↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფული, საზოგადოების მოთხოვნა...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 29 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
მთავარია , რომ გქონდეს ფული???? რომ არ იყო დაჩაგრული საზოგადოებში.. ყველას ვთხოვ რეალობასთან ახლოს:)) დიდი მადლობა...

პატარა განმარტება-.. > \"ნეტავ მილიონერი მამა მყავდეს\".. შვილების და საზოგადოების დამოკიდებულება ღარიბთან და მდიდართან...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
საქართველოში სამწუხაროდ ასეა გიო :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
მთვარი ფულის ქონა ნამდვილად არაა...ჩემთვის პრიორიტეტი სხვა რამეა იმისთვის...რაც შეეხება დაჩაგვრას,გააჩნია საზოგადოებას,რომელშიც ტრიალებს,რა ფასეულობები აქვს მას,შესაბამისად შეიძლება,აღმოჩნდე ისეთში,სადაც უფულობაზე მეტად უჭკუობით დაიჩაგრო,რას ვიზამთ...
რაც შეეხება ფულს,ვინმე რომ გამოხტეს და თქვას ფული არაფერიაო და რაში გვჭირდებაო,ძალიან არაგონივრულიც იქნება და მატყუარაც:)ფული დღეს შესაძლებლობაა იმისა,რაღაცები მისაწვდომი გახადო შენთვის:)

:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
შვილების დამოკიდებულება ღარიბ და მდიდარ მამასთან მიმართებაში ცოტა მიუღებელია,ჩემი აზრით,რა მნიშვნელობა აქვს მამა მდიდარია თუ ღარიბი,მამა-შვილური გრძნობები ფულით არ იწყება და არც მთავრდება:)
საზოგადოებას გააჩნია...იქ სადაც,პრიორიტეტი ფულია,რათქმაუნდა ფასობს ფულიანი,ეს რა გასაკვირი უნდა იყოს....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
მოდი მაგალითად მოვიყვან სკოლას,სადაც კლასში არის ფენები-შეძლებული და ღარიბი ოჯახის შვილებისა,ამ კლასში სწორედ ის ბავშვები რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა იმისა ყოველ დღე სხვადასხვა ტანისამოსი ჩაიცვან,ყოველ დღე მეგობრებთან ერთად საღამოები მოაწყონ,მობილური ტელეფონები იცვალონ,მეგობრებს ძვირადღირებული საჩუქრები გაუკეთონ,და ა.შ-------ყოველთვის არიან იგნორირებულები იმ მეორე ფენისაგან რომელთაც ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაფერი აქვს.....ეს იწვევს იმ ,,ღარიბი ფენის\" ბავშვთა გაძიზიანებას,ჩაკეტვას,დაკომპლექსებას....ის უკვე დაჩაგრულია,....ამთავრებენ სკოლას,იწყება ეტაპი --უნივერსიტეტში შესაღწევად---ანალოგიურად---იქ ხვდება ის ვისაც შეუძლია ემზადოს ყველა მასწავლებელთან წლების მანძილზე,ვისაც ,,ძლიერი ზურგი\" აქვს მამიკოსა და ბიძიკოსგან,ან ვისაც აქვს ფული-გადაიხადოს და დაჯდეს,ის ვინც ღამეებს ათენებდა წიგნებზე,მაგრამ კერძოდ ვერ ემზადებოდა,და არ ჰქონდა იმის ფული რომ ,,საქმე ჩაეწყო\" რჩება გარეთ,თუმცა არის ამათ შორისაც 100 დან 5 ვინც ამას აღწევს,გულდასაწყვეტია მაგრამ ასეა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ეგეთი შემთხვევებიც არის,მაგრამ მე ასე მაინც ვერ ვიტყოდი,ყველა შემთხვევაში მასე არაა,საერთოდ ძალიან ვბრაზდები მე მასეთ ბვაშვებზე,ვინც იმ რაღაცებს უყურებს,ეს შეიძლება იყო მეხუთე და მეექვსე კლასში,როცა იზრდები,ყალიბდები,საკუთარი წარმოდგენები გექმნება ზოგადად ყველაფერზე,გიჩნდება საკუთარი ღირებულებები,არა მგონია ამ დროს,ასეთ ასაკში და მითუმეტეს სტუდენტობისას,როცა საკუთარი გზა და ხედვა გაქვს არჩეული,ვინმეს კაბაზე და ფულზე დაგრჩეს თვალი,წესით სხვა რამეებზე უფრო უნდა ფიქრობდე:)მასწავლებლების რიცხოვნობაც დიდს ვერაფერს წყვეტს,ცოტა ტვინი თუ არ გიწყობს ხელს ადამიანს,იმას,რაც თავში არ გიდევს,ვერც 1 და ვერც 10 მასწავლებელი ვერ ჩაგიდებს...

