↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დოკუმენტური ფილმი ,ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts225
კარმა52
OFFLINEPROFILE
:p

გთხოვთ ჩამოტვირთოთ ეს დოკუმენტური ფილმი და გამოთქვათ თქვენი აზრი........

ფილმი ეხება ანტიქრისტეს გამოჩენას, ქართულ ენაზეა, ასევე თითქოსდა საშიშ ტექნოლოგიებზე, ჩიპები და ა.შ რომელიც ანტიქრიტეს უკავშირდება.

http://www.megaupload.com/?d=A0I9KELF
:mad:რადგანაც ფილმმა ჩემში უარყოფითი ემოცია გამოიწვია, დავუკავშირდი მორწმუნე მრელვთაგან ერთ-ერთ მორწმუნეს და ვთხოვე კომენტარის გაკეთება , :p სერიოზულად, მისი სიტყვები ასეთი იყო :ეს ფილმი შეურაცხყოფაა, ქართული ეკლესიის:
რათმაუნდა პირადათ მე ვეთანხმები 120% ...

:p ძალიან მაინტერესებს ,ნაბას აზრი ფილმატის შესახებ.

გთხოვთ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, თვლით რომ შინაარსი დეზინფორმაციას შეიცავს თუ ეს სინამდვილეა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
- თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?

- ღმერთი ყოვლადკმაყოფილი, ყოვლადნეტარი, უსრულყოფილესი და მარადიული არსებაა. ამავე დროს, იგი სიყვარულია და ამიტომ მან შექმნა გონიერი, პიროვნული არსებები (ანგელოზები და ადამიანები), რომლებიც მოწოდებულნი არიან, გახდნენ ღვთის მსგავსნი ანუ კმაყოფილნი, ნეტარნი, სრულყოფილნი, მარადიულნი, ე.ი. ბედნიერნი. ერთადერთი პირობა, რითაც ანგელოზთა და ადამიანთა მიერ ღვთის ეს მოწოდება შესრულდება, სამპიროვნება ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულია. თუ ღმერთი გიყვარს, ხარ მასთან და მისი ბედნიერების თანაზიარი ხარ; თუ ღმერთი არ გიყვარს, მასაც კარგავ და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთესაც.

მაგრამ სიყვარული მხოლოდ ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს. სიყვარული არ არსებობს ძალადობით. ეყვარებოდათ თუ არა ღმერთი, დარჩებოდნენ თუ არა ღმერთთან, ეს თავად ანგელოზებს უნდა გადაეწყვიტათ (ასევე უნდა გადავწყვიტოთ ადამიანებმა). და აი, ერთ-ერთმა მთავარმა ანგელოზთაგან და მისი მიბაძვით სხვებმაც არ ისურვეს ღმერთთან ყოფნა და ისინი, საკუთარი ნებით სიკეთეს მოკლებულნი, ბოროტ სულებად გადაიქცნენ.

ხშირად კითხულობენ, რატომ არ სჯის და ანადგურებს მათ ღმერთი. ისინი დასჯილნი არიან, მათ აღარა აქვთ ერთობა ბედნიერების წყაროსთან, ღმერთთან. მათ განადგურებას რაც შეეხება, უნდა ვიცოდეთ, რომ პიროვნულ არსებებში უმთავრესია ორი თვისება: მარადიულობა და თავისუფლება. ღმერთი, როგორც ყოველი ქმნილების მოყვარული მამა, არც ერთ თვისებას არ ეხება. ანგელოზები და ადამიანები მარადიულად იარსებებენ და იარსებებენ ისე, როგორ არჩევანსაც თვითონ გააკეთებენ.

(მამა თეოდორე გიგნაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შტრიხკოდით აღნიშნულია რიცხვი 666. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- 666 ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ სააღრიცხვო, სადოკუმენტაციო, ფულადსაკრედიტო და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში მისი ასე დაჟინებული გამოყენება მრავალ ეჭვს ბადებს.

