↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გვარი, წარმომავლობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 101 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ,უნა მართალი ხარ , დროა ერთმანეთი უფრო კარგად გავიცნოთ. მე დვალაძე ვარ, რაჭველი. ჩვენი გვარი არ არის დიდი და მისი წარმოშობა დვალეთის მთას უკავშირდება, რომელიც რაჭისა და ოსეთის გასაყარზე დაგას.ჩემი გვარის ადამიანები ძირითადად მეღვინეები და ექიმები არიან(ყოველ შემთხვევაში ჩემ სანათესაოში ასეა).

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადაც ოსები არიან დასახლებული ეხლა, ის ადგილი დვალების იყო. ვინც ცხინვალით წასულა რაჭაში, კარგად ეცოდინება: რა სილამაზეა იქ. რა ლამაზია მთის მწვერვალებზე რომ ადიხარ და მთის ქვემოთ დარჩენილ სოფელს ზემოდან არწივივით გადმოჰყურებ. არასოდეს დამავიწყდება ერწოს ტბა. რომელიც მაისშიც კი გაყინული იყო ხოლმე. რამდენჯერ იქ თოვდა კიდეც მაისში. ეჰჰჰ.... რა სილამაზე იყო იქ?! ნეტა როდესმე გვეღირსებოდეს მაგ ადგილის უკან დაბრუნემა!!!
გაზაფხულობით თუ წავიდოდით რაჭაში, მამა გზაზე სპეციალურად გამიჩერებდა მანქანას, რომ ყოჩივარდები დამეკრიფა; იმდენი იყო, რომ კრეფას ვერ აუდიოდი. არ დამავიწყდება იმ გაზაფხულის სუნი. არ დამავიწყდება ონის რაიონთან შესასვლელთან სოფელი ირი. სადაც მაღალი მთა იდგა და იმ მთაზე აგვისტოშიც კი ძველი თოვლი იდო. ოჰ, ღმერთო! ნეტა შევძლოთ ისევ იმ გზით წასვლა რაჭაში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
nanano wrote:
ციტატა:
მეე სამჭკუაშვილი ვააარ.....:)

=haa= =haa= =haa= გურული სამ-ჭკუაშვილი არ იქნება =haa= =haa= =haa=
სამ-აბდალაშვილი რომ გეთქვა უფრო დავიჯერებდი =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
ეგ უფრო გურული ვარიანტია (ვიცი ხუმრობას გამიგებ)=lol=

=ko= =ko= =ko= =ko= =ko=
პიკასო,ბევრი ვიცინე შენს კომენტარზე,მარა ხასიათი წამიხდინა დაბოლოებამ,გაგიგებ რომელია,=sher=
მჯობნი იუმორში და ვკაკვავ თითს=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ialbuzi wrote:
ციტატა:
სადაც ოსები არიან დასახლებული ეხლა, ის ადგილი დვალების იყო. ვინც ცხინვალით წასულა რაჭაში, კარგად ეცოდინება: რა სილამაზეა იქ. რა ლამაზია მთის მწვერვალებზე რომ ადიხარ და მთის ქვემოთ დარჩენილ სოფელს ზემოდან არწივივით გადმოჰყურებ. არასოდეს დამავიწყდება ერწოს ტბა. რომელიც მაისშიც კი გაყინული იყო ხოლმე. რამდენჯერ იქ თოვდა კიდეც მაისში. ეჰჰჰ.... რა სილამაზე იყო იქ?! ნეტა როდესმე გვეღირსებოდეს მაგ ადგილის უკან დაბრუნემა!!!
გაზაფხულობით თუ წავიდოდით რაჭაში, მამა გზაზე სპეციალურად გამიჩერებდა მანქანას, რომ ყოჩივარდები დამეკრიფა; იმდენი იყო, რომ კრეფას ვერ აუდიოდი. არ დამავიწყდება იმ გაზაფხულის სუნი. არ დამავიწყდება ონის რაიონთან შესასვლელთან სოფელი ირი. სადაც მაღალი მთა იდგა და იმ მთაზე აგვისტოშიც კი ძველი თოვლი იდო. ოჰ, ღმერთო! ნეტა შევძლოთ ისევ იმ გზით წასვლა რაჭაში![/quote

