↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თმაგრძელი და ჭკუამოკლე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
არის ასეთი გამონათქვამი ქალებზე 'თმაგრძელი და ჭკუამოკლე'

როგორ ფიქრობთ, რატომ იყვნენ ქალები საუკუნეების განმავლობაში დაჩაგრული და ახლაც, ვითომ სრული თანასწორობაა, მაგრამ მაინც ითვლება რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ქალები (ძირითადად ძლიერი სქესის წარმომადგენელნი ფიქრობენ ასე :biggrin:)

აქვე ერთი ანეგდოტი გამახსენდა:
შვილი ეკითხება დედას:
-დედა, რატომაა რომ მამას თმა არა აქვს?
- იმიტომ რომ ბევრს ფიქრობს, ჭკვიანია და გასცვივდა.
- მაშ შენ რატომ გაქვს ამდენი?
- აბა აბა, ენა დაიმოკლე !

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვითომ და მამაკაცი უფრო ჭკვიანია ქალზე? ვერ მივართვი! მითუმეტეს ქართველი ქალი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, აქრიურობით, სინაზით და ოჯახის ქალობით. ჯერ მარტო თამარ მეფე გაიხსენეთ. ეხლაც კი, პოლიტიკაში ქართველი ქალები უფრო ჭკვიანები არიან. რაც შეეხება თანასცორუფლებიანობას, ქალები სამცუხაროდ ყოველთვის დაჩაგრულები არიან საქართველოში,მაგრამ ეს გამოსცორდება სოციალური პირობების მოგვარების შემდეგ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ოოოოო კაცებისა და ქალების თემა,მითუმეტეს ამ მხრივ,ყოველთვის აქტუალური იყო და არის...ცოტა არ იყოსდა უგუნურობაა ქალისა და მამაკაცის გონებრივი შესაძლებლობების სქესისი მიხედვით დაყოფა,ისე კი მეცნიერების მიერ დამტკიცებულია,რომ გარკვეული იმპულსები ქალებს უფრო აქვთ განვითარებული,ვიდრე მამაკაცებს,მაგრანმ იმასაც ამბობენ,რომ ქალი მსოფლიო ცემპიონი ჭადრაკში რომ შევაჯიბროთ მამაკაც მსოფლიო ჩემპიონთან ჭადრაკში,დიდი შანსია იმისა,რომ ამ კაცმა ეს ქალი უბრალოდ გაანადგუროს,თუმცა ესეც არაა ზუსტი და ყოველთვის ასეც არ ხდება....ისე კი ისტორიის მაგალითები(ქალების სასარგებლოდ) უნდა იყოს იმის მაჩვენებელი,რომ გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება უფრო კარგად თუ არა მათზე ცუდად არ გვაქვს განვითარებული,საქმე იმაშია,რომ ქალს ყოველთვის არ ქონდა იმისი შანსი,რომ გამოევლინა ეს შესაძლებლობები და საკუთარი თავი ოჯახის გარეთ წარმოედგინა,კაცების საქმედ თავიდანვე იქცა საგარეო სფერო,ოჯახის მარჩენალის როლი,კანონმდებლისა და მთავრის,პოლიტიკაში მონაწილისა და ა.შ.ყოველივე ეს განაპირობებდა დროთა განმავლობაში მამაკაცის,როგორც ჭკვიანი და ქალზე უფრო ძლიერი ადამიანის როლის ჩამოყალიბებას,მე ესე ვთვლი და სხვისი არ ვიცი...ქალები საკმოდ ჭკვიანები არიან!!! :cl: :cl: :cl:...ესეც ასე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