ამერიკა და ევროპა ქრისტიანული მენტალიტეტის ქვეყნებია და იქ რიცხვი 666-ით ასე ხშირად მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ, მისტიკური ხულიგნობაა. ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ანტიქრისტესი, ანუ, თანამედროვე, გამალებული გლობალიზაციის შედეგად აღმოცენებული სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტისა თუ მონარქისა. ე.ი. ანტიქრისტე იქნება ჩვეულებრივი ადამიანი; ზემოთხსენებული ზესახელმწიფოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, რომელსაც დაცემული ქერუბიმი, ანუ სატანა მთელ ძალაუფლებას გადასცემს. აქედან გამომდინარე, რიცხვი 666 არის სატანის ნიშანი და იგი როგორც ძირითადი სიმბოლო, მართლაც გამოიყენება სატანისტურ ორგანიზაციებში (ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არის). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამნიშნა ერთი და იგივე ციფრიანი კოდი ტექნიკურად სირთულეს ბადებს (იზრდება შეცდომების ალბათობა), აშაკარაა მსოფლიო მმართველობის სურვილი, მიაჩვიონ ადამაინები ამ მისტიკურ საფრთხობელას, მოადუნონ მათი ყურადღება, დათრგუნონ სულიერი სიფხიზლე, რომ შემდეგ ხალხმა ვერ მოახერხოს ანტიქრისტეს ცნობა, რომლის სავიზიტო ბარათის რიცხვი სამყაროში 666 იქნება...

დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით იქმნება ზეპოლიციური მსოფლიო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება აბსოლუტურად გამჭირვალე იქნება. ამგვარი სივრცის ტექნიკური უზრუნველყოფა პრობლემას აღარ წარმოადგენს: მიკროჩიპები (კოდით 666), რომლებიც შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში (დამაფიქრებელია, რომ შუბლზე ან მარჯვენა ხელზე), სატელიტური კავშირისა და ინტერნეტის ქსელის საშუალებით დააფიქსირებენ ადამიანის ყოველ დანახარჯს (მგზავრობის მიმართულებას, შეძენილ წიგნს და ა.შ.), ადგილმდებარეობას და თუ ასეთი ძალაუფლებას ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს...

თუმცა ეს ყოველივე მომავალში მოხდება (არც ისე შორეულში). დღეს კი გვმართებს სულიერი სიფხიზლე, რამეთუ აპოკალიფსური მხეცის ნიშნის პოპულარიზაცია მისტიკურ ხულიგნობასთან ერთად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ჟამი ახლოაა.

(მამა თეოდორე გიგნაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
მგონი ეს კველაფერი ნაცილობრივ მაინც გასცემს მაგ ფილმის რელობას პასუხს. ჰემიზლია ტუ გაინტერესებტ უფრო მეტი მასალა მოგაცოდოტ. რაც სეეხება იმ მორწმუნე ადამიანს.ბიბლია ყურადგებიტ წაიკიტხოს.
და არა მარტო ბიბლია............

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ ბიბლიის წაკითხვა არაფერ შუაშია, რადგანაც კიდევ ავღნიშნავ, რომ ბიბლია ძალიან სიმბოლური ენით არის დაწერილი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს ძველი ქართულით დაწერილი ბიბლია, რომელსაც მცხეთურს ეძახიან, ის რომ წაიკითხოთ, აშკარა განსხვავებას ნახავთ, ეს ბიბლია, რომელსაც ყველას გვაქვს სახლში, უბრალო ხალხისთვის გასაგებად არის დაწერილი, გადმოახალქართულებულია, წაიკითხო ბიბლია და იქიდან რაღაც დასკვნები გამოიტანო, წმინდა მამათა განმარტების გარეშე ეს არ არის მართებული, მას რომ კითხულობ ან ბასილი დიდი უნდა გედოს გვერდით, ან თეოფილაქტე ბულგარელი და კიდევ ბევრი სხვა.

ბიბლიას რომ კითხულობენ და თავისებურად განმარტავენ იაღოველები და მისნაირები, იმიტომ არის ამდენი ცრუ სწავლება...

ფილმს რაც შეეხება აუცილებლად ვნახავ, ახლო მომავალში და მეც დავწერ ჩემს კომენტარს, თუმცა ვფიქრობ , რომ ეგ ფილმი ნანახი მაქვს, ადრე მქონდა სახლში მიტანილი და ვუყურე, სიმართლე გითხრათ მეცინებოდა, მასეთი ფილმების ყურება პატრიარქმა აკრძალა.... ასევე ის ცრუ ხმების გავრცელებაზეც ისაუბრა, რომ ამბობენ თითქოს იგი უკანასკნელი პატრიარქი იყოს....
კაი დანარჩენი მერე, მოვიცლი თუ არა ვუყურებ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
იქნებ ვინმემ მითხრას , ფილმი რასთან დაკავშირებულია ზუსტად და რას წინასწარმეტყველებენ, რომ მეც გამოვთქვა აზრი? ვერაფრით ვერ ვიწერ, ჩემი სამსახურის სერვერი არ მაძლევს გადმოწერის საშვალებას. თუმცა ერთი ფილმი იყო გავრცელებული რაღაც ცრუწინასწარმეტყველებაზე პატრიარქის ბოლო პატრიარქობაზე საქართველოში და ასე შემდეგ,

