასრულდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო არტანუჯის ციხე.

ბაგრატ IV დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. თურქ-სელჩუკების მიერ ლიპარიტის დატყვევების (1048) შემდეგ ბაგრატ IV კვლავ გაძლიერდა, აიღო უფლისციხე, შეიპყრო ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომელთაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე მძევლად დაიტოვა. თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს კვლავ გადასცეს თბილისი, მაგრამ 1051, როცა ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა ლაშქრით ისევ ბრძოლა განაახლდა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, თბილისის შემოერთების ეს ცდაც ჩაიშალა. ლიპარიტი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა. ბაგრატ IV-მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეფედ დატოვა, თვითონ კონსტანტინოპოლში წავიდა (1052) და იმპერატორს ლიპერიტთან შერიგების შუამდგომლობა თხოვა. იმპერატორმა ლიპარიტის მცდელობით ბაგრატ IV სამ წელიწადს თავისთან გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფაქტიური გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გიორგი ბაგრატის ძე იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა და თავი მის აღმზრდელად გამოაცხადა. ბოლოს იმპერატორის შუამდგომლობით ბაგრატ IV და ლიპარიტ IV დაზავდნენ. 1056 ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატ IV-მ ლიპარიტი ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ამ დროიდან მან განამტკიცა თავისი ხელისუფლება, ხელთ იგდო კახეთ-ჰერეთის უდიდესი ნაწილიც და შეძლო მისი მოწინააღმდეგე დიდგვარიან აბაზასძეთა დამარცხებაც.

XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში თურქ-სელჩუკების აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან დაახლოების გზას დასდგომოდა. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები ბაგრატ IV-საც ამისკენ უბიძგებდა. სულთან ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ ბაგრატ IV-მ თავისი ასული მართა (მარიამი) 1065 იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) შვილს მიხეილს მიათხოვა. გაძლიერებულმა ბაგრატ IV-მ სომხეთის მეფეს სამშვილდე წაართვა და 1067-1068 დაიწყო ბრძოლა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს და კახეთის შემოერთების ეს ცდა მარცხით დამთავრდა. სულტანმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია - ბაგრატ IV-მ უარი განაცხადა სულთნის მოხარკეობაზე. სულთანი საქართველოს გაეცალა, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის (განჯა) ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ სასტიკად დაამარცხა ქართლში შემოსული ფადლონი, აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა ამირათა შთამომავალს, რომელსაც დააკისრა ყოველწლიური ხარკი - 44 ათასი დრაჰკანი. ამრიგად, თბილისის საამირო საქართველოს მეფის ვასალი გახდა. ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. უფლისწულ გიორგის მეთაურობით ქართველ-ოსთა ლაშქარმა განძა მოარბია.

ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მოწვევით 1060-1065 საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმიდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბაგრატ IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაასაფლავეს ჭყონდიდში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
გიორგი II, საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე.

მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები \"წყალობით დაფარა\". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ.

1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

1073 ან 1074 საქართველოს შემოესია \"დიდ სელჩუკთა\" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც \"მატიანე ქართლისაჲ\" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, \"მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა\". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი (\"ციხე ქუეყანა\"), \"სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი\" და გააქცია თურქები.

საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახდა თავისი სამფლობელოს აღმოსავლეთ მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან ― დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. ყველისციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან.

XI საუკუნის 80-იანი წწ. დამდეგიდან დაიწყო თურქ-სელჩუკთა ახალი შემოსევები. გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდებელია 1081-1082) და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო თურქ-სელჩუკების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა \"ზედამარბეველთაგან\", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა შეერთებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში, ალბათ გარკვეული მოსაზრებით, გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის გამო გიორგი II-ს ჰკიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური ― უბედურება მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება: 1089 გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგში აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბაგრატიონი, მ. ბროსე) თვლის , რომ გიორგი II გარდაიცვალა 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ.ურბნელი, თ.ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 დებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

1130 დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია. 1154 (1155) დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I-მა ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად (\"აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა\"). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.

საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი \"შენ ხარ ვენახი\" დღესაც ცოცხალი პოეტური საგალობელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
დავით V, საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. უფლისწულობაში დავითმა აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რომელსაც უმცროსი ვაჟის - გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მეფობას. დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დავით V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რომელმაც ახლა უკვე ტახტის მემკვიდრე გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გიორგი III (? ― † 1184), საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო \"უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა\".

