↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ხვალ 14 თებერვალია... დღე შეყვარებული ხალხისა... წინასწარ გილოცავთ ყველას. ულევ, ულამაზეს და უკვდავ სიყვარულს გისურვებთ ჩემო კარგებოოოოოოოო=ko= =ko= =ko=

ასტროლოგიის დიდად არ მჯერა, მაგრამ იყოს მაინც :)

გაიხსენეთ, რომ ამ დღეს შეყვარებულებს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. რა გვირჩევს ამ შემთხვევაში ჰოროსკოპი?

ვერძი
მათ საჩუქარი მთელი გულით უნდა აჩუქოთ. რაც უფრო მეტია გრძნობა, მით უფრო ძვირფასია საჩუქარი. მოეწონებათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მოძრაობასთან. მაგ. რაიმე სპორტული მანქანის ან მოტოციკლისთვის.

კურო
ვერძების და მერწყულისგან განსხვავებით, კუროებს მხოლოდ ძლიერი ჩახუტება და მხურვალე კოცნა არ ეყოფათ, მას რაღაც არსებითი უნდა დაამატოთ. მათ სჭირდებათ სიყვარულის მატერიალური დამტკიცება. ამისთვის გამოდგება ოქროს მოკრძალებული ბეჭედი. ან ძვირფასი სასმელი ლამაზ ბოთლში.

ტყუპები
ყოველთვის უხარიათ პატარა სიურპრიზები, როგორიცაა წიგნები ან თეატრის ბილეთები. მათი გადაცემისას არ დაივიწყოთ თბილი სიტყვების თქმა.

კირჩხიბი
მისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და არა საჩუქარი. ღმერთმა დაგიფაროთ დაგავიწყდეთ დღესასწაული, იგი განაწყენდება და გულმავიწყობას გულგრილობაში ჩაგითვლით. ქალებს მოეწონებათ საყვარელი ქალური წვრილმანები - სუნამო, სამკაულები, თეთრეული. მამაკაცებს - ქინძისთავი ჰალსტუხისთვის, ბალზამი გაპარსვის შემდეგ.

ლომი
რამდენი სასიყვარულო სიტყვაც არ უნდა უთხრათ ლომს, ბევრი არასდროს იქნება. სიტყვებს მოაყოლეთ კაშკაშა თაიგული. საჩუქარი მართალია მცირეა, მაგრამ გემოვნებიანი და ორიგინალურად შეფუთული.

ქალწული
მათ უყვართ და აფასებენ ყურადღებას, მაგრამ არ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. შეუძლიათ მოჩვენებით აბუზღუნდნენ ხარჯთან დაკავშირებით. იცოდეთ, ეს თამაშია. თქვენი ყურადღება გულწრფელი უნდა იყოს, რადგან თვალთმაქცობას ადვილად შენიშნავენ. საჩუქრად გამოდგება წიგნები ან სამსახურის მაგიდისთვის გამოსადეგი წვრილმანი.

სასწორი
აუცილებელია ყვავილები. ნატიფი სუვენირებიც მისაღებია. მაგრამ ყველაფერი ძალიან რომანტიკული უნდა იყოს. ატარეთ სასწორი ხელისგულზე და განუწყვეტლივ უმეორეთ, როგორ ძალიან გიყვართ.

მორიელი
დღესასწაული გაალამაზეთ მხურვალე ვნებით და სიყვარულის სახელით ჩადენილი სისულელეებით. მორიელებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც დიდხანს და კარგად ინახება და განუწყვეტლივ შეახსენებს მათ მეგობრობასა და სიყვარულს. მაგ. რბილი სათამაშოები ან მინის, ფაიფურის, ბროლის ნაკეთობები.

და ბოლოს შევაჯამოთ: მთავარი საჩუქარი ამ დღეს არის - სინაზე, სიყვარული და კოცნა. გიყვარდეთ და იყავით ბედნიერნი.

მშვილდოსანი
ძალიან მოსწონთ საჩუქრები, განსაკუთრებით ხელნაკეთი. მაგ. თუ გოგონა მას უძილო ღამეებში საკუთარი ხელით მოქსოვილ სვიტერს აჩუქებს, იგი აღფრთოვანებული დარჩება. მშვილდოსნებს აჩუქეთ ხელთათმანები, ასხმულა გასაღებისთვის ან ზარდახშა. რატომღაც ასეთ წვრილმანებს ისინი ხშირად კარგავენ, ამიტომ მუდმივად ესაჭიროებათ შევსება. თუ გსურთ საჩუქარი დიდხანს დაამახსოვრდეს, აირჩიეთ რაიმე მნიშვნელობის ან მინიშნების მქონე საგანი.

თხის რქა
არ მიაქციოთ ყურადღება მის თავშეკავებულობას საჩუქრის მიღებისას. იტყუებიან! მათ ძალიან უყვართ საჩუქრები, თუმცა არ იმჩნევენ ამას. აჩუქეთ რაიმე პრაქტიკული, მაგრამ არა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი, რომელშიც თავად ფულს არ გადაიხდის. მაგ. ახალი ტელეფონი, პორტფელი, ჩანთა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თხის რქა დღესასწაულს სამუშაოსთვის ხელის შეშლად მიიჩნევს, საჩუქარი მათ გაახარებს და შეახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა მოძებნოს ადგილი.

