შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#4987
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
:cp:სულ მალე საქართველოში გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით,კიდევ ერთი ოპოზიციური ფრთა...პარტიის რიგებში თავდაპირველად მხოლოდ იურისტები მოიაზრებოდნენ,მაგრამ ნელ-ნელა ის სხვადასხვა წრის წარმომადგენლებით კომპლექტდება,ახლახან ორი საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი შეუერთდა(ნათია ლაზაშვილი,ნანა ლეჟავა)...ყოფილი ე.წ. "ომის მინისტრი" ქმნის პარტიას,ეს უკვე მის ხელისუფლებასთან აშკარა დაპირისპირებაზე მიანიშნებს,აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას,ვინაიდან და რადგანაც,მას საქართველოში ძალიან ბევრი მომხრე ყავდა ჯერ კიდევ მინისტრობის დროს,ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტიც,რომ ის აუცილებლად გავა პარლამენტში და არცთუ ცოტა ხმით,ეს მომავლის საქმე,ვნახოთ...თქვენ როგორ ფიქრობთ,რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ოქროუაშვილის მხრიდან პარტიის შექმნა,რა ინტერესები ამოძრავებს მას და შეძლებს თუ არა ის,კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას??(ოპოზიციურ ძალებს თავისთავად გაუწევს)იმ აშკარა დაძაბულობის ფონზე,რაც სააკაშვილსა და ოპქრუაშვილს შორის იყო,ლოგიკური იყო,რომ ის ადრე თუ გვიან დატოვებდა(ამ შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო)თავის პოსტს,ასეც მოხდა.ამის შემდეგ უკვე ყოფილი მინისტრისგან პარტიის შექმნა ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა...ვისაუბროთ ამ პარტიის(სახელი ჯერ ცნობილი არ არის)მომავალზე,მის პერპექტივაზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში...
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#5835
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
იწყება მიტინგობიისა და დიქტაფონების ეპოქა. აღარ დაიღალეთ ხალხო ამ უნამუსო პოლიტიკოსების ლაქლაქით. კარგით რა... ოქრუაშვილი არა ვერცხლაძე.. ვერცხლაძე უკეთესია. სპილენძაშვილიც კარგად გამოდის მიტინგებზე და ალუმინია
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#5838
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
ოქროაშვილის კი არა მოღალატე პარტიას ვუწოდებ მე მაგათ ყველას! ამ ამბის მერე, მე უკვე მეშინია საქართველოს კარგი მომავლის. მაგ: ნატოში და ევროპის ქვეყნებში გაწევრიანებას არ შეეშალოს ხელი მაგათი ქაოსის გამო.
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#5844
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
პაში ცოტა სიტყვები შეარჩიე. სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და მის მიერ ცუდად მიმართვა ჩემს თავმოყვარეობასაც ლახავს შენ კი ვერასოდეს ამ შეგნებამდე ვერ მიხვალ და მტლაშაძეები და პუტინი რასაც იტყვის მათ ტაშს დაუკრავ ხოდა მე ჩემი საქართველოს მონა ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე შენ კი მტრების. ტაშს დაუკრავ ყველა მოღალატეს და გამყიდველს. შენისთანა აზროვნებამ დაგვაკარგია აფხაზეთიცა და სამაჩაბლოც...
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#8372
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
ნინოჩკა მოგესალმები,და მინდა გითხრა ორიოდე სიტყვა ბატონ ოქრუაშვილზე,რომელიც ჩემს თვალში საკმაოდ ძლიერ პოლიტიკოსად იყო წარმოდგენილი,როდესაც მან ღია ეთერით აუწყა მოსახლეობას არსებული ხელისუფლების ავ-კარგიანობის შესახებ,დაიბადა კითხვა რატომ?რატომ გარისკა მან ეს ყველაფერი,იგი კარგად უწყოდა იმასაც რა მოყვებოდა მის ამ საქციელს,და ფაქტი ცხადია:რამოდენიმე დღეში ჩვენება შეცვალა.რითაც ეჭვი გამიჩნდა,რომ რაღაც დადგმული სპექტაკლი იყო,ანუ იგი მაინც ,,სააკაშვილის ჯგუფში\" რჩება,მოხარული ვიქნებოდი რომ ხალხის გვერდით დამდგარიყოდა ცხადად ებრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ,
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#12355
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
გუშინ ალბათ უმეტესობა თქვენგანმა თუ ყველამ არა,უყურა ბატონი ოქრუაშვილის გამოსვლას...რას ფიქრობთ?რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?მე ჩემს აზრსაც მოგახსენებთ,თქვენით დავიწყოთ:) მგონი ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო....
Re: ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტ#12357
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
საკმაოდ საინტერესო გამოსვლა იყო გეთანხმები. მე ვფიქრობ რომ არც ის არ არის ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არამგონია უსაფუძვლო განცხადებები გაეკეთებინა. ყველა მისი ბრალდება უნდა შემოწმდეს და გადამოწმდეს, არ შეიძლება ასეთ განუკითხავ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, არ შეიძლება ყოველთვის ხალხის ხარჯზე მოხდეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ არ მგონია რომ მის განცხადებებს ან პროკურატურა ან კიდევ მისთანები სერიოზულობით მოეპყრნონ ან განიხილონ.