მდააა, საინტერესოდ გაქვთ ჩამოყალიბებული აზრი, გეტანხმებით ქალი საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ მაინც არის განსხვავება ტვინის ფუნქციონირების თვალსაზრისით. ერთი და იგივე პრობლემას ქალი სხვაგარად გადაწყვეტს, კაცი კი სხვა გადაწყვეტის გზას აირჩევს. რაც არ უნდა ძლიერი და ჭკვიანი იყოს ქალი (არსებიბს იშვიათი გამონაკლისებიც)მას მაინც სჭირდება გვერდით მამაკაცი რომელსაც ის მიენდობა და იქნება შეფარებული მის ფრთებს ქვეშ. თქვენს მიერ მოყვანილი ჭადრაკის მაგალითი სწორია და არ სჰეიზლება დავის საგანი გახდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ წერთ, რომ ქალი საუკუნეების განმავლობაში თურმე დაჩაგრული ყოფილა, პირიქით, ქალის განსაკუთრებული როლი ქართულ ისტორიაში ცნობილია. იგი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. ქალის ხელთ იყო არა მარტო სამეურნეო ნაწილი ოჯაცხისა, არამედ უმთავრესად შვილების აღზრდა, წერა-კითხვის სწავლება, ქართულ ზნეთა და რწმენათა ჩანერგვა.
არანაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. საკმარიასია გავიხსენოთ ის ფაქტი, (ზემოთაც არის ნახსენები)რომ საქართველოს აყვავებუის ხანა, მისი პოლიტიკური და კულტურული ზენიტი ქალის მეფობას ხვდა , ბრძენმა თამარ მეფემ დააგვირგვინა.
აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1832 წლის შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოს სუვერენერობის აღდგენა იყო, შეთქმულთა მოთავე, მათი სულის ჩამდგმელი და განმკარგულებელი ქალი იყო, ბატონიშვილი თამარი , ასული იულონ ბატონიშვიისა, ქართველი საზოგადოების გამაერთიანებელიყოველთვის ქალი იყო. არავის არ შეეძლო ერთობა დაემყარებინა სხვადასხვა ჯგუფში, როგორც ქართველ წარჩინებულს ქალს, რომლის ირგვლივ იკრიბებოდნენ საუკეთესო მამულიშვილიები.ეს როლი ქართველმა ქალმა შეინარჩუნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევრამდე. ასე რომ , ქალი არ ყოფილა დაჩაგრული წინათ, ვერც ახლა ვიტყვი რომ დაჩაგრულები ვართ...
ამ თემას თუ მართმადიდებლური კუთხით მივუდგებით, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ქალი და მამაკაცი ორივე თანასწორნი არიან უფალთან ...უფალს დიდებულად აქვს გადანაწილებული შესაძლებობები ორივე სქესისთვის.ასე რომ, ქალი ვერ იქნება უპირატესი მამაკაცზე და ვერც მამაკაცი იქნება უპირატესი ქალზე...

რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოს ქალებს, აბა რა გითხრათ .... დღEს არც კაცი ვარგა და არც ქალი საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი, ერთი-ორს თუ არ ჩავთვლით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ყველაფერი ხო დაა..
კაცისთვის მთავარია იყოს პირველი..
ქალისთვის კი _ ბოლო..
ჰა რომელი უფრო ჭკვიანურიააა?:)))

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ნეტა ვინ დაწერა დაჩაგრულიო....თუ ჩემსას გულისხმობ ნაბა მე ეგ სიტყვა, მგონი,რომ არც გამომიყენებია,უბრალოდ შენ კარგად აღნიშნე,რომ ქალის როლი შემოიფარგლებოდა ოჯახისა და შვილებზე ზრუნვით,მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს,რომ ქალები სხვა საქმეს არ აკეთებდნენ,უბრალოდ ძირითადად მაინც ხდებოდა ასე და...და კიდევ საკმაოდ ბევრი კარგი პოლიტიკოსია ქალი,ერთი მარტივი თვისებიდან გამომდინარეც,რომ ისინი უფრო მეტად დიპლომატიურები არიან... :cl: :cl: :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგი რა ნინოჩკა, ეს დასაწყისში ეწერა - ქალები წინა საუკუნეებში დაჩაგრულები იყვნენო...შენზე რად მიიღე? მე აქ ვინმეს აზრს კი არ ვაკნინებ...მე ჩემი შეხედულება დავწერე ...ძალიან ბევრი კარგი პოლიტიკოსი ქალია, მე საქართველო ვიგულისხმე და ჩვენი საცოდავი პარლამენტი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
უი...ბოდიში... :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგით ხალხნო; კინო დაერევით ეხლა ერთმანეთს!!! მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს აზრს, რომ საქართველოში ქალი დაჩაგრულია ცოტა. შეიძლება ეხლა კი გამოსცორდა ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე სანამ საქართველოში ვცხოვრობდი (1993 ცლამდე) ასე იყო. ეხლაც როცა დასასვენებლად ჩავდივარ, ბევრ კონსერვატორული აზრის მამაკაცებს ვხედავ. ფაქტი ფაქტია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
კი, რამდენიც გინდა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიიდან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რიგითი, ჩვეულებრივი ქალი საკმაოდ დაჩაგრულია. მე ვიცნობ ერთ ოჯახს, ქმარი დიდი რიხით წამოდგება სუფრაზე და ამბობს სადღეგრძელოს - მოდით, ჩვენს მონაპოვრებს გაუმარჯოთ, ჩვენს ცოლებს, ჩვენ ხომ ისინი მოვიპოვეთ, და აბა დაუკვირდით ამ სიტყვას რა ღრმა მნიშნვლეობა აქვს, არა მარტო მონაპოვრები, ისინი ჩვენი მონა - პოვრები არიან. მონები და პოვრები.....
და იმისი ცოლი მერე ამბობს - ყველა კაცი ნაგავია, არ გათხოვდეთ. და ასეთი ქალები იცით რამდენია? ძალიან ბევრი

შუშანიკმა რომ თქვა მეხუთე საუკუნეში 'ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური!' მაშ შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა მგონი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბრავო მაია! ზუსტად ეგრეა (სამწუხაროდ). ქართველი ქალები დაჩაგრულნი რომ არ ყოფილიყვნენ, საზღვარგარეთ არავინ გაიქცეოდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ცოტა სხვა კუთხით წავიყვანე ჩემივე დაწყებული საუბარი, აქ იმაზე მინდოდა გველაპარაკა, რატომ გვთლიან მამაკაცები მათზე ნაკლებად ჭკვიანად. მაგრამ რაკი თანასწორობაც ახსენეს, თანასწორობა არ ყოფილა და კიდევ დიდხანს არ იქნება, სამწუხაროდ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
თანასწორობა იქნება მაშინ, როცა საქართველოში ცხოვრების სოციალური პირობები გაუმჯობესდება. ხალხს სამსახური ექნებათ და ყველას საშვალება ექნება ბინის ქირა გადაიხადოს. მერწმუნეთ, ასეთ პირობებში ნამდვილად იქნება თანასწორობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთი იგავი მახსენდება.. სიზუსტე თუ ვერ დავიცავი მაპატიეთ დიდი ხნის წინათ მაქვს მოსმენილი.
ერთი კაცი ერთ სოფელში მივა, ეძებს ისეთ ოჯახს სადაც კაცი იქნება უფროსი. მაგრამ ესეთ ოჯახს ვერ იპოვის და იმედ გადაწურული ბოლო ოჯახში მივა. იკითხავს აქ უფროსი ვინ არისო. -მეო, ეტყვის კაცი.(ქმარი) მაშინ გაუხარდება იმ კაცს, ძლივს ვიპოვე ერთი ოჯახი სადაც კაცია უფროსიო და შავ ცხენს აჩუქებს. ცოლი, გვერდზე მდგომი, ქმარს წასჩურჩულებს უთხარი თეთრი ცხენი მოგცეს ის უფრო კარგიაო. ქმარიც დათანხმდება და კაცს სთხოვს თეთრი მომეციო.. ის კი ხელს ჩაიქნევს და წავა. არც აქ ყოფილა კაცი უფროსიო..
აბა ასეა ასე..

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
თმაგრძელი და ჭკუამოკლე
დესპანი