მერწყული
მათთვის ურთიერთობა უკვე თავად საჩუქარია. ამიტომ მხოლოდ სატელეფონო ზარით ან კურიერის მომსახურეობით ნუ შემოიფარგლებით. საუბარი მათ ორიგინალურ საჩუქარზე ნაკლებად არ უყვართ. განსაკუთრებულად ნუ დაიხარჯებით, მაგრამ მხოლოდ მისალოც ბარათსაც ნუ აჩუქებთ.

თევზები
ღრმა ადამიანები არიან. საჩუქრისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდებიან, კონკრეტულად რას თავადაც არ იციან. დიდხანს ძიება რომ არ მოგიწიოთ, ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოს, სადაც ურთიერთობთ. კარგი საგნები ცოტაა, უნდა შექმნათ რომანტიკული გარემო.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
თუ ერთი საკმაოდ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ - ცხოვრება სულ დღესასწაულია ან მისი მონაცვლეობა. მალე ვალენტინობის დღესასწაულია, რომელსაც მთელ ევროპაში აღნიშნავენ ადამიანები, ვისაც უყვარს ან უყვართ, ან უბრალოდ სურს მისი აღნიშვნა. ყველა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობის აღნიშვნის თავისი ტრადიცია.

საფრანგეთში სიყვარულის თემა მეტად პატივსაცემია, ამიტომ შეყვარებულთა დღე საკმაოდ ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება. ტრადიციული საჩუქარი არის ძვირფასეულობა. საფრანგეთში ამ დღესასწაულს მხოლოდ შეყვარებულებს არ ულოცავენ, არამედ ყველას ვინც უყვართ: ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, ნაცნობებს. ფრანგები მოიაზრებიან პოპულარული “ვალენტინების” შემქნელთა რიგებში. შუა საუკუნეებში ღია ბარათების ნაცვლად სატრფოებს სასიყვარულო ოთხსტროფიან ლექსებს უგზავნიდნენ.
იტალიაში ამ დღესასწაულს “ტკბილს” უწოდებენ, რადგან შეყვარებულებს აუცილებლად ტკბილეულს ჩუქნიან.

გერმანელები დიდად არ აღნიშნავენ ამ დღეს, რადგან წმინდა ვალენტინი სულიერი ავადმყოფების მფარველად ითვლება. გერმანიაში ტრადიციულად ალისფერი ლენტებით რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და ატარებენ სპეციალურ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.

დანიაში ერთმანეთს უგზავნიან გამხმარ თეთრ ყვავილებს და “ვალენტინებს” ხელის მოწერის გარეშე.
ინგლისში ბავშვები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ, რომ საჩუქრები მიიღონ. დადიან სახლებში და მღერიან სიმღერებს. მათ აჯილდოებენ ტკბილეულით და “წვრილი ფულით” ნაყინისთვის.

ინგლისელები ვალენტინობას შეყვარებულების გარდა საყვარელ ცხოველებსაც ულოცავენ და ჩუქნიან მათთვის შესაფერის საჩუქრებს. თინეიჯერები თხზავენ სიყვარულის გულისამაჩუყებელ აღიარებას და უგზავნიან რჩეულებს, მისამართის ნაცვლად მიუთითებენ “ჩემს ვალენტინს” ან “ჩემს ვალენტინას”. ინგლისელები ტრადიციისამებრ ბარათის მიღების შემდეგ ტანსაცმელზე იმაგრებენ რაიმე ნიშანს შეყვარებულის სახელით. ზოგჯერ შეყვარებულები “ვალენტინების” სანაცვლოდ ღებულობენ ვაშლს - სიყვარულის და სილამაზის სიმბოლოს.

უელსში თლიდნენ “სიყვარულის” ხის კოვზებს და ჩუქნიდნენ შეყვარებულებს. კოვზებს რთავდნენ გულებით, ბოქლომებით და გასაღებებით, რაც ნიშნავდა “შენ იპოვე ჩემი გულის გასაღები”.

წყნარი პოლონელები ამ დღეს სტუმრობენ პოზნანის მეტროპოლიას, სადაც გადმოცემის მიხედვით წმინდა ვალენტინის ძვლებია დასვენებული, მთავარ საკურთხველზე კი დაბრძანებულია მისი სასწაულმოქმედი ხატი. პოლონელები თვლიან, რომ ამ ადგილის მოლოცვა მათ სასიყვარულო საქმეებში დაეხმარებათ.

ამერიკელები ტრადიციის თანახმად ჩუქნიან გულის ფორმის კანფეტებს. წარსულში მსგავსი საჩუქრების გაკეთება მხოლოდ შეძლებულ ამერიკელებს შეეძლოთ, რადგან მარციპანი შეიცავდა შაქარს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ასევე მიღებულია წითელი ვარდების ჩუქებაც. სტატისტიკის მიხედვით, 14 თებერვალს ამერიკაში წუთში 20 000 ვარდი იყიდება.