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ფილმი ნაბა სტუდია გრაალის გადაგებულია და ჰქვია ბნელი ძალები.666 იანზეა, შტრიხ კოდებზე,და ბიო ჩიპებზე.წიგნიც არის.მაგრამ ზუსტად არ მახსოვს ვისია.მოკლედ შედი www.ise.ge ზე და აქ დევს ეგ ფილმი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა ტიკინა, ვნახავ აუციულებლად

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჯერ ავღნიშნავ რომ ძალიან დაბალი ხარისხის ფილმია, მეცინებოდა რომ ვუყურევბდი, ეგ ახალი ამბავი არ არის რომ რაღაც კოდირებას ახდენენ, ეგ ბიბისი -ს ფიმშიც მაქვს ნანახი. მაგრამ ეს თუ ქართველის გადაღებულია, ძალიან უგნურად აქვს შედარებული აპოკალიპსთან, თანაც ციტატების მოყვანით, ასე ბუკვალური გაგება ამ წინასწარმეტყვენების სისულელეა....
მეორე კიდევ სურვილი არ მიჩდება ხოლმე ამაზე საუბრის, იმდენად უხარისხო ფილმია, თანაც აქ ფრაგმენტია და სრულყოფილი არ არის ეს ფილმი, ვისაც ბოლომდე აქვს ნანახი დამეთანხმება, მის არაფრისმთქმელობაში,

კი 666 ციფრით თამაში, ნამდვილად არასასიამოვნოა, და ყველაფერში ამის გამოყენება, ან კიდევ ყველაფრის კოდირება... ეს მშვენივრად აქვს განმარტებული მამა თეოდორეს...
კი შეიძლება ჟამი ახლოსაა, მაგრამ არავინ ვიცით როდის იქნება მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად, იმას კი ვერ განვსაზღვრავთ დღეს თუ ხვალ, რადგან წერია რომ ღმერთისთვის ,,ათასი წელი ვითარცა ერთი დღეა" ...
არსებობენ ასეთი ,,მფრინავი ლიოტჩიკების" დაჯგუფებები, რომლებიც ასეთ ცრუ ცინასწარმეტყველებებს ავრცელებენ.. ტრაგი-კომიკური სიტუაციააა. ისინი ბევრჯერ წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულზე, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ... ჩვენ რომ ვიცოდეთ როდის იქნება მეორედ მოსვლა, მაშინ ყველანი დავიწყებდით სასუფევლისთვის მზადებას... მომზადებულები შევხვდებოდით ამ გარდაქმნას... სხვა თემაზე რომ არ გადავიდეს საუბარი აქ გავჩერდები, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მეცნიერები კლონირებაზეც მუშაობდნენ, ისინი ყველაფერს ედებიან და ამით ისტერიკის ატეხვა არ ღირს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
აშკარად შტერობაა და მეტი არაფერი. ბოლომდე ვერც ვუყურე მაგათი შტერობების ნერვები მაქ ეხლა ! მოიცათ რა უუუუუუუუუუფფ..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ამ ფილმში სინამდვილეს 70% ასახავს... ნუ ეს ჟამი რომ დადგება და ზოგიერთი რამ მართლაც ნაწინასწარმეტყველებია... მაგრამ ძაღლსა და მსგავს რაღაცეებზე აშკარად გადაჭარბებულია... სამGვდელოება გვირჩევს თავი შევიკავოთ ასეთი ფილმების ყურებისგან, რადგან ეს იწვევს სასოწარკვეთას, რაც დიდი ცოდვაა... ამას ჯობია გავეცნოთ წმინდა მამებსა და ვიკითხოთ სახარება... და რიცხვ 666-ზე არ გვაქვს უფლება ვთქვათ რამე, არსებობს შესაბამისი წიგნები ან და მოძღვრებს დაეკითხეთ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მაგ ფილმი მეც ვნახე და რეალობაააა. სანამ მაგ ფილმს ვნახავდე მანამდე ეს მასალა მქონდა ნახული და ყველას გთხოვთ ნახეთ:( ეს აღარაა ფანტაზია არამედ რეალობაააა!!! ამ დოკუმენტურ კადრებში რომლებიც ამერიკის მთავარ პოპურალურ არხებზე გადაიცემა ხოლმე ძალიან აქტუალურია ეს თემები. ამ კადრებში ნახავთ ადამიანებს რომლებმაც მიიღეს უკვე მაგ ანტიქრისტეს ბეჭედი და აღწერია ის ჩიპ კოდები თუ როგორ შეყავთ ორგანიზმში და როგორ ხდება მერე ამ ადამიანის კონტროლი თანამგზავრების საშუალებით. გასკაკუთრებით საგანგაშო ფლორიდაშია მდგომარეობა, სადაც ბავშვებს უკეთებენ მშობლების ნებართვით და მოისმენთ გახარებულ \"დედას\" რომელმაც მის შვილს შეუყვანა ეს ჩიპი მარცხენა ხელზე და გახარებულია საცოდავი დაცულია უკვე გავიგებ სად წავაო და რომ დაიკარგოს მოძებნიანო , ყველა დე3დას მოუწოდებს ბავშვებს გაუკეთონ. ამ დოკუმენტურ კადრებში საუბარია ეგრეთწოდებულ ბიოპასპორტებზე რომლებიც უნდა გამოჩნდეს ამერიკაში 2008 წელს... ყველას ვურჩევდი ქართულ პასპორტსა და მოქალაქეობაზე ნუ იტყვით უარს, უარი უნდა ვთქვათ ყველამ ამ ჩიპებზე , რობოტებად გადაქცევას როგორ უნდა მოაწერო ხელი ადამიანმა?

