↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ. საბედნიეროთ ახალ ქართული პოეზია არ ჩამორჩება იმ რენესანსს რაც მეოცე საუკუნეში განიცადა. მოდი აქ დავწეროთ თანამედროვე ქართველი პოეტების ნაწარმოებები და შეევაფასოდ.

გიორგი საჯაია
განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ \"გვიხმარეს\",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!
=tavfx= =tavfx= =cxeni=

მირანდა გოდერძიშვილი
წერილი მამას

მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!
=da= =da= =da=

ინგლისი.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეკა ქაჯაია-დამხატე

დამხატე,
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა
მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე
ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ
უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს...
დახატე ზეცა,
ოღონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე
მთელი სამყარო...
ჩემს ოცნებებში სალოცავებს
სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,
ოღონდ შორი აღარ დხახატო...
მე აღარ მინდა შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი,
თეთრი ზამთარი?-
მე არ მახსოვს...
ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი...
დახატე მიწა
და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში
ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,
ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა,
ცხოვრებაში თუ ის ლურჯია...
დახატე ქალი,
საქალეთი შეცვალე,
თუ გძულს,
უყოველგვარო დამცირებით,
უმასკარადოდ,
ამ სამყაროში,-
ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ... =fla= =fla= =fla=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგია ნამდვილად ყოჩაღ .პ.ს.ღმერთმა უმრავლოს ქრთველებს ნიჭი ულვი კარგიო ბევრი შექმენით გაგვანდეთ ძახილი თქვეი სულისო გაგვიადვილეთ ცხოვრება შორეულს ქვეყანაშიო რამდენსაც კარგს რომ გავიგებ გულიც ძალიან ხარისო გვიმრავლოს ქართველთ უფალმა კარგი ლექსისა მთქმელიო

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ძალიან გთხოვთ ყველას, როდესაც ლექსს მიუმატებთ მიაწერეთ ავტორის სახელი და გვარი ან ფსევდონიმი. გმადლობთ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეკა საჯაია-ფიცრის ოდა

თურმე იყო სიზმრის გროვა,
ღამეები,- \"მრუმეები\",
პაწაწინა ფიცრის ოდა,
ათას რამე -რუმეებით...
თითქოს იყო მონატრება
ღიმილით და ცრემლით სავსე,
ვუმზერ ბავშურ მოკრძალებას,
ჩავლილს მტვრიან შარაგზაზე...
ქარში, დარში თუ ავდარში,
მოშრიალე მწვანე ყანა,
აქვე სადაც სოფლის თავში,
ჩაუვლია ათას მაყარს...
სად ოდიდან გაპარული,
ბნელ ღამეებს ვათენებდი,
ბალახებში ჩაფანტული -
თეთრი ციცინათელები...
შუა გზაზე მცხრალ კოცონთან,
ტაროებით სავსე კალთა,
- ფეხშიშველა ის გოგონა
ღმერთო როგორ მომენატრა...
თურმე იყო სიზმრის გროვა
ღამეები,- \"მრუმეები\"
პაწაწინა ფიცრის ოდა
ათას რამე -რუმეებით
=geo= =000=

ვანო ჩხიკვაძე-ემიგრანტი

მივემგზავრები, პარიზს,
ან სულაც ქვეყნის დასალიერს.
ჩქარა, ნოსტალგიის შხამი
გზაში დამაწიე, სალიერ!

ჩქარა, სიძულვილი მწამლავს,
მომდევს ზიზღითა და გამეხებით.
წავალ, ორთქლმავალის კვამლად
მეწამულ ღრუბლებს ჩავეხვევი.

მაჯაზე აჩქარდა პულსი,
მეც ერთხელ გადავირევი და...
მწუხრის საგალობელს ვუსმენ
ჩემი მარტოობის დილეგიდან.

მივემგზავრები, მივალ,
მიმყვება ლოცვა და ანათემა.
და ჩემს მოლოდინში წვიმა
ცისარტყელას ყულფში თავთავდება.

მივემგზავრები, პარიზს,
ან სულაც ქვეყნის დასალიერს.
ჩქარა, ნოსტალგიის შხამი
გზაში დამაწიე, სალიერ!

მივემგზავრები, მალე,
ღამის ხერხემალზე ამოსული,
მიმყვება სამი დღის მთვარე _
მუნჯი, კუზიანი მარტოსული.

სადღაც, დაკარგულში ხრჩოლავს
თეთრი, მომლოდინე კამელია.
ნატვრა არ ამიხდა _ ბოლოს
სული შენს კალთაზე დამელია.

შენი მოფერება მეგრძნო,
სისხლის ამღერება საფეთქელთან,
შენი უკვდავების ფესვი,
შენი გაზაფხულის დაფეთება...

ღამეში ლაპლაპებს ობლად,
დაძრული ვაგონის სახელური.
რა მრჩება ? _
ღორების გობი
ფურთხსა და ნაგავში გახვეული.

