↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

რეცეპტები › წვნიანი კერძები › ხარჩო

ხარჩო
წვნიანი კერძები

ხარჩო

დავინჩი · 2007-02-20 · 👁 667 ★★★★★4.7 (27)
მცირესირთულე

🧺 ინგრედიენტები

👥 რამდენ კაცზე?4 პერს.
120
  • საქონლის ან ღორის ხორცი500გრ
  • ხახვი3-4 თავი
  • ნიგოზი300 გრ
  • აფქვილი ხმელი ქინძი1ჩ კოვზი
  • უცხო სუნელი1/2 ჩ.კ
  • ყვითელი ყვავილი1 ჩ.კ
  • ღვინის ძმარი1/3 ჩ.ჭიქა
  • ნედლი ქინძი4 ღერი
  • ოხრახუში4 ღერი
  • დაფნის ფოთოლგემ
  • ნიორი4-5 ცალი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

👩‍🍳 მომზადება

ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 2 -2,5 ლ. წყალი და ვხარშოთ. ხარშვის დროს ქაფი მოვხადოთ. კარგად მოხარშვას, რომ ცოტა დააკლდება ბულიონი ცალკე ქვაბში გადავწუროთ. ხორცს დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვხრაკოთ 15 -20 წუთის განმავლობაში. არ დაიწვას!!!

ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ნიორი და წიწაკა გადავიტანოთ ჯამში. დავუმატოთ სუნელები და ძმარი ან ტომატ პასტა. დავასხათ ბულიონი და კარგად გავხსნათ. (თუ ნოიგოზი საკმარისი რაოდენობით არ აღმოგვაჩნდა იგი სიმინდის ფქვილით შეიძლება შევავსოთ). ეს წვენი დავასხათ მოხრაკულ ხახვიან ხორცს. ჩავდოთ დაფნის ფოთოლიც. ავადუღოთ და ვხარშოთ სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი და ოხრახუში. ერთი კიდევ წამოვადუღოთ. დაფნის ფოთლები ამოვიღოთ ხარჩოდან და გადავაგდოთ. სულ ბოლოს მარილი გემოვნებით. თავზე მოვატაროთ წმინდად დაჭრილი ნედლი ქინძი ან ოხრახუში.

💡 რჩევა: ინგრედიენტზე დაკლიკებით მონიშნეთ უკვე დამატებული — ასე არაფერი გამოგრჩებათ.

⚡ სწრაფი — 30 წუთამდე

ყველა →
⚡ 21 წთ
ხორცის კერძები

ჩანახი

ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…

👥 4⏱ 21 წთ★★★★★4 (5)👁 382
⚡ 30 წთ
ბოსტნეულის კერძები

აჯაფსანდალი

დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …

👥 5⏱ 30 წთ★★★★★3.3 (8)👁 318
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3.7 (6)👁 291🌿 ვეგ.
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3 (3)👁 161🌿 ვეგ.
დესპანი