↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

რეცეპტები › ფქვილოვანი ნაწარმი › კარტოფილის ფუნთუშები

კარტოფილის ფუნთუშები
ფქვილოვანი ნაწარმი

კარტოფილის ფუნთუშები

despani.com · 2007-04-13 · 👁 388 ★★★★★3.5 (4)
მცირესირთულე

🧺 ინგრედიენტები

👥 რამდენ კაცზე?4 პერს.
120
  • საფუარი1 სუფრის კოვზი
  • წყალი0,5 ლ.
  • შაქრის ფხვნილი1 სუფრის კოვზი
  • სპირტი1 სუფრის კოვზი
  • მარილი ცომისთვის0,5 ჩაის კოვზი
  • ზეთი შესაწვავად1,5-2 ჩაის ჭიქა
  • ზეთი ცომისთვის2 სუფრის კოვზი
  • ფქვილიგემოვნებით
  • კარტოფილი1,5 კგ.
  • ხახვი2-3 თავი
  • შავი პილპილიგემოვნებით
  • მარილიგემოვნებით

👩‍🍳 მომზადება

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

💡 რჩევა: ინგრედიენტზე დაკლიკებით მონიშნეთ უკვე დამატებული — ასე არაფერი გამოგრჩებათ.

⚡ სწრაფი — 30 წუთამდე

ყველა →
⚡ 21 წთ
ხორცის კერძები

ჩანახი

ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…

👥 4⏱ 21 წთ★★★★★4 (5)👁 383
⚡ 30 წთ
ბოსტნეულის კერძები

აჯაფსანდალი

დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …

👥 5⏱ 30 წთ★★★★★3.3 (8)👁 319
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3.7 (6)👁 292🌿 ვეგ.
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3 (3)👁 162🌿 ვეგ.
დესპანი