შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
აქა მშვიდობა შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს ეს თემა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.. ბევრ საზღვარგარეთ წასულს დავიწყებული აქვს ეს სიტყვები: \"შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! \"
გერმანიაში თურმე მაღაზიებს ქართულად აწერია : \"ნუ მოიპარავთ!!!\" განა სირცხვილი არაა? შე მამა ცხონებულო შენს თავზე თუ არ ფიქრობ და ფეხებზე გკიდია ვინ შეგაგინებს და ვინ არა, იმას მაინც არ ფიქრობ ერს, კულტურასა და ქვეყანას რომ გიგინებენ?
შენ თუ შენი თავი გაგიწირავს ქურდობისათვის,ყაჩაღობისათვის, ჩვენ,პატიოსან ქართველებს, რას გვერჩი ბიძიკო?
ვეთანხმები სტატიის ავტორს. სირცხვილია და მერე როგორი!!!! ევროპაში მცხოვრებ ქართველებზე მეც მსმენია ცუდი... ამერიკაში უფრო არ სჩანს თუ არ ჩავთვლით ბრაიტონელ ქართველობას ბრუკლინში რომ ცხოვრობენ. საერთოდ მაინც ამერიკაში კარგი ქართველებია უმრავლეესობა და არ გვარცხვენენ. ისე ცუდი ყველა ერშია, გააჩნია ადამიანი რა წრეში ტრიალებს.
ვეთანხმები ავტორს,მართლაც დიდი სირცხვილია ერისთვის და იმათვის აქ ვინც არ ვიპარავთ და პატიოსნად ვცხოვრობთ.რვა წელიწადია ევროპაში ვცხოვრობ,მაღაზიაში შევდივარ,ვყიდულობ რაც მინდა და გამოვდივარ მერწმუნეთ მე არასდროს ჩემი ერი არ შემირცხვენია და არც ჩემი ოჯახი.ისე ავტორს მინდა თხოვნით მივმართო,რომ მართლაც ცუდი და კარგი ყველა ერშია და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავ.
არა არავის ერთ ქვაბში არ ვხარშავ... ძმაკაცი მყავს გერმანიაში, უაღრესად პატიოსანი ბიჭი და კარგ ოჯახში აღზრდილი, რო იგებენ ქართველი ვარო სხვა წარმოდგენა აქვთ ჩემზე სანამ გამიცნობენო.
მართალიი ხარ სატევარრრ,გერმანიაში საერთოდ აშვებული აქვთ ქართველებსსს,დაბევრჯერ შემრცხვა იმის აგიარებაა რომმ ქართველი ვარ,განა იმიტოო რომ ქართველობა არ მინდა და მიტყდება ქართველობა,უბრალოდდ,ყველა ქართველი ერთნაირად აქვთ წარმოდგენილი დაა გააგებიეე ეხლა ამათ რა როგორაა.
არც საქართველოში აკლებენ ქურდობას და ყაჩაღობას!!! 7 წელია გერმანიაში ვცხოვრობდა ჯერ არ მქონია ისეთი მომენტი რომ შემრცხვენოდეს ქართველობა. გააჩნია შენ საკუთარ თავს როგორ წარადგენ საზოგადოებაში.არც ერთი ჩემი ნქაცნობი გერმანელი არ ფიქრობს იმას რომ ყველა ქართველი ქურდი და ყაჩაღია. ასე რომ ნუ შეგრცხვებათ,პირიქით იამაყეთ რომ ქართველები ვართ!!!
ძალიან ცუდია და გულსატკენი ცუდს რომ გავიგებ ქართველებზე... სამწუხაროდ ხშირად ხდება მასეთი ფაქტები, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ გავანეიტრალოთ წარმოდგენა ჩვენს შესახებ, თუნდაც ერთ ადამიანს რომ შეუქმნა შენი კარგი ქცევით კარგი შთაბეჭდილება ის ფიქრობს რომ ყველა ასეთია შენს ქვეყანაში. და ალბათ ბევრს განგიცდიათ ეს და ესაა უდიდესი სიამოვნება და ვალი სამშობლოს წინაშე. მარტო სუფრაზე არ ხდება სამშობლოს სიყვარულის გამოხატვა არამედ თითოეული ჩვენთაგანი საქართველოს სახეა ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ. თქვენი კარგი ქცევა ხომ სხვა ქართველს დახვდება ხიდათ.
ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.
,,სატევარი\'\' არც აქ ,ამერიკაში აკლებენ ჩემო კარგო ბევრნი, ზოგი ქურდობს, ზოგიც წამალზეა . მაგრამ მადლობა ღმერთს, მთლიანად ერის სახეს ცოტა სხვანაირად იცნობს აქაური ხალხი. ნამდვილად მიუღებელი და სამარცხვინოა, შენ კარგი სიტყვით დაიწყე ეს თემა , ეს Yველაფერი იმის ბრალია რომ ,,ავიწყდებათ\'\' ვისი გორისა არიან, სიდან მოვიდნენ და საით მიექანებიან. ის ავიწყდებათ რომ მამა პაპის წაღმა ხნული, მომავალმა თაობებმა უკუ არ უნდა ვთესოთ და მოვიმკათ. ,, თუკი წინაპარს შანთებით, ვერ დაავიწყეს ქართული, თუ დღესაც მღერის ქართველი, ფერეიდანში ფანდურით, მაშ შენ რა ღმერთი გაგიწყრა, ვინ იყო შენი გამზრდელი, შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი.\'\' მუხრანის ლექსიდან მოვიყვანე ციტატა, მე მგონი ბევრის მთქმელი.
მშვიდობა თქვენდა რაც შეეხება კითხვას მართლაც და არის კატეგორია ვისაც დაავიწყდა ვისი გორისანი ვართ მე მგონია რომ მაგ კატეგორიის ხალხი იქაც არ იყვნენ ჩვენი გორისანი უბრალოდ აქაურობამ მათ ნიღაბი მოხადა მრავალი მართლაც თავს გვჭრის და არცხვენს სამშობლოს მაგრა ცვენ ხომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ დავანახოთ უცხოელებს ნამდვილი ქართველი ადამიანი რაც შეეხება ამ საიტის სახელწოდებას ზუსტად იმიტმ ვართაქ გაწევრიანებული რომ არ გვავიწყდება სამშობლოში ჩვენი ოჯახის დესპანი ვიყოთ ხოლო სამშობლოს გარეთ ჩვენი ქვეყნის პ.ს. მემგონი უყურებდით ახალ კლიპს გამარჯობა აფხაზეთო შენი ვისაც არ უნახავს ნახოს მართლაც და სასწაული ღმერთმა გვიმრავლოს ჭეშმარიტი ქარტველი