↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 104 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:რწმენა,ბევრი სიყვარული და გარშემო საყვარელი ადამიანები...კიდევ ძალიან ბევრი წვრილმანია,რომელმაც შეიძლება ბედნიერება მოგიტანოს,მაგრამ მთავარი მაინც...ხანდახან ისეთმა მცირედმა შეიძლება გაგაბედნიეროს თან ისე,რომ...,მაგ,სასიამოვნო მუსიკის მოსმენამ,როგორც დღეს იყო(ეს ჩემს მაგალითზე)... :handeating: :jj:ვაიმე კიდევ ძალინ ბევრი რამე მახსენდება,მაგრამ იყოს ეს,რაც არის... :mq:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
maia წერს:
თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?
.... და არის ბედნიერება ? რა კრიტერიუმით განისაზღვრება "ბედნიერი ადამიანი"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ერთ საიტზე ვიპოვე, საღამოთი გადმოგიქართულებთ და მოგართმევთ :)
ისე კი იქნებ დაგეწერათ, თქვენ როდის იგრძენით თავი ბედნიერად? ან იქნებ სულაც მზიანი ამინდია საკმარისი? ან ცისარტყელას დანახვა?
ან დაწერეთ, დღეს,მაგალითად რა მოხდა ისეთი რაც გაგეხარდათ, ან გუშინ :) ყოველდღე თუ არა, ათასში ერთხელ ხომ მაინც გვანიჭებს რაღაც ბედნიერების შეგრძნებას :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბედნირება ეს ისეთი მდგომარეობაა, ძნელია მოუძებნო განსაზღვრება, ალბათ, უფრო ინდივიდუალურია..........

მე უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებს როდესაც ჩემი ხელით ვქმნი რაღაც ახალს და შედეგს ვხედავ,
ბედნიერი ვარ, როდესაც სიამოვნებას ვანიჭებ ჩემთვის ძვირფას ხალხს და რაღაც კარგს ვაკეთებ მათთვის :)

ისე კი პაწია რაღაცეებსაც შეუძლიათ მომანიჭონ ბედნიერება...მაგალითად ზოგჯერ ისიც კმარა, რომ ცოცხალი ვარ, რომ რომ ჯანმრთელი ვარ და ვსუნთქავ ;) და რაც მთავარია ჩემი ბნედნიერებისათვის კმარა, რომ ჩემები იყვნენ კარგად ...............

უღუბლო ზეცა და ღიმილიანი სახეებიი :) აი, რა არის ბედბნიერების საწინდარი .....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეს ჩამონათვალი ჩამოყალიბებულია ROGER DARLINGTON მიერ და ჰქვია

როგორ ვიყოთ ბედნიერი

* ჯანმრთელობა;
* იცხოვრე იმ ადამიანთან ერთად, ვინც გიყვარს და აფასებ და ვისაც შენდამი იგივე გრძნობები გააჩნია;
* გააჩინე შვილი;
* იყოლიე კატა ან ძაღლი;
* იქონიე ახლო კონტაქტი ნათესავებთან და მეგობრებთან;
* ხშირად გაიღიმე;
* ხშირად იცინე;
* თქვი რასაც გულისხმობ და იგულისხმე ის, რასაც ამბობ;
* იყავი ზრდილობიანად მტკიცე - ყოველთვის თქვი რას გრძნობ და ახსენი რა გინდა, რადგან ამხანაგები და კოლეგები თქვენს აზრებს-ფიქრებს ვერ კითხულობენ;
* ხშირად შეაქე სხვები;
* ხშირად გაუკეთე საჩუქრები მეგობრებს;
* სიკეთე გააკეთე ანონიმურად;
* დაბადების დღის ან ახალი წლის წინ ჩამოწერე საჩუქრების სია და მიეცი ახლობლებს, რათა არასასურველმა საჩუქარმა გუნება არ გაგიფუჭოთ;
* ფული დახარჯე იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებ;
* ნუ გაასესხებ და ნუ ისესხებ ფულს;
* ნუ ითამაშებ აზარტულ თამაშებს ფულზე;
* დაეხმარე საქველმოქმედო ორგანიზაციებს;
* შენი შესაძლებლობების ფარგლებში იხმარე ყველაზე ძვირი სუნამო;
* იყავი ახლოს ბუნებასთან;
* იკითხე კარგი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები;
* მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას;
* წადი კინოთეატრში კარგი ფილმის სანახავად;
* გაუკეთე საკუთარ თავს პატარა საჩუქრები - ყვავილები, შოკოლადი, CD...
* განვითარდი გონებრივად - იარე რაიმე კურსებზე;
* განვითარდი გეოგრაფიულად - მოინახულე ადგილები სადაც არასდროს ყოფილხარ;
* გააკეთე რამე ისეთი რაც არასოდეს გაგიკეთებია - მაგალითად პარაშუტით ხტომა;
* აწარმოე დღიური;
* გადაიღე ბევრი ფოტოები;
* იქონიე პოლიტიკური ხედვა;
* იყავი რელიგიური (აქვე თავად აღნიშნა, რომ არაა რელიგიური :) )
* თუ თავს ცუდად გრძნობ, გაიხსენე, რომ შეიძლება ყველაფერი უარესად ყოფილიყო;
* არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, დაგეგმე რას გააკეთებ პენსიაზე გასვლის შემდეგ;
* დაწერე ანდერძი