ვალენტინობას ყველაზე ორიგინალურად იაპონიაში აღნიშნავენ. სპეციალურ ნაგებობაზე ძვრებიან მსურველები და საქვეყნოდ, ყვირილით უხსნიან სიყვარულს რჩეულს. სიყვარულის ყველაზე კარგ ან ყველაზე ხმამაღალ ახსნას აჯილდოებენ პრიზით.

ვალენტინობას საჩუქრებს ძირითადად ჩუქნიან მამაკაცებს. ყველა ქალიშვილმა შოკოლადი უნდა აჩუქოს ნაცნობ ყმაწვილებსაც. წერენ ნაცნობთა სიას, რათა არავინ გამორჩეთ. სოლიდური ასაკის ქალბატონებიც იგივეს აკეთებენ. შოკოლადს მხოლოდ სიყვარულის გამო არ ჩუქნიან, არამედ მოვალეობის გამოც. ასეთი შოკოლადი იაფი ღირს და მას “გირი ჩოკო” ქვია. მამაკაცები ქალებს ვალში არ რჩებიან და ერთი თვის შემდეგ 14 მარტს ჩუქნიან მათ თეთრ შოკოლადს, რადგან 14 მარტს ეწოდება “თეთრი დღე”.

სხვადასხვა ხალხის ჩვეულებები მართალია განსხვავებულია, მაგრამ მათში საერთოც ბევრია: გულის ფორმის მისალოცები, ტკბილეული, ყვავილები. ასე რომ, აჩუქეთ შეყვარებულს დღესასწაული, მოუყევით მას თქვენ გრძნობებზე თანაც ყოველდღე და არა მხოლოდ 14 თებერვალს. ასეთ დარიგებას იძლეოდა წმინდა ვალენტინიც.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts406
კარმა64
OFFLINEPROFILE
=sher= ვა ჩემზე რა მარტალი ტერია მომეტონა,ისე მიყვარს დზალინ ეს დგე და ყოველტვის კარგად მამახსოვრდება ისე რომ ყველას გილოცავტ . დიდი სიყვარული არ მოგისჰალოტ გმერტმა =love =rose

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ვალენტინობას საჩუქრებს ძირითადად ჩუქნიან მამაკაცებს. ყველა ქალიშვილმა შოკოლადი უნდა აჩუქოს ნაცნობ ყმაწვილებსაც. წერენ ნაცნობთა სიას, რათა არავინ გამორჩეთ. სოლიდური ასაკის ქალბატონებიც იგივეს აკეთებენ. შოკოლადს მხოლოდ სიყვარულის გამო არ ჩუქნიან, არამედ მოვალეობის გამოც. ასეთი შოკოლადი იაფი ღირს და მას “გირი ჩოკო” ქვია. მამაკაცები ქალებს ვალში არ რჩებიან და ერთი თვის შემდეგ 14 მარტს ჩუქნიან მათ თეთრ შოკოლადს, რადგან 14 მარტს ეწოდება “თეთრი დღე”.

ჰეჰე შოკოლადი ვააა ასწორებს =eo= =eo= =eo= =dac=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?
აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევვროპული ხალხური ტრადიცია, რომელიც მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.

რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.

დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.

ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

unknow

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts406
კარმა64
OFFLINEPROFILE
MOLKED ARIS TU AR ARIS MARTMADIDEBULI ,XALXI MAINC AGNISHNAVS DZALIN LAMAZI DGESASTAULIA HEMI GAGEBIT=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
xo Tekla marTali xar, araa marTlmadidebluri... magram ragac simbolika miiRo da damkvidrda... imaSi cudi araferia, Tu am dRes erTmaneTs raimeTi vasiamovnebT(Tundac sityviT)..... SEyvarebuli adaminisTvis yvela dRe siyvarulisaa, magram dameTanxmebi ukve imdenad moikida am valentinobam fexi sazogadoebaSi, zalian rTulia misi aRmofxvra..... gakocee...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!

moparuli

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
vtvli rom es katolikuri dgesascaulia,ase rom me ar avgnishnav am dges...ise mainc,chemo shekvarebulo caikitxe da mikide sachukari=lol= mshvildosani var cnobisatvis=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ნურასოდეს დაეჭვდები ჩემს სიყვარულში შენდამი ძვირფასო, იმიტომ რომ, რაც გადის დრო, ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდება და ძლიერდება.
ახლა მე ვგრძნობ თავს ნამდვილად ბედნიერად,
რადგან ბოლოს და ბოლოს გიპოვე...
მე შენს ძებნაში დავხარჯე მთელი ჩემი ცხოვრება და ვიცი,
რომ იგივეს განიცდიდი შენც ჩემს მიმართ...
მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ...

dacinva aravin damicyot ert kai saits mivageni da gavdzarcve)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ
არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...
..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება.... პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა.......
პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 117 posts ] 
დესპანი