სენ შემოგევლე, რომ ვკითხულობდი შენს ნაცერს ცრემლები მომდიოდა, შენ ჩემს ბავშვობას ყვებოდი,მეც თვალწინ მიდგას ეგ ყველაფერი , ირში პირველი მოსახლის გადაბრეცილი ბოსელიც კი მახსოვს. გაიხარე,ბავშვობა რომ გამახსენე=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე გოგრიჭიანი ვარ რაჭცელი სუფთა სსიხლის დედა გობეჯიშვილი მყავს წარმოშობით სოფე;ი ღებიდან იალბუზი რა კარგად დააXასიათე ერწოს ტბა კინაღამ გული გამიცერდა რომნ გამახსენდა რა სილამაზეა
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ალბათ ბევრს დააინტერესებს. ანბანის მიხედვით რომ მივყვე ძალიან ბევრი დაგროვდება. თუ ვინმეს კონრეტული გვარი აინტერესებს შევეცდები დაგეხმაროთ.
დავიწყოთ \"გ\" დან. აზნაურთა გვარები.
ხო მე ისე დუმბაძე ვარ:)

გაბაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე დროსა მეფისა მირიანისასა ჰსჩნდენ და იტყვიან ამათ მოსვლასა ურიასტანის ადგილით, გაბაონიდგან მოსვლასა ადრითვე, ოდეს ურიანი გადმოესახლნენ, დროსა ნაფუგოდონოსოსორისასა და იყვნენ ესენი მცხეთისა ქალაქსა შინა მოსახლენი. ხოლო უკანასკნელ, რა იწყო ტფილისის ქალაქის შენობამან, მაშინ გვარნიცა ამათნი გარდასახლდენ ტფილისსა შინა და არიან მუნ ჟამიდგან მცხოვრებნი აზნაურად და მეფეთაგანც იყვნენ მიჩნეულნი.

გაბილაშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

გაბილ, ანუ ზაბილ იყო ასული ლეონ III სომეხთა მეფისა, ამან აღზარდა ობოლი ვინმე ყმა და უწოდა გაბილა შვილად. მის გამო მიიღეს აზნაურობა და მათ შთამომავალს ეწოდა გაბილაშვილობა. ესენი მოვიდნენე წელსა თურქთა დაპყრობისასა დიდისა სომხითისასა.

გაბუნია (ოდიშის აზნაურნი)

ესენი არიან ურიისტანის გაბაიდგან გარდმოსახლებულნი სემირამიდისაგან ოდიშში და მუნიდგან იწოდებიან გაბუნიებად.

გამყრელიძე (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)

ესენი იხილე ზემორე, გამყრელიძეებში იმერეთიდამ მოსული სახასო აზნაური მეფის არჩილის დროს 1675 წ. ამათგანნი არიან ესენიცა და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.

გამყრელიძე (იმერეთის აზნაურები)

განძიელი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ გვარითა განძიძედ წოდებულნი, რომელ განძი იყო სომეხთა მეფეთა დროს თავადად და ოდეს დამდაბლდა სომეხთა სამეფო და იქმნა აღრეულობა, ამათნი წინა-პარნი მოვიდნენ და დასახლდენ ადგილსა თრიალეთისასა, განძად წოდებულსა, და მერე მუნიდგან შთამოვიდნენ ვახტანგ მეფის დროს 1727 წ. და დამდაბლებისა გამო შეიქმნენ აზნაურნი და იწოდნენ შთამომავლობანი მათნი განძიელებად და ესენი ცნობილნი იყვნენ დროსა მეფის ვახტანგისა, და თეიმურაზისასა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.

გარაყანიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი ძველადვე არიან ქსნის აზნაურნი პირველ ცხრა ძმის ხეობის მოსახლენი და მუნებურნი ხევის ბერნი მოხელედ, ხოლო ოდეს მოვიდა ყაზან ყაენი მტრობითა დიდითა დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1300 წ. ამათმან წინა-პარმან ბრძო მეფისა ლუარსაბის დროს 1556 წელსა მხედრობათა ყაზან ყაენისათა, ოდეს შევიდნენ ქსნის ხეობასა შინა, ვინაიდგან მეფე იყო გამაგრებულ არაგვსა შინა და ბრძოდენ მაშინ ამა გარაყანიანთა წინამძღრობითა, გამოდევნეს მტერნი ქსნის ხეობიდგან, რომლისა გამო მეფემან უბოძა და უწოდა გვარად განმყრელობა და მერეთ, ცვლილებისა გამო ენისა, იწოდებიან გარაყანიძედ და არიან მუნიდგან აზნაურად წოდებულნი, ქსნის ხევზედ ლამის ყანას მცხოვრებნი და პატრონნი მის ადგილისანი: 1) ზურაბის შვილები, 2) დიმიტრის შვილები, 3) სპირიდონის შვილები, ხოლო სხვანი გარაყანიძეები არიან კახეთის წილნი, ზემო ავჭალას მოსახლენი.

გარაყანიძე (კახეთის სამეფო აზნაურნი)

გარნიკ შვილის-შვილი იყო გუღამისა დიდსა სომხითსა შინა წ. 2140-სა და 3300. ესენი დია ძველად მოვიდნენე, ორ სახლად გაყოფილნი, და იწოდებოდნენ ბარნიკაშვილებად. პირველნი სახლობდენ ქსანსა ცხრა ძმასა ზედა და პატრონობდნენ ადგილსა მასსა. ხოლო მეორენი იდგნენ გარდანისა (გლდანისა) მხარეს, აწ ზემო ავჭალად წოდებულსა, პირველნი არიან აწ ლამის ყანის სოფლისა პატრონნი, ერისთავთაგან დამდაბლებულნი, ხოლო მეორენი აწ ცხოვრობენ ზემო ავჭალას.

გარსევანაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)

ამათნი წინა-პარნი არიან საბერძნეთიდგან მოსრულნი, რომელნიცა მგალობელნი იყვნენ ბერძენთ მეფისა ასულის ელენე დედოფლისა, რომელიცა იყო მეუღლე მეფისა ბაგრატისა, ზითევსა შინა მოყოლილნი ელენე დედოფლისა და რომელნიცა მსახურებდენ ქრისტეს სამჭვალსა და ოქონისა ღვთის მშობლისა ხატსა, რომელ ხატი ესე მოსცა კეისარმან ზითევსა შინა ქალსა თვისსა ქრისტეს აქეთ 1028-სა და მერე მეფემან ბაგრატ მიიღო მათნი წინა-პარნი და უბოძა ამოწყვეტილის აზნაურის გარსევანად წოდებულის მამული და გვარიცა მათი და არიან მუნიდგან ცნობილნი აზნაურად და რომელნიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.

გეგელია (ოდიშის აზნაურნი)

იყო სომეხთ მთავარი (განძში), დადგენილი ბერძენთაგან წელსა 1038 და მათი გვარი მოვიდნენ დროსა მეფისა და მიიღეს გვარად განძიელი და იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.

გეგეჭყორი (ოდიშის აზნაურნი)

გეგენა ჭყორელი იყო და ამან გეგენამ მიიღო აზნაურობა სამსახურისა გამო მეფისა და მიუბოძა გეგეჭყორობა გვარად და გაუგვარდა ესე.