ქვეყანა _ ღალატის ბზარით
მოღნიოშებული ცხრაკლიტული.
სამშობლო _ ცოცხალი მკვდარი,
სიკვდილშიც ლაღი და არტისტული.

სადღაც, დაკარგულში ხრჩოლავს,
თეთრი, მომლოდინე კამელია.
ნატვრა არ ამიხდა _ ბოლოს
სული შენს კალთაზე დამელია.

და მაინც სიზმრებით აქ ვარ,
ძაღლივით დაბმული სახატესთან,
ვიდრე მახრჩობელა ჯავრის
მდუღარე სასულეს გადაკეტავს. =geo=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
რა იყოთ, არ მოგეწონათ არცერთს? ის მაინც დაწერეთ მოგეწონათ თუ არა:)) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ არმომწონს ზალიან კარგი ტემაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხალხო დაწერეთ ლექსები მამლუქი
პატივი ეცთ კაცსაო მას
დავუფასოთ ჩვენ შრომა თანაც
როგორი პროზისო რაიმე თქვენც
მიამატეთ თქვენივე ავტორობითო
ხან მონატრების ხან დარდის ხან
კიდევ სიცილისაო ზვიგენი კარგი
კაცია გვერდში დავუდგეთ ყველაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
თამაზ მონიავა-ქალი
ქალი საოცარ სხივებით ბრწყინავს,
მიტხარ რა რის ვერპატიება?
ქალი-ეს არის რომ გაყვე ნიავს-
ქალს ყველაფერი ეპატიება!
დარდი ქალია და სიხარულიც-
მხოლოდდამხოლოდ ისევ ქალია,
გინდა ისე თქვი,გინდა ასე თქვი,
რაც არ უნდა თქვა- ქალი ქალია!
მომხიბვლელია,მოღალატეა.
თუ ერთგულია უზომოდ დიდი,
ყველაფერს იტანს,ქალი ასეა,
ქალი ქალია- თავის გზით მიდის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ქუთათური-გაფრენის ნიჭი
...
პატარა მხრების
ჩუმი ძიგძიგით
ნახტომს ჩაზომავს პიკასოს ბიჭი,
გაბედვა უნდა...
ცოტა სიგიჟე,
ამბრედუზო
და
გაფრენის ნიჭი.

მირანდა გოდერძიშვილი-ისე ძალიან შემიყვარდი...

აღარ მჭირდება არც ეს ფუნჯი,
არც ეს მოლბერტი,
ისე ძალიან შეგეჩვიე,_
უკვე მომბეზრდი,
აღარაფერი აღარ მტკივა,
აღარ მაშფოთებს,
ისე ძალიან შემიყვარდი
მინდა
დ ა გ შ ო რ დ ე!!!

მინდა დაგშორდე,
სანამ ღამე დღეს დაადნება,
სულ შენ გაჩუქებ ჩვენს ტკბილ წარსულს
არ მენანება...
სულ შენი იყოს,
სიზმრებშიაც რომ აღარ მდიო
და შენგან წასვლა,
შენგან წასვლა
რომ
მ ა პ ა ტ ი ო!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ახლა დაბნეული ბილიკს მივუყვები
ვეძებ უსაშველოდ პირიმზეს
ჩემი თანამგზავრი მხოლოდ წვიმა არის
მიწა მეკითხება რატომ სტირი დღეს.
ფეხშიშველი ვდგევარ თეთრი მოსასხამით,
მგლები ყმუიან და მაშინებს,
მიწას ფეხს ვაშორებ ტალახში ამოსვრილს,
მგლებთან ვეშვები დამატირებს.
ცისარტყელა გაჩნდა ფერებს ვესესხები
ქარი ამოვარდა მაგიჟებს
ყვავები კორტნიან ცისარტყელას თურმე
საშველი აღარარის მაშინებს.
ვულკანი ამოიფრქვა, მიწა შებარბაცდა,
სიკვდილი ახლოს დგას და ხარხარებს,
რაღა გადამარჩენს,რაღა გადამარჩენს,
სიკვდილი დამცინის და მაწვალებს.
უცებ ცა განათდა,მზე ამობრწყინდა
სხივი მაჩუქა და მკოცნის მზე,
მძივად დავეკიდე, დაღლილ დაქანცულმა,
გულიც ვიტკინე დასულიც დღეს
ჯოჯოხეთის კართან უკვე აღარ ვდგავარ,
ბილიკს მივუყვები მშვიდად მე,
რწმენა დავიბრუნე , ღმერთმა შემინდოდა,
ახლა რაღა მომკლავს უკვე მე. თ. ჩიჩუა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Sep 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოკლედ ერხელ უკვე დავწერე კომენტარი და რაღაც გაქრა სადღაც.
ის ლექსი მომეწონა ვანო ჩხიკვიძესი. მიიღე კომპლიმენტები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ მეგობარო თემა შესანიშნავია.მეც შემოვამატებ რამოდენიმე ლექს.პირადად არ მეხერხება ლექსებზე კრიტიკა ამიტომ აბა თქვენ იცით...შესაქები შეაქეთ,თუ არაა შესაქები.......მაინც შეაქეთ:)ნიჭიერი ხალხია,ცდილობენ მაინც...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
პიცა
შოთა იათაშვილი
სანდრო კობაურის ხსოვნას

