mana wrote:ციტატა:
ძვირფასო დესპანელებო! ჩემო საყვარელო თანამემამულენო, ჩემო საქართვლოდან გაფანტულო წიწილებო! მინდა გაცნობოთ, რომ ( არ გაშინებთ) საქართველო და რუსეთის დაძაბულობასთან დაკავშირებით, მოსკოვში ყკვე დაიწყო, ამჯერად ჩუმ- ჩუმად, არაოფიციალურად, ქართველებზე დარევა, დაჭერით და გასახლებით, ან დიდი თანხების გამოძალვით. ძალიან დიდი რეალური შანსია ომისა. არ ვიცი რა ვქნა, ჩემი მეუღლე და კიდევ რამოდენიმე უდანაშაულო ქართველი, წუხელ მთელი ღამე მილიციაში ისხდნენ და დიდის ამბით, რა თქმა უნდა ნაცნობებით და ფულით ჩვენი გამოვიხსენით, ხოლო დანარჩენები იქ დარჩნენ.სამართალდამცავი ორგანოები შეკითხვას რატომ და რისთვის ასე პასუხობენ: წადით და კითხეთ თქვენს პრეზიდენტსო. მ ი შ ააააააააააააააა! გესმის ჩემიიიიიიიიი? ნუთუ არ შეიძლება, რომ დაიცვა შენი ქართველები საზღვარგარეთ? ყველა ქვეყნის პრეზიდენტები აკეთებენ ამას და ჩვენ რატომ ვართ ასე უ პ ა ტ რ ო ნ ო დ ?







რისიც, ყველაზე ძალან მეშინოდა, ის დაიწყო.
არ ვარ მშიშარა კაცი, რეალურად ვაფასებ ყველაფერს.
პიკასო-მ, ილიას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, პატარა მასალა მოგვაწოდა.
იქ იყო ასეთი ფაქტი: რუსეთის მეფის ნაცვალი, უბრალოდ რომ ვთქვათ, ააფეთქეს, მოკლეს.
რუსულმა არმიამ, ალყა შემოარტყა თბილისს და ულტიმატუმი წაუყენა ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს.
მოგვეცით მკვლელი,თორემ თბილისს დავბომბავთო.
სტალინს, ჯორჯიაშვილი გაუმეტებია/ალალ-მართალი კაცი./
გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი მონახა.
/ქართველმა \"ჯალათმა\",არ დასაჯა პატიმარი. მერე სხვა მოიყვანეს და მოაკვლევინეს უდანაშაულო./
ერთი წამითაც არ იფიქროთ, რადგანაც მე მანდედან შორს ვარ, უფრო \"მხიარულად ვჭიკჭიკებ\".
არ გეტყვით იმას, რომ მეცოდებით.
არა ხართ შესაცოდები და იმიტომ.
იმიტომ რომ მტრების ზურგში ცხოვრობთ და ყველაზე დიდი გულის ტკივილი, თქვენა ხართ.
ქართველების ნახევარი, ვინც სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ, რუსეთში იმყოფებიან.
უამრავი გადარიცხვები შედის საქართველოში,სხვადასხვა ქვეყნებიდან.
თითქმის ნახევარი, რუსეთში მაცხოვრებელი ქართველებისგან იგზავნება.
მანა-ეს ყოფილა ჩვენი ბედი.
ძალიან გითანაგრძნობთ თქვენ და ყველა ჩემ ქართველს, ვინც ამჟამად იმყოფება, რუსეთის ტერიტორიაზე.
ღმერთო მაღალო, დაიფარე ჩემი ერის შვილები.