ninochka wrote:ციტატა:
\"წერილი ტოლერანტობის შესახებ\"ასეთი სახელწოდების ნაშრომი ეკუთვნის ჯონ ლოკს,ძალიან მომწონს მისი აზრები საერთოდ ტოლერანტობასთან დაკავშირებით,გამიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ქართულ ტოლერანტობაზე,შემწყნარებლობაზე,ეთნიკური თუ სხვა ნიშნის მქონე უმცირესობათა უფლებებზე,მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესზე,როგორ მიმდინარეობს თქვენი აზრით ეს პროცესები ან როგორ უნდა მიმდინარეობდეს...ჯონ ლოკის ამ ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია რელიგიურ შემწყნარებლობაზე,თუმცა ჩვენ კარგი იქნება ცოტა ფართოდ თუ განვიხილავთ ამ საკითხს:) ვართ ქართველები ტოლერანტულები???(შეიძლება მთლად სწორი არაა საკითხის ასე დასმა,მაგრამ მაინც)
დავიწყებ ბოლოდან-ვართ თუ არა ქართველები ტოლერანტული? მე ვთვლი რომ ვართ და ცოტა ჭარბადაც, ქართველისნაირი სტუმართმოყვარე ერი მეორე არ მეგულება. საქართველოში ნაცისტური ან რასისტული დევნა მე არასოდეს მსმენია , პირიქით, თბილისის ძველ უბანში ოთხი განსხვავებული სარწმუნოების სამლოცველო დგას. თუნდაც ერთი მაგალითი: ებრაელი ერი, რომელიც ბევრ ქვეყანაში იდევნებოდა ეროვნული ნიშნით, საქართველოში ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს .
ახლა რაც შეეხება ეროვნული უმცირესობის საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს-გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენას. ქართული ენის სრულყოფილ ცოდნას! სხვანაირად მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია წარმოუდგენელია და ეს თვით ინდივიდზეა დამოკიდებული. მითუმეტეს ჩვენ, ქართველებს , ძალიან გვიყვარს ქართულ ენაზე მოსაუბრე უცხოელები. ენის არცოდნა განაპირობებს ეროვნებათაშორის გაუცხოვებას და ზოგჯერ დაპირისპირებას.
ტოლერანტობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ უცხოელმა უკეთესად იგრძნოს თავი , ქართველი კი გარბოდეს საქართველოდან.
ჩემი აზრით, ტოლერანტობის თანამედროვე გაგება გლობალიზაციას გულისხმობს...(იმედია ვცდები

)
ჩემი სურვილია ქართველები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ უფრო თბილი და გნებავთ ტოლერანტული
ნინოჩკა, როგორც ყოველთვის, თემა ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ვრცელი