შენ აცხობდი პიცას,
შენ გადიოდი მარანში და ღვინოს ასხამდი,
გიტარაზე უკრავდი და ჩვენით ხარობდი,
მაგრამ მაღლა ცხოვრობდი შენ,
ისე მაღლა, რომ ძნელი იყო ამოსვლა.
ხანდახან მაინც დავადგებოდით გზას _
ფეხი გვიცურავდა ყინულზე,
ერთმანეთს ვებღაუჭებოდით,
ვიყინებოდით და
ქოშინი გვიტყდებოდა,
აღმართი კი არა და არ თავდებოდა _
ძლივს, ბოლოს, არაქათგამოცლილები,
გიტარის ხმას გავიგონებდით,
ჰაერში ღვინის სუნი დატრიალდებოდა,
და ესე იგი შენ უკვე ახლოს იყავი,
ნამდვილი იტალიური პიცის სანელებლებით აკმევდი სახლს,
სახლი კი თავზე ედგა თბილისს,
სახლი თბილისის ქუდი იყო
და თბილისი ამბობდა,
«კაცი ვარ და ქუდი მხურავსო»...

თბილისი არაკაცი გახდა,
ქუდი მოიხადა,
მტვერში და სისხლში მოისროლა
და შენც გაიქეცი თბილისიდან,
დიდხანს ირბინე არაკაცი მოსკოვის ქუჩებში
ბუტერბროდებით ხელში,
მერე მიხვდი,
არაკაც მოსკოვში სირბილს
ისევ არაკაც თბილისში ყოფნა ჯობდა
და უკან დაბრუნდი,
მაღლა აღარ ასულხარ,
ქვემოთ დაიდე ბინა
და გაგრძელდა ცხოვრება,
უკვე უმეგობროდ,
უკვე როგორც არაფერი,
ეჰ, სანდრო,
სადღა იყო შენი მარანი,
შენი გიტარა,
შენი პიცა,
შენი სიზმრები მტკვრის ბინძურმა წყალმა წაიღო,
შენი მეგობრები სხვა კონტინენტებმა და სასუფევლებმა დაინაწილეს,
დღეს კი წერილი მომდის ამერიკიდან,
იქიდან ვიგებ,
შენი პირველი მეგობრისგან ვიგებ
შენს ახალ ამბავს...

რა მაღლა ცხოვრობდი მაშინ,
განდეგილი ბერივით,
რა ძნელი იყო შენთან ამოსვლა,
როგორ ვებღაუჭებოდით ერთმანეთს,
როგორ ვიღლებოდით,
როგორ ვწვალობდით _
და რა მაღლა ცხოვრობ ახლაც,
ვინ იცის, რამდენი უნდა ვიფორთხიალოთ,
რამდენჯერ უნდა მოგვიცურდეს ფეხი,
რომ კვლავაც ამოვიდეთ ზემოთ, შენთან,
ახალ კაცურ სახლში,
ახალი სურნელებით გაჟღენთილში...

მანამდე კი,
სულის მოსათქმელად და პურის საჭმელად
სადმე კაფეში თუ შევედი და პიცაც შევუკვეთე ხოლმე,
ვიცი, ყოველთვის შენ გამახსენდები,
მომიტანენ პიცას და მეგონება,
შენ ტრიალებდი სამზარეულოში,
საკუთარი რეცეპტით მიმზადებდი პიცას,
რათა ჯანი დაგებრუნებინა ჩემთვის _
ის ჯანი, მუდამ აღმართ-აღმართ სიარულს რომ
სჭირდება...

და ასეც იქნება სინამდვილეში:
შენი გამომცხვარი პიცები
ამოგვიყვანენ, სანდრო, ჩვენ ყველას მაღლა,
ისევე შენთან,
და კვლავ იქნება ტკბილი ღვინო,
ტკბილი ჰანგები და
სიცოცხლე _ ერთიანი,
საოცარი,
სურნელოვანი...
=fiqri=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მფრინავი
შოთა იათაშვილი
გაფრინდა და მართალი აღმოჩნდა:
შეაქეს, დალოცეს, მოუდრიკეს ქედი.
გაფრინდა მეორედ და კვლავ მართალი აღმოჩნდა:
მიიღეს, არ დაამადლეს პური, წყალი და
სავარცხელი ფრთა-ბუმბულისათვის.
გაფრინდა მესამედ და ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა:
აიტანეს, შეეგუვნენ.
გაფრინდა მეოთხედ და მტყუანი აღმოჩნდა:
ანგელოზის სულელი პლაგიატორი უწოდეს.
მაინც გაფრინდა მეხუთედ და _
ესროლეს,
მოკლეს.
=cry=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი