↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით და გარეთ....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
...ამ თემაში ვისაუბროთ იმ ადამიანებზე,რომელთა მიერ გატარებული პოლიტიკაც როდესმე მოგწონებიათ ან მოგწონთ ახლაც,ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე,მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ,როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი,რომ დაიმსახუროს ხალხის მოწონება,თქვენ როგორ თვლით პოლიტიკაა ბინძური სფერო თუ ადამიანები აბინძურებენ მას...მოდით დაასახელეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკოსი,თუ ასეთი არსებობს.არაა აუცილებელი მაინცადამაინც ქართველი იყოს... :mk: :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე მარტო იმას ვიტყვი რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს ძალზე განათლებული და ნასწავლი ,ნიჭიერი და ჭკვიანი, დაკვირვებული და რაც მთავარია სერიოზულად უნდა იყოს ჩაბმული თავის პროფესიულ საქმეში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
მომწონს პუტინი როგორც პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკა, ჟვანიაც კარგი იყო, სტალნის პოლიტიკაც მომწონდა, სააკაშვილსაც კარგი პოლიტიკური იდეები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მხოლოდ იდეებად დარჩება.. :((

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი პირველი მტერია, პუტინი მართლაც კარგი პოლიტიკოსია (სამცუხაროდ). აი, სტალინზე კი ვერ დაგეტანხმდებით. იმას რომ პოლიტიკა სცოდნებოდა, არ ჩამოაყალიბებდა ამდენ ავტონომიებს საქართველოში. მას უნდა გაეთვალისცინებინა რა მოჰყვებოდა ამგვარ პოლიტიკას!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts6
კარმა50
OFFLINEPROFILE
სტალინი ნამდვილად იყო ძლიერი პოლიტიკოსი. შეცდომა იყო ის რომ როგორც მეგობარმა ტკვა საქარტველოში ავტონომიები შეკმნა ტუმცა ალბატ ეგეც მისი პოლიტიკაში წინსვლისტვის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო.მასში ეროვნულობაზე წინ იდგა პოლიტიკური წარმატება და სწრაფვა რაგაც განსხვავებული მიზნის მისაგწევად რაც გამოუვიდა კიდეც. ალბატ კიდევ დარჩა გასაკეტებელი რაც ვერ მოასცრო.მოკლედ ტუ გამოვრიცხავტ ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ პოლიტიკოსობის მიხედვიტ ვიმსჯელებტ სტალინი მემგონია რომ შეუდრარებელი იყო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარგობათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
სტალინის დიდი მოყვარული ვარ თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს სრულიად არ გულისხმობს იმას, რომ მის უდიდეს პოლიტიკურ ნიჭს, შესაფერი შეფასება არ მიეცეს. გეთანხმებით დიდი შეცდომა იყო ავტონომიების შექმნა მავანთა და მავანთათვის, მაგრამ მისი ბუმბერაზი ნატურა ვერასოდეს იფიქრებდა ამხელა იმპერიის დაშლას. მოდით გავიხსენოთ მეფე დავით აღმაშენებელი, მის მიერ ჩრდილო კავკასიიდან 40000 ყივჩაღის ჩამოსახლება (თითო ოჯახს თითო მეომარი უნდა გაეზარდა საქართველოსთვის) დღეს შეიძლება მცდარ პოლიტიკურ ნაბიჯად ჩავთვალოთ თავისი შედეგებით, მაგრამ იმ დროისთვის ეს იყო უდაოდ გენიალური პოლიტიკური ნაბიჯი. გაპარტახებულ და სისხლდადენილ საქართველოს, ამ გადაწყვეტილებით უდიდესი შვება მიეცა.40000 -იანი მუდმივი ცხენოსანი არმია ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ მეფის დაქვემდებარების ქვეშ იყო. სწორედ მათი დახმარებით შეძლო თურქ სელჩუკთა მოგერიება დავითმა, ამას ემატებოდა ისიც ,რომ იყო გენიოსი სტრატეგი და დიდი მხედართმთავარი. პირადად ჩემთვის სტალინიც ამ ორი უდიდესი ნიჭით და ღირსებით იყო ბუნებისგან დაჯილდოვებული, და ამიტომაც იყო დიდი მთავარსარდალი, მაგრამ მე მის შეცდომად ავტონომიების დაარსებას კი არ ვთვლი, არამედ იმას რომ ყველა მოაზროვნე და დიდი მამულიშვილი, ყველა ხელოვანი და პატრიოტი , ან სიცოცხლეს გამოასალმა, ანდა გადაასახლა. პრინციპში იმ პერიოდში ქართული სული და ძირითადი მამოძრავებელი ბირთვი ჩაკლა.