ბოლოს კი დასძენს, რომ თუ შენ ყველაფერი ეს შეასრულე და მაინც არ ხარ ბედნიერი, მაშინ შენ ხარ უცხოპლანეტელი და წადი დაბრუნდი შენს პლანეტაზეო. :D

ზოგი პუნქტი შეიძლება საკამათო იყოს, ისევ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებები და სულაც არაა სავალდებულო სწორი იყოს. დაწერეთ სად ეთანხმებით და სად არა :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბედნიერბა ყოველტვიც დროებითია, მუდამ იქონიე რსმენა და იმედი და ესეც ბედნიერება, ყველაფერი შედარებითია.
ამევე დროც მოგესალმებით ყველა დესპანელებც

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება სრულყოფილი და ბედნიერი.როცა გგონია რომ რაღაცას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს,როცა მიღებ მიხვდები რომ, მარტო ამიტთ თურმე ბედნიერი ვერ იქნები. მერე სხვა რაღაც მოგინდება, და ესე დაუსრულებლად,,, დამიჯერეთ ბედნიერებას ვერაფერი ვერ მოგვიტანს,ეს ჩვენ უნდა მივუტანოთ საკუთარ თავს ბედნიერება.ბედნიერები უნდა ვიყოტთ რომ ვარსებობთ. ბედნიერებაა ისიც რომ, ჩვენ ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანები ვართ. ვიღაცას ვჭირდებით. ჩვენ უნდა გავხდეთ ცოლები, და ყველაზე დიდი ბედნიერება კი ალბად ისაა,ჩვენ უნდა ვიყოთ დედა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 May 2007
Posts72
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბედნიერება ჩემთვის არის ის რომ 7თვეში მამა გავხდები და ყველაზე ბედნიერი დღე იყო ის დღე როცა გავიგე რომ ჩემი მეუღლე ორსულადაა. :) ისე კი ბედნიერება ინდივიდუალურია,რამაც შეილება მე ბედნიერი გამხადოს იმავემ შეილება ვიღაც არც დააფიქროს და ფეხზე დაიკიდოს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემთვის კი ბედნიერება, როცა მიზნად მაქვს რამე დასახული და მისკენ მივდივარ კუს ნაბიჯებით (ან უფრო ჩქარა)... მერე კი რომ მივაღწევ მიზანს და კამყოფილი დავფიქრდები თუ რა ძნელი იყო ამ გზის გავლა, მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე და მივაღწიე მას. აი მაშინ ვარ მე ბედნიერი. :ura:
უღრუბლო ცა, მწვანე მდელო და ახლობლების კარგად ყოფნა ეს ყოველი ჩვენთაგანისთვის სტანდარტული ბედნიერებაა. :smilie:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined30 Oct 2007
Posts53
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ეს იმდენად ფართო მცნებაა, ძალია ბევრი რამეა რამაც შეიძლება ბედნიერება მოუტანოს ადამიანს. ჩემი აზრით ბედნიერებისთვის საჭიროა: რწმენა, დიდსულოვნება, სითბო და სიყვარული.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ბედნიერებისთვის საჭიროა უბედურება <<ეს ისე სპონტამ :))) ჩემი ბედნიერებისთვის საჭიროა ჩემპონთა ლიგის ფინალის ყურება ბევრ პივასთან ერთად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მიუნჰენის ბაიერნი და საცოდავი მანჩესტერ იუნაიტედი, როდესაც ბაიერნი იგებს პირველი ტაიმის მეოცე წუთზე ორით ნოლს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაო საცოდავი მანჩესტერიო? არ არსებობს ! გაგააა ! დაგტუქსავ იცოდე. ეგ როგორ მოგივიდა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ მახსოვს სად და როდის წავიკითხე ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან მომწონს: " ბედნიერებაა, არ გინდოდეს იმაზე მეტი რაც უკვე გაქვს" :).
თუ დავუფიქრდებით , რამხელა ჭეშმარიტებაა ამ პატარა ფრაზაში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ანუ იყო კმაყოფილი იმით,რაც გაქვს?...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 104 posts ] 
რა არის საჭირო ბედნიერებისათვის?
დესპანი