შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რეცეპტები › ფქვილოვანი ნაწარმი › საშობაო ღვეზელი

ავიღოთ მაწონი, დავუმატოთ არაჟანი, ზეთი, მარილი შაქარი და სოდა, ავურიოთ კარგად და ჩავასხათ ჯამში, რომელშიც მცირეოდენი ფქვილია, მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი. გავყოთ 6 ნაწილად. ავიღოთ ერთი გუნდა, გავაბრტყელოთ, მივცეთ ოდნავ წაგრძელებული ფორმა და ნახევარ ნაწილში მოვათავსოთ დაფშვნილი ყველი,ამ ყველს ზემოდან დავაწყოთ წინასწარ მოხარშული და მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი კვერცხი. შემდეგ გადმოვაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი, შევუკრათ პირი, გავუკეთოთ ეგრეღწოდებული"ზუბჩიკები", გადავუსვათ ზემოდან მაწონში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში.
ეს არის საშობაო ხაჭაპური-კვერცხით, რომელსაც ძირითAდა გურიაში ამზადებდნენ და უკვე მთელს საქართველოში გავრცელდა. არის ასეთი ტრადიცია; ღვეზელი ცხვება ოჯახის ყველა წევრისთვის სათითოოდ. შობა დილით დიასახლისი აიღებს ერთერთ ღვეზელს, დაადებს ქვასანაყის ქვას და სამჯერ შემოატარებს წელზე იმას ,ვისიც არის ეს ღვეზელლი , თან რა თქმა უნდა ლოცულობს. ვინც თბილისშია შეუძლია ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახაჭაპურეში მიბრძანდეს და დააგემოვნოს. ოოო, როგორ მენატრებააააა!!!!
ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…
დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …
მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

ბოდიშს გიხდით, დესპანი ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის ხელმისაწვდომი. თუ მოწვევის კოდი გაქვთ, შეიყვანეთ ის ან დაასკანერეთ QR კოდი.