↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ ქართველი ქალის სილამაზეზე!!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფილოსოფოსი კანტი საქართველოში ყოფნის დროს ისე მოიხიბლა ქართველი ქალის მშვენიერებით, რომ საქართველოს მზეთუნახავთა ორანჟერეა უწოდა.

მე, პირადად ძალიან ბევრი უცხოელი მეგობრისგან გამიგია, რომ ქართველეს განსაკუთრებული ხიბლი გაქვთო... ამ ხიბლზე ქვემოთ ალბათ კიდევ ვისაუბრებთ,მანამდე გეტყვით რომ ერთერთ ფორუმზე, ქართველი ქალის სილამაზეზე და განსაკუთრებულ ხიბლზე ისე ლამაზად წერდნენ, მომინდა რომ ეს თემა დესპანის ფორუმზეც ყოფილიყო.

ქვევით დავდებ ერთერთი ფორუმელის ნაწერს, რომელიც ძალიან მესიამოვნა,

,,ქართველი ქალის სილამაზეზე უძველეს დროიდან იწერება! მანდ ყოფნისას მეგონა ამას ჩვენი ისტორია ამბობდა მხოლოდ! დასავლეთში რომ ჩამოვედი ჩემდა გასაოცრად რომ გაიგეს საიდან ვიყავი ზოგიერთმა მითხრა, ქართველი ქალის სილამაზე განთქმულია-ო! ქართველი მონა ქალის სილამაზე (ჰარამხანებში) ნუ, ეს ცნობილი ამბავია! ულამაზესებად ითვლებოდნენ, ისტორია(და არა ქარტული მხოლოდ) ამბობს ამას! მერე ერთმა ლამაზმა რუსის გოგომ მომიყვა: ერთი მზეთუნახავი ამოვიდა ავტობუსშიო მოსკოვში და ხალხი გაშტერებული მისჩერებოდაო, როცა ჩავიდაო შოფერმა თქვაო, ეგ ქართველი თუ იქნება, მასეთი არნახული სილამაზე მხოლოდ მათ აქვთო! ! !!! მრავალი ქვეყანა მოვიარე, ბევრი ქალიც მომეწონა, მაგრამ ასეთი ლამაზი ქალები ჩვენთან რომაა არც ერტ ქვეყანაში შემხვედრია! 20 საუკუნე გვაჯიშეს, ვინ აღარ გადაუარა საქარტველოს, ულამაზეს ქალ-ვაჟს იტაცებდნებ და მიჰყავდატ ტავიანტი (მათხოჯი) ჯიშის გასალამაზებლად (ამასაც ისტორია ამბობს, ჩემი არ გეგონოთ), ანუ, რომ იტყვიან საჯიშე ხალხი იქ წაიყვანეს და აქ დატოვეს ნარჩევი და პლუს თავიანთი .... დაგვიტოვეს, რის შედეგიცაა ხშირად ქუჩებში სპარსულ, თართულ, თურქული გარეგნობის ქართველებს მრავლად წააწყდებით და ირანში და თურქეთში კიდევ ქართული ლამაზი გარეგნობის ხალხს, ლოღიკურია!
ზუსტად ამ ქართველი ქალის სილამაზით მოხიბლულმა ფიზიკური ანთროპოლოგიის მამამთავარმა ბლუმენბახმაც მიტომ არ უწოდა თეთრ რასას კავკასური?! ზუსტად ქართველი ქალის სილამაზემ განაპირობა ეს..
\"Caucasian variety - I have taken the name of this variety from Mount Caucasus, both because its neighborhood, and especially its southern slope, produces the most beautiful race of men, I mean the Georgian; and because all physiological reasons converge to this, that in that region, if anywhere, it seems we ought with the greatest probability to place the autochthones (birth place) of mankind.\" - Johann Friedrich Blumenbach, The anthropological treatises of Johann Friedrich Blumenbach 1865.

და კიდევ: При всем этом среди руин и развалин ходят женщины, не побоюсь этого слова, божественной красоты, хорошо одетые и ухоженные. Я не любитель волооких восточных красавиц и всегда считал, что грузинки (за исключением участниц фольклорных ансамблей) не самые, так скажем, привлекательные по сравнению с остальными, но за два-три дня понял, что ошибался. Здесь на улицах такое количество лиц с прекрасными, благородными и тонкими чертами, с такими глазами, в которых можно буквально утонуть (а они еще ими и стреляют вовсю, чертовки), что я поменял свои взгляды на грузинских женщин.

ფურუმელების უმეტესობა უცხოეთში იმყოფებით, თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?????
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართველი ქალი არა მარტო ლამაზია, არამედ ის კიდევ ძალიან ჭკვიანია!!!! ქართველი ქალი ძლიერია სულიერედ მაგრამ ამავე დროს სატუტია როგორც ყვავილი რომელიც განსაკუთრებული მოვრას საჭიროებს....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართველი ქალის სილამაზე უხსოვარი დროიდან აღაფრთოვანებდა უცხოელ მოგზაურებს.ისტორიამ ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტი შემოგვინახა.და არა მხოლოდ სილამაზე:პომპეუსის ლაშქრობისას,ერთი რომაელი მხედართმთავარი აღფრთოვანებით წერდა ქართველ ამორძალებზე,რომლებიც უშიშრად იბრძოდნენ მამაკაცებთან ერთად რომის ძლევამოსილი ლეგიონის წინააღმდეგ.გავიხსენოთ თუნდაც შარდენი,დიუმა...ქართველი ქალის სილამაზეს ოდითგანვე აღფრთოვანებაში მოჰყავდა მნახველი.ეს ფაქტი მწერალმა ჰენრიკ სენკევიჩმაც კარგად უწყოდა და თავის რომანში ,,ვიდრე ჰხვალ?\'\' სწორედ ამიტომ ათქმევინებს პეტრონიუსს,,ერთ პატარა კოლხ ქალს ვიცნობდი,ღმერთებს ვფიცავარ მასში რომის ყველა ლამაზ მატრონას მივცემდი\'\'.საუბედუროდ სწორედ სილამაზე იყო ქართველი ქალის უპირველესი მტერი,მონათა ბაზარზე ქართველი ყველაზე ძვირად ფასობდა,როგორც ფიზიკურად გამორჩეული და უძველესი გენის მატარებელი.საბედნიეროდ ქართველი ქალის სილამაზე დღესაც ისევე აღაფრთოვანებს მნახველთ,როგორც საუკუნეების წინ.ერთი ნაცნობი,რომელიც საზღვარგარეთ სასტუმროში მუშაობდა,მომიყვა:ერთმა სტუმარმა მკითხა თქვენ ქართველი იქნებითო და როცა გაოცებულმა ვკითხე საიდან მიხვდითმეთქი,მიპასუხა:ქართველ ქალებს სულ სხვანაირი თვალები გაქვთ,ძალიან ლამაზი და თან ძალიან სევდიანიო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
კაცებო მოვეფეროთ ქალებს. ქართველ ქალზე ლამაზი მსოფლიოში არაფერია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.

…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts72
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ბოლო ვისი ლექსია? მაგარია.

ქართველი ჯიშის სილამაზეს რაც შეეხება 100% -ით გეთანხმებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
გეთანხმებით მეზობლებო ქართველ ქალზე ლამაზი ქალი მსოფლიოში არ დაიარება,რაც მთავარია ბუნებრივად ლამაზნი არიან,მითუმეტეს ახლანდელი თაობა,აქ კი ყველა დათხაპნილია საკრასკებით ეს სილამაზე არ არის...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მაგრამ ისე კიდევ ერთი მინდა ავღნიშნო რომ,არაბი გოგოებიც ძალიან შეხედული და ლამაზი ტანფეხის გოგოები არიან,ძალიან ეშხიანები და ნაკლებად დათხაპნილები,უპრო რომ ვთქვათ ბუნებრივად ლამაზები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ოსის და ჩეჩნების ქალებიც მომწონს, მათაც ლამაზი და მიმზიდველი ქალები ყავთ, მაგრამ ჩემი აზრით ლამაზი ცოტა ხმამაღლა ნათქვამია ჩვენზეც და მათზეც, უბრალოდ განსხვავებულად ეშხიანი ქალები დადიან საქართველოში და ძალიან მიმზიდველები. ბუნებრივები და უბრალოები, ალბათ ეს იზიდავთ უცხოელებს... ერთმა ჩემმა გერმანელმა სიძემ, მეგობრის მეუღლემ, როცა ვკითხე საქართველოში რა მოეჭონა ყველაზე მეტად, მითხრა რომ ქართველი ქალი, ყველანაირი გაგებით და მერე მელაპარაკა საქართველოს სილამაზეზე