ბოდიშით ცოტა სიტყვა გამიგრძელდა მაგრამ იმედია ამის გამო არ გამკიცხავთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
რაღაც-რუღაც თემებში შევნიშნე ჩვენი დესპანელების სიყვარული სტალინისა და ჰიტლერის მიმართ,მოდით იქნებ დაწეროთ აქეთ რატომ და რისთვის???:) :) :) მე,მაგალითად,ჰიტლერს ,როგორც ჭკვიან პოლიტიკოსს,ვერ დავახასიათებდი ობიექტური მიზეზებისდა გამო...:) სტალინი კი უკომენტაროდ,მართლა ძლიერი იყო...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თანამედროვე პოლოტიკოსებში უაღრესად გაქნილი და ჭკვიანი პოლოტიკოსია პუტინი,გვიყვარს თუ არა ეგ სხვა საქმეა,არაჩვეულებრივი მოქნილი ტვინის პატრონი იყო სტალინი და დეგოლი, რაც შეეხება შეცდომებს ყველა ძლიერ და დამოუკიდებელ პოლოტიკოსს მოსდის შეცდომა და ავტონომიებით ვერ გავსაზღვრავთ მათ საქმიანობას ,ეს მათი მაშინდელი მსოფ მხედველობა იყო,ძალიან მომწონდა მარგარეტ ტეტჩერი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უაღრესად ნიჭიერ პოლიტიკოსად ვთვლიდი ჟვანიას,იმ პერიოდში მასზე ძლიერი პოლიტიკოსი არ იყო საქართველოში,სტალინიც უდიდესი პოლიტიკოსი,უდიდესი და ძლიერი პოლიტიკოსი იყო ტეტჩერი,ბრიტანეთის ეკონომიკასი უდიდესი რეფორმები გაატარა უძლიერესი იყო როგორც ქალი ამიტომაც შეარქვეს რკინი ლედი.სხვათაშორის ტეტჩერის პრემიერმინისტრობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე20 საუკუნეში,აქდანაც ჩანს მისი სიზლიერე და სიჭკვიანე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ეუუფფ ეს რა თემა ყოფილა აქ,აბა მოვა საღამოს ჩე და დაგიდებთ დოსიეებს სტალინზე და ჰიტლერზე=lol= =lol=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
პოლიტიკოსებით არ ვარ დაინტერესებული და ვერც ვიტყვი ვინ იყო და არის უდიდესი პოლიტიკოსი.მაგრამ შარშან ერთერთმა ამერიკულმა არხმა გადმოსცა, რომ სტალინი იქნა აღიარებული საუკუნის საუკეთესო პოლიტიკოსად. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გამიხარდა, ყველას ვუმტკიცებდი რომ სტალინი ქართველი იყო და არა რუსი.
რაც შეეხება დღევანდელ ქართულ პოლიტიკას, მეც მიმაჩნია, რომ ჟვანია ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო და იმიტომაც გაწირეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძლიერება ხალხის დათრგუნვაშია,რამეთუ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მოიგებს ყველას გულს. სტალინი განუმეორებელია. ის იყო უძლიერესი სტრატეგი- მაგრამ საშინელი ტირანი. შიში შეიქმს სიყვარულსაო რომ არის ნათქვქმი, მართალია.გამსახურდიას რომ მაშინვე მოესპო ის ბანდ-ფორმირებები,ჩვენ აფხაზეთს და ოსეთს არ დავკარგავდით.სააკაშვილის პოლიტიკა ნამდვილად აღსანიშნავია ,მაგრამ ზალიან ბევრ დათმობაზე მიდის ოპოზიციასთან. მაგათ კიდევ ერთხელ მოვუტკაცუნებდი უკანალზე მიშა რომ ვიყო,რადგან ოპოზიციამ თვითონ არ იცის რა უნდა. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ი ერთ-ერთ ადამიანი(ვერ ვახსენებ მის სახელს, რადგან მის ქვეყანაში ვცხოვრობ) საერთოდ არ მიმაჩნია პოლითიკოსად. ის უფრო ნაფთის გამყიდველია და სხვა არაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
http://youtube.com/watch?v=8wAkCjYJ06s&feature=related

=lol= =lol=

http://youtube.com/watch?v=s0CQB_tGn08&feature=related

=dk= =dk=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
ეუუფფ ეს რა თემა ყოფილა აქ,აბა მოვა საღამოს ჩე და დაგიდებთ დოსიეებს სტალინზე და ჰიტლერზე=lol= =lol=

ველოდებით ბატონო,მაგრამ არ ჩანს....დოსიეები ასე თუ ისე ყველამ ვიცით,მათი აზრი უფრო საინტერესო უნდა იყოს:)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით და გარეთ....
დესპანი