გამეფება

მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძოება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვაროვან ფეოდალებს დავით V-ის ძის (დემნა, იგივე დემეტრე) სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

საგარეო პოლიტიკა

დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. საქართველოს საზღვრების გასამტკიცებლად 1161 გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. 1162 ქართველებმა სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი აიღეს.

საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბაქირისა და არზუმის მმართველები. გიორგი III-მ ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით უკუაგდო დამპყრობლები. მაჰმადიანთა უკან დახევა გიორგი III-მ და საქართველოს ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს. ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა, საქართველოს ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრძოლა გაჭიანურდა. ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა. 1167 გიორგი III-მ ილაშქრა შირვანში მისი ყმადნაფიცისა და დისწულის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიის მფლობელები). ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რომელიც გიორგი III-მ აღსართანს უწყალობა. 1173-იდან გიორგი III-ის მცდელობის შედეგად გვინი, ანისი და მათი მიმდგომი მხარეები საქართველოს სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგშიაც გრძელდებოდა.

შინა მდგომარეობა

გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ფეოდალურო წარმოებიდან გამოძევებული ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების ბოლომოუღებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები. 1177 დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვები. ამბოხებულები თითქოსდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1178 დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს - ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მ. შ. დიდი ნაწილი ყუბასარს, რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა. გიორგი III-მ ასევე \"უგვარო\", აზნაურის ნაყმევი აფრიდონი მსახურთუხუცესის თანამდებობაზე დააწინაურა.

ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1179 მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ \"სენის\" აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178 გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალი თამარი. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

ქორწინება და შვილები

დაახ. 1155 წელს გიორგი ირთავს ბურდუხანს (გურანდუხტი), ოსეთის მეფის ხუდანის ქალიშვილი. მათი უფროსი ქალიშვილი თამარი გიორგის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ხდება. უმცროსი ქალიშვილი, რუსუდანი, მიჰყვება მანუელ კომნენუსს (ბიზანტიის ხანმოკლე იმპერატორის ანდრონიკუსის უფროსი ვაჟი). რუსუდანი და მანუელი იყვნენ ტრაპიზონის მეფის ალექსიუს I-ის მშობლები.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
თამარი, თამარ მეფე (* დაახ. 1160 - 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა \"მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი\" შეარქვეს.სურათი აღარ არსებობს

ცხოვრება

თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის გურანდუხტის უფროსი ქალიშვილი იყო. გურანდუხტი თავის მხრივ ოსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყუდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთმმართველი გახდა.

თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი.

მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.

თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.

საგარეო პოლიტიკა
საქართველოს რუქა თამარის მეფობის პერიოდში
სურათი აღარ არსებობს

თამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაკლასობრივი ბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1201-03 აიღეს სომხური ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა; 1204 აიღეს კარი (ყარსი), იმავე 1204 შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1208-09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭემზე, არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი.

თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები სამხრეთით - ხლათის სასულთო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის სააამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

კულტურული აღმშენებლობა
თამარ მეფე ყინწვისის მონასტრის ფრესკაზე
სურათი აღარ არსებობს

თამარის მეფობაში საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები). მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვები. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. თამარის პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიაში. ქართულ ეკლესიამ თამარი წმინდად შერაცხა.

ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის \"ვეფხისტყაოსანი\").

თამარის საფლავი

ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: \"ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე...\". მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი

წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი თხუთმეტი წლისა იყო, როცა საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა. ამ დროს ქართლი, ერთი მხრივ, სპქრსეთის აგრესიას განიცდიდა, მეორე მხრივ კი ოსთა შემოსევებისაგან იყო გამწარებული. ოსებმა ერთ_ერთი შემოსევის დროს ტყვედ ჩაიგდეს ვახტანგის მცირეწლოვანი და, მირანდუხტი. არც დასავლეთ საქართველოს ადგა უკეთესი დღე _ ბერძნებმა ეგრისიდან ციხეგოჯამდე დაიპყრეს აფხაზეთი.
ვახტანგმა სამეფო ტახტზე ასვლისთანავე შეკრიბა ქვეშევრდომები და თხუთმეტი წლის გვირგვინოსანმა, ~ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა~, ბრძანა, რომ ქვეყანაზე მოწეული განსაცდელი ღვთის წყრომა იყო მეფისა და ერის ცოდვებისათვის. მეფე ვახტანგმა ~სასოებოთა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოთა და წარმძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსნითა~ დაამარცხა ოსთა ჯარი, გაათავისუფლა ტყვეები და ბერძენთაგან დაპყრობილი აფხაზეთის გათავისუფლებაც განიზრახა.
სამი წლის ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთის ყველა ციხე_სიმაგრიდან განდევნა ბერძნები. გასაოცარი იყო ვახტანგ მეფის სარწმუნოება,სიბრძნე და ფიზიკური სიძლიერე: ~უმაღლესს კაცთა მის ჟამისათა~ (იგი სიმაღლით თორმეტი ბრჭალი _ 2მ. და 40 სმ. იყო) და ~უმშვენიერესს სახითა~ შეეძლო დაუღალავად ჩეხა მტერთა ურიცხვი ლაშქრისა და ~მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა და გლახაკთა მიცემითა~ მშვიდი ღვთისმსახურება. შეეძლო მხრებზე შეჭურვილცხენშესმულს მცხეთიდან არმაზციხემდე შეუსვენებლად ასვლა, ~არა დათმენა კიცხევათა~ და პირადი შეურაცხყოფის მოთმენით ატანა. შეეძლო გაქცეული ირმის ხელით შეპყრობაცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უდიდესი სიდინჯის გამოჩენაც. ვახტანგის საომარ მუზარადზე წინ მგელი იყო გამოსახული, უკან კი _ ლომი. სპარსელებთან ომის დროს მუზარადზე მგელ_ლომ გამოსახული მეფის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ყველას, სპარსელები ხმამაღლა გასძახოდნენ ერთმანეთს: ~დურ აზ გორგასარ~ (მოერიდეთ მგლისთავს). ასე ეწოდა ვახტანგს ზედსახელი ~გორგასალი~.
ვახტანგ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, მან განდევნა საქართველოდან ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები. ვახტანგ მეფემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა განსასჯელად მიქაელ ეპისკოპოსი, რომელმაც, განრისხებულმა, ფეხით კბილები ჩაუმტვრია მასთან კურთხევისათვის მისულ მეფეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პატივი აჰყარა მრისხანე მღვდელთმთავარს და მონასტერში გაამწესა გონზე მოსასვლელად და მოსანანიებლად. შემდგომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და იმპერატორმა ანტიოქიის პატრიარქთან გაგზავნეს ვახტანგ მეფის მიერ გაგზავნილი წმიდა პეტრე (ხს. 30 თებერვალი), სამოელი (ხს. 30 ნოემბერი) და სხვა სამღვდელონი კურთხევის მისაღებად, ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი, ხოლო წმიდა პეტრე კათოლიკოსად დაადგინა.
ვახტანგმა აღასრულა წმიდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.
ვახტანგ მეფემ მცხეთაში წმიდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა _ კლარჯეთში, არტაანი _ ერუშეთში, წუნდა _ ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმიდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და წოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.
ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯის და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. აშენდა და დაარსდა სხვა უამრავი ციხე_კოშკი და ეკლესია_მონასტერი. ვახტანგმა ააგო თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა.
წმიდა მეფემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს. მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.
სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი ქვეყნის დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში ის სასიკვდილოდ დაიჭრა იღლიის ქვეშ. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქმნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. სიკვდილის წინ წმიდა ვახტანგ გორგასალმა თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და უთხრა: ~მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ~.
მთელი საქართველო გლოვობდა ქრისტესთვის აღსრულებულ მეფეს, უჯარმიდან მცხეთაში გადაასვენეს ქრისტესგან გვირგვინოსანი, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს დიდი პატივით და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს. ამის შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმიდა მეფესთან და ყოველთვის გრძნობს მის მეოხებას.
საქართველოს კათალიკოს_პატრიარქის, ილია მე_2_ის ლოცვა_კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარს მიუშენდა წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერი, ქალაქ რუსთავში კი აიგო მისი სახელობის საკათედრო ტაძარი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გაიხარეეეთ.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.

საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.

ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.

საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).

ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
საინტერესო ცნობები საქართველოს მეფეებზე:
მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).

ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).

იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I - 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
საქართველოს მეფეები
დესპანი