↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

რეცეპტები › ფქვილოვანი ნაწარმი › აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური
ფქვილოვანი ნაწარმი

აჭარული ხაჭაპური

2007-02-20 · 👁 765 ★★★★★4.6 (27)
1პერსონა
მცირესირთულე

🧺 ინგრედიენტები

👥 რამდენ კაცზე?1 პერს.
120
  • ფქვილი100 გრამი
  • წყალი, რძე50 გრამი
  • საფუარი2 გრამი
  • ყველი35 გრამი
  • კვერცხი2 ცალი
  • კარაქი20 გრამი
  • ხაჭო40 გრამი

👩‍🍳 მომზადება

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი ცარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გუსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრაზე. (ცხელი უნდა იჭამოს.)

💡 რჩევა: ინგრედიენტზე დაკლიკებით მონიშნეთ უკვე დამატებული — ასე არაფერი გამოგრჩებათ.

⚡ სწრაფი — 30 წუთამდე

ყველა →
⚡ 21 წთ
ხორცის კერძები

ჩანახი

ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…

👥 4⏱ 21 წთ★★★★★4 (5)👁 382
⚡ 30 წთ
ბოსტნეულის კერძები

აჯაფსანდალი

დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …

👥 5⏱ 30 წთ★★★★★3.3 (8)👁 318
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3.7 (6)👁 291🌿 ვეგ.
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3 (3)👁 161🌿 ვეგ.
დესპანი