90 იან წლებში ჩემს მეგობართან სტუმრად ძალიან ბევრი უცხოელი მოდიოდა და იცით რას აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა ქართველი ქალის თვალები მაინც განსაკუთრებულად ბრწყინავსო... და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts27
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნაბა,ძალიან კარგი თემაა.ორი წლის წინ,ამსტერდამის აეროპორტში ერთ სპარსელს შევხვდი,მოსაცდელი ოთახი იყო ბავშვებისთვის,ჩემი ბავშვი თამაშშობდა იქ.ქართUლად რომ ველაპარაკებოდი,ერტმა მკითხა სადაური ხარო,ქართველი-მეთქი ვუთხარი და თAნ ახსნა დავუწყე სად იყო საქართველო,სანამ რუსად გამომაცხადებდა,ამერიკიდან მოდიოდა ის და ამერიკელებსს ერთი და იგივე გონიათ რუსეთი და საქართველო,იმან გამაჩერა,მითხრა,ვიცი სადაც არის,ისიც ვიცი,ყველაზე ლამაზი ქალები ,მანდ არიანო,ინგლისურში,სიტყვა \"გორჯეს\"მაქედან შემოვიდა,გურჯიდანო,და ქართVელი ქალის სილამაზე იგულისხმებაო,მე სპარსელი ვარ და ვაშინგტონში ვცხოვრობო.ძAლიან გამიხარდა,მე მართლა არ ვიცოდი,ტქვენ არ ვიცი გაგიგიათ თუ არა,ზალიან მომინდა რომ თქვენთვის მომეყოლა ეს ამბავი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts27
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვფიქრობ ქართველ ქალებს ყველაზე მეტად აქვთ შემორჩენილი ქალურონბა,სინაზე,პატიოსნება,ამიტომაც არის რომ უცხოელი მამაკაცები,ყოველთVის იხიბლებიან ამ ბუნებით ჯერ და მერე სილამაზითაც თუ პირიქით,ისე კარგია რომ ხედავენ.მე ყოველთVის ვეუბნები უცხოელებს,ქართველები მართლა ლამაზები არიან,მე კი არ მგვანან-მეთქი.
\"ყველა ქალი ხომ ლამაზი არის,ლამაზი არის თავისებურად\"...
ალბათ ქართველი მამაკაცის დამსახურებაა ქალის და დედის იდეალი რომ არის საქართველოში,პირველ რიგში კაცები სცემენ პატივს და აიდიალებენ ქალს,გმადლობთ,ქართველო,ვაჟკაცებო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება,
შენგან შევიტყვე,რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.
შენც ცოცხალი ხარ,შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა.
შენს სილამაზის იქით ბინდდება,
და იხურება ცისკრის კარედი,
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება,
შენ სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან აროდეს მომესვენება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
n@m

,,გორჯეს\" ნამდვილად არ ვიცოდი , რა კარგია....
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მართლაც რაღაც სხვა ეშხი აქვს ქართველ ქალს,იცით ერთხელ უცხოელი,უცნობი ეუბნება ჩემს ახლობელს თქვენ ქართველი იქნებითო.გაგვიკვირდა.როგორ მიხვდითო ვკითხეთ.ქართველი ქალის ლამაზი სახის ნაკვთები სხვა სახეებში არ აგერევაო

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ისევ ქართველი ქალის სილამაზეზე!!!!
დესპანი