ისე კი,ნაკლებადაა რომ ელიტარულ სკოლებში გაჭირვებული ოჯახის ბავშვები სწავლობდნენ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
და რატომ არსებობს ეგ ელიტარული სკოლა? :):):) ანუ იმათ ვისაც Fული არ აქვთ არ აქვთ უფლება ისწავლონ ,,ნორმალურ\" სკოლაში? :):) კარგი რა :):) ფულია სწორედ გადამწყვეტი და სამწუხაროდ ეს რეალობაა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ხატია ელიტარულ სკოლებში ვიგულისხმე ლიცეუმები ან კიდევ ცოტა უფრო ძვირადღირებული სკოლები,სადაც უფრო სასიამოვნო და მყუდრო გარენმოს უქმნიან მოსწავლეებს,ვიდრე ისეთ საშუალო სკოლაში,როგორიც მე დავამთავრე მაგალითად,თუმცა ეს ვერაფერს წყვეტს,რიგ შემთხვევებში მათ ის ფული რჩებათ ტყუილა გადაყრილი,როგორც შენ თქვი მასწავლებლებში,ბევრში და ათასში:))))))მეცინება ასეთ რამებზე მართლა,ფული დღეს მხოლოდამხოლოდ რაღაცის მისაწვდომობას გულისხმობს,რაღაცის და არა-ყველაფრის,განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდია:))))))და არც ისაა გასაკვირი,რომ თუ ვიღაცას ფული აქვს,იფიქროს იმაზე,რომ შვილს უკეთეს სკოლაში ასწავლოს და ა.შ.ეს ასეა,უბრალოდ ვამბობ იმას,რომ ეს დიდად არაფერს წყვეტს:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე არ ვთვლი რომ ფული ყველაფერს წყვეტს ცხოვრებაში. ეგრე რომ იყოს პატარკაციშვილი მიწაში არ უნდა იყოს ეხლა :). რაც შეეხება ფინანსებს, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში, ვთვლი რომ ღარიბი ოჯახის შვილები ამ მხრივ უფრო უპრეტენზიოები არიან ვიდრე მდიდრების, და საერთოდ მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ფულით არ უნდა წყდებოდეს, ეგ აღრზდის საკითხია და არა ქონების(რა თქმა უნდა ცოტა ბუნებამაც უნდა უშველოს:) ).
აქ ახსენეს სკოლები, ელიტარული თუ ჩვეულებრივი და მდიდარი და ღარიბი მოსწავლეები. მოკლედ ჯერ კონკრეტულად ელიტარულ და ჩვეულებრივ სკოლებს შევეხები.
მე პირადად 10 წელი სკოლაში ვიმუშავე, სკოლის სტრუქტურას ძალიან კარგად ვიცნობ, თან თუ იმასაც დავამატებ რომ 11 წელი სკოლაში ვისწავლე. მულტიმილიონერიც რომ ვიყო ბავშვს ეგრეთწოდებულ ელიტარულ სკოლაში არ შევიყვან. არანაირი მნიშვნელობა არააქვს სად ისწავლი, თუ სწავლა გინდა ყველგან ისწავლი და ამისი მილიონი მაგალითია. მე სოფლის სკოლა დავამთავრე და უმაღლესშიც მოვეწყვე, სხვათაშორის უფასოზე უფასოდ :)ჩემთან ერთად ვინც უმაღლესში სწავლობდა, ქალაქელები მყავს მხედველობაში, ნამდვილად ვერაფრით ვერ მჯობდნენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, თუ სწავლა გინდა მიზანს ყოველთვის მიაღწევ. ეხლა იტყვით ეგ ადრე იყო, ეხლა ეგრე არააო. ეხლაც ეგრეა. ჩემი სოფლის სკოლადამთავრებული 2 ბავშვი 100% დაფინანსებაში მოხვდა წელს და 1-50%. მაინცდამაინც ჩემი სოფლის სკოლას იმიტომ ვამბობ რომ ვიცი ჩემს სოფელში რა ხდება, თორე სკოლა ჩვეულებრივია და პედაგოგებიც სხვათაშორის გამიკვირდა ზოგიერთები ცოცხლებიც რომაა :).ასე რომ მთავარია ტვინი გქონდეს თავში.
რაც შეეხება მდიდარი და ღარიბი ბავშვების ურთიერთობას, ეს საკითხი დღეს უფრო მოგვარებულია ვიდრე ადრე იყო. ნუცუბიძის სკოლაში სადაც მე ვმუშაობდი, ლტოლვილებიც სწავლობდნენ, სახლებში რომ დავდიოდი (საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ), მიკვირდა იქ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს მეთქი. ბავშვების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში მე ვერ ვხედავდი ამ ზღვარ რასაც მდიდარ-ღარიბი ქვია.რაც შეეხება მასწავლებლებს აქ კი ვაღიარებ, მასწავლებლები ყოფდა ბავშვებს ამ კატეგორიებად, მაგრამ არა იმიტომ რომ ღარიბი დაეჩაგრა, უბრალოდ იმიტომ რომ მდიდარი მოეწველა.. არც ეგაა კარგი მაგრამ ფაქტია და ვერსად გავექცევით.
ისე მერე როგორ მოვიქცევი არ ვიცი, მაგრამ დღეს ამ აზრზე ვარ, თუ ჩემი შვილი 100 ან 75% დაფინანსებაში არ მოხვდება უმაღლესში სწავლის ფულს ნამდვილად არ გადავუხდი.
მოკლედ ეხლა აქ გავჩერდები, მერე ისევ მოვუბრუნდები ამ თემას. :)