გეთასანაშვილი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მონათესავენი შორიელნი მხარგრძელისანი და მოსახლენი ხაჩინის ადგილსა შინა. ამათთა პირველ წინა-პართა ვახტანგაშვილს უწოდნენ. ხოლო უკანასკნელ ამათგანნი ვინმე გათათრდა და უწოდეს ასან, და მერე ხაჩინის მთავარმან რისხვით გამოაძო და უბოძა გეთასან (რომელ არის თათრულებ, წარვედ ასან) და მერე მოვიდნენ სომხითს და ამათნი შვილნი კვალად გაქრისტიანდენ და განუგვარდათ გეთასანაშვილობა და არიან მუნიდგან ცნობილ აზნაურადვე და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ.
შენიშვნა, სხვა ვარიანტი: აზნაური გეთასანაშვილი, ახალ-ციხით მოსრული, თათარი ასანა წოდებული, რომელიც ცხოვრებდა სომხითსა როსტომ მეფის დროს 1635 წ. აიყარა და წარვიდა თვისსავე მამულსა და დაშთენ მისნი რომელნიმე ნათესავნი და ამის გამო ეწოდათ გეთასანა შვილი რომელნი ნიშნავს: გეთი ასან, ესე იგი: წარვიდა ასან).

una mujer კარმა ჩემგან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
ხო მე ისე დუმბაძე ვარ:)

მეც არა ვთქვი რატო მევასება ეს კაცი მეთქი?!=sher=
ყველა გურულს შემოევლოს ჩემი თავი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
maxsimas wrote:
ციტატა:
ხო მე ისე დუმბაძე ვარ:)

მეც არა ვთქვი რატო მევასება ეს კაცი მეთქი?!=sher=
ყველა გურულს შემოევლოს ჩემი თავი.

=sher= გაიხარე =ae=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, გაფიცებ, ეს ყველაფერი ზეპირად იცი თუ წიგნიდან იწერ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მაქსიმას, გაფიცებ, ეს ყველაფერი ზეპირად იცი თუ წიგნიდან იწერ?

ეჰჰ ზეპირად რომ ვიცოდე რაღა მიჭირს.უმეტესობას ვკითხულობ და შემდეგ ვიწერ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაქსიმა ჩემი წიმნაპარი იყო გარაყანიძე ნუ სამამ ღებში გადმოვიდოდა და დასახლდებოდა სადაც იგი იძმეს გოგრიჭუიანებმა და გვარი მისცეს ისტორია ჩემი გვარის კარაგდ ვციცი Dა შენგან დაწერილი რომ წავიკითხე მაგრად გამიხარდა საღოლ ჯიგარი ხარ გარაყანიძეები ლამის ყანაში არიან
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
pocxveri wrote:
ციტატა:
მაქსიმა ჩემი წიმნაპარი იყო გარაყანიძე ნუ სამამ ღებში გადმოვიდოდა და დასახლდებოდა სადაც იგი იძმეს გოგრიჭუიანებმა და გვარი მისცეს ისტორია ჩემი გვარის კარაგდ ვციცი Dა შენგან დაწერილი რომ წავიკითხე მაგრად გამიხარდა საღოლ ჯიგარი ხარ გარაყანიძეები ლამის ყანაში არიან

გარაყნიძეები იყვნენ როგორც ქართლის ასევე კახეთის აზნაურები.თუ მეხსიერება არ მღალატობს 1554 წელს გაჩნდა ეგ გვარი ლუარსაბ მეფის დროს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
კი ნამდვილად ლუარსაბ მეფის დრიოს მე როგორც ვიცი ჩემი წინაპრები ქართლიდან ლამის ყანიდან იყვნენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
pocxveri wrote:
ციტატა:
კი ნამდვილად ლუარსაბ მეფის დრიოს მე როგორც ვიცი ჩემი წინაპრები ქართლიდან ლამის ყანიდან იყვნენ

ქსნის ხევი ლამის ყანა. ეჰჰ რა ადგილები გავაგვს ქართველებს=ae=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
აბა საადაურები სად ვართ საქართველოს გაუმარჯოს ერთადერთს და განუმეორებელს=ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 101 posts ] 
გვარი, წარმომავლობა
დესპანი