http://www.youtube.com/watch?v=88L6WUkZvGE უყურეთ ძალიან სერიოზული ვიდეოა ნაციონალ გეოგრაფიკის.

http://www.youtube.com/watch?v=4PpMdTmVMpo&feature=related -ახალი მსოფლიო წესრიგი

http://www.youtube.com/watch?v=vuBo4E77ZXo&feature=related -ჩიპების შესახებ (კარგი ვიდეოა აგრეთვე ემიგრანტებზე თუ რა ელოდებათ გესთ წორკინგ პროგრამთან დაკავშირებით როგორ ID მისცემენ

http://www.youtube.com/watch?v=ZOT1uYxupDs&feature=related -ვიდეოა კალიფორნიის სკოლებში სადაც ბავშვებს მოეთხოვებათ ბიომეტრული ID გაკეთება, საუბარია რომ უფრო ეფექტურად მიიჩნევენ რომ ჩიპები შეუყვანონ

http://www.youtube.com/watch?v=aqGGeqpLoRs&feature=related -ეს კი სიენენი სადაც საუბარი რომ გამზადებულია 20 მილიონი ბიომეტრული ID რომ ხალხს დაურიგონ.(ბიომეტრული ID ბოლო ნაბიჯია ჩიპის შეყვანამდე და ერთი და იგივე დანიშნულება აქვს უბრალოდ ადამიანის ორგანიზმში არაა შეყვანილი)

http://www.youtube.com/watch?v=tyDNoDNhwco - აქ საუბარია ბავშვებზე და ჩიპის შეყვანაზე მათი გაკონტროლების მიზნით

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
რეალობაში ვიგულისხმე რომ:

ა)ნამდვილად არსებობს მაგ ჩიპები

ბ)ბევრს აქვს გაკეთებული და ბევრი გაიკეთებს

გ)ბიომეტრული ID რეალობააა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ალბათ, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნები... ისე კი ღმერთმა გვაშოროს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Jan 2008
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
აი ეგ ფილმი არანაირად არ არის საპარიარქოს კურთხევით გამოშვებული და ძალიან ბევრი უაზრობა წერია და ნათქვამია ასე რომ ვსიაც ეგ ფილმი ნაყური გაქვთ ან უბრალოდ აპირებთ ყურებას არ გირჩევთ, რადგან დროს ტყუილად გაფლანგავთ მაგას გირჩევნიათ მიბრძანდეთ ტაძარში და იყიდოს წიგნები ანტიქრისტეს შესახებ ოღნდ გაითვალისწინეთ რომ როცა ყიდულობთ ესეთ წიგნს უნდა გქონდეთ მოძღვისგან კურთხევა და პირველ გვერდზე რომ გადაშლით უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს ბეჭედი და რომელიმე უწმინდესის ან თვით მისი უწმინდესობის კურთხევა სხვა მხრივ არ იყიდოთ მასეთი წიგნები რადგან საკმაოდ დიდი ლაფსუსებია და არ შეიძლება :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
დოკუმენტური ფილმი ,ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ.
დესპანი