ფული აუცილებელია აბა რა. აუცილებელი რომ არ იყოს ეხლა ამერიკაში კი არ ვიქნებოდი, სახლში ვიქნებოდი ჩემი საყვარელი ხალხის გვერდით.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ზემოთ კონკრეტულად სკოლაზე და ბავშვებზე გავაკეთე აქცენტი. აქ ფული დიდ როლს არ თამაშობს. ეს ჩემი აზრია უბრალოდ.
რაც შეეხება საზოგადოებას, უკვე ზედა საფეხურზე, აქ უკვე ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ ადამიანებზე თუ ვისაუბრებთ, ხშირ შემთხვევაში ფულს ძალიან დიდი როლი აკისრია. აქ ძირითადად კარგ სამსახურებზე, თანამდებობებზეა საუბარი. ასევე თუ დასაჭერად გაქ საქმე ან უკვე დაჭერილი ხარ.

მოკლედ, მშვიდად თუ გინდა იცხოვრო, ლამაზად და დატკბე შენი ოჯახით და მეგობრებით, ჩათვალო თავი ბედნიერად, უნდა გქონდეს პირველ რიგში ჯამრთელობა და ფული (იმდენი რომ ელემენტარულად პურის გარდა კარაქსაც ყიდულობდე,ყველსაც და საშუალო დონის ჩასაცმელსაც. :))

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
და სნიკერსსაც ქუჩის ბავშვებს ხო? :)))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
cvimad_movedi wrote:
ციტატა:
და სნიკერსსაც ქუჩის ბავშვებს ხო? :)))))))

სნიკერსს აქ ვყიდულობ სხვისთვის, თორე საქართველოში რომ ჩავალ შვილს ვეღარ ვუყიდო შეიძლება :)
ისე სად გაგახსენდა ეგ. იმ მაღაზიაში რომ შევდივარ დღესაც მაშაყირებენ. :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
cvimad_movedi wrote:
ციტატა:
და სნიკერსსაც ქუჩის ბავშვებს ხო? :)))))))

სნიკერსს აქ ვყიდულობ სხვისთვის, თორე საქართველოში რომ ჩავალ შვილს ვეღარ ვუყიდო შეიძლება :)
ისე სად გაგახსენდა ეგ. იმ მაღაზიაში რომ შევდივარ დღესაც მაშაყირებენ. :)

პიკასო რა ამის პასუხია მაგრამ შვილი გყაავს?ბავშვების სურათებში გედო მაგარი ლამაზი ბიჭის სურათი.შენი შვილია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
არა ძმიშვილები მყავს მაგარი ვაჟკაცი ბიჭები. ეგენია ჩემი შვილები, მერე დავამატებ ჩემს :) საქართველოში რომ ჩავალ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა.არ უნდა გვიკვირდეს,რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ,იმას მის სათავეშიაც ვხედავთ.ბავშვი სათავეა,დასაწყისია დიდი ადამიანისა.ბავშვის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მშობელი.მე ბევრი ვიცი იმ მილიონერი მამის შვილებიც,მაგრამ რომ არც ეტყობათ და არაფრადვ გამოირჩევიან უბრალო ოჯახის შვილებიდან.ფული ასრულებს დიდ როლს რათქმაუნდა,ყოველთვის იჩაგრება ადამიანი უფულოდ,და ბევრსაც უოცნებია თავის გაჭირვებიდან გამომდინარე ნეტა რატო არ მყავს მილიონერი მამა.მე ვცდილობ რომ ჩემ შვილს არ მოვაკლო არაფერი,თუნდაც ის რაღაცით გამორჩეული სკოლა.ან ის სტუდია,უბრალოდ მინდა მივცე ყველაფერი კარგი.დარწმუნებული ვარ არ ვცდები.აღარ არის ის პერიოდი საქართველოში რაც ჩემ დროს იყო,რომ სადაც გინდოდა სწავლა ყველგან ისწავლიდი,მთავარია სწავლა გდომებოდა.ყველანაირად გაუფასურდა სკოლებში სწავლა და აქედან გამომდინარე ვცდილობ,იქ მივაღებინო ცოდნა ჩემ შვილსაც სადაც შეიძლება,მაგრამ ყველანაირად შთავაგონებ რომ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი ფულით წყდება.ფულიც მიყვარს,როგორ არა:) მაგრამ ჯანმრთელობის ფასი მაინც არაფერია:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 29 posts ] 
ფული, საზოგადოების მოთხოვნა...
დესპანი